პანკისის ციხე

პანკისის ციხე – თორღვა პანკელის ანუ მაღრაანის ციხე მდებარეობს ხალაწნისა და მაღრაანის (მაჭარეულის) ხევებისწყალგამყოფ თხემზე, ტყიან ზოლში. იგი უფრო იოლად მისადგომი პანკისის ხეობის სოფელ ზემო ხალაწანიდანაა.საფიქრებელია, რომ ციხის პირველადი სტრუქტურის მშენებლოა წინ უსწრებდა პანკისის საერისთავოს დაარსებასკვირიკე III-ის მიერ (1010-1037) – ხელმწიფე რომელმაც პირველმა დაიმკვირა  კახეთ-ჰერეთის მეფის ტიტული დასახელმწიფო შვიდ საერისთაოდ დაყო. ამ პერიოდში პანკისის და მისი მცველი ციხის როლი ფრიად გაიზარდასტრატეგიული მდებარეობის გამო. ეს ზონა  შუალედური პუნქტი კახეთის ბარსა და მთას შორის. მის კონტროლსქონდა დიდი პოლიტიკური, ეკონომიკური და სატრანზიტო მნიშვნელობა.
1040 წელს ერთიანი საქართველოს მეფემ კახეთში ილაშქრა და პანკისის ციხე დაიკავა, ხოლო ერისთავი სტეფანოზვარჯანის ძე ტყვედ იგდო. ბაგრატ მეოთხემ კახეთში მდგომარეობა ვერ შეინარჩუნა და პანკისის ციხე ბრძოლისეპიცენტრად იქცა. მოგვიანებით ის აღსართან პირველის მძლავრი ბასტიონი იყო აფხაზთა და ქართველთა მეფისწინააღმდეგ წარმოებული კამპანიის დროს.
ციხის როლის გაზრდა, მისი განახლება დაკავშირებულია XIII საუკუნის 40-იან წლების მოვლენებთან და პანკელიერისთავის თორღა (თორღვას) სახელთან. ის კოხტასთავის ანტი-მონღოლური შეთქმულების მონაწილე იყო. დავითულუს ურდოში გაწვევის დროს, თორღვამ სეპარატისტული პოზიციები გაიმაგრა და მეფის დაბრუნებისპირობებშიც განაგრძო ურჩობა. ამიტომ ის ციხიდან გამოიტყუეს და სიცოცხლეს გამოასალმეს – თითქოს მესტუმრეჯიქურს უშუალო ბრძანებით ”წარიყვანეს კლდეკართა და მუნით გარდამოადგეს”. როგორც ჩანს თორღვა დიდიგავლენით სარგებლობდა აღმოსავლეთ საქართველოს მთაში და ის მართლაც ძაგანისძეთა საგვარეულოსწარმოადგენდა. სახელი თორღვა (თორღვა ძაგანი) ლეგენდებსა თუ ხალხურ გადმოცემბეშია შემორჩენილი. ძაგანაბულეთისძე, საარაგვოს ფეოდალი დავით აღმაშენებელმა დაამხო და დაატუსაღა, თუმცა გვარი გარკვეულგავლენას მოგვიანებიტაც ინარჩუნებდა. ძაგანისძენი ზედაზენს და მუხრანის ველსაც ეპოტინებოდნენ. გასაკვირი არარის, რომ ფეოდალურ სახლს თავისი გავლენა მთაზეც ქონოდა და იქ მათი საქმიანობა გარკვეულ გადმეცემებშიდალექილიყო. მონღოლთა პერიოდში ამ შტოს კვლავ აღზევება და პანკელი ერისთავების რანგში მომძლავრებაც არუნდა იყოს დიდი უცნაურობა. თუმცა წყაროების სიმცირის გამო თორღა პანკელის პიროვნების და მისიმემკვიდრეობის გარშემო მსჯელობა გართულებულია. ფაქტი ერთია, მის პერიოდში პანკისის ციხე გაძლიერდა დადიდი მნიშველობა შეინარჩუნა. კონკრეტულად ამ ციხის გარდა, თორღვას სახელი სხვა ბასტიონებს დატოპონიმებსაც უკავშირდება რეგიონში.
XVI საუკუნეში პანკისის ციხე სამოურავოს ცენტრია. ამ პერიოდიდან ის შიდა ომიანობის ასპარეზი ხდება. კახეთისმეფე ავგიორგი (გიორგი II) ქართლს აწიოკებდა და დიდი შფოთი დათესა ორ ქართულ პოლიტიკურ ერთეულსშორის. მართალია მისი ნეიტრალიზაცია მოხრეხდა, ბაგრატ მუხრანბატონმა დაატყვევა, მაგრამ ბრძოლა ამით არდამთავრებულა. 1513 წელს ქართლის მეფემ, დავით მეათემ კახეთის დაკავება შეძლო მაგრამ იქ მდგომარეობასაგარეო ფაქტორების და ადგლილობრივი ფეოდალების წინააღმდეგობის გამო ვერ განიმტკიცა. უფლისწულილევანი კახელმა დიდიებულებმა გახიზნეს და 1518 წელს მეფედ გამოაცხადეს. 1520 წელს პანკისის ციხე ქართლისსპას ქონდა ალყაშემორტყმული, თუმცა დავით მეათემ პოზიციები დათმო და ლევანს დაუზავდა, მან ის კახეთისმეფედ აღიარა. ამ უკანასკნელმა რთულ საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში კახეთში სტაბილურობის და სიმშვიდისშენარჩუნება შეძლო, ხოლო ქართლში კი ომიანობა იყო.
