სულეიმან გუმაშვილი: აფხაზეთი

ვუძღვნი აფხაზ პოეტს-ვანო მერქანიანს

თვალ-მარგალიტი, ედემის ბაღი-
მსგავსი არ ჰყავდა ძველად და ახლაც,
ცად ატყორცნილი ამაყი მთები,
რომელთაც ნოხად შავი ზღვა ახლავ.
სადაც ყოველი ხილი რომ გვარობს
და ჰავა გახლავთ ძლიერ ჯანსაღი,
სადაც ყოველი კუთხე კუნჭული
კურორტი არის ღმერთის ნასახი.
სად ცხოვრობს, შრომობს აფხაზი ხალხი,
ჯიშით და მოდგმით იბერიული,
ნაშთი ქაშქების და აბშილების,
სისხლით და ხორცით ძმები ქართული.
როგორ მოვიდნენ უძველესიდან,
რა არ გადახდათ ბრძოლებში მტერთან,
მაინც შემორჩნენ, არ გადაშენდნენ,
შეიძლეს ყოფნა, ცხოვრება ერთად.
ერთ ქვეყნად ოდეს გაერთიანდნენ,
ჰქონდათ საერთო ლხინი და ჭირი,
ამიტომ მტერი ძრწოდა და ცხროდა,
მას აშინებდა ძმათა კავშირი.
დღეს რაღა მოსდით, ძმებს ვინღა ურევს,
რუსმა შემოჰყო დინგი ბინძური,
არ წამოვეგოთ ჩვენ სხვის ანკესზე,
გვესმას ქართული და აფხაზური.
არ შეიძლება, აფხაზეთი რომ
იყოს გარეშე საქართველოსი,
ან საქართველო უაფხაზეთოდ-
შვენება ჩვენი მთის და მდელოსი.
მიყვარს აფხაზი და აფხაზეთი,
მიყვარს ქართველი და საქართველო,
ქისტი მზად არის ცხოვრობდეს მათთან,
რომ ძმებს ამ ქვეყნად სულ ერთად გვევლო.
 
სულეიმან გუმაშვილი

Share

Leave a Reply