ნაწყვეტი გაბრიელ ჯაბუშანურის “ქვაკაცას ღამეებიდან”- “შუქი და მღილი”
“შუაღამეა, ღოღავს მღილი რამ
ჩმეს ლოდის მკერდზე,
მიმწუხრზე სავალს
დაადგა იგი ფეხის ფრჩხილიდან
და გზა თავამდე ვერ მოათავა.
ვდგავარ ქვაკაცა. ოცნება უქმი
ამავ მჭილივით ღოღავს და კვდება…
შორი ციერის მეცემა შუქი
და ორი მგზავრი ერთმანეთს ხვდება.
“რა გზა ვიარე, – ლუღლუღებს მღილი,
ღონე კი მაინც არ დამელია,
კიდევ შორსაა სიკვდილის ჩრდილი
და ვგრძნობ სიცოცხლე რარიგ გრძელია!”
წყნარად იცინის ვარსკვლავის სხივი:
“მეც სივრცე ვრცელი მეტად მიტაცებს,
შვიდას წელს ვკვეთე კოსმოსი ცივი
და ახლა მოვხვდი დედამიწაზე…
შენ ამ გზას, ალბათ,ვერც წარმოიდგენ,
მეც ხომ არ მესმის, მღილო,შენი გზა,
ერთია : სული ერთ წამს მოიდგა,
ანდა გაიქცე უკვდავ ფენიქსად…
მოკლე ყოფაზე წუხილი არ ხამს,
დღეგრძელი ყოფაც არის ერესი.
რაც უფრო ბედი უხანოდ გვმარხავს,
მით უფრო ყოფნის გვწვავს ინტერესი..”
ამე მჭევრობენ სხივი და მღილი,
მწუხარედ ვისმენ ღამის დიალოგს.
თავზე დამტირის ოლოლთა წყვილი,
რომ მცირე სასოც გამიტიალოს.
ვგრძნო: ვარსკვლავივით დამცილდი, მზექალ,
ავახ! მღილივით უღონოდ ვცოცავ,
წუთის სიცოცხლე მე ას წლად მექცა,
შენთვის წვად ასიც მაჩნია ცოტა…
შუაღამეა.
ღოღავს მღილი რამ
ჩემს ტინის მკერდზე,
მიმწუხრზე სავალს შეუდგა იგი ფეხის ფრჩხილიდან
და გზა თავამდე ვერ მოათავა.
ვდგავარ ქვაკაცა.
ოცნება უქმი
ამავ მღილივით ღოღავს და კვდება.
შორი ციერის მეცემა შუქი,
ხოლო ჩემს გულში ნათელი წყდება.”