,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა პანკისის ხეობაში. პანკისის ხეობის საჯარო სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სამინისტროს სხვა წარმომადგენელთა შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებულია. გამორჩეულია სამინისტროს დამოკიდებულებაც ამ ხეობის პედაგოგებისა და მოსწავლეების მიმართ. ძალიან ბევრი პროექტი სპეციალურად პანკისის ხეობის მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით ინერგება სკოლებში, ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.” აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში