კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით ახმეტელის თეატრის დასი პანკისის ხეობაში ვაჟა-ფშაველას პოემის „სტუმარ-მასპინძელი“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის ჩვენებას გამართავს.
წარმოდგენა მაყურებელს სტუმარ-მასპინძლობის ადათსა და ხევსურებსა და ქისტებს შორის არსებულ შუღლზე მოუთხრობს.
დადგმა ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის ხსოვნას მიეძღვნება.
პროექტი „სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟა-ფშაველას ფონდის და ახმეტელის თეატრის ინიციატივით ხორციელდება. სპექტაკლი რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა.
სპექტაკლის გამართვის თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
© ახმეტელის თეატრის ფოტომასალა