1574 წელს პანკისის მისადგომები უკვე შიდა კახური დაპირისპირების ასპარეზად იქცა, ლევან მეფის ვაჟებისტახტისათვის ბრძოლა ალექსანდრეს გამარჯვებით დასრულდა. ხოლო ქაიხოსრო კი დამარცხდა (ლევანის ვაჟი შამხალ ყურმუსალის ასულისაგან).
1601 წელს კახეთის სამეფო კარზე გადატრიალბა მოხდა, სნეული ალექსანდრე II საკუთარმა ვაჟმა დავითმა აიძულაბერად აღკვეცილიყო ხოლო თავად კი ერთი წლით დაიკავა ტახტი 1602 წლემდე.  ახალი რეალობა ვერ მიიღოუზურპატორის ძმამ – გიორგი ბატონიშვილმა ერთგულ თავადებთან ერთად შეთქმულება მოაწყო. თუმცა ეს ამბავიგამჟავნდა და ბატონიშვილი ქართლში გაიხიზნა. ქართლის მეფემ, გიორგი X-მ ლტოლვილი არ შეიფარა დაუზურპატორს გადასცა – ის პანკისის ციხეში გამოკეტეს. ამ ამბიდან დავითი მალე გარდაიცვალა და ტახტზედაბრუნებულმა ალექსანდრე II-მ ერთგული ვაჟი დაიხსნა.
გამოხდა ხანი და ამ მოვლენების შემდეგ მალევე,  პანკისის ციხეში დაბანაკდა რუსეთის ელჩობა მცველი რაზმით.ხსენებული რაზმიდან 40 მეთოფე  ალექსანდრე II-ს ბრძოლაშიც კი ახლდა. რუსეთი კავკასიაში პოზიციებისგამყარებას ცდილობდა და კახეთის სამეფოს ინტერესებზე თამაშით მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.დაღესტანზე უნიათო შეტევა მალევე დამთავრდა სრული ფიასკოთი, ხოლო შაჰ-აბას პირველმა კახეთზე ზეწოლაგააძლიერა, მისი იარაღი იყო ალექსანდრე II-ის გამაჰმადიანებული შვილი კონსტანტინე-მირზა. 1605 წლის 12მარტს ძეგამში მეფე დარბაზობდა, სწორედ ამ დროს რენეგატი კონსტანტინეს ბრძანებით მოკლეს ის ყიზილბაშებმა.მათ არც გიორგი ბატონიშვილი და მეფის ერთგული დიდიებულები გაუშვეს ცოცხლები. კახეთში ძალაუფლებაკონსტანტინე-მირზამ იგდო სპარსელთა ზურგით. მაგრამ ის მალე აჯანყებულთა მსხვერპლი გახდა. აი შემდეგ კისაქართველოში დიდი უბედურება დატრიალდა რასაც ქვეყნის ამოგდება მოყვა. კახეთის ტახტეზე ასულ 16 წლისთეიმურაზ I-ს და რეგენტს ქეთევან დედოფალს წინ დიდი განსაცდელი ელოდათ. 1614 წელს გააფთრებულიწინააღმდეგობის მიუხედავად, ყიზილბაშთა იერიშით პანკისის ციხეც დაეცა. ოპერაციას უშუალოდ სარდლობდაშაჰი. მაშინ პანკისის ციხეში სეფე საგანძური ინახებოდა, როემლიც სპარსელთა ნადავლი გახდა. მთელი ქვეყანააოხრდა და გავერანდა, მოსახლეობა განადგურდა. ეს იყო პანკისის ხეობის დაცარიელების პერიოდი. ამის შემდეგ აქცხოვრება დიდი ხანს ვერ აღსდგა, ლეკიანობის პირობებში ეს ადგილები მთიალეთა თარეშის ასპარეზად იქცა.
1664 პანკისის ციხე რამდენიმეთვიან ალყაში მოექცა, აქ გამაგრებული იყო  ერეკლე I, შემედგომში ნაზარალი-ხანი.ის თუშების დახმარებით კახეთში გამეფებას ცდილობდა.  მისი ოპოზიცია იყო ქართლის მმართველი ვახტანგ Vშაჰნავაზი და მისი ვაჟი არჩილი რომლესაც ასევე ისლამი ქონდა მიღებული და შაჰნაზარ-ხანის სახელით იყოცნობილი, სპარსელთაგან ზურგმიცემული. ხელმოცარული ერეკლე პირველი რუსეთში გაბრუნდა და მოგვიანებითსხვა ფორმით ჩერთო ქართულ პოლიტიკაში. აი პანკისის ციხე კი ნელ-ნელა ლოკლალური მნიშვნელობისსიმაგრემდე დაკნინდა და ის უფრო მაღრაანის ციხის სახელით მოიხსენიებოდა. ლეკიანობის ალაგმვის შემდეგპანკისში ჩამოსახლება დაიწყეს ქისტებმა, აქვე გაჩნდნენ ოსი მოახალშენეები და ქართულმა სოფლებმაც წელიმოიდგა. რუსეთის იმპერიის პირობებში, კავკასიისთვის ომების დამთავრების შემდეგ ერთ დროს ბურჯმაგარიპანკისის ციხე ტყემ შთანთქა და მისი კედლები დღე ძვირად სანახავია თუმცა მათ გრანდიოზულობა მაინცამჩნევიათ.
 
