დაუთი ასრულებს ნამაზს

ნაწყვეტი ღილღური რვეულიდან:
“დაბლა დააგეს ტყავი დათვისა,
სარკმლიდან მზის ოქრო მოცვივა.
ხშირ-ხშირად ამთქნარებს დაუთი:
დრო არის შუადღის ლოცვისა.

ზეზიკმა(ასული-მანგის მინაგვარი)
მიართვა წყლით სავსე ლანგარი.
ფეხს იბანს დაუთი უსიტყვოდ
და მერე იჩოქებს დათვის ტყავზე.
ზის უჩუმარი კაცი, ხესავით
გაშეშებული და ციხეავით
ჩაბნელებული, გალახულივით
კუშტი,ერთბაშად : “ალახ… ალლაი..”
გულზე დაიწყო ხელები ხატივით,
წამოდგა ბუტბუტებს ნელი ხმით,
(მე ზეზიკს მზე-მზერით ვუცხადებ პაზვატს, –
მოგვხედოს ალახმა!..).
მერე კვლავ იჩოქებს მოხუცი დაუთ
და მიწას სამჯერ ეხება თავით.
სასო რამ გადაჰკრავს  მჭკნარ სახეს,
(შორს ჩემგან, ბოროტო!)
ღაწვებზე მოისვამს ორსავ ხელს,
ნიკაპთან აერთებს ბოლო დროს.
ჩურჩულებს დაუთი, როგორც ლექსს მგოსანი
და მარცვალს კრიალოსანს.
ოთახში მზის ოქრო თამაშობს,
დაუთი ასრულებს ნამაზს
და მე კი თავაზით ვთავაზობ
მარად ზავს მზე-ზეზიკს ლამაზს.”
-გაბრიელ ჯაბუშანური

Share

Leave a Reply