მამა

 ერთი დილა გათენდა,არაფრით განსხვავდებოდა სხვა დღეებისგან გარდა ერთი რამისა,იმ დღეს პირველად ვიგრძენი ,რომ მაკლდა რაღაც, რაც ცხოვრებაში ძალიან ადრე დავკარგე. იმ დღეს მივხვდი, თუ რას განიცდიდნენ ისინი, ვინც მშობელი დაკარგა.

მამა ცხოვრებაში ძალიან დამაკლდ, რადგან არ შემიძლია მის სახეს შევხედო და ისე დავიწყო დღე. ვცდილობ, არ დამავიწყდეს მისი სახე,რადგან თუ დავივიწყე, მერე ვეღარ გავიხსენებ.

25 სექტემბერს მამას საბოლოოდ დავემშვიდობე, იგი საბოლოოდ გავიდა სახლიდან და აღარ გადმოაბიჯებდა იმ კარის ზღრულბს,საიდანაც ყოველ საღამოს შემოდიოდა.

მამას ვუყურებდი და არ მეჯერა, რომ რეალურ ცხოვრებაში მტოვებდა,იმ დღეს ვფიქრობდი „ახლა რაღა მომკლავს“ მეთქი. მე არც პირველი და არც უკანასკნელი ვარ, ვინც საყვარელი ადამიანი ან მშობელი დაკარგა, ერთ რამეს მივხვდი, რომ თუ ადამიანმა თავის თავზე არ გამოსცადა ტკივილი იგი სხვის ტკივილს ბოლომდე ვერ შეიგრძნობს და ვერ მიხვდება, თუ რას ნიშნავს დაკარგო საყვარელი ადამიანი, მართალია მომხდარს ვერაფრით ვუშველით, მაგრამ მაქვს იმის რწმენა რომ მუდამ ჩვენთან იქნები და არ მიგვატოვებ.
ამ რწმენით ვაგრძელებ ცხოვრებას, რადგან საშველი მაინც არაფერია.

მედო გაურგაშვილი – 15 წლის, ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე10 კლასისი მოსწავლე.

ლექსი სტალინზე: “ინვექტივა-მონუმენტი”

I
სამყაროს რისხვა შენთვის ახია
და რისხვაც გითხარ მე, სიტყვის ლოთმა,
რამდენი ღერი თმისა გასხია,
იმდენი კაცის გამძიმებს ცოდვა.
წყეულო თავზე რამდენი თმა გაქვს,
იმდენი დედის გიღვრია ცრემლი,
შენი ქოჩორი ჩამოგავს ჯაგარს, –
შუბლს დასწოლია ვითარცა გველი.
შეკრული შუბლი შავი ხევია,
წარბნი გველნია, სავსე შხამითა,
ისინი არც კი შეირხევიან
გინდ გადაბრუნდეს ეს დედამიწა.
მილიონები მაგ შუბლს ჰმონებენ,
ხალხი მის რისხვას ვეღარ იცილებს,
ეგ ნაოჭები მე მაგონებენ:
წვრილად დახლართულ გველის ნაწილებს.
შუბლის ნაოჭნი გველის წიწილებს
ჰგვანან, – მათ წარბი – გველი ეთავსა
და მჯერა: – მალე ყველა იწივლებს:
ადამის ძეთა ამოწყვეტასა…
 
II
ჩაღრმავებული შენი თვალები
ვულკანებია ჯოჯოხეთისა,
უცხოა მათთვის რამ შებრალება,
უცხოა მათთვის ცრემლის წვეთიცა…
მშვიდად უმზერენ ხალხთა წამებას
თვალები შენი, – ჩვეულნი გარყვნას,
მათ შეუძლიათ შეუწყნარებლად
ასე უმზირონ სამყაროს წარღვნას.
მაგ თვალებს ძალუძს რომ გადიტანონ
სოდომის ჭვრეტა განუწყვეტელი;
ეგ მზერა მოჰგავს ასპიტ პიტალოს,
მისთვის უცხოა აზრი კეთილი.
თვალში გველები
შუბლზე გველები,
წარბნიც გველები – გველებს ეთვისა
შენი ყურები არის ხვრელები
იმ დამეხილი ჯოჯოხეთისა.
შენი ყურები სატანის მოდგმის, –
არის ხვრელები ლუციფერისა,
რომელთაც ძალუძთ შენივე ხოტბის
მშვიდად მოსმენა, – სხვა არაფერი.
ხოლო ტუჩები, შხამით ნაცვრევი,
უმალ მაგონებს ურჩხულის ტუჩებს,
რომ ღაღადებენ ხალხთა დაქცევის
და წყევლის სიტყვას არსმენილს, უჩვევს…
 
III
შენ დააბნელე მსოფლიო თალხით,
მზეს მოერკალე კუპრის ღრუბლებად,
თავისუფლება წაართვი ხალხებს
და თავისუფლად ფიქრის უფლებაც.
შენ ხალხი ისე მოაშთე ტანჯვით,
რომ თვით ხოტბასაც, შენს მიმართ, კრძალვით
გამოთქვამს იგი,
აჟრჟოლებს ტანში, –
უღვთოდ დამეხილს უხეში ძალით.
შენ ზეცის შვიდივ კარი დარაზე,
ხალხს ჯოჯოხეთის დაეცი მეხი,
რაც წმინდა იყო ამ ქვეყანაზე
შელახე უღვთოდ, გათელე ფეხით,
შენ უბოროტეს დემონის ჯუფთი
მკრეხელობ ურცხვად, ზვავად, თავნებად.
შენ უწმინდესი ტაძრები უფლის
გადააქციე ცხენის თავლებად.
კლდეც უგრძნობელი, შენ ააკვნესე
და შენმა შხამმა მთებიც მონავსა,
მიკვირს ვით იტანს პლანეტა ესე
მაგ სისაძაგლეს გაუგონარსა!
ბარი სისხლისგან მთლად იწრიტება,
მოლნიც მოცვარა სისხლისა მცვრევამ,
ჰაერი რად არ დაიშრიტება
ან ზეცა რად არ ჩამოიქცევა…
რად არ შეუდგა ქვეყანას ჟამი,
რად არ იქცევა ნეტავ ქედები –
შენგან დაღვრილი ამდენი შხამით,
რაც დააზღვავე შენივ ქმედებით…
მდინარეთ დარად უვრცეს ზღვებს ერთვის
ხალხთა სისხლისა და ცრემლის ჩქერი;
ადამის ძეთა სიცოცხლე შენთვის
არის უბრალო გაფრენა მწერის.
შენ ხალხებს ზაკვის აუცერ ხვითო
და ორპირობა საქვეყნოდ გათქვი,
ო, ნუ იფიქრებ გწყევლიდე ვითომ, –
შენ წყეული ხარ შენივე საქმით.
შენ წყეული ხარ შენივე აზრით,
შენ ბოროტების კიდემდე მიხვედ,
შენ ეს ქვეყანა მონების ბაზრად
შენ ეს ქვეყანა აქციე ციხედ.
აქციე ციხედ თუჯის თაღებით
და ადენ ტყვეთა სისხლის უხვ წყაროს,
შენ თავკაცების წმინდა წაღები
მოხადე ხალხებს, მხეცო უწყალოვ!
შენ თავკაცების მწვედ გამწირველი
ტანჯულ ხალხს ხდიდი მართალთა წაღებს,
რომ ყოფილიყავ თავად პირველი,
რომ დაგეოკა ეგ სიამაყე.
რა დაგაოკებს, რა შეგაჩერებს,
ხალხს ვით შეხორცდეს ჭრილობის შრენი…
ძარცვავ თვალდათვალ და თან გვაჯერებ,
რომ ხალხისათვის სიკეთეს შვრები.
და ხალხთა თავზე აწვდილ დიდ მახვილს
ვინ შეაგებოს ხმალი თუ ჩადრი…
ხოცავ თვალდათვალ და თან იძახი,
რომ ხალხისათვისს წყალობას სჩადი.
IV
ძალა ხელთა გაქვს, ვის რასა ჰკითხავ, –
სიტყვას ჭეშმარიტს ხარჯავ თუ არა,
სტყუი თვალდათვალ, მაგრამ ვინ გითხრას,
რომ შენ წყეულო, ხარ მატყუარა.
დიახ, ხელთა გაქვს ყველა უფლება
და ვინც იშიშვლებს სიმართლის ხანჯალს,
მყის მოგუდავენ ჭორის ღრუბლებით,
თან მილიონებს მიცემენ ხანძარს.
ღაწვს არ დაგიწვავს შენა სიწითლის,
ცრუ არც ნამუსის ქენჯნას გრძნობ ოდნავ,
თუმცა რა უნდა შენთან სინიდისს, –
სიმართლედ გიჩანს თვით შენი ბოდვაც.
შენ ჯოჯოხეთის შავო ნაცარო, –
ნუთუ ვერასდროს მოგაშთონ წლებმაც,
მზად ხარ: სამყარო თავს ანაცვალო,
რომ მიაღწიო დიდების მწვერვალს.
ეს კიდეც შესძელ შენ უეჭველად
და ტირანთ ღმერთზე ხარ ასჯერ მეტი,
მაგ ბოროტებით ო, გველო ჭრელო,
თავად დაიდგი შენ მონუმენტი.
შენ მონუმენტი თვალმიუწვდენი
თავად დაიდგი სიავის შმორით
და იმავ ძეგლთან პლანეტა ჩვენი
ჩანს, როგორც მზესთან ვარსკვლავი შორი.
 
V
რამდენი ღერი თმისა გასხია,
იმდენი დედის გამძიმებს ცრემლი,
სამყაროს რისხვა შენთვის ახია
და ეს სამყაროც გრისხავს და გწყევლის.
შენ აქ მიწიერს იქმნი პარადიზმს,
ეგ შვება ფსკერზე შავ სისხლს ილექავს,
იყავ წყეული აწ და მარადის
ეგ მიწა გექცეს ტანჯვის დილეგად.
ხალხთა მძლე რისხვით აგევსოს ჯამი,
გაგიწყდეს ჟამი შერიგებისა,
ოდეს დადგება ჟამი განკითხვის,
როს წარუდგები უფალ-იესოს,
რათა სასჯელი ტანჯვის, განკითხვის
მოგეზღოს მხეცო უსაზიზღრესო!
 
VI
შავ აეშაგთა, შავთა მსტოვართა
ხარ შავ ხროვაში გამოკიდული,
შენდა საქებრად ცრუ ხელოვანთა
შენ ააყეფე ხმა მოსყიდული.
ხოლო ნამდვილი მუზა ჩაჰკალი,
ციხეს მიეცი მგოსნები ხალხის,
რომ ვეღარ ეთქათ სიტყვა მართალი, –
თუ ვით წვავს ერებს სახმილი ალხი,
დაიცა შენი ჯერიც დადგება, –
აღიმაღლებენ დევნილნი სიტყვას
და მათი ლექსის მძლე აზათქება
არც შენ დაგინდობს, არ გაგიკითხავს.
ო, მათი რისხვის სიტყვამრავლობა
გულზე დაგასობს ფოლადის ფიწალს
და ლექსი ეტყვის შთამომავლობას
თუ რა არგუნე შენ დედამიწას.
 
VII
შენ ყველა ყრმაში შენ მონას ეძებ
და ყოველ საღ აზრს ახშობ და სდევნი,
მაგრამ იცოდე: თაობა ესე
ხვალ მესაფლავე იქნება შენი.
შენ სიმართლისთვის ყველა მორკინალს
აწამებ, აშთობ, ატყვევებ, დევნი…
შენი მკლავები არის ბორკილი, –
ხუნდი ვეება თვალმიუწვდენი.
რაიცა გველი ამა პლანეტას,
შემოხვევია და ხარბად სალტავს,
თან მაინც კიდე ეცოტავება
ესე მსოფლიო სამეფო ტახტად.
გულხარბო შენთვის ცოტაა, ვერ გღლის
შენივე ცოდვა აზრმიუწვდენი,
შენ უდიდესი აიგე ძეგლი,
ძეგლი ცოდვისა, – ზღვა სისხლისმდენი.
ძეგლი სიმკაცრის, ძეგლი ვამპირის,
ძეგლი სიკვდილის თოვლად მთოველი,
სადაც ყოველი ნაკვთი გაჰყვირის: –
მხოლოდ მე! მხოლოდ ჩემთვის ყოველი!
 
VIII
შენ მიუჩინე ჯაშუშად ძმა ძმას,
უღვთოდ გაყიდა შვილი მშობელმა,
ქმარი ცოლს უწნავს სიკვდილის თასმას,
დამ და დაახრჩო დაუნდობელად –
და ისიც რისთვის? – ლუკმისთვის მარტო,
რადგან ხალხს პურად არგუნე ქატო.
არარს კალამი, არც სიტყვა სხარტი
მთელი სისრულით რომ გამოგხატოს.
 
IX
შენ მხეცის მხრებით უკუნი მოგაქვს,
ჰკოცნი უკუნის შავ ხმალს ხეტარზე.
შენი ფეხები ორ ურჩხულს მოგავს,
რომ აბოტებენ ამ პლანეტაზე.
მათი ტვირთის ქვეშ მზის შუქი კვდება,
კლდე ვეღარ უძლებს ქუსლებს ტიტანურს.
მე მიკვირს მიწა როგორ არ სკდება,
რომ შენ ურჩხულო, თან ჩაგიტანოს.
ნაბანო ზაკვის ფოლორც ემბაზში,
ხარ ბელზებელი მწვედ შენიღბული
მთელი სამყაროს ბოროტებაზე
უბოროტეს არს ეგ შენი გული.
იგი ქვესკნელის მინოსს ეძმება
და არის მასზეც ათასჯერ მეტი,
აბა, მე სად მაქვს იმის შეძლება
ჩამოვქნა სიტყვით სატანის სვეტი.
შენ თვით დახატე შენი ხატება,
შენივე სიტყვით, შენივე საქმით,
რომ ძეგლი იგი, შემდეგ, ხალხებმა,
მოსრან, – მიწიდან ქვესკნელში დანთქმით.
შენ ჯოჯოხეთის ხარ ხელოვანი,
შენ მართლაც დიდი აიგე ძეგლი,
ცრემლით და სისხლით სახელოვანი
შენ ხალხთა ყოფას ქელავ და ჯექნი.
 
X
აწ ჟამმა დაჰკრა, დადექ, იუდავ,
იცან სიკვდილი სისხლის ბელადმა
და ხალხს, წარღვნას რომ მიჰქადდი მუდამ, –
დღეს თვით შენ მიხველ სახრჩობელასთან.
იცან სიკვდილი სისხლის ბელადმა,
ჩაჰკალ იმედი შველა-დახსნისა.
დღეს შენ თვით მიხველ სახრჩობელასთან
და უკან მოგყვა წყევლა ხალხისა.
შენთვის სამყაროს ახია რისხვა
და რისხვაც გითხარ მე – სიტყვის ლოთმა
რამდენი ღერი გასხია თმისა,
იმდენი დედის გამძიმებს ცოდვა,
სამყაროს რისხვა შენთვის ახია
და ეს სამყაროც გრისხავს და გწყევლის,
რამდენი ღერი თმისა გასხია,
იმდენი დედის გიღვრია ცრემლი.
დრო დადგა, აღსდგა ახლა სამყარო
და შენი ხუნდიც იხსნის ტვირთებსა,
ჩაძაღლდი მხეცო, გაუმაძღარო,
შენთვის არავინ არ ატირდება.
 
გაბრიელ ჯაბუშანური – 1950-53 წწ.

ქისტი ქალების საუბრიდან

პირველი ქალი

მე ისეთი ქმარი მინდა, ქალებო,
შავი ღამე დღენათელი ეგონოს,
ცხენი ჰყავდეს – მოპაექრე ქარების,
შვიდი მერნის გამძლეობის მექონი!
თოფი ჰქონდეს – ბეჭდის თვალსაც არ ასცდეს,
სატევარი – მტერს გულში განეწონოს,
მუხლი ჰქონდეს – შუაღამე ქარაფზე
მიდიოდეს და შარაგზა ეგონოს!
მე ისეთი ქმარი მინდა, ქალებო,
ღონით, მარტომ, ცხრა ვაჟკაცი შეკონოს,
ტანი ჰქონდეს – ჩამოსხმული ყალიბში,
შევხედო და… ჩვენი ციხე მეგონოს!

მეორე

მე კი, დებო, ქმარი მინდა ისეთი:
გული ჰქონდეს, შიში კი არ იცოდეს,
გარს რომ ერტყას მტერი, როგორც ნისლეთი,
იგი ხირიმს დამშვიდებით ისროდეს!
მე, ქალებო, ქმარი მინდა ისეთი:
თვალი ჰქონდეს, ბინდი კი არ იცოდეს,
ყური ჰქონდეს, ჩემგან თქმული: ,,ვის ეტრფი?’’
დღის სავალზე მიესმას და მიცნობდეს!
რიჟრაჟის ჟამს მომიტაცოს ჯიგიტმა,
მდევარს მარტო აბრუნებდეს ის ერთი;
მე შევხედო – შეკრთეს როგორც ჩვილი ყრმა,
ჰოი, დებო, ქმარი მინდა ისეთი!

მესამე

მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა:
ის ჩემს ციალს მოევლება ღრუბლებად…
გიჟმაჟობა მომექცევა არმადა,
მომაკლდება ტკბილი თავისუფლება!
ჩემს სილაღეს გაჰყიდიან არბითად
და აბრაგი დამიმონებს ბოროტი…
მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა,
ქალწულობა მირჩევნია ბოლომდის!..
მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა,
და თუ მამა მაინც მიმცემს მეურვეს,
ვინატრებდი: ჩემი ქმარი, ამ დღიდან,
ძებნას აღარ დაუწყებდეს მეორეს!..

 

გაბრიელ ჯაბუშანური

ეშმაკის მონოლოგი – ‘ისა კოაძოი

ეძღვნება ინგუში განმანათლებლის,

ადილ-გირეი დოლგიევის ხსნოვნას

 

ეროვნული ხასიათი, ძირითადად, უმრავლესობის ზნეობრივ თვისებებზეა დამოკიდებული, და ეს თვისებები თანაბარნი არიან, როგორც ერის, ასევე, მისი თითოეული წარმომადგენლისათვის. და თუკი ისინი არ იქნებიან მაღალგანვითარებულნი, პატიოსანნი და გაბედულნი, მაშინ სხვა ერებთან შედარებით საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენისანი იქნებიან, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელს მსოფლიოში უდარესი წონა ექნებათ”.
ს. სმაილზი

 

I თავი

მასწავლებელი შეგირდების ნაშრომებს ასწორებდა. სამმა ვერ მიიღო თავისი თხზულება. ვერც ბოლიმ.
მასწავლებელმა ისინი გაკვეთილების შემდეგ დაიტოვა. როდესაც ორმა მათგანმა რჩევა-დარიგებები მიიღეს და წავიდნენ, მოძღვარმა ბოლოს გადაფურცლა რა რვეული, გოგონას დაჟინებით ჩახედა თვალებში და წარმოსთქვა:
-შენი ნაწარმოები, ბოლი, კარგადა დაწერილი და “კარგადაც” შევაფასე. მაგრამ აი, ეს ქაღალდი, რომელიც შენს რვეულში იყო ჩადებული, არაა გამართულად ნაწერი.

მან მას რვეულის ეს ორადგაკეცილი ფურცელი გაუწოდა. გოგონას თითქოს გულისცემა შეუჩერდა-ეს იყო თვით მასწავლებელ სურხოზე დაწერილი დასმენა, რომელიც მამის კარნახით და გოგონას ხელით იყო შესრულებული. მასში მამასახლისი ინალი ბუროს* მოხელეებს აცნობებდა იმის შესახებ, რომ სურხო მასწავლებელი ცუდად იხსენიებს ხელმწიფის ხელისუფლებას. სურხო საშიში ადამიანია, ხოლო იგი, ინალი, “მისი უდიდებულესობის ერთგული ქვეშევრდომი, ზრუნავს დიდებული ტახტის განმტკიცებისათვის”.

გოგონას ნახევრადდაღებული პირი გაუშეშდა. არც ლაპარაკის, არც მოძრაობის ძალა არ ჰქონდა. რომ შესძლებოდა, საკლასო ოთახიდან გაიქცეოდა.

-ასეთი მნიშვნელოვანი საბუთი არაგრამატიკულად გაქვს დაწერილი. ყველა შეცდომა შევასწორე.
გადაათეთრე, თორემ ბუროში მაღალი თანამდებობის პირები იფიქრებენ, რომ ინალის ქალიშვილს ცუდი მასწავლებელი ჰყოლიაო.

გოგონას გაახსენდა, თუ როგორ ჩადო რვეულში ეს ქაღალდი. გადათეთრება უნდოდა, და დავიწყნია… სირცხვილი უზომო ტვირთად დააწვა და სკამზე მიაკრა.

-ნუ გეშინია, არ გიწყრები. დასმენას შენ მამის ნებით წერდი. მე ვიცი, რომ ინალი დამბეზღებელია.
ყველამ უწყის, რომ ასეთს ვერ დამალავ ერში ისევე, როგორც ნაკვერჩხალს-თივის ზვინში. მე არ შემიძლია, რამე გირჩიო მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ. ეს ქაღალდი გასაიდუმლოებულია და იგი ასეთადვე დარჩება. სიტყვას გაძლევ. ბოლოს წინ დაუდო ფარცელი და გავიდა. გოგონა კი კვალში გასცქეროდა და კარს უძრავად შეჰყურებდა.

მამამ იმ საღამოსვე მოსთხოვა ქაღალდი. ბოლიმ გადასცა. დასმენა მეორე დღეს გაიგზავნა ბუროში. ხალხს ეძინა. ის-ის იყო, თენდებოდა. პირველმა მოუსვენარმა მამლებმაც დაიყივლეს. გოგონა ქარივით აიჭრა აივანზე და კარებზე დააბრახუნა.

-მასწავლებელო! ჰეი, მასწავლებელო!
სარკმლის მინის ჭრილში ბაღიდან მომავალი სინათლე შენიშნა და იქითკენ გაეშურა. აჩქარებულმა კინაღამ მინა ჩამოამსხვრია. სურხომ ფარდა გაწია და დარაბები გამოაღო.
-შენ, ბოლი? რა დაგემართა?
-დაგაპატიმრებენ! გაიქეცი!
სურხო გაშეშდა, ჩაიცხრო წამიერი აღელვება და სასწრაფოდ კარებს მიაშურა.
-ჩვენთან ჟანდარმერიის ოფიცერი და პოლიციაა მოსული. ისინი ახლა მოვლენ აქ. დაგაპატიმრებენ,
ციმბირში გაგაგზავნიან. ასე უთხრა მამას ოფიცერმა. ამბობენ, რომ ხელმწიფის მტერი ხარ. ეს მართალია?
-მართალია, ბოლი.
-კი მაგრამ… განა ხელმწიფე ღვთისგან არაა?
-არა.
-პხიდი-მოლა ამბობდა, რომ მეფე ღვთისგანაა. რატომ თქვა ასე?
-იმიტომ, რომ პხიდი მეფეს ემსახურება და არა-ღმერთს.
-რის გაკეთებას აპირებ, მასწავლებელო?
-ჩვენ თავისუფალი ერი ვართ. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ უფლება თავისუფლებაზე. მე ამ უდიდესი ამოცანის მაცნე ვარ.
გოგონა ისევ აწრიალდა.
-გაიქეცი, მასწავლებელო…
-ვერსად გავიქცევი. შეიძლება უცხო მიწიდან სამშობლოში გაიქცე, მაგრამ ოდაბადედან ვერსად
გაიქცევი, ბოლი.
-მაგრამ… მაგრამ…-დაბნეულად ამბობდა გოგონა-მაშ… ამაოდ მოვსულვარ?
-არა. არ მოსულხარ ამაოდ: ამიერიდან მეცოდინება, რომ ჩემი შეგირდი პატიოსანი ადამიანია, რომ იგი არ გახდება გამცემი. გაიქეცი სახლში. იჩქარე. იყავი ბედნიერი. მოხარული ვარ შენით. გოგონა კარებთან მობრუნდა:
-ის ქაღალდი… რვეულში რომ იყო… სკოლაში… შეცდომები რომ გაასწორეთ… მამას მივეცი. შემინდე, მასწავლებელო!
-უფალმა შეგინდოს! გასწი სუფთა სინდისით.
მზის ამოსვლისას სურხოს სახლს პოლიცია შემოერტყა.
-საჩხრეკად!-სახლში შემოსვლისას მოკლედ მოჭრა ჟანდარმერიის ოფიცერმა.
მას სხვა ოფიცერი მოჰყვებოდა კვალში, კავკასიელი. მან თვალი მიმოავლო მასპინძელს, რომელმაც დაუფარავი სიძულვილით, ზიზღითა და ეჭვის თვალით უპასუხა. ხუთმა პოლიციელმა უცერემონიო ჩხრეკა დაიწყო. მოძღვარს კუთხეში მდგარ სამფეხაზე ჩამოჯდომა მიუთითეს.
-შეგიძლით ისარგებლოთ თარჯიმნის მომსახურებით-მოახსენა კავკასიელმა ჟანდარმმა-თქვენ გაქვთ საამისო უფლება.
-სადაა თარჯიმანი?-შეეკითხა მასწავლებელი.
-მე ვარ. შესანიშნავად ვფლობ რუსულს და ჩვენს ენას. არა გჯერათ?
-მჯერა. მონა თავისი ბატონის ენაზე მეტყველებს.
ჟანდარმი იძულებული იქნა, ჩაეცხრო თავისი მრისხანება. იგი ყოვლადუსარგებლო იყო.
-და მაინც-თქვა მან, მოჭუტული თვალებით-ჩვენთვის დანამდვილებითაა ცნობილი, რომ თქვენ წარმოადგენთ რუსული სიტყვიერების მასწავლებელს და რომ შესანიშნავად უმკლავდებით თქვენს სამუშაოს. რას გვეტყოდით ამის შესახებ?
-ჩემთვის იგი მსოფლიო ცივილიზაციასთან ურთიერთობის ენას წარმოადგენს. მოვლენები ასე განვითარდნენ. თქვენთვის კი იგი ბატონთა ენაა. როგორც თვითონვე ხედავთ, ჩვენი შეხედულება ერთსა და იმავე ენის შესახებ, თავიანთი დანიშნულებით, სრულიად განსხვავებულია. აურზაური მწიფდებოდა, მაგრამ იგი ჯგუფის უფროსმა აღმოფხვრა.
-ბატონო დომბაროვო! გთხოვთ, შეწყვიტოთ საუბრები თქვენს ენაზე. არაა საჭირო. შეასრულეთ თქვენი მოვალეობა.
სახლში ყველაფერი არეული იყო, ახსნეს იატაკი, ნაცარშიც კი იქექებოდნენ, საგანგებოდ გადაათვალიერეს წიგნები. ხელით ნაწერი ყველა ქაღალდი ბარათებში დალუქეს. ორი ოთახის ჩხრეკა საღამომდე გაგრძელდა. სოფელი ფეხზე დადგა.
-სურხო-მასწავლებელთან პოლიციაა მისული! დააპატიმრეს!
-რისთვის?
-ამბობენ, სურხო ხელისუფლების წინააღმდეგია.
-ვაი!

სახლთან დიდი რაოდენობით ხალხმა მოიყარა თავი. მათთვის გაუგებარი იყო:

წყნარი, სუფთა, თავაზიანი სურხო და თვით მეფის წინააღმდეგი? და რისი გაკეთება შეუძლია მას? შამილის ნაიბებმა ვერა გააწყვეს.

და განა ისინი ჯაბანად იბრძოდნენ? ეს ხომ მთელმა მსოფლიომ იცის. მართალია, უკვე დიდი ხანია, რაც ეს ეშმაკის მსახურები აქედან გასაძევებელნ არიან, მაგრამ როგორ? აი, სურხოც, სუფთა, წყნარი მასწავლებელი, ბავშვთათვის საყვარელი! რას არ გაიძახოდა ხალხი. ვიღაცას ერთი რამ ვერ გაეგო:

კი მაგრამ, კაცი სოფელში მოვიდა და ბავშვებს რუსული ენის სწავლება დაუწყო. კარგადაც ასწავლის და ეს კაცი-რუსთა მმართველობის წინააღმდეგი? სხვები ამტკიცებდნენ, რომ მას გამოცხადება ჰქონდა. რას არ ამბობდნენ.

როდესაც სურხო გამოიყვანეს, ხალხი უკმაყოფილოდ დრტვინავდა. ჟანდარმებს შეეშინდათ. მთიელებმა მათ ალყა შემოარტყეს.

-ძალიან გთხოვთ, ნურას იტყვით-თქვა უფროსმა. ეტყობა, რომ მეტად იყო დაშინებული.
მოძღვარმა ხელი მსუბუქად აღმართა, სამსახურეობრივი ჩვეულების-და მიხედვით, როგორც კლასში ბავშვების ხმაურისას. სიჩუმე ჩამოდგა.
-ბატონო ოფიცერო! ახლა არაა ჩემი საუბრის ჟამი. თავის დროზე ვიტყვი. არ შეგეშინდეთ, დღეს…
-გთხოვთ! გემუდარებით! ჩვენ სამსახურში ვართ. გესმით, მოვალეობაა…
აი, სურხოს მოსწავლეთა შემჭიდროებული რიგები. პირქუშად, წარბშეკვრით მართავენ მზერას ყმაწვილები, გოგონები ტირიან. ბოლის მიაჩერა თავისი მზერა, თბილად გაიღიმა. გოგონამ მწარე ღიმილით უპასუხა. ეტლში ჩაჯდომისას ხალხს მოავლო თვალი და გამოესალმა იმ სიტყვებით, რომელთაც წინაპრები წარმოსთქვამდნენ, მაგრამ დღეს უკვე თითქმის აღარ იხმარება:
-იყავით თავისუფალნი!
-დიალამც* გეწეოდეს!-გასძახა ერმა.
მასწავლებელი წაიყვანეს. ჩაცხრა ბორბლებისაგან აყრილი მტვერი. ხალხი დაიშალა. ნუთუ, დაივიწყებენ მას? ყველას ივიწყებენ-დრო ყოველივეს შლის ადამიანთა მეხსიერებიდან. განგების ტალღები ტანჯვის გზებზე დაგატარებენ, ქვეყნიერება ცვალებადია, მაგრამ შენ წინ იარე. იარე, რომც თქვან, შლეგთა გზაა ესო. ისინი იტყვიან, რამეთუ არა უწყიან. არ დააბრალო მათ, არ მოიძულო ისინი. იარე მათთვის. სოკრატე სახეზე ღიმილით გარდაიცვალა… ბრძოლათა ქარცეცხლში აღიმართა სპარტაკის დაუცხრომელი სული… თავისი ხანძრისაკენ ვიდოდა ჟანა დ’არკი… წმინდანნი. კაცობრიობა მათ გარეშე უსუსურ მსხვერპლთა და სასტიკი მტაცებლების ჯოგად გადაიქცეოდა. ველურობასა და ტირანიას ეშინია მათი, რამეთუ ისინი ნათელს ასხივებენ, ისინი ადამის მოდგმისაგან უვიცობის წკვარამს დევნიან. შენ კი იარე. დაე, ღმერთი ნუ დაგტოვებს ამ გზაზე!…

 

II თავი

პოლიციის განყოფილებაში სურხო ერთკაციან საკანში შეიყვანეს. თავის ახალ ბინაში იგი ზეიმით შევიდა.
-მოგესალმები, შენ, დიდებულთა და კეთილშობილთა ტაძარო!

ურდულის ჭრიალის ხმა გაისმა. თითქმის ყოველდღე დაჰყავდათ დაკითხვაზე. ზოგჯერ ნაზად, შეპარვით ესაუბრებოდნენ. ცდილობდნენ, მისი უდიდებულესობის, იმპერიის წიაღში დაებრუნებინათ “უძღები შვილი”. ზოგჯერ კი უყვიროდნენ, აშინებდნენ. სურხომაც არ იცოდა საკუთარი თავის ხელში აყვანა, არ იცავდა თავს. წრფელი გულგახსნილობა მას ციმბირისკენ, კატორღისაკენ უმზადებდა გზას. მოხელეებს უხაროდათ.
მასთან ციხეში, ჩვეულებისამებრ, კუშტი, უსიტყვო კაზაკი მოდიოდა. იმ დღეს კი კავკასიელმა ოფიცერმა შემოუარა.

გრძელ, დაბნელებულ დერეფანს მიუყვებოდნენ. წინ მიმავალი ოფიცერი გამომძიებლის კაბინეტის კარებთან უცებ შემოტრიალდა:

-რატომ მომაყენე შეურაცხყოფა მაშინ, შენს სახლში?
-არ შეურაცხმიყვიხარ.
-შენ მე “მონა” მიწოდე. განა, არაა ეს დამცირება?
-შენთვის არა. შენ მონა ხარ.
ჟანდარმს ნაპერწკლებმა გაჰკრა თვალებში, თვალის გუგები გაუწითლდა, ხელმა რევოლვერის ბუდისაკენ გაიწია. მოძღვარმა მშვიდად გაიღიმა. ეს შეურაცხმყოფელი ღიმილი იყო.
-დომბაროვო, შენში წინაპართა სისხლმა იფეთქა, მაგრამ ხელმა ამაოდ გაიწია იარაღისკენ:

ვერ გაბედავ.
დიახ, მთიელისათვის სიტყვა “მონა” შეურაცხყოფაა, მაგრამ შენ უკვე აღარ ხარ მთიელი. შენ მონა ხარ. ყმა კი ისვრის მხოლოდ ბატონის ბრძანებით, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოუცია შენთვის გასროლის ნება. იარაღის ბუდეზე ხელი ცახცახებდა. ისმაილს ამ კაცის მოკვლა წყუროდა, მაგრამ არ შეეძლო, ვერ გაებედა. და წინ მდგომი ადამიანი მას პირში ეუბნებოდა ამას. ამით ისმაილის გაბოროტება კიდევ უფრო იზრდებოდა. როცა მრისხანებამ გაუარა, ხელისგულით შუბლზე ცივი ოფლი მოიწმინდა და ჩახლეჩილი ხმით
წარმოსთქვა:
-წავედით!

იმ დღეს ისინი სიძულვილით გაშორდნენ ერთმანეთს. და სძულდათ ისე, როგორც ეს კავკასიელთა გულებს შეუძლიათ.

 

III თავი

ჟანდარმერიის უფროსს, პეტრე ივანეს ძე ხამოვს, კვირა დღეობით დროის გატარება ახალგაზრდა ოფიცერთა საზოგადოებაში უყვარდა. იგი ყმაწვილების კერპი იყო. პეტრე ივანეს ძე განსაკუთრებულ მამობრივ მზრუნველობას იჩენდა ისმაილ დომბაროვისა და ახმახი ოფიცერის, სტეფანე გუსაკოვის მიმართ. და ამ დღეს ისინი სასიამოვნო დროის გასატარებლად განეწყვნენ.

სამივემ რესტორანს მიაშურა, შორეულ კუთხეში კაბინა მოიკავეს. რამდენიმე სირჩა კონიაკის შემდეგ ხამოვი რომანტიკულ ხასიათზე დადგა. ახალგაზრდობას თავისი ცხოვრებიდან ჭკუის სასწავლ ამბებს უყვებოდა. ყოველი მონაყოლი მის სამსახურთან და ჟანდარმერიასთან იყო დაკავშირებული.

ავაზაკების დაჭერა, ბრძოლები მთებში, დევნა, თავდასხმა, თანამდებობები, ეპოლეტები, სასიყვარულო თავგადასავლები. რა არ გადახდომია და უნახავს! ათ სიცოცხლეს ეყოფოდა.

-იცით, პეტრე ივანეს ძევ, მე მოვკლავდი ამ ადამიანს. სამსახური რომ არა.
-კი მაგრამ რატომ, ძვირფასო?
-მან მე „მონა“ მიწოდა, მაშინ, თავის სახლში. ჩვენში ეს ძალიან დამამცირებელია. ამ სიტყვისათვის სიკვდილით უსწორდებიან შეურაცხმყოფელს!
უფროსმა სავარძელში უკან გადაიწია და გადაიხარხარა.
-ფუჭია, ძვირფასო! ეს მხოლოდ მახეში გაბმული თაგუნას ნაკბენია.
შეურაცხმყოფელისათვის ასეთმა არცთუ საქებარმა შედარებამ თვით ისმაილიც გააცინა. მათ ოფიციანტი მიუახლოვდა და ამცნო, რომ ხამოვის საყვარელი პაპიროსი, სამწუხაროდ, არ მოიპოვებოდა რესტორანში. მოსამსახურემ მოიბოდიშა.
-ახლავე ვიშოვი, მოვიტან-წამოხტა ისმაილი-თვალის დახამხამებაში დავბრუნდები.
როგორც ყველა მთიელი, იგიც თავაზიანი იყო, მაგრამ ყველასათვის არაა გასაგები მთიელთა ხათრიანობა.
-არა უშავს-წაიდუდუნა ხამოვმა-რაც გვექნება, ის გავაბოლოთ.
მაგრამ ისმაილი უკვე რესტორნის გასასვლელისაკენ მიქროდა. ეტლს მოახტა და ნახევარ საათში მთელი ქალაქი მოიარა. ერთ დაჩიავებულ ფარდულში მიაგნო პაპიროსებს, ხუთი შეკვრა იყიდა და რესტორანში დაბრუნდა. ძლიერ გახარებული იყო თავისი წარმატებით, და გმირობად მიაჩნდა. კაბინასთან მიახლოებისას უფროსის გუსაკოვთან საუბარი მოესმა. მისი სახელიც ახსენეს. იგი არც შეჩერდებოდა, შემთხვევით გაგებული ფრაზა რომ არა, რომელიც გულზე ისე მოხვდა, როგორც სახეზე გადაჭერილი წკნელი.
-ჭეშმარიტად გეუბნები, სტიოპა, მართალი თქვა მასწავლებელმა: მონა მონაა.
“როგორ თუ მართალია? რა „მონა“… როგორ?-ისმაილს კითხვები ტვინში გაეჩხირა. იგი მოულოდნელობისაგან გაშეშდა.
-მე არ მესმის თქვენი, პეტრე ივანეს ძევ. მასწავლებლის სიტყვებში არანაირი ლოგიკა არაა. ეს, უბრალოდ, უსუსურობისგან თქმულია. მხოლოდ შხამია-შეეპასუხა გუსაკოვი.
-არა, არაა შხამი-სიმართლეა. სურხოს გონიერი თავი და მამაცი გული აქვს. მით უარესი ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ასეთებმა აღარ იარსებონ.
-არ მესმის თქვენი. თქვენ არ გამეცით პასუხი, თუ რატომაა დომბაროვი მონა.
-მონაა, რადგან მონაა და მორჩა!
-მაშ, მეც მონა გამოვდივარ. ჩვენ ხომ ერთ სამსახურს ვასრულებთ.
-შენ ერთი ხარ, იგი სხვაა. შენ შენი წარმომავლობით უნდა იყო ტახტის საყრდენი, ეს შენი საქმეა. ის კი ჩვენ უნდა გვებრძოდეს.
-რატომ?
-ჩვენ მისი სამშობლო დავიპყარით, მისი სამშობლოს სხეული, ახალ კი ვიღვწით მისი სულის დასამორჩილებლად, რამეთუ მანამ, სანამ სული დაუმორჩილებელია, გამარჯვება საეჭვოა. გასაგებია?
ისმაილიკოს მამა-პაპანი თავდადებით ებრძოდნენ ჩვენს შემოტევას. მათი დევიზი იყო-„ერთი მთელი წკვარამის წინააღმდეგ“.

ისინი რაინდები იყვნენ, თავისუფლების ჭეშმარიტი რაინდები, თავისუფლების ფანატები! მათი შთამომავალი კი ჩვენი მსახურია, ჩვენ გვეხმარება თავისი ქვეყნის სულის დამორჩილებაში. და ვინ არის იგი, თუ არა მონა! ყველა ისინი, ვინც ჩვენ გვემსახურება, მონაა.

საზიზღარი მონა. მაგრამ ჩვენ გვჭირდებიან ისინი, გუსაკოვო. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავამხოთ მათი სამშობლო, მათი მშობელი დედა. დე, თვით დომბაროვებმა შეკრან იგი. რომ დავიმორჩილოთ, ჩვენ ჯერ უნდა დავამციროთ იგი; რომ დავამციროთ, უნდა გავაუპატიუროთ. ეს ძნელია.

უფრო იოლი იქნეა, თუკი დომბაროვები გათოკავენ და ფეხქვეშ მოგვიგდებენ მას. ისმაილიკო და მისთანანი კი ამას აკეთებენ, გუსაკოვო! ჩვენ დიად საქმეს ჩავდივართ. შენ ჯერ წარმოდგენაც არ გაქვს ამის თაობაზე. შენ არ უწყი ამ საქმის სიღრმე და სიდიდე. ჯეელი ხარ შენ, სტეფანე. ჯეელი ხარ!

-განცვიფრებული ვარ თქვენი სიტყვებით, პეტრე ივანეს ძევ-ხმადაბლა წარმოსთქვა გუსაკოვმა- არავისგან არ მომისმენია ასეთი რამ.
-ამას ხმამაღლა არ გაიძახიან. მაშინ ჩვენ აღარ გვეყოლებიან ისეთი ყმები, როგორიც ისმაილიკოა. მათ არ უნდა იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ მათ სულ სხვას ვეუბნებით. ჩვენ ვეუბნებით, რომ მათ თავის ერში სინათლე და ცივილიზაცია შეაქვთ. ჩვენ შთავაგონებთ, რომ თავისუფლება მოგვაქვს მათთვის. და საჭიროა, რომ დავუბნელოთ გონება, რათა კითხვა არ შემოგვიბრუნონ:

თავისუფლება ვისგან? ამგვარად უნდა ფიქრობდნენ დომბაროვ-გამყიდველები და მათი ხალხი. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიმართლე. მე შენ გაგენდე. ამოგარჩიე. მომწონხარ. ჩვენ, უფროს თაობას, შემცვლელები გვჭირდება. მოდი, კონიაკი დამისხი…

გაისმა კონიაკის დასხმის ხმა. ფარდულში მყოფმა ისმაილმა ღრმად ამოიოხრა. ტანში ვერანაირად ვერ ჩაიწყნარა ცახცახი და ვერც გონება დაიმშვიდა, რომელსაც არ უნდოდა გაგონილის დაჯერება. არა, მას არ ეძინა. «აგერ მეც: ხელები, მკერდი, სამხრეები; იქ დარბაზია, მთვრალები, მეძავები; აქ კი, ამ კაბინაში…

ბებერი ტურა ახალგაზრდას მოძღვრავს. გააგრძელე, გააგრძელე! მგონი, რაღაცას ვხვდები…» მან მცველის სახე მიიღო, თითქოს საგუშაგოზე იდგა და კაბინაში მყოფ მნიშვნელოვან პირს იცავდა დარბაზის ხალხისაგან და ამგვარად ყურს უგდებდა საუბარს. საუბარი კი გრძელდებოდა.

-განაგრძეთ, პეტრე ივანეს ძევ, მე გისმენთ. ჩემთვის საინტერესოა-თითქოს სიზმარში ვიმყოფებოდე.
თუმც, უფრო გარკვევით ისაუბრეთ, ყველაფერი მესმის.
-სტეფანე, დიდი ხანია, რაც თვალს გადევნებ და როგორც ვამჩნევ, ჩემი საქმის ღირსეული
გამგრძელებელი იქნები. ახლა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ კატის კნუტი ხარ, მაგრამ მე შენგან პანტერას გავხდი.
-რატომ პანტერას?
-ნიანგს, მახრჩობელა გველს, ეშმაკმა წაიღოს! რა უფრო შეგესაბამება შინაგანად?
-…?
-შენ უნდა გქონდეს შემპარველი, ტკბილი ხმა, რომლითაც ადამიანებს მიიზიდავ. სამსახურში ისევე უნდა იქცეოდე, როგორც პანტერა, რბილად, უხმოდ, ელვისებურად. ობობასავით უნდა იცოდე ქსელის დახლართვა. უნდა შეგეძლოს, აუჩქარებლად, საქმიანად, კრძალვის გარეშე, სადისტურად შემოეკრა მსხვერპლს.

ჰო, ჰო, არაა საჭირო სახის დაღრეცვა-სწორედ, რომ სადისტურად. ჩვენი სამსახური სადიზმის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ჩვენი პროფესიული სენია. ყველაა მისით სნეული. მსხვერპლს სული ამოსდის. მას შიშის ზარი ტანჯავს. იგი გრძნობს თავის აღსასრულს. მსხვერპლის თვალებში სასოწარკვეთილებაა. ეს ტკბობას უნდა განიჭებდეს:

ვნებიანს, ფიზიკურს, შეგრძნებადს. მხოლოდ მაშინ იქნები ღირებული თანამშრომელი, ტახტის ღირსეული საყრდენი. ჩვენ მრავალი მოკავშირე გვყავს. ეს ადამიანთა მანკიერებებია. ჩვენ მათ უნდა ვეყრდნობოდეთ, უნდა ვისწავლოთ მათით ზემოქმედება.

მაგალითისათვის: აი, შენი თანამშრომელი დომბაროვი. მასში მეტადაა განვითარებული პატივმოყვარეობა. ხშირად შეაქე ხოლმე, განადიდე, ხოლო საჭირო დროს-«ეცი!». იგი საკუთარ მამასაც მიუვარდება ძაღლური ერთგულებითა და მგლური გაავებით. ვერცერთმა მომთვინიერებელმა ვერ შესძლო მგლისგან ქოფაკის გამოყვანა. ჩვენ კი გამოგვდის.

ისმაილიკოს მანკიერება პატივმოყვარეობაა. მისი პატივმოყვარეობა-ჩვენი მოკავშირე. რას დაგიჭყეტია თვალები? ბიბლიის ხომ გწამს? გწამდეს! ადამს ორი ვაჟი ჰყავდა: აბელი და კაენი. კაენმა მოკლა აბელი. მას ეშმაკმა ასწავლა. ჩვენ უნდა გავითავისოთ ეს მეთოდი. ჩვენ კი არ მოვკლავთ, არამედ ვასწავლით მკვლელობას.

არა ხორცის, არამედ სულის მკვლელობას. სული კი მტკიცე აქვთ აი, ამ კავკასიელებს. აქ ბოროტებაა სათესი, სიცრუე, სისასტიკე, უთანხმოება, გარყვნილება, ყველაფერი-ყველაფერი, რაც კი ცუდია, და უნდა ჩავჩიჩინებდეთ, რომ ეს კარგია. ამ მოდგმის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა ჩვენ არ დაგვიწყია. მას, ალბათ, ასე. შვიდი-რვა ათასი წლის წინ დაედო საფუძველი.

აქ, კავკასიაში, ახლა დაახლოებით ორმოცდაათამდე ხალხი ცხოვრობს. ოდესღაც კი ერთი და ძლიერი ერი არსებობდა. ფარაონებს ეშინოდათ მათი. გააჩნდათ ერთი ენა, ერთი სარწმუნოება, ერთი ზნე-ჩვეულება. მათმა მტრებმა სასტიკი ბრძოლებით შესძლეს დაენაწევრებინათ ამ ერთი დიდი ერის სხეული. შემდგომ დაანაწევრეს მათი რელიგია, და ამის ნიადაგზე ერთმანეთს სამტროდ განაწყობდნენ.

ჩვენ წინ უნდა ვიაროთ. “გათიშე და იბატონე!”. გაიგე? ეს იმათი უძველესი მოწოდებაა, ვისაც დაპყრობა სურს. ეს უდიდესი მოწოდებაა-“გათიშე და იბატონე”.

ჩემო ძვირფასო ნაშიერო, ისწავლე უთანხმოების თესვა. მე ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ. ერთმანეთისადმი მტრულად რომ განაწყო, ერთი სისხლის ხალხი სამარადისოდ რომ წაჰკიდო ერთურთს, ამას დიდი ხელოვნება სჭირდება. საჭიროა დიდი სიფრთხილე, დახვეწილობა. უნდა დაიწყო ძნელად შესამჩნევი ხლართებით.

ეს ისეთივე, როგორც ორი ბრმის შემთხვევაში. ჯერ ერთს უნდა გაარტყა, მერე-მეორეს და ბოლოს შეჰყარო ერთმანეთს. ისინი მუშტებს დაუშენენ ერთურთს. ისინი ბრმები არიან. ის, ვინც უვიცია, ბრმაა და უვიცი ერებიც ბრმები არიან. როგორ უნდა წაჰკიდო ერთმანეთს ერები? ფრთხილად. წყნარად. თუკი ხალხი ამას მიხვდება, დავმარცხდებით ჩვენ, ჩვენი იმპერია, მმართველი ელიტა, მე და შენ.

ეს ჩვენი სამმართველოა, მესამე განყოფილება, მისი რეზიდენტები ადგილზე, მისი მაუწყებლები. ეს უზარმაზარი რვაფეხაა, ათიათასი საცეცით. ამ საცეცებმა არა მარტო მოიცვეს, არამედ გამსჭვალეს იმპერია. ჩვენ ცოცხალ სისხლსა ვსვამთ. ჩვენ ვმეფობთ…

ხე-ხე-ხე! ეტყობა, შევტოპე. როგორ უნდა მოვაწყოთ ერის მკვლელობა, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ერთაშორისი მკვლელობა? მოვიყვან მაგალითებს… საუკუნოდ გაქრა მშვიდობა ოსებსა და ინგუშებს შორის. ეს ჩვენ გავაკეთეთ. ამიერიდან ისინი ხოცავენ ერთმანეთს. ჩვენ კი მოვდივართ და ვკიცხავთ მათ იმის გამო, რომ არ შეუძლიათ თანაცხოვრება. ჩვენ უფროს ძმასავით ვართ, წავუტყაპუნებთ ცელქობისათვის. ხოლო ისეთი “სილის გაწვნაც” შეიძლება, რომ ჯანი გავარდეთ. შენ არ გესმის, თუ რას ვგულისხმობ…

ქართველები-სომხები, სომხები-აზერბაიჯანელები დღესდღეობით ერთმანეთს ვერ იტანენ. ეს ჩვენმა ხალხმა გააკეთა ამხელა საქმე. ახლა კი გამომუშავებულია გეგმა, რათა ერთმანეთს წავკიდოთ სისხლით ნათესავი ქართველები და ჩრდილოკავკასიელი ხალხები: ინგუშები, ჩეჩნები, დაღესტნელები, ადიღები…

დასაწყისისათვის პარალელი: ქართველები-დაღესტნელები. ფრთხილი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ქართულ ჟურნალში პუბლიკაცია გამოვაქვეყნეთ. “ავტორს” თითქოსდა შემთხვევით, მოჰყავს ისეთი “ფაქტი”, თუ როგორ დაესხნენ თავს მთიელები საქართველოს შამილის ბძანებით. დაიწერა, რომ “მთიელები პატივს ჰხდიდნენ მანდილოსნებს, ტყვედ ასხამდნენ მამაკაცებს, ხოლო ბავშვები ცხენთა ფლოქვებქვეშ ითელებოდნენ”.

შემდეგ ბოლოსიტყვაობა, რომ “ეს მოხდა დიდი ხნის წინ, სხვა ეპოქაში, ახლა კი ყველანი მეგობრულად და ძმურად ცხოვრობენ ერთიანი იმპერიის ფარგლებში”. ვნებათაღელვა იქნება, გუსაკოვო, და კიდევ როგორი ვნებათაღელვა! დროთა განმავლობაში ჩვენ კიდევ რამეს ჩავაგდებთ-რამენაირ “ისტორიულ ფაქტს”, თუკი მოიძებნა, თუ არადა-არაა დიდი ბედენა: ჩვენ გაგვაჩნია გასაიდუმლოებული ინსტიტუტები, რომელნიც გამოიმუშავებენ, ქმნიან ასეთ “ფაქტებს”. იქ ბიჭები ფანტაზიით მუშაობენ!

პრესაში გატარებული სიცრუე სიმართლედ გადაიქცევა. მას ჭეშმარიტებად მიიღებენ. მაშ, რა ხდება? შეთხზე, გამოიგონე, დაბეჭდე! ვინც კი დაეჭვდება, მას ციხეში ვუკრათ თავი. როგორ გაბედა? იგი ცივილიზაციის მტერია. ის საშიში რეციდივისტია. მას ზიანი მოაქვს საზოგადოებისათვის. სიკვდილი მას!… ისევ გადავუხვიეთ მთავარ ხაზს, გუსაკოვო. მე ვერთობი აქ, კავკასიის ფრონტზე, ჩვენი მთავარი ამოცანაა-არ იყოს ორი ერი, რომელიც კი პატივს სცემს ერთმანეთს, ვინც კი თანაუგრძნობს ერთმანეთს.

ეს კავკასიელები ძალიან ძნელად ექვემდებარებიან დამუშავებას. მაგარი მასალაა, მაგრამ თუკი რაიმეს გამოქანდაკებას შესძლებ მისგან, მაშინ ეს საფუძვლიანი იქნება. ჩვენი “მოქანდაკეები” კი თავიანთი საქმის ოსტატები არიან! იქ ისეთი ჭკუის კოლოფები სხედან! მან მოსვა და ჩაფიქრდა… დომბაროვი ფართოდ დაღებული თვალებით იდგა, მთლად სმენად იყო გადაქცეული. და მონოტონურად დამრიგებლურმა ხმამ კვლავ განაგრძო:

-ჩემო ძვირფასო მემკვიდრევ, უნდა იცოდე, რომ ერის ცხოვრებას ისევე, როგორც ადამიანისას, ბოტანიკური გაგებით, -აქვს მრავალი ნიშანდობლიობა. იმისათვის, რომ ხალხისაგან სასურველი რამ ჩამოქნა, უნდა შეცვალო მისი ცხოვრების ყველა მხარე და ფორმა. მეთოდურად, გამუდმებით, მაგრამ ჯიუტად უნდა ზემოქმედებდე ყველაფერზე, ყოველივე უნდა შეცვალო. სისხლი, ენა, სარწმუნოება, ჩვეულებები, ფსიქოლოგია, თვით მათი მიწის იერიც კი უნდა მიეცეს ცვლილებას. ამ ტომს ძლიერი სისხლი აქვს, საკუთარი, სუფთა სისხლი.

სისხლის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვართ წინ. თუმცა, საიდუმლო ინსტიტუტების მიერ წარმოებს კვლევა-ძიება, წარმოებენ ცდები. ამ გამოკვლევათა შედეგები უცნობი იქნება საზოგადოებისათვის. ეს საიდუმლო ცოდნაა, ეს არის ყველა ერისა და ენის განადგურების მეცნიერება ყოველგვარი ხილული ტერორის, ომის გამოცხადების გარეშე. ისტორიამ გვიჩვენა, რომ ჩვეულებრივი იარაღით განადგურებას ვერ მიაღწევ.

იძულებულნი ვხდებით, სხვა საშუალებებს მივმართოთ. თუკი ვერ მოვახერხეთ ერების მკვლელობა, ისინი საკუთარ წიაღში უნდა შევიწოვოთ… აი, გადავსანსლოთ, მოვინელოთ. აქ კი ომი წარიმართება არა ეთნიკური ერთეულების, არამედ-სისხლის წინააღმდეგ. თუ ამჩნევ, რამდენადაც უფრო გამძლეა, სტაბილური სისხლი, მით უფრო სიცოცხლისუნარიანია ერი. სისხლის სისუფთავე მოქმედებს ხალხის გარეგან იერზე, მის სულიერ თვისებებზე. შენ ვერც კი ამჩნევ, რომ ისინი თითქმის ყველანი მოხდენილები არიან. მათ ბევრი საერთო გააჩნიათ იერში: კანის ოდნავ მუქი ფერი, არწივისებური ცხვირი, გამოკვეთილი ნაკვთები.

თითქმის ყველა კავკასიელს მეტყველი სახე აქვს. სისხლის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ გამოვიმუშავეთ პროგრამა. იგი ორ ნაწილად იყოფა; პირველი-50% სხვა სისხლის შეტანა, მეორე-სრული ასიმილაცია.

