ეგიკალის კოშკებზე წაკიდებულ აისებს,
და მაისტის ცის ფერზე, შემოქარგულ არშიებს
თეთრი კავკასიონი,ნისლის მარმაშებიდან
გადმოჰყურებს სამყაროს,ღმერთისფერი თვალებით.
დედამიწას მოუგო უკვე ყველა ხელი და
ზურმუხტისფერ ტყეებად შემოივლებს ქათიბებს.
გაბნეულან შორეთში,ყვავილების ფერები
ენით აუწერელი,არამქვეყნიური.
ქარი დამოგზაურობს ,ჩეჩნეთში და ლეკეთში
და გასცქერის სამყაროს კოშკის ქონგურებიდან.
თიკო არაგველი