იმ ღამეს ვიშვით როცა ლეკვებს ყრიდა ძუ მგელი,
დილით დაგვარქვეს სახელები ლომის ღრიალში,
მთის არწივების საბუდარში გვზრდიდნენ დედები,
კლდეებზე ჯირითს გვასწავლიდნენ გმირი მამები.
ამ მიწა-წყლისთვის,მამულისთვის გვზარდეს დედებმა.
და განსაცდელში ჩვენ სამშობლოს მტკიცედ დავიცავთ,
მთის თავისუფალ არწივებთან ერთად დავზრდილვართ,
სიძნელეები ღირესეულად დაგვიძლევია.
ეს გრანიტის ტყე,ტყვიასავით დადნება უმალ,
ვიდრე ბრძოლაში დავკარგავდით კაცურ ღირსებას,
უმალ გასკდება დედამიწა მზის სიმხურვალით,
ვიდრე მიწაში ჩავიდოდეთ სულ გაყინულნი.
ქედს არ მოვიხრით არასოდეს არვის წინაშე,
ჩვენ ერთი გზა გვაქვს : სიკვდილი ან თავისუფლება!
ჭრილობებს დები,სიმღერებით მოგვიშუშებენ,
ხოლო სატრფონი აღგვანთებენ ისევ საომრად,
ხის ფესვებს დავღრღნით,შიმშილმა თუ შემოგვიტია,
ცვარ-ნამს შევსრუტავთ,წყურვილმა თუ დაგვრია ხელი,
იმ ღამეს ვიშვით, როცა ლეკვებს ყრიდა ძუ მგელი,
უფალს,ჩვენს მოდგმას,ჩვენ მიწა-წყალს ვემსახურები.