ერისშვილი, რომელიც ანგარების მიზნით ცოლად სხვა ერის წარმომადგენელს ირთავს, უნამუსო მოღალატეა. ასეთ ადამიანთა ირგვლივ საჭიროა კარგი საზოგადოებრივი აზრის შექმნა. ასეთები გმირის ხარისხში უნდა ავიყვანოთ, მორალურად და მატერიალურად უნდა ამოვუდგეთ მხარში. ისინი ჩვენი ხალხია. ახლა კი სისხლის ტემპერამენტის შესახებ. ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ იგი ფიცხია, ფეთქებადი, ძლიერი.

ეს ტემპერამენტი კავკასიელს ძლიერ შთამომავლობას აძლევს. მათი ბუნება ცეცხლის მსგავსია. ხელი უნდა შეეწყოს მის გამოთავისუფლებას. გამოვა ხანძარი, რომელშიც თვით კერის პატრონი დაიღუპება. უძველესი ტირანების ეშმაკობა სექსია. დატბორეთ ეს ქვეყანა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებით. სამუშაოდ ჩაიყვანეთ, ძალით გაირეკეთ, მთის რომანტიზმით ჩამოიტყუეთ, ფულით, როგორც გინდათ, მაგრამ რაც შეიძლება მეტი და მეტი რაოდენობით. ჩვენ უკვე ყოველ წელიწადს იმპერიის სხვა და სხვა მხრიდან ჩამოგვყავს აქ სახელმწიფო მეძავები.

ეს ჯარი მოწოდებულია, თავის ჩახუტებაში მოახრჩოს, გაცვითოს, გაანადგუროს კავკასია. ის, რაც ერმოლოვმა და მისმა მიმდევრებმა თავისი ზარბაზნებითა და შუბებით ვერ შესძლეს, საწოლში შეძლებენ ჭკუამხიარული გოგონები. სექსი აქ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიიღებს. ზნეობა, წეს-ჩვეულება, სარწმუნოება, საწყისები, ხასიათი, ფსიქოლოგია-ყველაფერი ეს განქარდება. კავკასიელს მხოლოდ ერთი ოცნება, ერთი სურვილი, ერთი მისწრაფება, ერთი რელიგია ექნება და ეს ყოველივე თავს მსხვილბარძაყა დიაცში მოიყრის. მისთვის იგი თანამემამულესაც, ძმასაც და მამასაც გასწირავს. ჰოი, ამაყო კავკასიავ! სასირცხვილო ხვედრი გაქვს გამზადებული-მეძავის წიაღში ჰპოვებ შენს უღირს აღსასრულს!…

-კიდევ დამიგდე ყური. ჩვენ უნდა წავართვათ მათ მშობლიური ენა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, ავუკრძალოთ მათ მასზე საუბარი. დე, ილაპარაკონ, ჯერ-ჯერობით მაინც. გაითვალისწინე, რომ გვიახლოვდება პროგრესის ხანა. განვითარება წარმოუდგენელია განათლების გარეშე. აი, სწორედ, ეს პროგრესი მოგვეხმარება მათთვის მშობლიური ენის წართმევაში. ჩვენ მათ მივცემთ განათლებას. გავხსნით დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთა ფართო ქსელს. საკითხი ჭკვიანურად უნდა დაისვას.

მე ასეთი შემოთავაზება მაქვს: დაწყებითი და საშუალო სკოლები მშობლიურ ენაზე გავუხსნათ. დაასრულებს რა მათ, კავკასიელი სწავლის გაგრძელებას მოისურვებს. თუმცა, არ შეეძლება გამოცდის ჩაბარება საიმპერიო ენის უცოდინარობის გამო. ყველა უწყება ჩვენს ენაზე იმეტყველებს. მას არ შეეძლება იქ მუშაობა.

დასკვნა: სკოლადამთავრებული კავკასიელი მომავლის პესპექტივას დაკარგავს. და მაშინ, თვითონ კავკასიელები მოითხოვენ სკოლებს ჩვენს, თავიანთი ბატონების დიადი ტახტის ენაზე. “მოსახლეობის სურვილის-და შესაბამისად” ჩვენ მათთვის სხვა სკოლებს გავხსნით, საიდანაც მშობლიური ენა გაძევებული იქნება.

ცოდნის ტაძარში მას ქურუმის ადგილი არ ექნება. ჩვენ მას მეეზოვის ხარისხს მივცემთ. ჩვენი ენა ჩვევაში, სისხლში გაჯდება, მშობლიური კი კუდამოძუებული, ქეციანი ძაღლივით განდევნილი წავა ეზოდან. გააგდე იგი, კავკასიელია, ის კეთროვანია! მისგან ყველანაირი სენი იქნება. შენ კი ძლიერი და ჯანსაღი უნდა იყო. ამასთან ერთად, გამანადგურებელი დარტყმა უნდა მივაყენოთ მათს ფსიქოლოგიას, მათ რაინდულ ბუნებას.

დღესდღეობით ათასიდან ერთი კავკასიელი იკადრებს დაბეზღებას. არადა, უმრავლესობა, ყველა, ყველა უნდა იყოს დამსმენი. ჩვენ მივაღწევთ, რომ ამათ ერთმანეთის რწმენა დაკარგონ. შვილმა მამა უნდა დააბეზღოს, მამამ-შვილი. ცოლი ქმარზე უნდა გვაწვდიდეს ცნობას. ძმა ძმას უმეთვალყურევებს. თავიდან ისინი ირგვლივ გაიხედავენ ჭეშმარიტების თქმისას. შემდეგ, შიშისაგან საერთოდ შეწყვიტავენ ჭეშმარიტების თქმას.

შემდგომ, შეგნებულად დაიწყებენ ტყუილს, ლიქნას, რათა თავიდან აიცილონ შავ სიაში მოხვედრა. მერე შეწყვიტავენ სიმართლეზე ფიქრს. სიცრუე დაისადგურებს მათ გულებში, სისხლში, სულში. გავა დრო, ისინი დაიწყებენ ცრუობას და მიიჩნევენ, რომ სიმართლეს მეტყველებენ. აი, ეს იქნება გამარჯვება!…

ჩვენ დამბეზღებელთა კარგი ქსელი გაგვაჩნია ეგრეთწოდებული ინტელიგენციის სათავეში მდგომთა, მოხელე ელიტის სახით, რომელნიც თავისი არსით მოღალატეები არიან. ამ ქსელში შევა ყველა, ვისაც კი სურს მიაღწიოს მაღალ მდგომარეობას. გინდა თანამდებობა?-ჩაუშვი.

უარს განაცხადებ-ვერ წაიწევ წინ. კარიერის ყოველი ხარისხი-დასმენების სერიაა. დროთა განმავლობაში ჩვენ დამსმენთა პრივილეგირებულ ელიტას ჩამოვაყალიბებთ. იგი ჩვენი საყრდენი იქნება. ესენი იქნებიან ადამიანები, რომელნიც იამაყებენ თავიანთი რაობით. უკვე ახლა გვყვანან იდეურად ჩვენი ერთგული მათი სისხლის წარმომადგენლები.

როგორც ქურდმა იცის ქურდის კვალი, ასევე ჩვენც გვეცოდინება მათი ეთნიკური განადგურების გზები. ვინმე გიორგი მუხრანსკიმ (ბაგრატიონმა) დაწერა ძალზე საინტერესო ბროშურა ასეთი სათაურით: “ეროვნული ინდივიდუალურობის არსისა და მსხვილ ერთეულთა საგანმანათლებლო მნიშვნელობის შესახებ”. წიგნი 1872
წელს გამოვიდა.

ამ ნაწარმოების ავტორი აწგარდაცვლილი ალექსანდრე II-ის დროს მესამე განყოფილებაში მუშაობდა. მუხრანსკი კავკასიური მოდგმის მეტად დახვეწილი მცოდნე იყო-და მიგვითითა მასთან ბრძოლის ხერხები. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ამ ნაშრომს. შენც გმართებს, გაეცნო მას. თავისი მოდგმის ამხელა გამცემის მოსყიდვა ჩვენ დიდ თანხად დაგვიჯდა, მაგრამ მათ გაამაართლეს… ისმაილს უკვე ძალა არ ერჩოდა ფეხზე სადგომად, მაგრამ მას ყველაფრის გაგონება უნდოდა;

ყველაფრის, ყველაფრის, რასაც კი ეს ეშმაკი იტყოდა. იგი გავიდა დარბაზში, დალია წყალი და დაუბრუნდა სადგომს…

-…ჰო, ჰო, შენთვის ძნელია ამის გაგება. საქმე ისაა, რომ კავკასიაში, ძირითადად, ერთი წარმომავლობის ტომები მოსახლეობენ. ოდესღაც ეს ერთი ერი იყო. ჩამოგითვლი მათ: ვაინახები, ადიღეელები, ქართველები, ავარები და მათი მონათესავე ტომები, თურქებში ასიმილირებული აგვალები, ბასკები პირენეებზე- ეს ერთი სისხლის ხალხია.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მათ მონათესავე ენა აქვთ. აი, თუნდაც, ოსები; მათაც კავკასიური სისხლი აქვთ, მაგრამ ენით განსხვავებულნი არიან. ყველა ეს ხალხი ძმებია. გარეშე ძალთა მეცადინეობით ეს ერთი მძლავრი ერი ტომებად იქნა დანაწევრებული. თავისი ერთიანობით იგი ძლევამოსილი იყო.

მიუდგომელი, მტკიცე და თავზარდამცემი. საუკუნეთა მანძილზე მძლავრ იმპერიათა ტირანები იბრძოდნენ მათ წინააღმდეგ. როდესაც ცნობილი გახდა, რომ მახვილით ვერას მიაღწევდნენ და აბორგებულნი კიდევ უფრო დაუმორჩილებელნი ხდებოდნენ, მაშინ სხვა სახის იარაღი იქნა გამოყენებული, საზარელი იარაღი- უნამუსობა, პირდაპირ რომ ვთქვათ-ამ მოწამლულ მახვილს აწერია: “გათიშე და იბატონე!”. და აი, ყველა ტომმა თავი ერად გამოაცხადა. მათ სხვა და სხვა სარწმუნოება შთააგონეს.

გადმოცემები უძველესი ერთობის შესახებ თანდათან მივიწყებას მიეცა. განკერძოებამ ენები დააშორიშორა. მათი ერთმანეთზე წაკიდება კი ადვილი საქმე გახდა. ტირანები ქრისტიან კავასიელებს ჩასჩიჩინებდნენ: “დევნე მუსულმანებიო!”, ხოლო მაჰმადიან კავკასიელებს კი-“დევნე ქრისტიანები!”.

ძმები ძმათა სისხლს ღვრიან, ფიქრობენ რა, რომ ღვთივსათნო საქმეს სჩადიან. მაგრამ სადაა ჭეშმარიტება? სიმართლე გამასხრებულია! მან საკუთარი თავი მიიჯაჭვა: ზრდილობა, კეთილშობილება, ღირსება, სინდისი, სულგრძელება; ჩვენ გავთავისუფლდით ამ ქიმერებისაგან. გაიგე, რომ თავხედობა და უღირსობა შეუდარებელი თვისებებია ბრძოლაში… იგრძნობოდა, რომ უფროსი თანდათან თვრებოდა. მისი ხმა და ენის ბორძიკი ამჟღავნებდა ამას. სიმთვრალემ ვერ დაუნისლა გონება-იგი არასოდეს კარგავდა მასზე კონტროლს.

სიმთვრალისას მისი საუბარი უხეში ხდებოდა, ხოლო ქცევა კი მის ნამდვილ ბუნებას ამჟღავნებდა. ფხიზელ მდგომარეობაში ცივად თავაზიანი იყო. თავისი ველური ბუნების დაურვებით ხამოვი ცდილობდა თავაზიანი იერი ქონოდა. სიმთვრალე სათნოების ნიღაბს აშორებდა მას. უფროსი შიშვლდებოდა.

-და მაინც, მინდა შეგეკითხოთ: ნუთუ ასეთი დაბალი წარმოდგენისა ხართ იმ კავკასიელებზე, რომელნიც ჩვენთან მსახურობენ? მათშიც ხომ არიან დიდი თანამდებობის პირები?

მუშტის დაკვრისაგან მაგიდა ძირს დაენარცხა, ჭიქამ გაიწკრიალა, მაგიდაზე დაგორდა, დაეცა და გატყდა…
-სახედარო! მთელი ღამეა, გიმტკიცებ, რომ ისინი ღორები არან. უბინძურესი ღორები. არა, კიდევ უარესი.

პრე-ზერ-ვა-ტი-ვე-ბი! გეუბნები: ესენი პოლიტიკური პრე-ზერ-ვა-ტი-ვე-ბი არიან! რატომ? ისვრებიან და იცვითებიან ისინი, ჩვენ კი სიამოვნებას ვიღებთ. როგორ ექცევიან მათ, როცა ინტიმური აქტი დასრულებულია? მოისვრიან!… ხა! დიდი ჩინები! ხა! ხა! ხა! დიდი ზომის რეზინებიც არსებობენ. არ იცოდი?

მიმართე სამედიცონო ცნობარს…

ისმაილი გულში აუტანელ ტკივილს გრძნობდა. მისი სხეულის ყველა უჯრედი შეურაცხყოფილი იყო, განადგურებული, ფურთხში გასვრილი. ჯერ კიდევ ცნობიერად მოთოკა კაბინაში შევარდნისა და მათი ჩაცხრილვის სურვილი. ეს ცოტა იქნებოდა, ძალიან ცოტა. რაღაც სხვაა გასაკეთებელი, უფრო დიდი, მაგრამ რა?…

სურხო? ჰო, სურხო. მხოლოდ სურხო… იგი დარბაზში აღმოჩნდა და სკამზე დაეცა. ხელები უცახცახებდა, მთელს ტანში კანკალი და კრუნჩხვები გასდიოდა. დიდხანს ვერ დაიმშვიდა ნერვები. როგორ მივიდეს მათთან? სძულდეს და მშვიდად ესაუბროს მათ? მაგრამ საჭიროა.

პაპიროსები ნაგვის ყუთში მოისროლა. “ვეცადე, მაგრამ მათ არ მივცემ”… კაბინისკენ გაემართა.

-აჰ, სად დაიკარგე, კარგო კაცო? იშოვე მაინც?
-არა-უხეშად მიუგო ისმაელმა.
უფროსმა ვერ გაუგო ტონს. იფიქრა, ალბათ, წარუმატებლობას უჩივისო.
-არაფერია, არ იდარდო. გავძლებ მათ გარეშე…

IV თავი

კარის ჭრიალმა გააოცა სურხო. კვირაობით უფროსობა ციხეში არ იყო ხოლმე. კარი ყურთამდე გაიღო. შემოსასვლელში ისმაილი იდგა. იგი მშვენიერი იყო. მხოლოდ ნატანჯ სახეზე ოდნავ მკრთალი ფერი ედო. პატიმარს თვალი ზედ შერჩა, მაგრამ გამოფხიზლებულმა გონებაში განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს, ასანთს გაჰკრა და მოწია. ოფიცერმა სენაკში გაიარა და პატიმარს გვერდში მიუჯდა.

-გამარჯობა, სურხო!
ოფიცრის ხმითა და მოქცევით გაოცებულმა ტუსაღმა განზე გაიწია, მაგრამ არა უპასუხა.
-მართალია. ჩემნაირებთან მისალმება არ ღირს. მაგრამ მინდა, რომ დამიჯერო. არა, არა, სურხო, მოიცა.
ყური დამიგდე…

იმ საღამოს გაგონილის დაწვრილებით მოყოლა დაიწყო. საათზე მეტს იტანჯებოდა ისმაილი, თავიდან განიცდიდა ყველაფერ იმას, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში გადაიტანა. როდესაც იგი ყვებოდა, სახე სულიერი ბრძოლის აჩრდილებს ირეკლავდა. მას უმძიმდა. რამდენჯერმე იძულებითაც შეისვენა, ხელს მკერდზე აიტაცებდა-მძაფრი ტკივილი ხელს უშლიდა საუბარში.

სახის გამომეტყველებით მონაყოლის საპასუხო გრძნობებს გამოხატავდა. ზოგჯერ ბავშვივით საბრალო და ნაწყენი იყო, ზოგჯერ მიამიტურად გაოცებული, ზოგჯერ კი მრისხანება კუნთებს უძაბავდა და იგიც ხმადაბლა, ნახევრად ჩურჩულით საუბრობდა, თითქოს ხმა მის მკერდში აგიზგიზებულ ჯოჯოხეთურ ბრდღვინვასაა გადარწყმულიო. ძალაგამოცლილმა კედლისკენ გადაიწია, სადაც თანამემამულის ბალიში იყო.

-ესეც ყველაფერი, რაც ბებერი ეშმაკისაგან მოვისმინე. რას ფიქრობ?
-რას ვფიქრობ?-წამოიყვირა პატიმარმა, რომელიც ორ ნახტომში მიეჭრა ისმაილს-რას ვფიქრობ?! შენ რას ფიქრობ? კმაყოფილი ხარ იმ როლით, რომელიც ტირანმა გაგიმზადა “დიადი საქმისათვის” მშობლიური მოდგმის გასანადგურებლად? ჰა?! იქნებ, თანამდებობაზე დაგაწინაურონ. როგორ იყო, რომ ამბობდა უფროსი ამის თაობაზე?…

არაა პატარა მისია! მხოლოდ შენს მშობელ ერს რომ ანადგურებდეს, შენს ერს. აარრა! ყველა კავკასიელ ერს… ყველასათვის განაჩენია გამოტანილი: ჩრდილოელთათვისაც და სამხრეთელთათვისაც. შენგან შესანიშნავი ლაქია გამოვიდოდა გრიბოედოვის “დირექტორიიდან”. ანთროპოლოგიური ნიმუში…

აი, კოლონიის მოსახლეობიდან, შეხედეთ, იგი გამქრალი მოდგმის წარმომადგენელია, სუფთა სისხლის კავკასიელი, ვაინახური შტოდან. არ გინდა? მაშ, მეგზური იყავი. “სიძველეთა მოტრფიალეებს” დაატარებდე იქნება ჩვენი ხეობების საგვარეულო ციხე-სიმაგრეებში, რათა ჩვენი დამღუპველების მაძღარმა, გასუქებულმა და მოწყენილმა შთამომავლებმა შესძლონ “ველური ცივილიზაციით” ტკბობა.

წმინდა ტაძრის ნანგრევებთან:
ღმერთების ტახტზე, თებულოს-დღესასწაულის მთაზე შენ მათ კარვებს გაუშლი. პატივმოყვარეობით შეპყრობილნი უსირცხვილო გარყვნილებას მიეცემიან იმ სამხვერპლოებზე, რომელთანაც ჩვენი წინაპრები თვით ხმამაღალ ამოსუნთქვას ეკრძალებოდნენ. ისინი ამ ხეობებს ისე მოაშურებენ, როგორც გველები-თავიანთ ქორწილებს.

მათ შენი არ შერცხვებათ: შენ ხომ მხოლოდ მოსამსახურე ადგილობრივი მცხოვრები ხარ, რომელსაც მსახურების გარდა სხვა არაფერი უნდა გააჩნდეს. მოგთხოვენ რომელიმე ჰიმნის მღერას, რომელიც ასე უყვარდა შენს ერს. და თუკი კარგად შეასრულებ, თავიანთი ლოჟებიდან ტაშს დაგიკრავენ. საოცარი პერსპექტივაა!..

ისმაილის გულს სიტყვები ელვასავით უმოწყალოდ სცემდნენ. ისინი ტკივილებს იწვევდნენ, საშინელ ტკივილებს. მისი დასისხლიანებული სული შეწყალებას ითხოვდა, მაგრამ პატიება არ ჩანდა… მოძღვარმა მიატოვა თანამემამულის რყევა.

ჯერ კიდევ ცნობას ვერ მოსულმა, რაღაცნაირი გაუგებარი გაოცებითა და ინტერესით მოძმის ღაწვზე ჩამოდენილ ცრემლს დაუწყო თვალიერება. თვალი გააყოლა სველ კვალს და როცა იგი ბაგეების კიდესთან დაიშალა, ხელი უშვა საყელოებს და სარკმლისკენ გაიწია. საკანში მკვდარი სიჩუმე ჩამოდგა. და უცებ, როგორც სასოწარკვეთილის ამოძახილი:

-მაშ, ყოველგვარი იმედი გადაწურულია?
-ეს ტირანის განაჩენია, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვარსებობთ და ჩვენი სისხლი ჯერაც ფეთქავს!
-რა უნდა გავაკეთოთ?
-ვიბრძოლოთ!-უპასუხა მოძღვარმა და მყის შემოტრიალდა.
-ბრძოლა… ბრძოლა! მართალია, -ბრძოლა! მე მეტი არაფერი შემიძლია. ან მე, ან ისინი… ან ჩვენ, ან ისინი, სურხო. წავიდეთ, მთებს მივაშუროთ, ტყეებს. ჩვენ მათ ვუჩვენებთ…
-არა, ისმაილ, ფირალების საუკუნე გავიდა. ამჟამად სხვაგვარად უნდა ვიმოქმედოთ.
-შენ იცი, რაა გასაკეთებელი, სურხო? მე შენთან ვარ. შენი ძმა! მე შენ გიპოვე!…

ავტორისაგან

დაიწერა საკონცენტრაციო ბანაკში, მცირე ზონაში, 1964 წელს: მორდოვია, იავასი, საფოსტო ყუთი-ჟხ.
385 (II, 7, 3), მაგრამ როგორ გადავიტანო აქედან “გათავისუფლების” შემდეგ? საკუთარი ანბანი, საკუთარი იეროგლიფები გამოვიგონე:

1967 წელს დიდ ზონაში დავბრუნდი. საკუთარი ხელნაწერი უმალ გადავიტანე ჩვეულებრივ გრაფიკაზე, საბეჭდ მანქანაზე გადავაწყვე და წაკითხვის მსურველებს გადავეცი. მაშინ სოფლის სკოლაში მასწავლებელი გახლდით. სუკ-იდან “ამხანაგებმა” მომაკითხეს, პირდაპირ გაკვეთილიდან წამიყვანეს ნაზრანში. ჩემთან საუბრობდა მოსკოველი “ამხანაგი”, რომელმაც იქიდან დაიწყო, რომ წინ “მონოლოგი” დამიდო და მეუბნება:

-მცირე ზონა ხომ არ მოგენატრა?
და ისე გაიცინა, როგორც მხოლოდ მათ შეუძლიათ.
-ისა, მან, ვისაც შენ ეს გადაეცი გასაცნობად, არც წაუკითხავს, ჩვენ მოგვიტანა. კმაყოფილი ხარ?
-ასი ცალი დავებჭდე, თქვენ კი მხოლოდ ერთი მოგიტანეს. თქვენ თუ ხართ კმაყოფილი?
შემდეგ, ჩვენ ვდუმდით. საუბარი არ გამოდიოდა.
-გახსოვარ?-მეკითხება
-არა.
-მე თქვენს სასამართლოზე ვიყავი. სამნი ვიყავით: ერთი ცენტრალური კომიტეტის აპარატიდან, მე და ჩვენი გროზნოელი თანამშრომელი. საქმე ისაა, რომ ეს ჩეჩნეთ-ინგუშეთში პირველი ღია გამოსვლა იყო სოციალისტური წყობის წინააღმდეგ. იქ შენ ჩვენი სისტემის მარცხს წინასწარმეტყველებდი… გახსოვს?
-მახსოვს.
-აღსრულდება?
-კი.
-საიდან იცი?
-ვიცი ცაგენის წესი.
-და რას ამბობს “ცაგენის წესი”?
-არ მოჭრა ტოტი, რომელზედაც ზიხარ.
-და რომელ ტოტზე ვსხედვართ?
-სახელმწიფოს კისერზე, და ამ კისერს გამუდმებით ხერხავთ. ნუ გეშინია, რევოლუცია არ იქნება.
უბრალოდ, საკუთარი სიმძიმევე დაამხობს.
-და რა იქნება შემდეგ?
-არაფერი კარგი. ქაოსი. დიდხანს, დიდხანს ქაოსი, მთელი თაობის განმავლობაში, სანამ ბუნებრივი სიკვდილით არ გაქრებიან ისინი, ვინაც პარტიულ ბილეთს ფლობდა…
მშვიდობით გამიშვა და ჩემი “მონოლოგი” გადმომცა. არ ვიცი, თუ რატომ გააკეთა ასე. ამოუხსნელ ამოცანად დამრჩა.

ადილ-გირეი დოლგიევი (1845-1886):  ერთ-ერთი პირველი ინგუში განმანათლებელი, საზოგადო მოღვაწე. დაპატიმრებული იყო პეტერბურგის პეტროპავლოვსკის ციხეში.
სემუელ სმაილზი (1816-1903): ინგლისელი მწერალი, მორალისტი
ბურო – ქალაქ ვლადიკავკაზის ვაინახური სახელმწოდება
დიალა (დელა) – ღმერთი, “წინაპართა ჩვენთა უფალი ღმერთი” ვაინახურ ენაზე.
ცაგენი – მოლა ნასრედინი ინგუშურ ენაზე.

ქისტური ფოლკლორის საღამო 2017 ( Photo )

23 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქისტური ფოლკლორის საღამო გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი, ასევე ვაინახი შემსრულებლები ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან.

ავტორი: პაატა ვარდანაშვილი

Continue reading

თავისუფალი არწივი

 გეოგრაფია ბავშვობიდან მიყვარდა. საბჭოთა კავშირი რომ მრავალეროვნული სახელმწიფო იყო, ისიც კარგად მომეხსენებოდა, მაგრამ იმან, რაც მე – 18 წლის ჯარისკაცმა საბჭოთა ჯარში გაწვევისას ვიხილე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

რა ეროვნების ადამიანს არ ნახავდი საბჭოთა ყაზარმაში – ლეკები და ტუველები, ყარაყალპაყები და უიღურები, ლეკები და ყალმუხები … რომ მოსაღამოვდებოდა და ლოგინებზე ჩამომჯდარი ჯარისკაცები  მშობლიურ ენაზე აზუზუნდებოდნენ, თავი ბაბილონის გოდოლის მშენებლობის ბოლო სტადიაზე მეგონა.

თუმცა ხმამაღალი შეძახილებითა და ხორხისხმიერი ბგერებით დატვირთულ ვაინახურს ყველასგან გაარჩევდი. ვაინახები ჩვენი კარის მეზობლები – ჩეჩენ-ინგუშები არიან. თავიდან ამ ორ ხალხს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი. თუმცა მათთან 2-წლიანმა ურთიერთობამ ეს განსხვავება ნათლად დამანახა.

ინგუში უფრო პრაგმატულად მოაზროვნეა, ეშმაკობა არ აკლია, უყვარს კარგი ცხოვრება, ამისთვის არ ითაკილებს ვაჭრობასაც კი. მოკლედ ჩვენებურად რომ ვთქვათ,  უფრო გამოსულია.   სხვა საქმეა ჩეჩენი  – საოცრად ამაყ, თავისუფლებისმოყვარე, ბავშვივით გულუბრყვილო, შუა საუკუნეებში გაჩხერილ ჩეჩენ ახალგაზრდებს რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, როგორები  იყვნენ ნამდვილი  მთიელები ძველად, მოკლედ ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოების გმირები ხომ გახსოვთ – ზუსტად ისინი გახლდნენ.

 

საბჭოთა ჯარში ფართოდ იყო გავრცელებული არასაწესდებო ურთიერთობის ისეთი ფორმა, როგორიცაა ,,დედოვშინა“,  როცა  ახალი ჯარისკაცი ვალდებულია უსიტყვოდ დაემორჩილოს ,,დედს“, ანუ ჯარში მასზე უფრო ადრე  მოსულ სხვა ჯარისკაცს.  სწორედ ასეთი ურთიერთობების თავიდან ასაცილებლად, ჩემი ასეული  ერთი გაწვევის სამხედრო მოსამსახურეებით    ვიყავით დაკომლექტებული.

მათ შორის იყო 5 ჩეჩენი ჯარისკაცი: სიტყვაძუნწი, მრისხანე შესახედაობის მაგომედი, მისი პატარა ბიძაშვილი მუდამ პირღია იბრაგიმი, ჭოკივით მაღალი, აქტიური იმ-ალი, პატარა ტანის, კატასავით მოქნილი ბილალი და მუდამ არასერიოზული და მომღიმარი ბაისულთანი.

სიამაყე ვახსენე და ჩეჩნები საერთოდ არავის არ მიიჩნევდნენ თავის სწორად და ტოლად (ინგუშებს არ ვგულისხმობ) და სხვა კავკასიელებსაც კი ამრეზით უყურებდნენ.  ორად ორი ერი, რომლებსაც ისინი მეტ-ნაკლებად პატივს სცემდნენ, ეს იყვნენ: ჩერქეზები და ქართველები. ბოლომდე ვერ დავადგინე, საიდან ჰქონდათ ჩანერგილი ეს გრძნობა მთიან აულებში გაზრდილ წერა-კითხვის უცოდინარ ახალგაზრდებს –  ალბათ უფროსი თაობის გადმოცემებით.

მახსოვს ერთხელ გაკვირვებული იმ-ალი გამენდო:  ერთმა ადიღეელმა მითხრა, ჩვენთან თავსაბურავით სიარული ქალისათვის სავალდებულო არ არისო…

– წარმოგიდგენია გიორგი? ქალი თავსაბურავის გარეშე – ეგენიც იტყვიან რა, კავკასიელები ვართო…

რას ვეტყოდი…  ,,შეწუხებულმა” აღშფოთებით გადავიქნიე თავი..

ახალწვეულები ვიყავით და ე.წ. ,,კარანტინში“  მოგვათავსეს.

ვხედავ მაგომედი სამხედრო სკამზე ,,ტაბურეტზე“ ჩამომჯდარა  და ფანჯარაში იყურება დაღონებული.  გვერდზე მივუჯექი და ვკითხე:

– რაო, მაგომედ, სახლი ხომ არ მოგენატრა?

– ეჰ გიორგი… გამიგია, რომ საქართველო ძალიან ლამაზია,  მაგრამ…  შენ რომ ჩვენი მთები განახა – წუთით ჩაფიქრდა და განაგრძო:

– წარმოიდგინე, რა ხდება: 1 თვის ჩამოსული ვართ და ბაისულთანმა უკვე 3 წერილი მიიღო, ბილალმა 2,  მე კი – არც ერთი. ეხლა ბიჭები წავიდნენ კლუბში, იქნებ გამახარონ.

ამის თქმა იყო და  ოთახში შუბლზე ქუდჩამოფხატული ჩეჩნები  შემოვიდნენ.  უსიტყვოდ კართან გაჩერდნენ, დაღონებულ სახეებზე ეტყობოდათ –    ხელმოცარული დაბრუნდნენ.

– ალაჰს ვფიცავ, – აღაპყრო  ხელები მაგომედმა, – ვინც პირველ წერილს მომიტანს, იმის საპატივცემულოდ კარგ ცეკვას შევასრულებ.

– ოი, მაგომედ!  რა გითხრათ, მამაკაცი ხარ, მამაკაცი – შეუძახეს აღტაცებულმა მეგობრებმა.

მეორე დღეს მაღაზიიდან მომავალმა ნაწილის კლუბს ჩავუარე და..

– ეი, ქართველო, – აქეთ მოდი, – გავხედე და ჩვენი ფოსტალიონი მიქნევს ხელს. მივედი.

– შენ ხომ კარანტინიდან ხარ, ბარემ თქვენი წერილები წაიღე…

წერილების დასტა გამოვართვი. ქართველების წერილები  გადავაწყე, ვიფიქრე, მოდი, ჩეჩნებსაც გავახარებ-მეთქი და რას ვხედავ, სხვების წერილებთან ერთად, მაგომედის ორი წერილი არ დევს!  ცალკე გადავმალე და ოთახში შევედი.

– ბიჭებო, წერილები! – ტაბურეტზე დავყარე წერილები და იქვე ჩამოვჯექი.

ჯარისკაცები წერილებს დააცხრენ და დაინაწილეს.

– რაო, ისევ არაფერი? – თანაგრძნობით შევეკითხე მაგომედს.

ხელი ჩაიქნია და შეტრიალდა.

– ეი, იბრაგიმ – შევძახე პირღიას – როგორ ფიქრობ, მართლა იცეკვებს მაგომედი, წერილი რომ მივცე?

ვიგრძენი, როგორ დაეჭიმა ზურგი პირით ფანჯრისკენ მიბრუნებულ მაგომედს.

– რას ამბობ გიორგი, – დაიძახეს ერთხმად ბიჭებმა – მამაკაცის სიტყვა ითქვა…

– კეთილი და…. 2 წერილი რომ მივცე? 2-ჯერ იცეკვებს? – მუხლზე ტკაცუნით დავირტყი მაგომედის წერილები.

მაგომედი არ შემობრუნებულა, თითქოს რაღაცას ელოდებაო.

სამაგიეროდ ოთხი ჩეჩენი წამოხტა და ოთახის შუაგულში ნახევარწრედ განლაგდა. მერე იმ-ალიმ ჩეჩნურად რაღაც შეჰყვირა და  ტაში შემოკრა…  სხვებიც ხორხისმიერი შეძახილებით და რიტმული ტაშით აყვნენ. ეს იყო და ისკუპა მაგომედმაც და ხმამაღალი შეძახილით  ხელები გაშალა.

12208000_1155139134513824_1152275561_n

გინახავთ, როგორ ცეკვავს ჩეჩენი? თავი და ტანი უძრავად რჩება, ხოლო ხელები და ფეხები ენით აუწერელი ტემპით და  თავისუფლებით მოძრაობს. ქართველ კაცს ცეკვით ვინ გააკვირვებს, მაგრამ არ მეგულება დედამიწის ზურგზე ხალხი,  რომელსაც ასე უყვარდეს და ვისთვისაც ასეთი მნიშვნელობა ჰქონდეს ცეკვას, როგორც ჩეჩენისთვის. რამდენ კაცს ეხერხება კარგად ცეკვა 10 სტატისტიკური ქართველიდან?  ალბათ, სამს ან ოთხს.  ჩეჩენს? ალბათ ათივეს…

ასეთები ვიყავით, ალბათ, კავკასიელები, ადრე..

ერთ  საღამოს ბილალი და იმ-ალი მომიახლოვდნენ.

– გიორგი, რას უყვებოდი ქართველებს, ასე რომ გისმენდნენ?

– ვიდეოს ფილმებს მაყოლებენ, თვითონ ნანახი არა აქვთ და…

– ვიდეო რა არის?

– ვიდეო… ვიდეო მაგნიტოფონი.

– რა ვიდეო მაგნიტოფონი? მაგნიტოფონი?

მივხვდი, გაგონილიც არ ჰქონდათ.

– იგივეა, რაც მაგნიტოფონი, ოღონდ ტელევიზორში აერთებ და კასეტით ფილმს უყურებ.

– თუ მუსიკას უსმენ?

– არა… ფილმს უყურებ.

ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუტყდათ.

– ოი, ოი, გიორგი, ეს  რა დაახეთქე; შენ ვინ ყოფილხარ!

ნერვები მომეშალა

– ჰო, მესმის თქვენი… თქვენს აულებამდე  ეს სიახლე ჯერ ვერ ჩამოაღწევდა.

ბიჭები ჩამომსხდარ ჩეჩნებს დაუბრუნდნენ და რაღაც უთხრეს. ხმამაღალმა სიცილმა მიმახვედრა, რომ ჩემს უსაზღვრო ფანტაზიაზე იცინოდნენ.

ამ ამბის მერე ჩეჩნებში  გამოუსწორებელი მატყუარას სახელი გამივარდა. ურთიერთობაშიც მერიდებოდნენ და ზურგს უკან დამცინოდნენ.

ჩვენს პოლკში 20-მდე ჩეჩენი მსახურობდა. მათი ლიდერი  გახლდათ გროზნოელი სტუდენტი, რომელიც უდიდესი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა თანამემამულეებში. ცხოვრებაში იშვითად მინახავს ასეთი ლამაზი მამაკაცი, როგორიც იყო რუსლანი.

თეთრი პირის კანით, შავი, ლამაზად დაწყობილი თმებითა და თხელი ტუჩებით, საოცრად ჰგავდა ალენ დელონს. თავიდან რომ ვნახე, ვიფიქრე, ეს ნატიფი და ნაზი ბიჭი ჩეჩნებმა ლიდერად როგორ აღიარეს მეთქი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ვცდებოდი. შემთხვევით გადავაწყდი, ერთ-ერთი კავკასიური ეროვნების 3 წარმომადგენელი როგორ მიბეგვა ჩხუბში ისე, რომ თვითონ ერთი მუშტიც არ მოხვედრია.

სასადილოდან  მარტო ვბრუნდებოდი. ჩეჩნების ჯგუფს ჩამოუარე და მივესალმე. სალმითვე მიპასუხეს.

როგორც შემდეგ მიამბეს, თურმე რუსლანმა ჩემს ჩეჩნებს ჰკითხა:

– თქვენი გურჯია?

– ჩვენი გურჯია..

– მომწონს, კარგი ბიჭი ჩანს.

– კი, კარგი ბიჭია… ვმეგობრობდით კიდეც მასთან, მაგრამ მერე საოცარი მატყუარა აღმოჩნდა  და ვიდეომაგნიტოფონის ამბავი უამბეს.

– ოი, ბიჭებო, რამდენჯერ გითხარით, თუ რამე არ იცით მოდით და მკითხეთ. ის მართალია… არსებობს ასეთი მაგნიტოფონი. მართალია მე არ მინახავს, მაგრამ გროზნოში ბევრს ჰქონდა.

რუსლანის სიტყვა შეუცდომელი ჭეშმარიტება იყო ბიჭებისთვის. საღამოს ლოგინზე ჩამომჯდარს ხუთივე მომადგა:

– გიორგი, კარგად არ გამოგვივიდა შენთან. მართლა ვერ წარმოგვედგინა ასეთი მაგნიტოფონი; რუსლანმა გვითხრა, რომ მართალი ყოფილხარ..

ისეთი სასაცილოები იყვნენ ეს 18 წლის ,,მამაკაცები”, რომ წყენამ იმ წამს გადამიარა.

– ჰო, თავიდან მეც გამიჭირდა დაჯერება… მართლაც საოცარი რამეა.

– გიორგი, კაცურად.. იქნებ ერთი კინო მოგვიყვე, თუ შეგიძლია, რა თქმა უნდა – მაგომედი ფრთხილად არჩევდა სიტყვებს

– თქვენ უარს ვერ გეტყვით ბიჭებო – დავიფასე თავი – რა ჟანრის ფილმები მოგწონთ?

– ყველა გვაინტერესებს.

– კეთილი, მაშინ საშინელებათა ფილმს მოგიყვებით.. იმაზე თუ როგორ ჭამდა უზარმაზარი  ზვიგენი დამსვენებლებს..

დაახლოებით ერთი საათის   შემდეგ მონაყოლით დაზაფრულ და გაოგნებულ ჩეჩნებს ვთხოვე,  გვიანაა, დავიძინოთ-მეთქი.

– რა თქმა უნდა,   დაიძინე გიორგი…  მაგრამ, ეს რაც მოყევი, მართლა მოხდა?

– არა, ბიჭებო, ეს ხომ კინოა…  დაიძინეთ და   ხვალ სხვას მოგიყვებით..

მეორე საღამოს 5-ის მაგივრად  ათნი მოვიდნენ.

– გაიცანი გიორგი – ასლანი, შამილი, ნაზირი, ზელიმხანი…

წამოვდექი და ყველას კავკასიურად მხარზე მხარის მიდებით მივესალმე.

– გიორგი, ბიჭებს მოვუყევით შენი ფილმი, მაგრამ ჩვენ შენსავით კარგად არ გამოგვდის;  ჰოდა ბიჭებმა გვთხოვეს, წამოგვეყვანა..

– კარგი გიქნიათ, ოღონდ  ყოველ საღამოს ცოდო ვარ… შაბათ-კვირას მოდით ხოლმე… ეხლა კი, რახან მოხვედით, სტუმრებს ისე ხომ არ გავუშვებ – გავიხსენებ რამეს. აბა მითხარით, რემბოს შესახებ თუ გსმენიათ…

ამის მერე ყოველ შაბათს საღამოს, ყაზარმის შესასვლელთან წამოწოლილი ქუთაისელი როსტომი მთელი ხმით გამომძახებდა:

– სად ხარ ბიჭო გიაიააა…

– აქ ვარ, რა ხდება როსტომ – გამოვძახებდი მე.

– ე ბიჭო,  მოდი, მოხედე სტუმრებს… მევიდნენ შენი ჩეჩნები.

მალე  ისე გავშინაურდი, რომ თავის თავყრილობაზეც კი მიმიწვიეს, რომელიც რომელიღაც მუსულმანურ რელიგიურ დღესასწაულს ეძღვნებოდა. ოფიცერთა სახლის სარდაფში განლაგებულ საქვაბეს შუა აზიიდან  გაწვეული ჩეჩენი – ახმედი განაგებდა (როგორ მოხვდნენ ჩეჩნები შუა აზიაში, მოგვიანებით გავიგე), მის განკარგულებაში რამოდენიმე დიდი დარბაზი და ხუთიოდე უზბეკი ცეცხლფარეში იმყოფებოდა.

ჩვენი პოლკის ოცამდე ჩეჩენი  დიდი სიყვარულით და პატივისცემით მიესალმა ერთმანეთს, ჩემი მისვლა არავის გაკვირვებია, მეც   ყველას ვიცნობდი – ვიდეო სეანსების მუდმივი კლიენტები ბრძანდებოდნენ. ლოცვა მეზობელი ასეულის ქერა სერჟანტმა  სულთანმა წაიკითხა, ყველამ ხელები   და  სახე ჯერ  ზევით აღაპყრო, მერე სახეზე ჩამოისვა და რუსლანმაც  სადღესასწაულო სუფრაზე მიგვიწვია, რომელიც ტკბილეულითა და ხილით იყო გაწყობილი.

საკვების გადაღებას არავინ ჩქარობდა, ჯერ ერთმანეთს სთავაზობდნენ, მიუხედავად იმისა რომ საკვები ჯარში აშკარად არ გვყოფნიდა და ჯარისკაცები  სანახევროდ მშივრები დავდიოდით, მოუთმენლობის ან სულწასულობის გამოჩენა  ჭამის დროს ჩეჩნებში უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა.

საუბარი წყნარად, ჩეჩნურად მიდიოდა და თუ ვინმეს ხუმრობაზე გაიცინებდნენ, მხოლოდ  მაშინ მითარგმნიდნენ ხუმრობის შინაარს და სიცილის მიზეზს… სუფრაზე ალკოჰოლი არ იყო, თუმცა ამას მხიარულებისთვის ხელი არ შეუშლია. მალე რუსლანმა ტახტი ასწია და რუსული ბალალაიკა და ფანდური ამოიღო, მერე შემომხედა და ფანდური გამომიწოდა, ის იყო უნდა მეთქვა, რომ დაკვრა არ მეხერხება, რომ უცებ გავშეშდი, ფანდურზე ქართული წარწერა შევნიშნე  ,,გურამი. 1956 წელი”. რუსლანმა გამიღიმა.

– ხედავ რა ძველია… ეს ფანდური ქართველებს ეკუთვნოდათ, მაგრამ შემდეგ ჩეჩნებს გადასცეს.

– ალბათ, ისინი უკეთესად უკრავდნენ.

რუსლანმა ფანდური შეათამაშა და ბილალს გადაუგდო. თვითონ ბალალაიკას წვალება დაუწყო, თან ღიმილით მანიშნებდა, ბოდიში, სხვა არაფერი გვაქვსო. მალე ინსტრუმენტები აიწყო. წრეზე ჩამოვჯექით, რუსლანმა ბიჭებს გადახედა, თითქოს შეკვეთას ელოდაო.

ბიჭები კი  ჩუმად ისხდნენ და რიდითა და პატივისცემით შესცქეროდნენ.  მივხვდი, რომ იგი თავად შეარჩევდა რეპერტუარს.

რუსლანმა ბილალს რაღაც უთხრა და სიმებს ჩამოკრა, ბილალმაც დიდხანს არ ალოდინა და ქართული ფანდურის ხმოვანებამ საოცარ ჟრუანტელად დამიარა ტანში. რამოდენიმე აკორდიც  და ბილალმა   ჩეჩნური სიმღერა წამოიწყო.

ვისაც ჩეჩნურ ენაზე საუბარი მოუსმენია, ვერ წარმოიდგენს, რომ ამ ენაზე სიმღერა საერთოდ შესაძლებელია. ამიტომ სასიამოვნოდ გაკვირვებული ვუსმენდი საოცრად მელოდიურ და ამავე დროს ნაღვლიან სიმღერებს, რომელიც სადღაც გულის სიღრმეში  ასე არხევდა ჩემს კავკასიურ გენებზე გაჭიმულ სიმებს. სიმღერის დასრულების შემდეგ ბილალს ვთხოვე:

– თუ შეგიძლია რუსულად იმღერე  ბილალ… სიტყვები რომ გავიგო

– რა თქმა უნდა, შემიძლია – ხმადაბლა მითხრა ბილალმა – მაგრამ… რუსლანი გვიკრძალავს.

– რატომ? – გამიკვირდა მე.

– როგორ თუ ,,რატომ?” – საპასუხოდ გაუკვირდა მას.

იგივე თხოვნით რუსლანს მივმართე:

– რუსლან, კაცურად… სანამ ჩეჩნურს ვისწავლი, ერთხელ რუსულად მიმღერეთ. მინდა    შინაარსი გავიგო-მეთქი.

გაეცინა და ბილალს თავი დაუქნია.

რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმღერები  სიყვარულზე იქნებოდა და სმენად გადავიქეცი:

,, ამოიწვერა      მთებში  ცისკარი

სხივი  მოჰფინა  ჩეჩნურ    აულებს…

შამილს მოჰყვება გმირების   გუნდი

ქარი გაფანტავს მოწოლილ ღრუბლებს…’’

ამღერდა ბილალი უაქცენტო რუსულით.

გაკვირვებისგან პირის დაღებაც ვერ მოვასწარი, რომ სულთანმა და მაგომედმა მიუმღერეს:

,, ვის     გაუხდია    მთიელი    მონად…

სიცოცხლეს დავთმობთ, შიში არ ვიცით..

რუსთა       ხიშტებზე     კამარას   შეკრავს,

თავისუფალი    მთების       არწივი..’’

მართალია ჰაერში უკვე ,,პერესტროიკის’’ სუნი ტრიალებდა, მაგრამ ესეთი სიმღერები  საბჭოთა სამხედრო ნაწილში?!  სულგანაბული ვუსმენდი და თითო სიმღერას სამჯერ მაინც ვამეორებინებდი. ასე დაგვათენდა თავს…

ისე იმოქმედა ჩემზე ამ სევდიანმა, მაგრამ სულით ხორცამდე ვაჟკაცობით და სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილმა სიმღერებმა, რომ ვფიცავ, დილით მზად ვიყავი შამილის ნებისმიერ რაზმში გავწევრიანებულიყავი და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მებრძოლა სამშობლოს თავისუფლებისათვის…

ასე იმუხტებოდნენ, ალბათ, ადრე ბრძოლის წინ მთიელები…

ამ შეკრების შემდეგ 1 წელი გავიდა. დადგა გაზაფხული. რუსლანი სახლში გაემგზავრა. მე და ჩემს ჩეჩნებს რამოდენიმე თვე გვაშორებდა სამსახურის დამთავრებამდე. მაგომედმა ახმედისგან ჩვენთვის ცნობილი საქვაბის უფროსობა გადაიბარა.

1986 წლის 9 მაისს  პოლკის საზეიმო მოწყობაზე დივიზიის მეთაური გვესტუმრა. ის იყო მიტინგი გახურდა, რომ მოულოდნელად პოლკოვნიკის მახვილმა თვალმა პლაცის სიახლოვეს მდგარი მაგომედი შენიშნა.

– აქ მოდით, ამხანაგო ჯარისკაცო – დაიგრგვინა რუსმა ოფიცერმა, დაყენებული სამეთაურო ხმით .

მაგომედი არასამწყობრო ნაბიჯით მიუახლოვდა და უხერხული სამხედრო სალამი მისცა. პოლკოვნიკმა დამცინავად ახედ-დახედა წელში გამოკერილ ფორმას და მზერა მაღალ ქუსლებზე შეაჩერა:

– ერთი მოდით აქ და შეხედეთ ამას! აი თქვენი მუშაობის შედეგი!!! –  დაუყვირა ჩვენი პოლკის მეთაურს, რომელიც იქვე  აწურული იდგა

– მაშინ, როდესაც უბრალო რუსი ბიჭები თავს არ იზოგავენ დიადი საბჭოთა სამშობლოს სამსახურში – ასეთი მაგომედები არხეინად გორაობენ ,,კაჩეგარკაში’’ და ჩვენს გვერდით მწყობრში დგომასაც არ კადრულობენ!  გინდათ მეტი გითხრათ? კი ბატონო! გინდათ ნიძლავი, რომ ამისთვის 9 მაისი დღესასწაულიც კი არ არის!!!

– ეხლავე, აქვე გაიხადეთ ეგ ჩექმები და ფორმა და დადექით მწყობრის წინ, სანამ ჰაუპტვახტში წახვალთ! მინდა ყველამ დაიხსომოს თქვენი უზადო სხეული! – მოინდომა ,,შოუს”  დადგმა რუსმა.

– არასოდეს! – უპასუხა მაგომედმა.

– რაო? – ყურებს არ უჯერებდა დივიზიის მეთაური.

– არასოდეს!!!

– შენ იცი, რომ, ამ პასუხისთვის ციხეში მოხვდები, შვილო?!

– მე თქვენი შვილი არა ვარ და არც თქვენი ციხის მეშინია! – უპასუხა მაგომედმა 1200 კაციანი მწყობრის წინ.

– აი, ამას კი ვნახავთ! ბევრ შენისთანას ჩაუფსია სასამართლოზე – გადაიხარხარა პოლკოვნიკმა.

– მაშ, მე მამაკაცი არ ვიყო, თუ თქვენს სასამართლოზე ლეკური არ ვიცეკვო! – ამაყად უპასუხა ჩეჩენმა.

– ვნახოთ, ვნახოთ, შენზე მაგარი ბიჭები გაუტეხია  საბჭოთა ხელისუფლებას; უკანასკნელად  გეკითხები…  შეასრულებ საბჭოთა მეთაურის ბრძანებას?

მწყობრიდან   მაგომედის ვაჟკაცობით აღფრთოვანებული  ჩეჩნური შეძახილები  გაისმა, თუმცა  მაგომედს მშვიდ გამომეტყველებაზე  ეტყობოდა, რომ გამხნევება სულ არ სჭირდებოდა

– არასოდეს!

– მაშ კარგიიი…

სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ პლაცის გარშემო ხეებზე ჩამომსხდარი ყვავების ყრანტალი არღვევდა.

– პოლკო სწორდიით, სმენაა! რიგითო მაგომედ ასხაბოვ, თქვენ არღვევთ სამხედრო ფორმის ტარების დადგენილ  წესს. გიბრძანებთ, გაიხადოთ იგი და მოაწესრიგოთ!

მღელვარებისგან კინაღამ გული გამიჩერდა.

–   არასოდეს!

– დააპატიმრეთ, ამხანაგო მაიორო! – მიმართა პოლკოვნიკმა საგანგებოდ გამოძახებულ ნაწილის მორიგეს.

მაგომედი წაიყვანეს.

ამ ამბიდან დაახლოებით 2 თვეში, ჩვენი პოლკის კლუბში, მაგომედის საჩვენებელი სასამართლო გაიმართა. ჯარისკაცებით გადავსებული დარბაზის სცენაზე  სასამართლოს წევრები ისხდნენ. სამხედრო პროკურორი, რომელსაც წითელ სამხრეებზე ფარი და ორი ჯვარედინი მახვილი უელავდა, თავის გამოსვლაში აღშფოთებას ვერ მალავდა:

– მაშინ, როდესაც 26 ყრილობის გადაწყვეტილებებით ფრთაშესხმული ჩვენი საბჭოთა მშრომელები დღეს და ღამეს ასწორებენ კომუნიზმის მშენებლობის ხარაჩოებზე, სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს შორის კიდევ დარჩნენ ისეთი  ელემენტები, როგორიც ეს ახალგაზრდაა…

მაგომედი არხეინად იჯდა შეიარაღებულ მცველებს შორის, თითქოს ეს ყველაფერი მას არ ეხებოდა…

პროცესი დიდხანს არ  გაგრძელებულა.

,,მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობისთვის… მუხლის  თანახმად მიესაჯოს… ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა…”

მაგომედი ფეხზე ადგა, დარბაზს გადახედა და მშვიდი ხმით დაიძახა ,,ალლაჰუ აკბარ…”

აცრემლებულმა იბრაგიმმა დარბაზიდან შეძახილითვე უპასუხა ,, ალლაჰუ აკბარ…”

მაგომედი შემოტრიალდა, მერე ერთი  მოძრაობით დაცვას დაუსხლტა და სცენაზე მთიულური ცეკვის რამოდენიმე ილეთი ლაზათიანად შეასრულა.

ეს იყო და ატყდა შეძახილები, ალიაქოთი და გაწევ-გამოწევა… მუჯლუგუნებით გასასვლელისკენ გავიკვლიე გზა, სადაც შეიარაღებულ ბადრაგს მაგომედი მიჰყავდა, მაგრამ წინ  საგანგებოდ მოყვანილი დაზვერვის ცალკეული  ასეულის რუსი სერჟანტები გადამიდგნენ.

– მაგომეეედ!  – დავიღრიალე მთელი ხმით.

დაბორკილი ჩეჩენი მანქანის ძარაზე აიყვანეს. წამით შემობრუნდა, თავი ღიმილით აიქნია და სიღრმეში გაუჩინარდა.

მანქანა დაიძრა. გაშეშებული ვიდექი. უკნიდან საუბარი შემომესმა:

– აბა, რას იტყვით ყოველივე ამაზე, ნიკოლაი ივანოვიჩ? – ორმა წითელსამხრეებიანმა პოლკოვნიკმა სიგარეტი გააბოლა.

– იმას ვიტყვი, იგორ პეტროვიჩ, რომ ეხლა ვხვდები, რა სწორად მსჯელობდა იოსებ ბესარიონოვიჩი, როცა ამბობდა… ,,ამ ხალხის აღზრდას აზრი არა აქვს. ისინი უბრალოდ უნდა განადგურდნენ!’’

კვლავ მანქანას გავხედე, რომელმაც მოსახვევში სვლა შეანელა… და ამ დროს წამით, მხოლოდ წამით, მომეჩვენა რომ  ნიავს  სიმღერის ხმა მოჰქონდა:

,, … რუსთა ხიშტებზე კამარას შეკრავს,

თავისუფალი მთების არწივი…’’

1984-86 წელი

საბჭოთა ჯარების  ჯგუფი გერმანიაში.

გიორგი გობეჩიას მოთხრობა

ენავ ქართულო

სულზე უტკბესო, უნეტარესო,
ენავ ქართულო, უხვსიტყვიანო,
ბრძოლით მოსულო, სისხლით დაცულო,
დედის მადლივით სისხლხორციანო!

Continue reading

,,თუ პანკისი არ გინახავთ”

თუ პანკისი არ გინახავთ,
არ გინახავთ საქართველო…
მას ამშვენებს ირგვლივ კლდენი
მობიბინე მთა და მდელო.


აქ სპეროზა, აქ დიდგვერდი,
აქ დაჰქრიან ჯიხვნი ფრენით,
აქ ლოცულობს დიდ-პატარა,
ალლაჰია ჩვენი ღმერთი!


მოგრიალებს ალაზანი,
ხან მშვიდია, ხანაც გიჟი,
ლამაზია ეს პანკისი,
მამაცია ჩვენი ჯიში.