თუ ციხეს აღმოსავლეთიდან მიადგებით, უნდა გაიაროთ კარიბჭე რომელიც მასიურ ლოდებზეა დაშენებული.აქედან მშვენიერი ხედი იშლება ალაზნის ველსა და გომბორ-თიანეთის მიმართულებაზე, ჩანს პანკისის ხეობა დანაწილობრივ კავკასიონიც. როგორც ჩანს სამშენებლო მასალად ადგილობრივი ქვა გამოუყენებიათ, კარიერის ძებნაარ იქნებოდა საჭირო რადგან მკვრივი ქანები პირდაპირ მიწის ზედაპირზეა ამოზრდილი. ამიტომაც მშენებლებს ქვაარ დაუშურებიათ და პანკისის ციხის კედლები ზოგან 7-8 მეტრის სიმაღლეზეა აზიდული.
                                             
თუ კარიბჭიდან ზედა ციხის უმაღლესი წერტილისკენ წახვალთ ტყის საფარიდან გამოიკვეთება მასიური, მრგვალიკოშკის სილუეტი. ეს მარტო საფორტიფიკაციო ნაგებობა არ არის, მშვენივრად არის შემონახული წყალსატევი დაჭის ფორმის ნაკვეთური კოშკის სტრუქტურაში. ეს იყო წყლის სტარტეგიული მარაგის შესავსებად შექმნილი ავზი,რაც ფირად მნიშვნელოვანია მთის წვერზე აგებული ციხისთვის რომელსაც მრავალთვიანი ალყისთვისაც კიგაუძლია.
წყალსატევი კოშკიდან ოდნავ მოშორებით, მცირე დაღმართის ბოლოს ციტადელის ნაშთებია შედარებით კარგადშემორჩენილი. აქ არის დარბაზული ეკლესია აგურის ფასადით, დიდი შენობის და რამდენიმე სათავსოს ნანგრევები.სწორედ ეს ადგილი უნდა ყოფილიყო პანკისის ციხის ცენტრალური ადგილი და სავარაუდოთ მეფის/პატრონისსამყოფელიც აქ მდებარეობდა.
 
ციტადელიდან სამხრეთითქვედა ციხის სტრუქტურა განუვიტარებიათ ტერასულად. ტყის საფარის გამო დღესრთულია მისი გეგმარების მთლიანად აღქმა.
ავტორი: შალვა ნაკაიძე

Share