თავად ვაჟაც ჩვენზე წერდა,
ის გვიქებდა ყველა ვაჟკაცს,
სტუმარ-მასპინძლობის წესი
არ გამქრალა ჯერაც, ახლაც.


ვენაცვალე მე ჩემს პანკისს,
ჩემს მამაც და მებრძოლ ქისტ ერს,
უნდა გშურდეს კაცის, ვისაც
ფეხი აუდგამს მიწა ქისტეთს…

 

დავით მარგოშვილი

მონადირის მოგონებები – “იარაღის სიყვარული”

როგორც მოგეხსენებათ, გამოვიდა ხასო ხანგოშვილის ახალი წიგნი ,,მონადირის მოგონებები”.

წიგნი სამწუხაროდ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ საიტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამ წიგნიდან თითოეულ მოთხრობას გამოვაქვეყნებთ ჩვენს საიტზე…

იარაღის სიყვარული ბავშვობიდანვე დამყვა. ჯერ კიდევ დაწყებითი სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ხისგან ვაკეთებდი დამბაჩებს, რომელთაც შეეძლო ზიანის მიყენება გარშემო მყოფთათვის. ხისგან გამოვჩორკნიდით ხოლმე დამბაჩას, შემდეგ ხის ლულაზე ვამაგრებდით თოფის გასროლილ მასრას, რომელსაც ფუძის ახლოს, გვერდზე პატარა ნაჩვრეტს ვუკეთებდით, სადაც ვათავსებდით ასანთის ღეროს ისე, რომ მისი თავი ხურავდა ამ ნაჩვრეტს.

დამბაჩის დატენვა შემდეგნაირად ხდებოდა: პირველ რიგში თოფის წამალი ჩაიყრებოდა მასრაში იმ დოზით, რომ მასრაზე გაკეთებულ ნაჩვრეტს ასცილებოდა, წამალი ქაღალდის საცობით(თექის საცობი არც გვენახა) დაიცობოდა, შემდეგ ტყვიის საფანტს ან ჩუგუნის ნამსხვრევებს მოვათავსებდით, ზემოდან კვლავ ქაღალდის საცობი კეთდებოდა და დამბაჩაც მზად იყო სასროლად. გასროლაც არ შეიცავდა სირთულზეს: ნაჩვრეტთან მიმაგრებულ ასანთის ღერს ჩამოჰკრავდი ასანთს, ცეცხლი ნაჩვრეტით თოფის წამალს გადაეცემოდა და დამბაჩაც იგრიალებდა.
ცხადია, ტყვია ან საფანტი შორს არ მიჰქონდა დამბაჩას, რამდენიმე მეტრზე შეეძლო ეფექტი მოეხდინა. მაგრამ ეს იარაღი არ იყო სანდო, ხშირად მასრა სკდებოდა, ან უკუცემის დროს სწყდებოდა ხეს და საშიშროებას წარმოადგენდა, პირადად ხელები მქონდა ხოლმე დაუმწვარი დენთით აჭრელებული.

მიუხედავად ამისა, ათასნაირ ხერხს მივმართავდით ხოლმე ბავშვები დამბაჩის თუ მსგავსად შეკოწიწებული თოფის გასამართად. იმ პერიოდში(მე-20 ს. 50-იანი წლები) სოფელში ჯერ კიდევ იშოვებოდა მწყობრიდან გამოსული კაჟიანი თოფებისა და დამბაჩების ლულები, რომელთა გამოყენებით ვცდილობდით შეგვექმნა იარაღი.
ჩემი იარაღით დაინტერესება შენიშნული ჰქონდათ არა მარტო მშობლებსა და და-ძმებს, არამედ მეზობლებსა, ბევრი მიშლიდა, უმთავრესად ქალები, მაგრამ მამაკაცები მხოლოდ შენიშვნით, სიფრთხილის დაცვისკენ მოწოდებით კმაყოფილდებოდნენ. უფროსი ძმა ალექსი იარაღის მოყვარული იყო დ არ მიშლიდა იარაღობანას, პირიქით, მეხმარებოდა კიდეც.
მე-4 კლასში ვსწავლობდი, როცა ალექსი ციხიდან გათავისუფლდა. ბიძაშვილისთვის ქალის მოტაცებაში მონაწილეობდა და ოთხსი წელი მიუსაჯეს. ერთხელაც, როცა აიავანზე ვიჯექი და დამბაჩის ასაწყობად ვჯახირობდი, გვერდზე ჩამიარა, მერე შეჩერდა, ჩაიმუხლა, გამომართვა ხის დამბაჩა და შეათვალიერა.

მერე დაკვირვებით შემომხედა. უფროს ძმას ვაღმერთებდი და შიშით შევცქეროდი, მეშინოდა, არ ამიკრძალოს შემოქმედებითი საქმიანობა-მეთქი. მან კი მშვიდად მითხრა:
-აბა ერთი წამომყევი, რაღაც მეგულება შენთვის.
მაშინვე წამოვხტი და გავყევი. ორსართულიანი სახლი გვქონდა მაშინ, იმერლების მიერ 1936 წელს აშენებული, დაბლა ქვითკირის სართული იყო, მაღლა კი ცაცხვის ფიცრული ოდები, გარშემო აივნებით. აღმოსავლეთის აივანი აგურით იყო ამოშენებული და პატარა ოთახი იყო მოწყობილი, ჩრდილო კედელთან ბუხარი იყო მიშენებული. ამ ოთახს არ ვხმარობდით.
ალექსი შევიდა ამ ოთახში, პირდაპირ ბუხრისკენ გაემართა, ხელი შეჰყო საკვამურში, კარგა ხანს აფათურა და შემდეგ კმაყოფილი სახით შემომხედა. მან ბუხრიდან ჩვრებში შეფუთული, მჭვარტლით დაფარული რაღაც საგანი გამოიტანა.
ინტერესით შევყურებდი, ცახცახმა ამიტანა, ვგრძნობდი, რომ რაღაც საოცრება უნდა მომხდარიყო. არ ვიცოდი, რა იდო ამ ჩვრებში, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რაღაც არაჩვეულებრივი რამ უნდა ყოფილიყო. ამას მახვედრებდა ალექსის იდუმალებით მოცული სახე, რომელზედაც ღიმილი და რაღაც მოგონებები იხატებოდა.
ალექსანდრემ გადაფერთხა მჭვარტლი, ფრთხილად შემოაცალა ჩვრები, მერე სუფთად შენახული მატერია და გამოჩნდა დოლიანი რევოლვერი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში იდო ბუხარში, მაგრამ არ დაჟანგულიყო და შავი ფერი არ დაეკარგა.
საოცრად ლამაზი იარაღი იყო, იმ სისტემის იარაღი შემდეგშიც კი, როცა თითქმის ყველა სახის(იმ დროს პანკისში არსებული) იარაღთან მქონია საქმე, არ შემხვედრია. დიდი ზომის არ იყო, დაახლოებით დოლურიანი ნაგანის სისტემის რევოლვერს ჰგავდა, მაგრამ მათ შორის განსხვავებაც იყო: ნაგანს გლუვი ლულა აქვს, მას კი კურთხვილი ლულა ამშვენებდა.

დოლურიც ნაგანისგან განსხვავებით ექვსვაზნიანი იყო, თანაც საკმაოდ მსხვილი კალიბრის, რუსული შაშხანის ვაზნა თავსდებოდა, ოღონდ მასრა შევიწროების ადგილას უნდა გადაჭრილიყო და ფუძესთან, სადაც ყველაზე ფართოა, ცოტათი გადაქლიბვა იყო საჭირო. დოლურიც ლამაზი იყო, ტარი ჩუქურთმებით დამშვენებული ხით იყო მოპირკეთებული.
ერთი სიტყვით, მზეთუნახავი იყო. პირდაღებული ვუყურებდი ამ საოცრებას. ალექსიმ დოლური გადახსნა, ექვსივე ვაზნა გასროლილი იყო, მასრები შიგ დოლურში ჩაჭედილიყო, ვერაფრით შეძლო ამოღება, მომაწოდა და მითხრა:
– აი, შენ, ნამდვილი იარაღი, დღეიდან შენია, მაგრამ ფრთხილად ატარე, გარეთ არ გაიტანო და მეორედ არ ამომაყოფინო ციხეში თავი. და კიდევ – არასოდეს დაუმიზნო იარაღი გარშემომყოფთ არც დატენილი და არც დაუტენავი. ეს არის პირველი წესი იარაღთან მოპყრობისა, ეს კარგად დაიხსომე.
ბედნიერებისგან ხმა ვერ ამოვიღე, გამოვართვი რევოლვერი და თვალცრემლიანი დავყურებდი, ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ლამაზი იარაღი ჩემი იყო, ვათვალიერებდი და უსასრულოდ შემეძლო მისი ცქერა. ადრეც, როცა წამოვიაზარდე მაშინაც და ახლაც კარგ მეიარაღედ ვთვლი თავს, ახლაც სიყვარულით ვიხსენებ ჩემს პირველ ნამდვილ იარაღს. კარგად არც მახსოვს, რომელი სისტემისა და რომელი ქვეყნის გამოშვება იყო.

ალბათ, უფრო კოლტის ან სმიტ-ვენსონის ტიპისა, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვი. ცხადია, ძველი გამოშვების იარაღი იყო, მაგრამ ნახევრად ავტომატური, თითს გამოსწევდი, დოლური ტრიალებდა და დამცემი ჩახმახი მომდევნო ვაზნას ეცემოდა. კოლტის სისტემის ძველი გამოშვების რევოლვერის ჩახმახის ფეხზე შეყენება და დოლურის ტრიალი ცერის საშუალებით ხდებოდა. ჩემი ექვსვაზნიანი რევოლვერი კი გაუმჯობესებული იყო, თანაც დატენის დროს დოლური ბუდიდან გვერდზე კი არ ინაცვლებდა, დოლურის გვერდიდან დამცველი იხსნებოდა, ატრიალებდი დოლურს და ისე ტენიდი.
ერთი სიტყვით, დიდებული იარაღი იყო. ხმარების წესები ძმამ ამიხსნა, აგრეთვე ამიხსნა, თუ როგორ უნდა დამეტენა ვაზნები. უცბად ისევ წავიდა ბუხრისკენ, ისევ აფათურა კარგა ხანს ხელი საკვამურში, კვლავ მომცრო ფუთა გამოიღო და გახსნა. მასში ხის პატარა კოლოფი იყო, საიდანაც ჩემი ლევორვერის ყალიბის გადაჭრილი მასრები, მთლიანი ვაზნები და მრგვალი ტყვიები ამოიღო.

თან ამიხსნა, როგორ დამემზადებინა ვაზნები და მარტო დამტოვა ჩემს სიმდიდრესთან ერთად.
ის დღე იყო და დამთავრდა კიდეც ჩემი ბავშვური თამაშობები ხის იარაღებთან, თუმცა მშვილდ-ისარი და “რაგატკა” კიდევ კარგა ხანს დარჩა ჩემს არსენალში. ახლა უკვე მოზრდილ მეზობელ ბიჭებთან მქონდა მეგობრობა. რევოლვერის წყალობით მათ თავიანთ წრეში მიმიღეს.
მეორე ფაქტორი, რომელმაც ასაკით უფროს მონადირეებთან დამაკავშირა, იყო ორლულიანი, 16 კალიბრიანი სანადირო თოფი, რომელიც ალექსის აჩუქა ზემო მაჩხაანელმა ციხის მეგობარმა რამან ტოკლიკაშვილმა. ის ჩემს ძმასთან ერთად იმ სამეულში შედიოდა, რომელთაც მოახდინეს ხირსის პატიმართა ბანაკში ორგანიზებული სისხლიანი ამბოხი ქურდების წინააღმდეგ, რასაც რამდენიმე ქურდის სიცოცხლე შეეწირა.
თოფი ღილაკიანი(“კნოპკიანი”) დამცველის მქონე იყო და დიდ სიფრთხილეს მოითხოვდა. თოფის გამხსნელ-დამკეტი სახელურის უკან მოთავსებული იყო ღილაკი, რომლის ცერა თითით წინ წაწევის შემდეგ დამცველი იხსნებოდა და სროლისთვის მზად იყო. ხშირ შემთხვევაში, უყურადღებობით, ღილაკის გადაადგილება შეუმჩნეველი რჩებოდა.

განსაკუთრებით მაშინ, როცა ფრინველს ეპარები, მოხსნი დამცველს, მაგრამ ამ დროს თუ ფრინველი სხვა ტოტზე გადაფრინდა, აზარტში შესულ მონადირეს ავიწყდება დამცველის უკან გადმოწევა, კვლავ ეპარება და ამ დროს გაუფრთხილებლობით შეიძლება თოფი გავარდეს. ჩახმახიანი ორლულიანი თოფი უფრო საიმედოა, ჩახმახს მოზიდავ ცერით, ფეხზე დააყენებ და ნათლად ჩანს თოფის საბრძოლო მდგომარეობა..
ამიტომ იყო, რომ ამ თოფს მარტოს არ მატანდენენ, მაგრამ მე ყოველთვის ვახერხებდი მისით სარგებლობას. ბოლოს და ბოლოს, ნება დამრთეს, თავისუფლად მეტარებინა. იმ პერიოდში(გასული საუკუნის 50-იანი წლები) მზა ვაზნები(ქარხნული) იშვიათობა იყო, რეგიონებში მათ არც ხმარობდნენ, თითბრის მასრები, ამფეთქებლები(“ფისტონი”), თოფის წამალი და საფანტი იყიდებოდა და თავად ვამზადებდით ვაზნებს. ცხადია, თოფის წამლის საზომი, თექის საცობები და ვაზნის დამზადებისათვის საჭირო ხელსაწყოები არ გაგვაჩნდა, მათი შეძენისათვის ფულიც არ გვქონდა, მაგრამ ბიჭები ვარაუდით, თვალზომით ვტენიდით მასრებს და ვნადირობდით ფრინველებზე.
ხშირად, როცა ტყვიის საფანტი არ გვქონდა, ჩუგუნის გადაგდებულ ქვაბებს ვპოულობდით, ქვით ვამსხვრევდით წვრილ ნაწილაკებად და საფანტის მაგივრად ვიყენებდით. სხვათა შორის, ჩუგუნის “საფანტი” ძალიან ეფექტური იყო, განსაკუთრებით ბეღურების გუნდს რომ ვესროდით ხოლმე. მაგრამ თოფს აფუჭებდა, ლულას ხაზავდა, რომელიც ხშირი წმენდის მიუხედავად იჟანგებოდა. მაშინ თოფის ლულები მოკალული არ იყო.
ტყვიას ასე თუ ისე ვშოულობდით, ვადნობდით, წითელ მიწაში გაკეთებულ ყალიბებში ვასხამდით და საჭირო ფორმის მსხვილ თუ წვრილ საფანტს, საჭირო ყალიბის მსხვილ ტყვიას(“ჟაკანს”) ვამზადებდით.
აღნიშნულ პერიოდში, ქისტებში, ნიშანში სროლა ძალიან პოპულარული იყო. ახალგაზრდობა იკრიბებოდა და ვისაც ჰქონდა, საკუთარი თოფიდან ისროდა. დიდი გნიასი და ხმაური იდგა, მაგრამ, როცა რომელიმე თოფს დაუმიზნებდა, სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდებოდა ხოლმე. როგროც კი თოფი გავარდებოდა, ყველა სანიშნისკენ გარბოდა, ატყდებოდა ერთი აურზაური, მოწონების შეძახილები ან დამცინავი ხორხოცი. ბოლოს მსროლელიც მივარდებოდა და თუ ააცდენდა, დაღვრემილი განზე გადგებოდა.
ყოველტვის მაოცებდა, რატომ განიცდიდნენ ასე მძიმედ ქისტები სროლაში მარცხს. მათთვის ნამდივლად დიდი ტრამვა იყო ნიშანში სროლის დროს დამარცხება, ეს სათაკილოდ მიაჩნდათ და ვარჯიშში უამრავ ტყვია-წამალს ხარჯავდნენ, რათა მარჯვე სროლაში დახელოვნებულიყვნენ. ანდაზად იყო ქცეული, რომ ერთმა ჯოყოლოელმა კაცმა საკუთარ ეზოში მდგომი მუხა წააქცია ნიშანში გამუდმებული სროლის შედეგადო.

მე ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეა, რადგან გრძელი რუსული შაშხანა განსაზღვურლ მანძილზე მორჩილ წიფელს ხვრეტს. მართლაც, ძალიან უსიამოვნო გრძნობას განიცდი, როცა მიზანს ააცდენ. რამდენიმე მარცხს რომ პირდაპირ წონასწორობიდან გამოჰყავს კაცი, მწარე სინანულის გრძნობა დიდხანს გასდევს მონადირეს.
რა თქმა უნდა, აღნიშნულ შეჯიბრში მეც ვიღებდი მონაწილეობას. სოფლის განაპირას, ალაზნის მხარეს, ჩვენი სახლიდან ჩრდილოეთით 200-მდე მეტრის დაშორებით იდგა მამაჩემის აშენებული ახალთახალი წისქვილი. წისქვილი გაფორმებული იყო შუა ხალაწნის კოლმეურნეობის სახელზე, მაგრამ მამაჩემის საკუთრება იყო, მეწისქვილე ჰყავდა დაყენებული და ამუშავებდა.

შემდეგ უჩივლეს და ჩამოართვეს. უდგა ასე მიტოვებული ეს წისქვილი და კარგი სამიზნე იყო მსროლელთათვის. ფიცრებზე ცარცით ან ნახშირით წრეს შემოვხაზავდით და ვესროდით. თითქმის მთლიანად დაცხრილული აღმოსავლეთის ფიცრული კედელი, ხელის დადების ადგილიც კი არ იყო ნატყიარის გარეშე, ექვსსანტიმეტრიანი ფიცრები სხვადასხვა ყალიბის ტყვიით იყო დაჩვრეტილი.
მართალია, ასეთი სახის სროლებში კარგად გავიწაფე, მაგრამ ერთი ნაკლიც გამომყვა, რაც დიდი მინუსია მონადირისთვის. ვერაფრით შევძელი შემდეგში მოძრავ მიზანში სროლის ტექნიკის ათვისება. ისე შევეჩვიე უზრავ მიზანში სროლას, რომ ძალიან გამიჭირდა ამ სფეროდან გამოსვლა.

როცა წამოვიზრდე, დავდიოდი მწყერზე, ქედნებზე სანადიროდმ რამდენი ვაზნა დამიწვავს, მაგრამ ვერ მივაღწიე სასურველ შედეგს. მთაში ნადირობის დროს ხშირად უწევს მონადირეს სწრაფად რეაგირება, თითქმის დაუმიზნებლად, ინტუიციით სროლა გაფრენილი ნადირისათვის. აქ წამებზეა დამოკიდებული წარმატება, სწრაფ რეაქციას მოითხოვს და გაქცეულ, ნახტომებით მფრინავ არჩვს უნდა მიაყოლო ტყვია.
ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იარაღზე – თოფს კარგად უნდა იცნობდეს მონადირე, უნდა იცოდეს, რომელ ნადირზე რა სახის თოფით უნდა ინადირო. საკუთარი თოფი მონაიდრეს უნდა ჰქონდეს შემოწმებული, ნიშანში სროლით უნდა დაადგინოს, საით იწევს ტყვია და ამის მიხედვით უნდა გაასწოროს სამიზნე. ძველი გამოშვების შაშხანებსა და უხაზო საფანტიან თოფებს ვერ გაასწორებ,მაგრამ გეცოდინება, სროლის დროს საით უნდა დაუმიზნო ნადირს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილმდებარეობას.

მაგალითად, ჩემს პრაქტიკაში ბარში ვერტიკალურად მაღლა სროლის დროს ტყვია ზუსტად მიდის, ვიდრე ჰორიზონტალურად. ვფიქრობ, ეს გამოწვეული უნდა იყოს ტყვიის ტრაექტორიაზე. როცა ჰორიზონტალურად მიქრის ტყვია, გაივლის რკალისებრ ტრაექტორიას თუ თოფზე არ არის დამონტაჟებული მარეგულირებელი სამიზნე, ძნელია ზუსტი სროლა. როცა ვერტიკალურად მიქრის ტყვია, ტრაექტორიის მრუდე მცირეა, მერე რაც უფრო მაღლა მიდის, ჰაერი გაიშვიათებულია და წინააღმდეგობაც ნაკლებია.
ეს განსაკუთრებით შეინიშნება მთაში, როცა 2000 მეტრზე (ზღვის დონიდან) იმყოფება მონადირე. ასეთ სიმაღლეზე ჰაერი გაიშვიათებულია, ტყვიისადმი წინააღმდეგობა ნაკლებია და სროლაც ზუსტია, მაგრამ აქაც არ იცი, რა ადგილიდან მოგიწევს სროლა, რა კუთხით ისვრი, ხევში ხარ, კლდეებში თუ გაშლილ მინდორზე. ერთი სიტყვით, ყველაფერი დამოკიდებულია მონადირის პროფესიონალიზმზე, იარაღის გამართულობაზე.
როგორც აღვნიშნე, იარაღი ბავშვობიდან მიტაცებდა. ჩემი ოცნება იყო, მქონოდა შაშხანა(“ვინტოვკა”) და პისტოლეტი “ტეტე”. ეს ორი იარაღი მიმაჩნდა იარაღების ეტალოდანდა დღესაც ასე ვფიქრობ. მონადირისთვის ყველაზე კარგი მუსიკა თოფის ჭახანია და ყველაზე სასიამოვნო სუნი დენთის “სურნელია”. ხოლო “ვინტოვკისა” და “ტეტეს” გაგრძელებულ გრიალს არც ერთი იარაღის ხმა არ შეედრება.
სკოლაში სამხედრო გაკვეთილები გვიტარდებოდა. სამხედროს გვასწავლიდამეორე მსოფლიო ომის მონაწილე წინუბნელი ვალოდია ნანიევი, რომელსაც მოსწავლეები “პიტის” ვეძახდით, ცხადია, ზურგს უკან. თოფის ყალიბების ახსნისას ხშირად ხმარობდა რუსულ სიტყვსა “პიატის” ფორმა “პიტი”-ს და აქედან დაარქვეს “პიტი”. თავისი საქმე კარგად იცოდა, ბუნებითაც კარგი კაცი იყო და გულმოდგინედ ვსწავლობდით მის გაკვეთილებს, განსაკუთრებით მე და ჩემი სულიერი მეგობარი ნადირობაში დაუდა მარგოშვილი.
კლასში საუკეთესოები ვიყავით “ვინტოვკისა” და “პეპეშას” სისტემის მრგვალკოლოფიანი ავტომატის დაშლა-აწყობაში. მასწავლებელ ვალოდიას გაკვეთილები ჩვენთვის დიდი სიამოვნება იყო, განსაკუთრებით ის გაკვეთილები, რომელთა დროსაც სამხედრო კაბინეტიდან გამოგვქონდა ირაღი და კლასში ვსწავლობდით შაშხანის ნაწილებს, მათ დანიშნულებას, დაშლას, აწყობას, გაწმენდასა და შენახვის წესებს.
როცა მე-10 კლასში გადავედით, თანდათან მომწიფდა იდეა სკოლიდან იარაღის მოპარვისა. ეს იდეა ჩემს გახურებულ თავშიც დაიბადა და გავანდე ჩემს მეგობარს. დაუდა და მე თითქმის მთელი დღეები ერთად ვიყავით, ზაფხულ-ზამთარ ერთად ვნადირობდით ფრინველებზე, ტყვია-წამალას ერთად ვამზადებდით და იარაღზეც ერთად ვჩხირკედელაობდით. კიდევ ერთი რამ გვაკავშირებდა – ძალიან გვიყვარდა წიგნები, მხატვრული ლიტერატურის კითხვას ვიყავით გადაყოლილები.
დაუდა სიფრთხილით შეხვდა ჩემს იდეას, მაგრამ ისეთი თავდაჯერებული ვიყავი წარმატებაში, რომ შევძელი მოყოყმანე მეგობრის დაყოლიება და დეტალურად გავაცანი ჩემი გეგმა. იარაღის სათავსო მდებარეობდა სკოლის დერეფნის სამხრეთ ბოლოში, აღმოსავლეთის მხარეს. ეტყობა, ადრე აქ კარი გადიოდა ეზოში, შემდეგ ამოაშენეს ალიზის აგურით და მოპირდაპირე კედელს მოაშენეს ორი საკლასო ოთახი. იარაღის საცავის კარები დერეფანში გამოდიოდა, საცავს ოთახი არც ეთქმოდა, ვიწრო საკანივით იყო.

კარებს გააღებდი და პირდაპირ ალიზით ამოშენებულ კედელთან იდგა შაშხანის მისაყუდებელი ხის კარკასი და ჩამწკრივებული იყო შაშხანები, ორი კარაბინი და ორიც “პეპეშას” სისტემის ავტომატი. გვერდით კუთხეში ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები, სამოსწავლო ვაზნები, აირწინაღები და სხვა სახმხედრო აღჭურვილობა ელაგა.

ჩემი გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: დღისით, გაკვეთილების შემდეგ, საკლასო ოთახის ერთ ფანჯარას დაუკედავად დავტოვებდით, უბრალოდ მიხურული იქნებოდა და გარედან მიწოლით შიგნით გაიღებოდა, ღამე, ასე 12 საათის შემდეგ გადავძვრებოდით ფანჯრიდან, გადავწევდით დაფას, რომელიც ალიზით ამოშენებულ კედელთან იდგა და ნაჯახით დავშლიდით ალიზის აგურებს. მთავარი იყო ერთი აგურის გამოღება, დანარჩენს, ორს თუ სამს, ადვილად გამოვიღებდით.

შემდეგ ხელის შეყოფა და შაშხანების გამოღება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. ჩამოშლილ აგურის ნაშალს ტომარაში მოვათავსებდით, ჩვრით იატაკს მოვასუფთავებდით, დაფას თავის ადგილზე დავაბრუნებდით და ფანჯრიდან გადმოვიპარებოდით.
ყარაული საშიშროებებას არ წარმოადგენდა, რადგან მას სამასწავლებლოში ეძინა. იარაღის საცავის გატეხვის ამბავსაც გვიან გაიგებდნენ, მეორე ორშაბათს, ვინაიდან კვირაში ერთი გაკვეთილი გვქონდა. ასე რომ ჩვენ არხეინად შეგვეძლო შაშხანების დამალვა და ლოდინი, როგორ ჩაივლიდა ძიება.
კარგი გეგმა იყო, ჩვენზე, მოსწავლეებზე, აბა, ვინ იფიქრებდა, ასეთი დონის ქურდობა შეუძლიათო.
ყველაფერი გათვლილი გვქონდა. შაშხანებს ლულაზე, ვაზნების ბუდეზე სხვადასხვა ყალიბის ბურღით ერთი ნაჩვრეტი იყო გაკეთებული.

ამ ნაჩვრეტში ბაბიტის გამდნარ ტყვიას ჩავასხამდით, ვაზნა წინასწარ ექნებოდა პირში მიცემული, რომ გამდნარ ტყვიას დაბლა არ ჩაეღწია. რადგან გაბურღული იყო, ტყვია გვერდით ხაზებშიც შეაღწევდა და მკვიდრად შეავსებდა ხვრელს. შემდეგ სალტეს შემოვაჭდობდით და თოფი მზადყოფნაში იქნებოდა სამოქმედოდ.
ზოგიერთ ჩახმახს ვაზნის ფფისტონზე დასაცემი ნემსა გადაჭრილი ჰქონდა, მაგრამ არა ყველას. ზოგი შაშხანა ახალი იყო, ზოგიერთი საკმაოდ გაცვეთილი. ამიტომ შევარჩიეთ ორი ახალი შაშხანა, ჩახმახები სრული ნემსათი ავაწყვეთ და წინასწარ დავაწყვეთ სადგომზე იმ ადგილას, სადაც ვაპირებდით ხვრელის გაკეთებას, ეს ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენდა, როგორც წარჩინებულ მოსწავლეებს, მასწავლებელი გვავალებდა იარაღის გამოტანასა და დაწყობას.
ერთი სიტყვით, კარგად შემუშავებული გეგმა იყო და მის წარმატებით შესრულებაში ეჭვი არ მეპარებოდა.
ღამე დათქმული იყო, ყველაფერი მომზადებული. სადღაც შუაღამისას წამოვდექი ლოგინიდან, ძველმანები ჩავიცვი, ტომარაში ჩავდე ნაჯახი და სატეხიი და მივადექი დაუდას სახლს. დათქმულ ნიშანზე ჩემიი მეგობარი ზლაზვნით გამოვიდა და როგორც კი შევხედე, გულმა რეჩხი მიყო.
-წავედით, დაუდ, დროა, საქმეს შევუდგეთ.
-დიდი ბოდიში, მაგრამ გადავიფიქრე, ვერ წამოვალ.
– როგორ თუ ვერ წამოხვალ, რას ამბობ, რამ შეგაშინა?- მღელვარებას ვერ ვფარავდი..
-შიში რა შუაშია, ყველაფერი ავწონ-დავწორნე, სარისკო საქმეა, გასკდება და დავიღუპენი.
-როგორ თუ დაიღუპები? მეც შენთან არ ვარ? საქმეში ხომ ერთად ვართ, თუ ჩავარდა საქმე, ორივე ვაგებთ პასუხს.
ვცდილობდ, დავარწმუნო, მაგრამ ძლიერ ვარ შეშფოთებული, ვიცი,ჯიუტი ხასიათი აქვს, თუ ერთი გადათქვა, ძნელია მისი დაყოლიება.
-შენი საქმე სულ სხვაა,- ორჭოფულად ამბობს, ვერ ვხვდები, საით უმიზნებს, მე ვგრძნობს, რომ ამდენი ხსნის ნალოლიავები ოცნება მემსხვრევა, საათივით აწყობილი გეგმა მეშლება. ვცდილობ, დავარწმუნო, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ვეუბნები, თუ ჩავარდა გეგმა, ყველაფერს ჩემს თავზე ავიღებ და ა.შ.
-შენ ჯერ პატარა ხარ, ხასოა(ორიოდე წლით დიდი იყო ჩემზე), შენ ჯერ არ ყოფილხარ მილიციაში დაკითხვაზე და არც კამერაში მჯდარხარ. ჩემს ოჯახს აქვს ამის გამოცდილება. შენც იცი, აბრაგების შენახვის გამო რამდენჯერ ააწიოკეს ჩვენი ოჯახი, ოჯახის წევრები დაჭერილები იყვნენ, ეჭვს მაშინვე ჩემზე მიიტანენ, შავ სიაში ვართ ყველანი შეტანილები, კაცი, ქალი, ბავშვი, შენ რა გიჭირს, ძმები გყავს, ახმეტაში ხელისუფლებას იცნობემ, მაგარი ბიძა გყავს, გამოგიყვანენ.
შემდეგ, როცა ყველაფერი ავწონ-დავწონე, მივხვდი, რომ მართალი იყო. მაგრამ იმ ღამეს არაფრის დაჯერება არ მინდოდა, ვფიქრობდი, რომ მიღალატა და ძლიერ დამწუხრებული დავბრუნდი სახლში. გეგმა ჩაიშალა, სხვას უკვე ვეღარ გავანდობდი. უფროსებისგან გაგონილი მქონდა – თუ სამმა იცის, ქვეყანამ იცის – და ხელი ავიღე ამ საქმეზე.
გავიდა წლები და სანადიროდ მიმავალს შემხვდა კაცი, რომელსაც სამოსწავლო “ვინტოვკა” ჰქონდა, ნაჩვრეტი კი შედუღებული, მაგრამ ამაზე შემდეგ…
მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ განვიცადე ასეთი საგულდაგულოდ და, ჩემი აზრით, უნაკლო გეგმის განუხორციელებლობა, დაუდთან მეგობრობა არ შემიწყვეტია. მით უმეტეს, როცა მეორე თუ მესამე დღეს დაუდმა დამაჯერებლად ამიხსნა, რომ იარარის გატეცების საიდუმლო ადრე თუ გვიან გამჟღავნდებოდა.
-მომისმინე, ამხანაგო(“ლადუაღალ ნაყუასთ”), თოფებს მე და შენ მიწაში ხომ ვერ ჩავმარხავდით, ოქრო რომ არ არის. სანადიროდ ხომ ოდემსე გავიტანდით და ბევრი თუ არა, ცოტა მაინც მიხვდებოდა, რომ სამოსწავლო თოფები იყო, ხალხში გავრცელდებოდა ხმა მოპარული თოფების შესახებ და მილიციონერების ყურამდეც მივიდოდა, დამიჯერე, სწორად მოვიქეცით, რომ არ გავტეხეთ პიტის კაბინეტი.
მე ვერ დავეთანხმე, ჯე კიდევ ცხელ გულზე ბოღმა მაწვებოდა, მაგრამ წლების გასვლის შემდეგ, როცა სიყმაწვილემ ჩიაარა და დინჯი აზროვნების დრო დადგა, მივხვდი, რომ დაუდა მართალი იყო და ჩემზე ჭკვიანიც. დღევანდელი გადასახედიდან მადლობასაც ვწირავ უფალს, რომ სწორედ ასე დამთავრდა ეს ჩვენი ყმაწვილური ავანტიურა, თორემ მთელი ცხოვრება რაღაც ხინჯად გამყვებოდა.
მაგრამ იარაღი ძალიან მიყვარდა და ეს არცთუ სასიქადულო გატაცება მთელი ცხოვრების მანძილზე გამომყვა. იშვიათად ყოფილა პერიოდი, როცა იარაღი არ მქონდა, ხან საკუთარი მქონდა, ხან ძმების თუ ნათესავების იარაღს დავატარებდი, უმთავრესად პატარა, ჯიიბის იარაღს, პისტოლეტს ან ნაგანს. ცუდი ჩვევაა, ძალიან ცუდი, რაღაც აზარტულ გატაცებას ჰგავს, თითქოს ხელს შეზრდიაო, ისე გიდევს მუდამ ხელი იარაღზე.

მით უმეტეს, თუ სმა-ქეიფიც გიყვარს, სიმთვრალეში კაცი დიდ გულზეა, თუ იარაღიც წელზე არტყია, თავი ყარამან ყანთელი ჰგონია და ფათერაკიც ახლოსაა. იარაღს სიფრთხილე უყვარს, რომ იტყვიან, წელიწადში ერთხელ ეშმაკიც ტენის მას ერთხელაც თითსაც გამოჰკრავს სასხლეტს.
ერთი ცუდი ჩვეულება დამჩემდა: ქორწილებში და დღეობებში სროლა მიყვარდა, ქორწილში უიარაღოდ როგორ წავიდოდი- ხალხმრავალ ადგილებში იარაღის ტარება სახიფათოა, ყოველთვის მსაყვედურებდნენ უფროსები ამ ამავნე ჩვევის გამო, მაგრამ სიცილით ვამბობდი ხოლმე :
– იარაღთან ვარ შეზრდილი, კარგად მაქვს ათვისებული ხმარების წესები.
მაგრამ ასეთი ტრაბახი და თავდაჯერებულობა სიკეთეს არ მოიტანს და რამდენიმე შეცდომა დავუშვი. ღმერთმა შემიწყალა და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, მაგრამ მივხვდი რომ კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანდა. საბოლოოდ შევეშვი იარაღის წარამარა ტარებასა და ტრიალს.
ძმისწულის ქორწილი იყო. მაყრიონი წავედით პატარძლის მოსაყვანად. პატარძალიც ჩვენი სოფლელი იყო, ა.გუმაშვილის ოჯახში კარგი სუფრა იყო გაშლილი და ქეიფი გაჩაღდა. უფროს ძმისწულს ვუთხარი:
– წადი, ჩემი მანქანის “ბარდაჩოკში” პისტოლეტი დევს, წამოიღე და როცა ვიცეკვებ, ისროლე და მერე ისევ თავის ადგილას მოათავსე. მართლაც, ცეკვის დროს გაისმა “ტეტეს” გაბმული სასიამოვნო მჭახე ხმა და და გონებაში გავიაზრე, რომ გავარდა ორჯერ თუ სამჯერ.
როცა პატარძალი გარეთ გამოვიყვანეთ “ტეტე” დავცხე. ჩახმახი უკან წამოვიდოდა და გაჩერდა. ეს პოზიცია მაშინ დგება როცა სავაზნე დაიცლება და სავაზნის ენა, რომელიც ვაზნას მაღლა წევს, ჩახმახს აჩერებს. როცა მანქანაში დავჯექი საჭის ქვეშ ჩავწიე ხელები, ფეხები განზე გავწიე ყოველი შემთხვევისათვის, მარცხენა ხილის გული ვკარი გამოწეულ ჩახმახს, შევაცურე ბუდეში და დავაცემინე. იგრიალა”ტეტემ”.

ქალიშვილებმა, რომლებიც უკვე მოთავსდნენ მანქანაში, წამოიკივლეს,- მანქანაში ნუ ისვრიო. სახტად დავრჩი, შევცბუნდი, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე, ნაძალადევად გავიცინე და ყასიდად დავაყოლე:
– ეშხიც სწორედ მანქანაში სროლაში მდგომარეობს. დავძარი მანქანა და გვერდით მდგომ ხალხში ერთმა ქალმა დაიძახა:
-ბავშვს პისტოლეტი ესროლე და მიდიხარ?
გაოცებული შევხედე და დავინახე მის გვერდით მდგომი 10-12 წლის ქერა ბიჭი, რომელსაც მუცელზე ხელები მიეჭირა და ტიროდა. მაშინვე გვერდზე მივაყენე მანქანა და გადმოვხტი. ერთდროულად მივიჭერით ბიჭთან მე და ქირურგი შერიფა, ჩემი მეგობარი, რომელიც გვერდით მეჯდა, წავავლეთ ხელი ბავშვს და შევცვივდით ჩემი დეიდაშვილის ახიადას ეზოში.
შუშაბანდის კარი ღია იყო, შევედით და იქვე საწოლეზე შერიფმა წამოაწვინა, უფრო სწორედ, მიაგდო ბიჭი და წამოუწია პერანგი. ბიჭს წითელი ზოლი გასდევდა მთელი მუცლის გაყოლებით, ჰორიზონტალურად. მეგობარმა უხმოდ შემოხედა, თავი გააქნია, ბავშვი წამოაყენა, დააამშვიდა არაფერი გჭირსო და გარეთ გავიდა.
ნირწამხდარი ვიყავი, ვგრძნობდი, რომ დიდ უბედურებას გადავურჩი, ბიჭს ვუთხარი, ახლავე დავბრუნდები და მნაქანისკენ წავყევი მეგობარს. პატარძლის სახლში მიყვანის შემდეგ სწრაფად მოვბრუნდი, ბავშვის მშობელი ვნახე, ავუხსენი, რაც მოხდა და ბავშვთან ერთად ავედით ძმის სახლში, სადაც დიდი ზარ-ზეიმი იყო. მაგრამ ჩემთვის უკვე დამთავრდა ქორწილი, არ იყო სიხარული, ყველაფერი ჩამიმწარდა.
როცა “ტეტეს” ჩახმახი ბუდეში არ შეცურდა და უკუცემის მომენტში გაჩერდა, მე ვიფიქრე, როგროც ზემოთ აღვნიშნე,ვაზნებისგან სავაზნე კოლოფი დაიცალა, მაგრამ თურმე ბოლო ვაზნა ლულის სავაზნე ბუდეში გაიჭედა და მან შეაჩერა საკეტი. როცა მე მარცხენა ხელის გული ვკარი ჩახმახზე, რადტყმის შედეგად გაჭედილი ვაზნა ლულაში შეცურდა და “ტეტე” საბრძოლო მდგომარეობაში დადგა. მე რომ დამეხედა იარაღისთვის, შევნიშნავდი ხარვეზს და ყველაფეირი რიგზე იქნებოდა.
საოცარი ის იყო, თუ როგორ გაიარა ტყვიამა ხალხში, მე ხომ იარაღი დაბლა,”ჟიგულის” ძარის ნავში, მანაქანის იატაკის ვერტიკალურად მივმართე. შემდეგ, ფხიზელი გონებით ავწონ-დავწონე, მანქანის ძარის იატაკი დავათვალიერე და ყველაფერი ნათელი გახდა: “ტეტე” ძლიერი პისტოლეტია, ტყვიას გამჭოლი გამტარიანობა ახასიათებს.

ტყვიან გახვრიტა ძარის იატაკი, მოხვდა დაბლა გზას, შესაძლებელია ქვიან ადგილას, მიმართულება შეიცვალა, გამოვიდა მანქანის ქვემოდან და ასხლეტილი მაღლა წამოვიდა და უკვე ძალადაკარგული ხალხისკენ წავიდა. საოცარია, როცა ბიჭის მუცელს შეეხო, დაუწვა კანი, მაშასადამე, ჯერ კიდევ სწრაფად მოძრაობდა და იმდენ ხალხში დაიკარგა, სხვას არავის შეეხო. მართლაც, ალაჰის დიდი წყალობა იყო, რომ ასე ბედნიერად დასრულდა ყველაფერი.
ჭკუის სასწავლებელი მაგალითი იყო, მაგრამ სათანადო დასკვნები ვერ გავაკეთე, სანამ მეორედ არ შევეხე ფათერაკს. ღამე ძროხა სახლში არ მოვიდა, ვეძებეთ, მაგრამ ვერ ვნახეთ, თანაც დაღამდა და დილისთვის გადავდე ძებნა. ჯერ კიდევ არ იყო კარგად გათენებული, კვლავ წავედი ძროხის საძებნელად და ყოველშემთხვევისათვის, “ტეტეც” გავიყოლე. მზე უკვე კარგა ხნის ამოსული იყო, როცა მივაგენი, მერე ნახირის მოძებნაც დამჭირდა და მხოლოდ შუადღისას დავბრუნდი შინ.
არ გაუვლია დიდ დროს. სადილობას ვაპირებდი, რომ სამნი მომადგნენ: ჩემი ძმა ომარი, ბიძაშვილი ვისერგი და მეგობარი გოგია. დავსხედით, პური ვჭამეთ და არაყიც დავაყოლეთ. სმის გაგრძელებაზე უარი თქვეს, ქორწილში უნდა წავიდეთ ჯოყოლოში, გრძელი მოსე გვეპატიჟება, მისმა ვაჟიშვილმა ჰამიდამ ჩეჩნეთიდან პატარძალი ჩამოიყვანა და იქ იხდიან ქორწილსაო.
ავედით ჯოყოლოში. ჰამიდა მამასავით მაღალია, პატარძალიც სიმაღლეში არ ჩამოუვარდებოდა, ერთი სიტყვით, შესაფერისი წყვილი იყო. ნეფე-დედოფლის ცეკვის დროს რამდენჯერმე ვისროლე, დამცემი დავუშვი და უკან გადმოწევა დამავიწყდა, იარაღი დამცველის გარეშე მდგომარეობაში წელში გავირჭე.
ცოტა ხნის შემდეგ ტუალეტში გავედი. სამზარეულო უკან, ხეხილის ბაღში მოეწყოთ და ხალხი ტუალეტის გვერდით მიდი-მოდიოდა. სიგარეტს მოვუკიდე, რათა დრო მეხელთა და ისე შევსულიყავი ტუალეტში. ტუალეტი ხისა იყო, იატაკიც ხიასა ჰქონდა, უეცრად იარაღი დაცურდა და იატაკზე ბრაგვანი მოადინა.

დაცემისთანავე გავარდა კიდეც. როგორც კი დავწვდი და ავიღე, შევნიშნე, რომ გასროლილი მასრა გამოეგდო, ახალი პირში ჰქონდა მიცემული და “ტეტე” საბრძოლო მზადყოფნაში იყო. გასუსული ველოდი, ატყდებოდა თუ არა კივილ-წივილი, ხალხი ხომ ბუზივით ირეოდა ბაღში. გონება სწრაფად მუშაობდა, სწრაფად გამიელვა, რომ თუ უბედურება მოხდა, თავს ვერ ვუშველიდი, რადგან ძმა სუფრაზე იჯდა და ხომ ვერ მივატოვებდი.

თუ როგორ მოვახერხებდი მის გაყვანას, არ ვიცოდი, მაგრამ ის კი ვიცოდი მტკიცედ, რომ ვერ მივატოვებდი.
გარეთ უჩვეულო არაფერი მოხდა, მხოლოდ ერთმა ქალმა წაილაპარაკა, კაცმა არ იცის, სად ისვრიანო. ვიცი ოფლი მოვიწმინდე, სუფრასთან დავბრუნდი და გოგიას ვუთხარი, ვერა ვარ კარგად, შინ ჩამიყვანე და მერე ამობრუნდი მეთქი. გოგოიამ ჩამიყვანა და დავიძინე. დილით კი დავიფიცე, რომ ქორწილში იარაღით აღარ წავიდოდი.
ორჯერ ღალატს არ ვაპატიებდი ჩემს “ტეტეს”, გავყიდე და კარაბინი შევიძინე. გავიდა წლები, მაგრამ “ტეტე”, მისი სროლის ხმა ისევ მომენატრა და კვლავ შევიძინე, მაგრამ უკვე სიფრთხილით ვეკიდებოდი.
ბევრი შემთხვევა მახსოვს, როცა იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა შეეწირა. განსაკუთრებით დამამახსორდა ომალოელი ახმად წუწაშვილის ტრაგიკული სიკვდილი. ახმადი ბრგე აღნაგობის, ვაჟკაცური შესახედაობის, ზრდილი, ქისტურ ადათ-წესებზე აღზრდილი, მეგობრების მოყვარული, სტუმართმოყვარე ახალგაზრდა იყო.

ახალი წლის ღამეს ნაქეიფარი სახლში დაბრუნდა,თანასოფლელი თანამეინახე ამხანაგიც ახლდა, გაშლილ სუფრას მიუსხდნენ და ქეიფი განაგრძეს.
სუფრაზე იარაღზე ჩამოვარდა საუბარი, მასპინძელი გავიდა მეორე ოთახში, გამოიტანა შავად მოელვარე “ტეტე” და თანამეინახეს გადასცა: ნახე, როგორი იარაღიაო. ამხანაგიც ათვალიერებდა პისტოლეტს, საკეტი გააჩხაკუნა და უცბად გავარდა იარაღი.
გაუფრთხილებელმა მოპყრობამ იარაღისადმი შეიწირა ახალგაზრდა კაცი, რომელიც სოფლისთვის, თავის ხალხისთვის გამოსადეგი, ჭირსა და ლხინში თანამდგომი, რომ იტყვიან, კაი ყმა იყოო, ისეთი, რომელზედაც ძველებმა თქვეს :
“კარგ ყმასა შურობს სოფელი,
იტყვიან: “კარგი რად არი!”
საქმე რომ გაუჭირდებათ,
ყველა იბარებს: “სად არი?!”

იმავე სოფელში იარაღის გაუფრთხილებლად გამოყენებამ ტრაგედია გამოიწვია. მოსიყვარულე ბიძა-ძმისწული სუფრაზე ისხდნენ, უფროს-უმცროსის კვალობაზე ერთმანეთის პატივისცემაში იყვნენ, რომ ძმისწულმა წელიდან “ტეტე” დააძრო და თავი მოიწონა ბიძის წინაშე. პისტოლეტის თვალიერებასა და სინჯვაში ძმისწულს გაუვარდა იარაღი და ბიძა სიცოცხლეს გამოასალმა.
მართალია, ორივე შემთხვევაში სისხლის ძიება არ დაწყებულა, ქისტები შემთხვევით მომხდარ მკვლელობას პატიობენ და ამ ტრაგიკულ მკვლელობებს არ მოჰყოლია შურისძიება, მაგრამ ორი ახალგაზრდა კაცი გამოაკლდა სოფელს, უდროოდ ჩავიდა საფლავში.
დაჭრა, დასახიჩრება თან სდევს იარაღს გუფრთხილებლად ხმარებას, ამიტომ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ იარაღი ცდუნებაა, რომ სატანა, ღვთისგან განდგომილი, ჩასაფრებულია, რათა ადამიანს შეცდომა დააშვებინოს.
იარაღი ისე მიყვარდა, რომ მისი გულისტის კომპარტიაშიც კი შევედი.

მამაჩემს საბჭოთა წყობილება ეჯავრებოდა. ჯერ იყო, წისქვილი ჩამოართვეს, მერე ვაჭრობაშიც ზღუდავდნენ, ხელოსნობაშიც ხელს უშლიდნენ, ერთი სიტყვით, ვერ ეწყობოდა დიდ პარტიას, დიდი ბელადიც ეჯავრებოდა და როგორც მამის ნაბოლარა შვილი, მეც ვიზიარებდი მის შეხედულებას, მაგრამ კომპარტიაში მაინც შევედი, რიისი მიზეზიც სწორედ იარაღი გახდა.
საბჭოთა წყობილების დროს იარაღზე მკაცრი კონტროლი იყო, უნებართვო იარაღის აღმოჩენის შემთხვევაში, ციხეს უსჯიდნენ. მართალია, ქისტები იარაღის გარეშე ვერ ძლებდნენ, ხეობაში ყველა სახეობის იარაღი იყო, მაგრამ რეპრესიებიც მკაცრი იყო. ამიტომ იარაღის შენახვა პრობლემა იყო. რას არ ვიგონებდი იარაღის დასამალად, მაგრამ ყოველთვის შიშში ვიყავი, აი, ახლა მომადგებიან-მეთქი.

დიდი ფიქრის შედეგად გამოსავალიც მოვნახე; რაიკომის ბიუროს ნებართვის გარეშე ძალოვნებს პარტიის წევრის გაჩხრეკის უფლება არ ჰქონდათ. პარტიის წევრს იმუნიტეტი იცავდა, თუ, რა თქმა უნდა, დანაშაულს არ ჩაიდენდი.
სწორედ ამიტომ შევედი სკკპ-ს რიგებში და, სხვათა შორის, მაშინვე დავტოვე კომპარტია, როგორც კი საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო. ჯერ გავაუქმე სკოლის პარტიული ორგანიზაცია(უკვე მდივანი ვიყავი) და მერე ჩემი ორგანიზაციის პარტიის წევრებთან ერთად დავტოვე კომპარტიის რიგები.
პანკისში საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ძირითადად უცხოური იარაღი(თურქული, გერმანული, ავსტრიული) ჰქონდა ხალხს. გაბატონებული მდგომარეობა ირაღში მაინც რუსულ შაშხანას ეკავა – რუსული წარმოების დოლურიანი რევოლვერს და “ტეტეს”. “ტეტე” იშვიათობას წარმოადგენდა, ყველაზე საიმედოდ ითვლებოდა “ნაგანი”; ნაგანი – 7 ვაზნიანი რევოლვერი, მართლაც,იმედიანი იარაღი იყო.

ჯერ ერთი, ვაზნის სიყალბის შემთხვევაში მაშინვე გადადის ახალ ვაზნაზე. თვითმტენი პისტოლეტის გაყალბებული ვაზნა საკეტის მოძრაობით უნდა გამოაგდო და ახალი ვაზნა უნდა მისცე ლულაში. ეს კი საკმაო დროს გართმევს, რაც შეიზლება ბრძოლის დროს სიცოცხლის ფასად დაჯდეს; მეორეც, რევოლვერში ვაზნა არ იჭედება, რაც არცთუ იშვიათად ხდება ნახევრადავტომატურ პისტოლეტებში; მესამეც, “ნაგანი” სროლის ადგილზე გასროლილ მასრებს არ ტოვებს, პისტოლეტი კი გვერდზე ისვრის ცარიელ მასრებს.

ამდენად, პატარა იარაღებში დოლურიანი რევოლვერი ქისტებში სანდო იარაღად ითვლებოდა და საკმაოდ გავრცელებულიც იყო.
ერთი პრობლემა სჭირდა უცხოურ წარმოების იარაღს – ვაზნების უკმარისობა. პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ საზღვარგარეთიდან არც იარაღი შემოდიოდა და არც საბრძოლო მასალა. არსებული მარაგი გამოილია და იარაღიც არაფრის მაქნისი აღმოჩნდა. თუ იშოვიდი, მაგალითად “ვალტერის”, “ბრაუნინგის”,” პარაბელუმის” ან დოლურიანი “კოლტის” ან “სტიმ-ვენსონის” ვაზნებს, ძვირი იყო და ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის მიუწვდომელი.

მახსოვს, პატარა ჯიბის იარაღისთვის 5 ნომრიან ვაზნაში ქ. ბათუმში მე და პეტომ, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, თითო ვაზნაში 5 მან. გადავიხადეთ და 5 ცალი ვიყიდეთ. 25 მან. სტუდენტებისათვის დიდი ფული იყო, სტიპენდია 28 მან. გვქონდა.
გამოსავალი ყოველთვის მოიძებნებოდა, ადამიანი უცილობლად მიაგნებს ხერხს, რომელიც პრობლემას გადაჭრის. “ვალტერსა” და “პარაბელუმში” საბჭოთა წარმოების “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტის ვაზნების გამოყენება ვცადეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

ამ ტიპის იარაღს ერთნაირი ყალიბი ჰქონდა, უცხოური წარმოების იარაღს მასრა ოდნავ გრძელი და ტყვიან წინ აქვს წამახვილებული. “მაკაროვის”ტყვია მრგვალია და ოდნავ მოკლე. ჩვენ ის გავქლიბეთ, მივეცით სათანადო ფორმა და გამოვცადეთ.

გასროლა ნორმალურად მოხდა, მაგრამ საკეტის უკუცემა არ მოხდა, ჩახმახმა ვერ გადმოაგდო გასროლილი მასრა ე.ი. ვაზნაში არსებული თოფის წამლის დოზა ნაკლები არის, ან ხარისხით ჩამოუვარდებოდა საბჭოური გერმანულს.

ეს პრობლემაც შემდეგნაირად გადავწყვიტეთ: “მაკაროვის” ვაზნას ტყვია მოვხსენით, სხვა ვაზნიდან ამოვიღეთ წამალი და დავუმატეთ საცდელ ვაზნას. შედეგი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა; ვალტერი აკაკანდა და მონადირის ენით რომ ვთქვა, მასრებს “სემიჩკასავით” ყრიდა.
მეორე ვარიანტსაც მივაგენით – ვიფიქრეთ პისტოლეტის ლულის შეცვლა. აქ უკვე საჭირო იყო ზეინკალი, თანაც მაღალკვალიფიციური და სანდო. არც ეს იყო პრობლემა “ეძიებდე და ჰპოვებდეო” – მართალი დოგმაა. ვალტერის ტიპის პისტოლეტი ჰქონდა ჩემს ბიძაშვილს, გამოვართვი და ვუთხარი, “გეკოზე” გადავიყვან-მეთქი. “გეკოც”, მცირე ყალიბიანი შაშხანის ვაზნები იშოვებოდა, 2 მანეთად 50 ცალიან კოლოფს შეიძენდი.
შილდელი ძმაკაცი მყავდა. დათო მჭედლიშვილი, თბილისში მილიციის მაღალჩინოსანს დაატარებდა, ქვეყნის ხალხს იცნობდა. მან მითხრა, რომ პისტოლეტს “გეკოს” ვაზნებზე გადაიყვანდა, ოღონდ “გეკოს” ლულა უნდა გვეშოვნა. ზეინკალს ის “გეკოს” ლულას აძლევდა, რომელიც ჩვენთვის საჭირო ლულას მოჭრიდა, დანარჩენს საფასურში თავად დაიტოვებდა.
შევთანხმდით. “გეკოს” ლულა პეტომ იშოვა და ჩავუტანე თბილისში. რამდენიმე ხნის შემდეგ დათომ მომიტანა იარაღი და მითხრა, ხომ მხოლოდ ერთ ტყვიას ისვრი, თვითტენა არ ხორცილედებაო. არაფერია-მეთქი, დავამშვიდე, ამის გამოცდილება მაქვს, თავად მივხედავ ამას-მეთქი.

მაგრამ ეს პრობლემა გადაუჭრელი აღმოჩნდა: ვაზნაში წამლის ჩამატებამ არ უშველა, ამ იარაღის მოქმედების პრინციპი უჩვეულო აღმოჩნდა, დამცემი მექანიზმი და ჩახმახის მოქმედების მექანიზმი ერთ ზამბარაზე იყო დამოკიდებული.

ზამბარას შევასუსტებდი, რომ უკუცემის მომენტი შემესუსტებინდა და ნახევარადავტომატურზე გადამეყენა იარაღი, მაგრამ უშედეგოდ, იარაღი ერთჯერად ისროდა, ხელით უნდა გადმომეწია ჩახმახი, ტყვია გადმომეგდო და ახალი ტყვია ცახმახის გაშვების შემდეგ თავად შეჰქონდა ლულაში სავაზნე კოლოფიდან.

დამცემ მექანიზმთანაც პრობლემა შემექმნა: გეკოს ნემსა ვაზნის კიდეში ხვდებოდა და ასე ფეთქდებოდა “ფისტონი”; დანარჩენ ყველა იარაღში, რაც კი მინახავს, ნემსა ეცემა “ფისტონის” შუაში.
ერთი სიტყვით, იარაღში, ცეცხლსასროლიანსა და ცივში, დავხელოვნდი და დიდ დროს იარაღთან ვატარებდი. სკოლის მოსწავლეობის პერიოდში მე და დაუდა ერთად ვჯახირობდით ხოლმე. სხვათა შორის, დაუდას ჰქონდა ერთი არაორდინალური იარაღი, ერთსასროლიანი, მსხვილი კალმის მაგვარი. შუა ადგილას იხსნებოდა ხრახნის საშუალებით. ქვემოთა ნაწილი ლულას წარმოადგენდა, ზემო ნაწილში დამცემი მექანიზმი იყო მოწყობილი.

ლულაში “გეკოს” ვაზნა იდებოდა, მერე მექანიზმიან დეტალს მიახრახნიდი და იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში დგებოდა. სასხლეტი, სამიზნე და სხვა იარაღისთვის დამახასიათებელი დეტალები არ ჰქონდა, უბრალოდ, გადმოსწევდი ამ “კალმის” სახურავს, დაუშვებდით და იარაღიც ისროდა. თითქოს ბავშვურ თამაშს ემსგავსებოდა, მაგრამ საშიში იყო ახლო მანძილზე. ერთი სიტყვით, ეშმაკის ნახელავი იყო.
შეიძლება, მკითხველისათვის საინტერესო არც იყოს იარაღზე ასეთი დაწვრილებითი საუბარი, მაგრამ მონაიდე, დარწმუნებული ვარ, თავადაც შეხვედრია ასეთი პრობლემებს და მისთვის, ჩემი აზრით, უინტერესო არ უნდა იყოს. დღეს იარაღის მაღაზიაში შეხვალ და მსოფლიოში საუკეთესო იარაღს შეიძენ, ვაზნებსაც უამრავს იყიდი. ადრე,საბჭოურ წყობილების დროს, ასეთი რამ სიზმრადაც არ მოეჩვენებოდა კაცს.
თოფების მხრივაც იგივე პრობლემების წინაშე იდგა იარაღის მოყვარული თუ მონადირე. როგორც ავღნიშნე, ადრინდელი შემორჩენილი თოფების(გერმანული,ავსტრიული, თუქრული,ირანული) ვაზნები არ იშოვებოდა, რუსული წარმოების შაშხანებიც, უმრავლესობა, მოძველებული იყო, კუთხვილის ხაზები წაშლილი და ტყვია ბრუნვის პროცეში ვერ გადაჰყავდა, შორს არ მიჰქონდა და მიზანსაც ვერ ახვედრებდა.
დაიწყო გადაკეთების პროცედურები. საჭირო იყო ახალი ლულის შოვნა, შემდეგ კარგი ზეინკალის მოძებნა, რომელიც ახალ ლულას ჩახრახნიდა ძველი თოფის გადაჭრილი ლულის ადგილას. ახალი ლულის შოვნაც არ წარმოადგენდა გადაუჭრელ პრობლემას. “დეგტერიევის” ტყვიამფრქვევს თან ახლდა ორი ცალი სათადარიგო ლულა, რომლებიც ინახებოდა საქართველოში და სსრკ-ს ყველა რესპუბლიკაში, სადაც კი იდგა საბჭოთა ჯარის ნაწილები.

შემხვედრია თოფები, რომელთაც ჰქონდათ დამონტაჟებული სომხეთიდან ჩამოტანილი ტყვიამფრქვევის ლულები.
ტყვიამფრქვევის ლულა მასიურია, გარედან ჭდეებით დახურული, ზეინკალი მას ამუშავებს, ათხელებს და “ვინტოვკის” ლულის დონზე დაჰყავს. შემდეგ დამწვარ ვინტოვკას სავაზნე ბუდის ბოლოში ლულას გადაუჭრის, შიგნით ამოჭრის ბურღით ე.წ. “რეზბას”, ჩახრახნის ახალ ლულას და სამიზნეს უყენებს. სამიზნეს თავად მონადირეც ასწორებს ნიშანში სროლით. ასეთი თოფები მთაში სანადიროდ გამოიყენება შორ მანძილზე სასროლად.
ერთხელ მთაში შევხვდი მონადირეს, რომელსაც ერთლულიანი თექვსმეტ კალიბრიან ფილთა თოფში ჩაწნეხილი ჰქონდა “ვინტოკის” ლულა. ისეთი “ბერდენკაც” მინახავს, რომელსაც ვინტოვკის სავაზნე კოლოფი ეყენა და ერთსასროლიანი ხუთსასროლიანად გადეკეთებინა.
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან იარაღთან დაკავშირებით ძირეული ცვლილება მოხდა. პანკისის ხეობას მოაწყდნენ ეროვნული მოძრაობის წარმომდაგენლები, შემდეგ მხედრიონელები და იარაღის ყიდვა დაიწყეს. ყიდულობდნენ ყველანაირ თოფებსა და პისტოლეტებს, ხანჯლებსაც კი, ფასსაც სოლიდურად იხდიდნენ.

მოგეხსენებათ, ეს ის პერიოდი იყო როცა ფული გაუფასურდა, მეურნეობა, სახელმწიფო სტრუქტურები მოიშალა, ხალხი სამუშაოს გარეშე დარჩა და უკიდურესს გაჭირვებას განიცდიდა, ამიტომ იარაღის გაყიდვა დაიწყეს და მოკლე ხანში ხეობა იარაღისგან დაიცალა.
როცა მხედრიონმა პარპაში დაიწყო, ხეობა იარაღის გარეშე იყო და საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, არ შეეძლო თავის დაცვა.
მაგრამ ჩეჩნეთ-რუსეთის პირველი ომის წინ და ომის პერიოდში პანკისში დიდძალმა იარაღმა მოიყარა თავი. ამჯერად უკვე თანამედროვე იარაღი შემოვიდა, ხოლო ჩეჩნეთ-რუსეთის მეორე ომის დროს ხეობა იარაღით აივსო.
დღეს იარაღზე სახელმწიფო კონტროლი განმტკიცდა. ძალოვნება იციან, ვის აქვს დარეგისტრირებული იარაღი ტარებისა თუ შენახვის ნებართვით, უკანონოდ იარაღის შეძენა ან შენახვა-ტარება მკაცრად ისჯება. სამონადირეო თოფების ტარების ნებართვით შეძენა ხდება, მაგრამ აქაც ნადირობის ნებისმიერ სეზონზე ლიცენზიები გაიცემა. ერთი სიტყვით, ნადირობაც კანონის ჩარჩოში მოექცა, რაც მისასალმებელია, რამეთუ ბრაკონიერობა შეიზღუდა, შეწყდა ნადირის უაზრო და უმოწყალო ჟლეტა.
ზევით ვისაუბრე იარაღთან ფთხილი მოპყორბის საჭიროებაზე. განსაკუთრებით მონადირე უნდა იყოს ფრთხილად, საფრთხეში არ უნდა ჩაიგდოს არც თავისი თავი, არც პარტნიორი მონადირე და, რა თქმა უნდა, გარეშე ადამიანებს უნდა გაუფრთხილდეს. ბევრი შემთხვევა მოხდა, როცა ახალგაზრდა მონადირე ემსხვერპლა ამხანაგის იარაღისადმი გაუფრთხილებლობას.
გასული საუკუნის 70-იან წლებში საჭიდაო არენაზე გამოჩნდა ახმეტელი ახალგაზრდა ზაზა ქინქალაძე. ჭიდაობის მოყვარულებს, მათ შორის ამ სიტყვების ავტორსაც, ეს ახალგაზრდა დაახსომდა თავისი ვაჟკაცური, რაინდურლი ჭიდაობით. განსაკუთრებით გამოირჩეოდა შემტევი ხასიათის ჭიდაობის სტილით, ჭიდაობა დაწყებიდან დამთავრებამდე წამით არ შეასუსტებდა ხოლმე შეტევას, თანაც ჭიდაობა სწრაფას, ცოცხლად. ერთი სიტყვით, გამორჩეული მოჭიდავე იყო.
ნადირობა უყვარდა, ხშირად დადიოდა სანადიროდ და პანკისის ტყეებშიც ნადირობდა. ერთხელაც, პანკისს მეობრებთან ერთად სანადიროდ ეწვია, ბიძახევის თუ ტოლოშის(ზუსტად არ მახსოვს) ტყეში ნადირობდნენ. ზამთარი იყო, დიდი თოვლი იდო. ერთ-ერთი წინაღობის, წაქცეულ წიფელზე გადასვლის დროს თოფი გაუვარდა და საზარდულში მოხვდა ტყვია-კარტეჩი. შემდეგ ხმა გავრცელდა, ამხანაგს გაუვარდაო.

ამას არც ჰქონდა მნიშვნელობა, თავისი თუ ამხანაგის გაუფრთხილებლობით მოხდა უბედურება და დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა დაიღუპა. თანაც უცბად კი არ არ მოკვდა, მგონი გზაში დაიღუპა, ასეთ ძლიერ ტკივილებს განიცდიდა, თურმე ამხანაგებს ეხვეწებოდა, მესროლეთ და გამათავეთო.
ომალოში თელაველი მონადირეები მეგობრებს ესტუმრნენ და მუწუს ხევის სათავეში სანადიროდ ავიდნენ. სანადირო მონაკვეთები მონიშნეს და ცალ-ცალკე შეუდგნენ ტყვიან ფერდობებს. საუბედუროდ, დილით ადრიანად ამ ადგილებში ავიდა ომალოელი აიუფ გორნაკაშვილი, მაღლა ფერდობიდან ხევდახევ დაბლა უნდა ჩამოეცურებინა წაბლის ხის მორი.

ის ხევში დახრილი ჯახირობდა მორთან, როცა ავტომატიდან ესროლა რამდენჯერმე თელაველმა მონადირემ, რომელმაც ხევში, ბუჩქებში შენიშნა “დათვი”, შეცდომა იმანაც განაპირობა, რომ აიუფს ბეწვიანი შავი ქურქი ეცვა იმ დღეს. მაგრამ ეს სრულიადაც არ ამართლებს მონადირეს, როცა ისვრი, ასი პროცენტით უნდა ხედავდე, რომ ნადირი გყავს მიზანში ამოღებული.
ომალოელმა ქისტმა მასპინძლებმა სტუმარი გააპარეს და მხოლოდ ამის შემდეგ უთხრეს გორნაკაშვილების მკვლელის შესახებ. ისინი სწორად მოიქცნენ, დაიცვეს სტუმარ-მასპინძლის ადათი, ამიტომ მათ რაიმე სახის პასუხისმგებლობა არც დაეკისრათ.

რადგან ტრაგედია შემთხვევით, ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე მოხდა. უხუცესთა ჩარევის შედეგად სისხლიანი კონფლიქტი მშვიდობიანად მოწესრიგდა, მაგრამ მონადირის გაუფრთხილებელმა სროლამ კაცის სიცოცხლე შეიწირა, ეს კი გამოუსწორებელი შეცდომაა, რომელიც ოჯახისთვის მოუშუშებელი ჭრილობაა და დამნაშვესაც მთელი სიცოცხლე გაჰყვება ამ დანაშაულის სიმძიმე.
ელდარ კუშტანაშვილი გამოცდილი, პროფესიონალი მონადირე იყო. სანდო, საუკეთესო პარტნიორად ითვლებოდა მონადირეებში, თანაც ძალზე გაბედული იყო დათვზე ნადირობის დროს. ლეგენდად დადიოდა, თუ როგორ გამოიყვანა სოროდან დათვის ორი ბელი და მერე თავად ძუ დათვიც, თანაც ეს გააკეთა არა შებოლებით, სოროში გვირაბის(შემხვედრი ხვრელის) გაყვანით, არამედ თავად თავით წინ შეძვრა და ისე გამოიყვანა. დაუჯერებელია, მაგრამ ეს სინამდვილეში მოხდა, რასაც თავად ამ ამბის მომსწრეები ყვებოდნენ.
როცა იგი სახლში, თავის ეზოში, იარაღის (AKჩ-ის სისტემის ავტომატს) წმენდდა და მგონი, სიზუსტეს, სამიზნეს ასწორებდა, იარაღი გაუვარდა და მხარში დაიჭრა. წარმოუდგენელია, როგორ მოიხვედრა ბიჭში ტყვია (როგორ უნდა სჭეროდა იარაღი ხელში), მაგრამ ასე მოხდა, ეს შემთხვევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხალხური სიბრძნე უტყუარია: იარაღს ერთხელ ეშმაკი ტენის.
იარაღთან თამაშმა შეიწირა კარგი მონადირე, ოჯახის ბურჯი, საუკეთესო ამხანაგი, სოფლისა და თავისი ხალხის მოყვარული ახალგაზრდა კაცი.

მონადირეებო! გაუფრთხილდით თქვენსა და თქვენს გარშემო მყოფთა სიცოცხლეს, ძალზე ფრთხილად და ფხიზლად იყავით იარაღთან.”
“ღმერთო, ნუ მაჰკლავ ვაჟკაცსა,
ნუ დაუბნელებ მზესაო!
ნუ დაუობლებ ცოლ-შვილსა,
ნუ გაულაღებ მტერსაო!”

გზაში “დაკარგული” ვაინახები

23 თებერვალს 73 წელი გავიდა ვაინახთა საშინელი ტრაგედიიდან. მოგეხსენებათ, ამ დღეს, 1944 წელს, საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით, იოსებ სტალინის განკარგულებით, ვაინახები – ჩეჩნები და ინგუშები – შუა აზიაში გაასახლეს. ოპერაცია „ჩეჩევიცა“ – „ოსპი“ – გულისხმობდა, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ნახევარი მილიონზე მეტი ადამიანის დეპორტაციას – დასჯას “ნაცისტებთან თანამშრომლობისათვის”,

რაც ცხადია სრულიად აბსურდული ბრალდება იყო. შუა ზამთარს, ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთლიანი მოსახლეობა საქონლისთვის განკუთვნილ ვაგონებში შეყარეს, საკვების, სასმელი წყლის, თბილი ტანსაცმლის გარეშე და ასე მოახდინეს მათი გადაგზავნა დანიშნულების ადგილას.

 

2004 წელს, ევროპარლამენტის მიერ ვაინახთა დეპორტაცია გენოციდის აქტად იქნა აღიარებული. ამ და სხვა მრვალ თემაზე უფრო ფართოდ ქვემოთ მოცემულ სტატიაში მოგითხრობთ.

1424849450_4

ერის ძალადობრივ გადასახლებას უცხო მიწაზე მოსდევს ერთი მიზეზი: მოსწყვიტოს იგი მისთვის ძალის მომცემ მშობლიურ მიწას, ამოგლიჯოს მისი სულის მასაზრდოებელი ფესვები, გაწიროს იგი გადაშენებისთვის ან სწრაფი ასიმილაციისთვის.

სწორედ, ასე აღვიქვამთ ჩვენ ვაინახების დეპორტაციას, რომელიც განხორციელდა სტალინის ჯალათების მიერ 1944 წლის 23 თებერვალს, ისეთი სისასტიკით, რაც არ ენახა სისხლიან ბოლშევიკურ რეჟიმსაც კი.

საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: შეძლო თუ არა კომუნისტურმა რეჟიმმა ამ აქციით ვაინახების სულით გატეხვა? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ ვპოულობთ ალექსანდრ სოლჟენიცინთან, მის დოკუმენტურ ფილმში “არქიპელაგი გულაგი” (Архипелаг ГУЛАГ).

 

აზიაში დეპორტირებული ხალხების ჩამოთვლის, და თითოეული მათგანის მოკლე დახასიათების შემდეგ, ა. სოლჟენიცინი აღნიშნავს: “მაგრამ, იყო ერთი ერი, რომელიც ფსიქოლოგიურ მორჩილებას არ გამოხატავდა – არა ერთეულები, ან მეამბოხეები, არამედ მთელი ერი. ეს არიან – ვაინახები”.
ა. სოლჟენიცინი მოწმობს, რომ ვაინახებს ჯიუტად არ სურდათ ბედის შეგუება, მის გარდაუვალობად მიღება. ის წერდა:

“მე ვიტყოდი, რომ ყველა ემიგრანტიდან, ერთადერთმა ვაინახებმა გამოიჩინეს თავი, როგორც მსჯავრდებულებმა. მას შემდეგ, რაც  ვერაგულად მოსწყვიტეს სამშობლოს, მათ უკვე აღარაფრის არ სჯეროდათ. მათ აიშენეს ქოხები – დაბალი, ბნელი, საცოდავი, ისეთი, რომ, თითქოს, ფეხის ერთი მირტყმა და ჩამოიშლებოდა.

და ასეთი იყო მათი ყოფა დევნილობაში – ამ ერთ დღეს, თვეს, წელს, რაიმე მარაგის ან შორეული განზრახვის გარეშე. ისინი ჭამდნენ, სვამდნენ, ახალგაზრდები კიდევ ტანსაცმლით იმოსებოდნენ. გადიოდა წლები და ისევ ასე, მათ არაფერი ჰქონდათ, როგორც დასაწყისში. არცერთი ჩეჩენი არ ცდილობდა სადმე ფეხის მოკიდებას ან მმართველობისთვის თავის მოწონებას- მაგრამ, ყოველთვის ამაყად ეჭირათ თავი მათ წინაშე და ხშირად ღიად გამოხატავდნენ თავიანთ მტრულ განწყობილებას”.

უნდა აღინიშნოს, რომ 1949 წელს – დეპორტაციიდან ხუთი წლის შემდეგ – ვაინახებს, სხვა კავკასიელ “სპეცემიგრანტებთან” ერთად, ეკრძალებოდათ დაეტოვებინათ რაიონის საკომენდანტო ტერიტორიები, სადაც დარეგისტრირებული იყვნენ. აკრძალვა ეხებოდა ყველა 16 წელს მიღწეულ პირს, ხოლო მისი დარღვევა 25 წლის ვადით პატიმრობას ითვალისწინებდა.

სხვაგვარად, რომ ვთქვათ, კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ დეპორტირებული კავკასიელი ხალხებისთვის მოიგონა, რაღაც ჰიბრიდი სარეზერვო და შრომითი ბანაკებისა, რომლის ფარგლებს გარეთ გასვლა ისჯებოდა 25 წლიანი პატიმრობით.

სხვათა შორის, როდესაც ითხოვენ განსაზღვრო განსხვავება გერმანულ ნაციზმსა და რუსულ კომუნიზმს შორის, ჩვეულებრი პასუხობენ, რომ ნაცისტები ხოცავდნენ ადამიანებს ეროვნული ნიშნით, ხოლო კომუნისტები – სოციალური.

მაგრამ, ეს უკიდურესად მცდარი შეხედულებაა, რადგან კომუნისტები ხალხს ამყოფებდნენ მასობრივი რეპრესიების ქვეშ და ანადგურებდნენ არა მარტო სოციალური, არამედ ეთნიკური ნიშნითაც.

ასე, რომ კომუნისტური მოსკოვის სინდისზე, ნაწილობრივ განადგურებული და ნაწილობრივ  მუშათა საკონცენტრაციო ბანაკებში გამოკეტილი, საბჭოთა იმპერიაში შემავალი ათობით ეთნოსია.  ამიტომ, კომუნიზმის სახით ჩვენ საქმე გვაქვს “ორმაგ ნაციზმთან”, ასე ვთქვათ “ნაციზმთან კვადრატში”.

ეხლა ერთი-ორი სიტყვა ციფრებზე. ეს ციფრები ჩვენს მიერ აღებულია ნ. ბუგაისა და გონოვის დოკუმენტური წიგნიდან “კავკასია: ერები ეშელონებში” (20-60- წლები), (“Кавказ – Народы в эшелонах”, Изд-во “Инсан”, 1998 г.). ავტორები აღნიშნავენ, რომ მოსამზადებელი ღონისძიება ვაინახების გასახლებისთვის დაიწყო 1943 წლის იანვარ-თებერვალში – კავკასიის გერმანელი სამხედროებისგან გათავისუფლებისთანავე.

ამ ღონისძიებათა უმთავრეს ნაწილს წარმოადგენდა დაწვრილებითი სტატისტიკური ანგარიში ჩეჩნებისა და ინგუშების რაოდენობისა. ვაინახების რაოდენობიდან გამომდინარე, 1944 წლის იანვრის ბოლოს 14 200 ვაგონსა და 1000 პლატფორმაზე იქნა განაცხადი შეტანილი, რაც აუცილებელი იყო შუა აზიაში ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციისათვის. ამ რაოდენობის ვაგონები და პლატფორმები უნდა დაენაწილებინათ 159 ეშელონად.

ადვილად გამოსათვლელია, რომ ყოველ ჯგუფზე მოდიოდა 89 ვაგონი და 6 პლატფორმა. ყოველ ეშელონს თან ახლდა 35 ზედამხედველი, რომლებსაც ერთი ვაგონი ეკავათ.

შეგახსენებთ, რომ ჩამოთვლილი 159 ეშელონიდან, ბოლოს ცენტრალურ აზიაში გაემართა ერთი ჯგუფი ყოველგვარი დაცვის გარეშე, რომლითაც შედარებით კომფორტულ პირობებში მიჰყავდათ რესპუბლიკური და სამეურნეო მაღალჩინოსნები, ჩეკისტები, საბჭოთა რეჟიმისადმი ლოიალურად განწყოფილი სასულიერო პირები და მათი ოჯახის წევრები.

n40_32-0-jpg-480x0_q90

ვაგონების საერთო რაოდენობიდან ზედამხედველობისა და ამ უკანასკნელი “ნომენკლატურისთვის” განკუთვნილი 158 ვაგონის გამოკლებით, ჩვენ გვრჩება 14041 ვაგონი, რომლებშიც ოფიციალური მონაცემებით, ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან ცენტრალურ აზიაში გადაყვანილი იქნა 478 479 ვაინახი (387 229 ჩეჩენი და 91 250 ინგუში). გამოდის რომ თითოეული ვაგონით 34 ადამიანი გადაჰყავდათ.

თუმცა, ასეთი რაოდენობის გადასახლებულთა ყოფნა ერთ ვაგონში სავსებით არ ემთხვევა სსრკ-ში სარკინიგზო მაგისტრალებზე ადამიანთა გადაყვანის იმ დროის ნორმებს. ამ ნორმატივებზე ჩვენ ვიგებთ ალექსანდრე სოლჟენიცინის ცნობილი ნაშრომიდან “არქიპელაგი გულაგი” (“Архипелаг ГУЛАГ”).  ავტორი აღნიშნავს:

“იმ პატარა მსხვილფეხა საქონლისთვის განკუთვნილ ვაგონებში, რომლითაც მიღებულია რვა ცხენის, ან ოცდათორმეტი ჯარისკაცის, ან 40 პატიმრის გადაყვანა, დეპორტირებულნი მიჰყავდათ ორმოცდაათი და მეტი”
( «Архипелаг ГУЛАГ», журн. «Новый мир», №11, стр. 168).

გასაგებია, რომ ომის პირობებში, როდესაც სსსრკ-ს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დეფიციტს განიცდიდა ვაგონებისა და ლოკომიტივების მხრივ, ასევე სარკინიგზო მეურნეობაში, ორმაგი დატვირთვით მუშაობის პირობებში, НКВД-ს ნამდვილად არ შეეძლო ქვეყნის ხელმძღვანელობისგან დამატებითი ვაგონები გამოეთხოვა, რომ “ფაშისტებთან კავშირში” ბრალდებული “სპეცემიგრანტებისთვის”, რომლებიც ინსტრუქციის დარღვევით იყვნენ განთავსებულნი, 34-34 ადამიანი ვაგონში, ასე თუ ისე კომფორტული პირობები მოეწყოთ.

ცხადია, ეჭვს ვერავინ მიიტანდა სტალინის სადამსჯელო ორგანოებზე, რომლებიც დეპორტაციის პერიოდში ხვრეტდნენ და აფეთქებდნენ ათასობით, ყრიდნენ ტბებში და ცოცხლად წვავდნენ ვაინახებს, რომ შეექმნათ საგზაო კომფორტი “სამშობლოს მტრებისთვის”.

გარდა ამისა, არსებობენ ყოველივე ამის მომსწრე ვაინახები. მაგალითისთვის ავიღოთ ერთი პიროვნების ნაამბობი:

“უკიდურესად გადატენილ სატვირთო ვაგონებში, შუქისა და წყლის გარეშე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში მივდიოდით ჩვენთვის უცნობი დანიშნულების ადგილისკენ. მოსახლეობაში ინფექციური დაავადებები გავრცელდა. არანაირი მკურნალობა, ომი მიდიოდა…ხანმოკლე გაჩერებების დროს, მატარებლის მიმდებარე მიყრუებულ, უკაცრიელ ადგილებში, ლოკომოტივის კვამლისგან გაჭვარტლულ თოვლში ასაფლავებდნენ დაღუპულებს” ( ხ. არაპიევის მოგონებიდან).

%d0%bc%d0%b0%d0%b4%d0%b8%d0%bd%d0%b0_view

აქედან და სხვა, დეპორტაციის ათასი მსხვერპლის, მოგონებიდან ჩვენ შეგვიძლია დავსაკვნათ, რომ ისინი უკიდურესად გადატენილი ვაგონებით გადაჰყავდათ. ამიტომ, თითოეულ ამ ვაგონში ვერანაირად ვერ იქნებოდა ინსტრუქციის შესაბამისად-50 ადამიანი. სინამდვილეში, მრავალი ვაინახის დადასტურებით, რომლებმაც გადაიტანეს დეპორტაცია, ერთ ვაგონში 80 და უფრო მეტ ადამიანს უწევდათ ყოფნა.

ძალოვანი სტრუქტურების მიერ გამოთხოვილი ვაგონების რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენს შეგვიძლია ვიმსჯელოთ, სინამდვილეში თუ რამდენი იყვნენ ჩეჩნები და ინგუშები დეპორტაციის მომენტში. გაზვიადება, რომ არ მოხდეს ვიმსჯელებთ გამომდინარე ნორმატიული მინიმუმიდან – 50 ადამიანი ერთ ვაგონზე. ვამრავლებთ 14041 ვაგონს 50-ზე და მივიღებთ 702 ათას დეპორტირებულ ვაინახს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის მინიმალური რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან გადაგზავნეს შუა აზიაში.

ახლა, გავიხსენოთ იმ ვაინახებსი რაოდენობა, რომლებმაც, ოფიციალური მონაცემებით, დანიშნულების ადგილას ჩააღწიეს. ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან ცენტრალურ აზიაში 478 479 (387 229 ჩეჩენი და 91 250 ინგუში). ვაკლებთ ამ რაოდენობას 702 ათასს და ვიღებთ 223 500 გზაში “დაკარგულ” ვაინახს. სწორედ ასეთია – მინიმალური შეფასებით – გადაყვანის დროს დაღუპული ვაინახების რაოდენობა. ამ მასიური სიკვდილის მიზეზი გახდა გაუსაძლისი ყინვა, შიმშილი, ეპიდემია ტიფა, სამედიცინო დახმარების არარსებობა.

351244_original
1944 წლის მარტში, დანიშნულების ადგილას ჩასული (ოფიციალური მონაცემებით), 478 479 ვაინახიდან, 12 წლის შემდეგ, 1956 წელს ცოცხალი დარჩა 395 ათასი. გამოდის, რომ დაიღუპა 83 ათას 479 ადამიანი. თუმცა, თუ ყურადღებას გავამახვილებთ დეპორტაციაში დაბადებული ბავშვების რაოდენობაზე, ეს დანაკარგი გაცილებით უფრო დიდია. ცნობილია, რომ 1945-დან 1950 წლამდე პერიოდში, ვაინახურ ოჯახებში 40 ათასამდე ბავშვი დაიბადა. ასევე, შობადობის დინამიკა ვაინახებში წლიდან წლამდე იზრდებოდა:

— 1945 წ. ვაინახებს შეეძინათ 1800 ბავშვი;
— 1946 წ. – დაახლ. 4000;
— 1947 წ. – დაახლ. 5800;
— 1948 წ. – დაახლ. 8300;
— 1949 წ. – დაახლ. 9100;
— 1950 წ. – დაახლ. 12 000;

მთლიანობაში, დეპორტაციაში გატარებულ პირველ 6 წელიწადში, 1945 – 1950 წწ. ვაინახურ ოჯახებში 41 ათასი ბავშვი დაიბადა. ცნობები  1950-1956 წლების პერიოდის შობადობაზე არ მოიძებნა.

 

თუმცა, სტაბილურად მზარდი შობადობის დინამიკის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეპორტაციის წლებში დაიბადა არანაკლებ 150 000 ვაინახი ბავშვისა.

გზაში დაღუპული ვაინახების რიცხვს ნაწილობრის ამ 150 ათასი ბავშვით თუ შევავსებთ, სახლში დაბრუნების მომენტთან შედარებით, ჩეჩნენისა და ინგუშებია რაოდენობა იყო 83 ათას 479 ადამიანით ნაკლები, ვიდრე ცენტრალურ აზიაში, 1944 წლის მარტში ჩასვლისას.

დეპორტაციაში დაბადებული ბავშვების ჩათვლით, ცენტრალურ აზიაში 1944-1956 წლებში, ანუ 12 წელიწადში, სხვადახვა მიზეზების გამო დაიღუპა 230 ათასი ვაინახი. ერთადერთი ახსნა ამ საშინელი სიკვდილიანობისა, ჩვენ ვიპოვეთ ჩეჩენი ისტორიკოსის ლემა უსმანოვას წიგნში “დაუმორჩილებელი ჩეჩნეთი” ( “Непокоренная Чечня” М. 1997 г. , стр. 84-85):

“მას შემდეგ, რაც ჩეჩნების გაძევების ძირითადი ეტაპი დასრულებული იყო, დაიწყო ნადირობა მათზე, ვისაც გაუმართლა და აირიდა ეს საშინელი ხვედრი. განსაკუთრებული გავრცელება ჰპოვა მთებში “შემთხევით დავიწყებული” კვების პროდუქტების მიმოფანტვის მეთოდმა. მოწამლული საკვები პროდუქტების პრაქტიკა ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა ვაინახების დეპორტაციის ადგილებშიც.

რუსულ დანაშაულებათა ეს ასპექტი ფართო განხილვის საგნად იქცა კონფერენციაზე “საერთაშორისო უფლება და ჩეჩნეთის ტესპუბლიკა” (“Международное право и Чеченская республика” Польша, Краков, 8-11 декабря 1995 г.).

 

ერთ-ერთი მისი მონაწილემ, ივან ბილასმა, პროფესორი, უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, მოიყვანა ცნობა რუსული არქივიდან (фонд 9478, дело #1375, 1949 год), რაც აჩვენებს, რომ ჩეჩნებს დეპორტაციის წლებში “კვებავდნენ” მოწამლული პროდუქტებით. დოკუმენტებში ისინი ნახსენებია როგორც “საკვები სიურპრიზები” (пищевые сюрпризы).

 

მაგალითად, 1 კგ ფქვილის მოსაწამლად რეკომენდირებული იყო დაემატებინათ 1 გრ დარიშხანის, ხოლო 1 კგ მარილზე – 10 გრ. სხვა საწამლავი – დარიშხან-ნატრიუმის მარილი – განკუთვნილი იყო შაქრისთვის ( 1 კგ – 10 გრ), და წყლისთვის ( 1ლ – 1 გრ). ეს სიურპრიზი რეკომენდირებული იყო გამოიყენებინათ  ვაინახებისთვის საყვარელი გალუშკების მოხარშვისას.

 

აღმოჩნდა, რომ ზეთებისთვის, საკმაოდ “კარგი” იყო გექსოგენი. იმავე კრაკოვის კონფერენციაზე, მისმა მეორე მონაწილემ რიშარდ ბოჩანმა, ქ. კრაკოვის საბჭოს დეპუტატი, წარმოადგინა დეპორტირებულ – თვითმხილველი პოლონელების ცნობები  “შესახედად ჯანმრთელი და ძლიერი ჩეჩნების”  იდუმალ, მასიურ სიკვდილიანობაზე (ათასობით).

ჩვენს მიერ გამოვლენილი ფაქტებისა და ციფრების შეჯამების შემდგომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცენტრალურ აზიაში გადაყვანის პროცესში და გადასახლებაში გატარებული 12 წლის განმავლობაში, ვაინახებმა დაკარგეს – ყველაზე მინიმალური შეფასებით – 450 000 ადამიანი.
ვიმეორებ: ეს რეალურზე დაბალი მონაცემებია. ეჭვს არ ბადებს ის, რომ დაღუპული ვაინახების რაოდენობა მოცემულ ციფრებს ბევრად აღემატება. აქ არ იგულისხმება იმ ვაინახების რაოდენობა, რომლებიც სასტიკად ამოწყვიტეს საბჭოთა ჯალათებმა გადასახლების პერიოდში უშუალოდ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე.

ჩეჩენის ისტორიკოსის, ჰასან ბაკაევის სტატია.

ნათარგმნია რამზან გორგიშვილის მიერ.

თბილისში ვაინახთა გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

23 თებერვალს, 13:00 სთ-ზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოში ვაინახი თემის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის 73 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებას დაესწრებიან ინგუშეთიდან, ჩეჩნეთიდან და პანკისიდან ჩამოსული სტუმრები, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
73 წლის წინ, 1944 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით, 400 ათასამდე ჩეჩენი და ინგუში, გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით, საკუთარი მიწა-წყლიდან ერთ დღე-ღამეში აყარეს, წინასწარ გამზადებულ სარკინიგზო ეშელონებში მოათავსეს და ყაზახეთისა და ყირგიზეთის უკაცრიელი სტეპების გზას გაუყენეს.

გადასახლებულთა 40 პროცენტმა შუა აზიამდე ვერ ჩააღწია, ისინი გზაშივე დაიხოცნენ. 2004 წელს ევროპის პარლამენტმა ამ ფაქტს გენოციდის შეფასება მისცა. ჩეჩენთა და ინგუშთა დეპორტაციის 66-ე წლისთავი 23 თებერვალს საქართველოში კავკასიის ფონდის ორგანიზებით აღინიშნა და ამ ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით ”კავკასიის ხალხთა მასობრივი გასახლებები XIX-XX საუკუნეებში”.

სრულიად საიდუმლო

ამხანაგ სტალინს

დ ე პ ე შ ა

23 თებერვალს, გამთენიისას, ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლების ოპერაცია დაიწყო. პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. საყურადღებო ინციდენტები არ დაფიქსირებულა. ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის 6 შემთხვევას, რომელიც დაპატიმრებითა და იარაღის გამოუყენებლად აღმოიფხვრა. ამ ეტაპზე დაპატიმრებულია 842 ადამიანი.

ბერია

რეპრესიების შედეგად, რომელსაც 2004 წელს ევროპის პარლამენტმა გენოციდის შეფასება მისცა, გაუქმდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ხოლო მის ნაცვლად შეიქმნა გროზნოს ოლქი, ახალი საზღვრებით, დარჩენილი ტერიტორიების ნაწილი კი სტავროპოლის მხარეს, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდა.

კიდევ ერთი ტერიტორია კი, ასასა და თარგიმის ქვაბული, საქართველოს შეუერთდა და მას ახალხევის რაიონი ეწოდა.

როდესაც 1957 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა – საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ლიდერმა – ჩეჩნებსა და ინგუშებს სამშობლოს მოღალატეების იარლიყი ჩამოაშორა, აღდგა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი და დეპორტირებულ მოსახლეობას სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცა, ქართველმა მთიელებმა მოვლილი კარ-მიდამო დაახვედრეს გადასახლებულებს.

იმამ-შამილი: ლიდერი,დიპლომატი

შამილი თავისი დროის ერთ-ერთი ღრმად განსწავლული ადამიანი იყო, რომელმაც განთლება ადგილობრივი მუსლიმი სასულიერო პირებისაგან მიიღო.

მისი პირველი მასწავლებელი და უხლოესი მეგობარი პირველი იმამი ღაზი-მუჰამედი იყო. შამილი მასთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში დაიარებოდა დაღესტნის აულებში, როგორც ყაზი მუჰამედის ერთგული მოწაფე(მუთალიმი).

შამილის ცხოვრებაში ასევე დიდი როლი ითამაშა მისი კიდევ ერთი მასწავლებელის საიდ არკანელის პიროვნებამ. როდესაც კავკასიის ომი დაიწყო, საიდ არკანელი შამილის წინააღმდეგ გამოვიდა და მთლიანად უარყო მიურიდიზმის იდეები.

საიდ არკანელი შამილს რუსეთის იმპერიასთან ბრძოლას უიმედო წამოწყებად უთვლიდა. მას მიაჩნდა, რომ ორი პატარა სუბიექტის ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ თავიდანვე იყო განწირული.

თუმცა როგორც ვიცით შამილს მისი რჩევები არ გაუთვალისწინებია. შამილმა თავისი ორგანიზატორული ნიჭით მალევე შეძლო მთიელთა მოძრაობის გაერთიანება ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის დროშით.

შამილი მიჰყვებოდა ღაზი-მუჰამედის მოძღვრებას. ის თავისი იდეოლოგიის ცენტრში აყენებდა ღაზავათს და მას შარიათის სხვა პირობების დაცვაზე გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა.
ნიკო ხუციშვილის თანახმად: დაღესტნის არც ერთ იმამზე, არც ყაზი მოლასა და არც ჰამზათ ბეგზე, არ არსებობს იმდენი სხვადასხვა საწინააღმდეგო აზრი, მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რამდენიც არსებობს შამილზე.

სხვადასხვა აზრისანი არიან მკვლევარები შამლის პიროვნების შესახებ. მისი სახელი კავკასიის საზღვრებს გასცდა და არაერთი მკვლევარის ყურადღების ცენტრში მოექცა. მასზე გვიყვებიან, როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროები. მის შესახებ წერდნენ ასევე ევროპული გაზეთები. მისმა ბრძოლამ დამოუკიდებლობისათვის საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია.[15;85,86] შამილი ძალზე ნიჭიერი დიპლომატი იყო. ის კარგად ხვდებოდა, რომ მხოლოდ დაღესტნელებითა და ჩეჩნებით ვერ შეებრძოლებოდა რუსეთს და ამიტომ ყველანაირად ცდილობდა სხვა ხალხის მიმხრობასაც.

შამილსს ქართველებთანაც სურდა პოლიტიკური ურთიერთობა მაგრამ ქართველები რუსეთთან კავშირში იყვნენ. შამილი კარგად ხვდებოდა ქართვლი თავადაზნაურობა, რომ რუსეთის ინტერესების სადარაჯოზე იდგა.
ამასთან დაკავშირებით ჯ. კვიციანი წერს: „ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე ომებმა და ადგილობრივი ხალხების თავგამწირვამ მნიშვნელოვანი გამოძახილი ჰპოვა მოწინავე ქართულ საზოგადოებაში

“ სწორედ იმ დროს, 1860 წელს, ილია ჭავჭავაძემ ცნობილი ლექსი ,,ქართლის დედა“ დაწერა, რომელშიც ასეთი სტრიქონებია:
„ჩემი მამული, საქართველო დღეს მიცოცხლდება!
ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედებს,
კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა
ერთ ფიქრსა ჰფიქრობს,
-და ეგ ფიქრია მთელ კავკასიის თავისუფლება“.
ამ ლექსში ჩანს, რომ ილია ჭავჭავაძე დადებითად მიიჩნევს შამილის ბრძოლას და ერთიანი კავკასიის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ შამილი კახეთში შემოიჭრა და ისიც, რომ გრიგოლ ორბელიანი ჩრდილო-კავკასიელების წინააღმდეგ იბრძოდა. [7;45’46].
აღსანიშნავია, რომ გენიალური ქართველი მწერალი ა. ყაზბეგი შამილის ბრძოლას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც მკვლევარი კენკებაშვილი აღნიშნავს: „მწერალი შამილში ხედავდა ლიდერს და კავკასიელ ხალხებს ერთად უნდა ებრძოლათ საერთო მჩაგვრელი ძალის-რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ„ [თ.კენკებაშვილი 1992] როგორც ვხედავთ, ალექსანდრე ყაზბეგიც გამსჭვალულია კავკასიის ერთიანობის იდეით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, შამილი ხელმძღვანელობდა შარიათით, მაგრამ, სადაც საჭირო იყო შამილი სცვლიდა შარიათის დადგენილებებს.

შამილს დათმობებზე წასვლაც შეეძლო და უკიდურესი ზომების მიღებაც ურჩების წინააღმდეგ. მომხრეებს და ერთგულ ხალხს მეტად სამართლიანად ექცეოდა, მუდმივად ასაჩუქრებდა, აძლევდა სხვადასხვა პრივილეგიებს.

ვფიქრობ, ეს იყო წინასწარ განზრახული ნაბიჯები, რათა ხალხში მისი ავტორიტეტი მეტად ამაღლებულიყო. შამილი სასტიკად ექცეოდა მოწინააღმდგეებს, უმეტესად სიკვდილით სჯიდა.
შამილის საგარეო ურთიერთობებში განსაკუთრებული როლი ჰქონდა თურქეთს. თურქეთის სულთანი ბაიაზეთი შამილს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დახმარებას ჰპირდებოდა, თუმცა შამილს თურქეთიდან არავითარი დახმარება არ მიუღია.
შამილის რეფორმები და მისი ბრძოლა ადიღეელების დიდ ყურადღებას იპყრობდა.შამილმა მათი თხოვნით იქ ნაიბები გაგზავნა.ერთ-ერთი მათგანი მუჰამედ ამინი აბაძეხების ნაიბი გახდა.

მუჰამედ ამინმა შეძლო შამილის დავალებების შესრულება-მიურიდიზმის გავრცელება და ადიღეს მოსახლეობის ნაწილში შარიათის დამყარება,მაგრამ ნაიბის მცდელობა,დასავლეთ ჩერქეზეთში ჩამოეყალიბებინა შამილის იმამატის მსგავსი სახელმწიფოებრივი გაერთიანება, უშედეგოდ დასრულდა.[8; 39] შამილის პიროვნების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ანა დრანსე. მის თანახმად, შამილი მეტად ჭკვიანია, არის არა მხოლოს დიდი მხედარმთავარი, არამედ დიდი კანონმდებელიც.

გამოირჩევა საოცარი მოკრძალებითაც. ავტორი ამბობს, რომ შამილი ყველანაირად ერიდებოდა ტყვე ქალებთან პირისპირ შეყრას, მათ მიმართ საოცარ თავაზიანობას იჩენდა. ანა დრანსე ასევე ამბობს, რომ შამილი ტყვე ქალებს ევროპული ეტიკეტით უმასპინძლდებოდა, რაც მის ღრმა განათლებაზე მეტყველებს.
გარდა ამისა, დრანსე წერს: “შამილს თავისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ სურს, რომ მამაკაცი სამეურნეო სამუშაოებში ჩაერთოს და შინაურულ მყუდრო ცხოვრებას მიეჩვიოს; მძიმე სამუშაოთა შესრულების შემდეგ, მას ღრმად დაეძინება და არ გამოცხადდება იმამის დაძახილზე საშიშროების დროს, ამიტომაც ლეკი მიჩვეულია იზრუნოს მხოლოდ ცხენსა და იარაღზე. ყველანაირი მძიმე სამუშაო ქალებს აწევთ კისერზე“.
XIX საუკუნის ორმოციანი წლები შამილის ბრწყინვალე ეპოქის სახელწოდებით არის ცნობილი. ამ პერიოდში შამილის საიმამოს ტერიტორია თითქმის სამჯერ გაფართოვდა. მან რამდენჯერმე დაამარცხა რუსეთის ჯარი და ჩაშალა მათი გეგმები. შამილმა ამავე პერიოდში თაბასარანის მიმხრობაც მოახერხა.
შამილის ბრძოლის ტაქტიკას მაღალი შეფასება აქვს ისტორიოგრაფიაში:
როგორც ხ. ხანგოშვილი წერს: „შამილის ბრძოლის ტაქტიკა იყო კლასიკური პარტიზანული. მან შექმნა მოძრავი რაზმები, ერიდებოდა გენერალურ, ბრძოლებს და მის დევნაში რუსეთის ჯარის კოლონებს ქანცი უწყდებოდათ.“
1846 წლიდან შამილის წარუმატებლობის ხანა დაიწყო, რადგან რუსებმა ჩეჩნეთის დიდი ნაწილის დაპყრობა მოახერხეს.

ჩეჩნეთის დაკარგვა შამილისათვის ნიშნავდა დიდი ძალისა და სასურსათო ბაზის დაკარგვას. ამ პერიოდიდან შამილი ცდილობდა კავშირის დამყარებას ოსმალეთთან და ინგლისთან, თუმცა, მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ბარიატინსკი ყველანაირაად ცდილობდა შამილის ნაიბებისა და სხვა მაღალი მოხელეების მოსყიდვას და ხშირ შემთხვევაში, ამას ახერხებდა კიდეც საკმაოდ წარმატებულად.
ყირიმის ომის დასრულების შემდგომ, რუსეთის ჯარმა ბარიატინსკის მეთაურობით შამილის სამყოფელს, ღუნიბს ალყა შემოარტყა და ორ კვირიანი ბრძოლის შემდეგ შამილის დამარცხება და მისი დატყვევება მოახერხა. შამილი გაგზავნილი იქნა პეტერბურგში.
მწერალი ე. უბილავა მის რომანში „შამილი“, მოგვითხრობს შამილის დატყვებისა და პეტერბურგში გამგზავრების ამბავს. როდესაც შამილი მიემგზავრებოდა, უკანასკნელად მოუხედავს თავისი მიწა-წყლისკენ და მისი სიტყვები ყოფილა “მშვიდობით მთებო კავკასიისა“.
შამილის დატყვევების შემდეგ იმამატმაც არსებობა შეწყვიტა.
მისი დამარცხების შემდგომ ჩეჩნეთი და დაღესტანი რუსეთის შემადგენელი ნაწილი გახდა. შამილის 25 წლიანი ბრძოლა საბოლოოდ მარცხით დასრულდა.
შამილის შეუპოვარმა ბრძოლამ რუსული კოლონიალიზმის წინააღმდეგ, მის მიერ ერთიანი-თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნამ,მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა, რომლებიც იყო საერო პროგრესული განვითარების მაგალითი, დიდი კვალი დატოვა კავკასიელ ხალხებში.

შამილის სახელი კავკასიის საზღვრებს გასცდა. და გახდა სიმბოლო შეუპოვარი ბრძოლისა, რომლის პიროვნებაც დღეს მეტად აქტუალური და მისაბაძია.
ქ. კალუგაში გადასახლების შემდეგ, შამილის მეთვალყურე კალუგის გუბერნიის სამხედრო მმართველი მიხეილ ჩიჩაგოვა გახდა. მის მეუღლეს შამილი თავისი ცხოვრების შესახებ უამბობდა. ეს ნაამბობი მან წიგნად გამოიცა (Шамил на Кавказе и в Росии, биографический очерк, составил М. Н. Чичагова С – Петербург,1889 г.).
აღნიშნულ წიგნში, სამწუხაროდ არ არის ყველა მონაცემი ფიქსირებული, თუმცა ერთ საინტერესო ინფორმაციას ვკითხულობთ; დატყვევებულ შამილს ვერ წარმოედგინა, რომ იმპერატორის კარზე მკაცრად არ დასჯიდნენ ან უკიდურეს შემთხვევაში რუსეთის რომელიმე შორეულ მხარეში არ გადაასახლებდნენ. იმპერატორის კარზე თბილად მიღების შემდგომ კი შამილი ეთბაშად იქცა გულთბილ პიროვნებად, ისეთად როგორიც ის იყო ბუნებით და ცხოვრების წესით.
შამილი მისაბაძი პიროვნება იყო, არის და იქნება, რადგან ის არის სიმბოლო თავისუფლებისათვის ბრძოლისა. ჩრდილო კავკასიელებისათვის, და არა მხოლოდ მათთვის, შამილი არის გმირი, რომელმაც ორი პატარა სუბიექტი დაუპირისპირა რუსეთის იმპერიას. მისი მიზანი იყო მხოლოდ ერთი, ის იცავდა თავის ტერიტორიას კოლონიზატორებისაგან. შამილი რუსებს სრულიად არ ენდობოდა, გაუტანლებსა და უპირობოებს ეძახდა და სამართლიანად მიიჩნევდა მათ წინააღმდეგ დაწყებულ ჰაზავათს.

დასკვნა

ჩრდილო-აღმოსავლეთ-კავკასიაში კერძოდ დაღესტანსა და ჩეჩნეთში. ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება გამოიწვია რუსეთის-ექსპანსიურმა პოლიტიკამ. საშინაო და საგარეო ფაქტორებმა.

ეკონომიკურად ჩამორჩენილმა არერთსულოვანმა საზოგადოებამ და ფეოდალების ბატონობამ. რუსეთის იმპერიას თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე თავისი გეგმების განხორციელება გაუადვილა.

დაღესტნელ და ჩეჩენ ხალხს შამილის სახით მოევლინა ლიდერი რომელმაც ისინი გაერთიანა ერთიან-ცენტრალიზებულ თეოკრატიულ სახელმწიფოში.

ამ გზით რეალური გახდა ცარიზმის წინააღმდეგ ანტიკოლონიალური ბრძოლა.
ღაზი-მოლას მიერ დაწყებული და შამილის მიერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული ერთიანი ძლიერი სახელმწიფო იყო უდიდესი მიღწევა, უდიდესი პროგრესი.
იმამათი იყო ზღუდე, რომელიც 25 წლის განმავლობაში ეფექტურად იცავდა თავს რუსეთის კოლონიური პოლიტიკისგან.
შამილის მიერ გატარებული რეფორმები იყო პროგრესული განვითარების მაგალითი. მის მიერ შექმნილმა სახელმწიფომ შეძლო საზოგადოების გაერთიანება და ანტიფეოდალური ბრძოლა.
ამ შეპოვარი ბრძოლის გარდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორებიც, რომ ამ ომმა უდიდესი ზარალი მოუტანა იმამატს ყველანაირი თვალსაზრისით: მოსახლეობა დაიღალა გაუთავებელი ბრძოლებით, შიშით, გარდა შიდა ფაქტორებისა.

რუსეთის არმიის რიცხობრივმა უპირატესობამ, მის მიერ განხორციელებული გენოციდის პოლიტიკამ თავისი შედეგი გამოიღო და შამილის დამარცხება გამოიწვია.
შამილი თავისი დროის უდიდესი რელიგიური და საერო მოღვაწე იყო. მამაცი, სამაგალითო მებრძოლი.

მან წარუშლელი კვალი დატოვა. ის არის სიმბოლო პატრიოტიზმის. შამილი არის პიროვნება, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძალა ერთობაშია და რომ საკუთარი მიზნებისათვის ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი, ადამიანმა უნდა იბრძოლოს თავისუფლებისათვის და თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, უკეთესი მომავლისათვის.

 

ნინო ლომიძე

შამილის მიერ გატარებული რეფორმები

შამილის მიერ გატარებული რეფორმები გატარებული რეფორმები, როგორც საზოგადოების საერო პროგრესული განვითარების მაგალითი.

 

შამილის მიერ ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას თან ახლდა ძირეული რეფორმები: პირველ რიგში, აღსანიშნავია ჩეჩნეთისა და დაღესტნის გაერთიანება.

მან დაღესტნისა და ჩეჩნეთის ტერიტორია დაყო   სანაიბოებად, რომელსაც მართავდნენ ნდობით აღჭურვილი  და გამოცდილი „ნაიბები.

ა. ფრონელის თანახმად ნაიბები თექვსმეტი წლიდან სამოც წლამდე უნდა ყოფილიყვნენ თითეულ ნაიბს ჯარში უნდა ემსახურა. თოფი და ხმალი ყველა მეომარს საკუთარი უნდა ჰქონოდა.

შეძლებული მეომარი ცხენით გადიოდა ჯარში  და თუ თავად ვერ წავიდოდა სალაშქროდ ავადმყოფობისა ან ჭრილობის გამო ცხენი სხვისთვის უნდა ეთხოვებინა.

მეომარს საგზალი შინიდან მიჰქონდა, ხოლო თუ დიდხანს დარჩებოდა ლაშქარში მაშინ იოლად მიდიოდა რეკვიზიციით, ე.ი საგზალს გზადაგზა სოფლებში ართმევდა ხალხს.“ სანაიბოები იყოფოდა უბნებად, რომლებსაც მაზუნები მართავდნენ. ისინი დაკავებულნი იყვნენ სამხედრო მოსაკრებლების აკრეფვით და სურსათის მომარაგებით.

შამილის მმართველობის დროს დაღესტნისა და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე  სამი ოლქი არსებობდა:  ჩეჩნეთის, ავარიისა და ანდალალის.

ჩეჩნეთის ოლქის   მმართველი იყო შამილის ერთ-ერთი სიმამრი – ყაზიყუმუხელი აბდულა წახურელი;

ავარიის ოლქს მართავდა ჰაჯი-მურატი;

ანდალიის  ოლქის მმართველი იყო ყიბიტ-მაჰმადი, შამილის ერთგული მეგობარი.[10;82]

სასამართლო და ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებდნენ ყადიები, ალიმები.

1841 წლიდან ყოველდღიურად პარასკევის გარდა, იმამთან ერთად იკრიბებოდა და სხდომას მართავდა დივან-ხანე (უმაღლესი საბჭო). ის განიხილავდა ადმინისტრაციულ, სამხედრო,  სამეურნეო, სასამართლო საქმეებს. ისმენდა ნაიბების მოხსენებებს.

მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად იწვევდნენ ყრილობებს, ნაიბების, ალიმების და  სხვა პირების შემადგენლობით. ასეთი ყრილობები წინა იმამების დროსაც იმართებოდა, მაგრამ მათ დიდი მნიშვნელობა მხოლოდ შამილის დროს მოიპოვეს. შამილს თვდაპირველად ძალიან გაუჭირდა შარიათის დამკვიდრება, რადგან მისი კანონები მთიელების ადათ წესებთან შეუსაბამობაში იყო, ამიტომ ჩეჩნეთში გადაწყვიტა გამოეცა ახალი კანონები (ნიზამები),  რომლებიც მეტ-ნაკლებად შესაბამისობაში იქნებოდა ვაინახურ ადათებთან [17;214]

ნიზამები  აწესრიგებდა მიწასთან დაკავშირებულ საკითხებს, ზღუდავდა სისხლის აღებას, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ადგენდა სასჯელის ფორმებს და სხვ.

შამილის მმართველობის პერიოდში შარიათი  მტკიცედ დამკვიდრდა მთიელებში და შამილის ხელისუფლების წარმატებას მკვეთრად შეუწყო ხელი. მთიელებში დანაშაულის ჩადენა გახდა იშვიათი და თუ ვინმე მაინც გაბედავდა ჩხუბს მკვლელობას, ან სხვა სახის დანაშაულს, მკაცრად ისჯებოდა, რომ ის მაგალითი ყოფილიყო  სხვებისათვის.

ნიზამების ავტორი თავად შამილი იყო. ნიზამს უნდა შეეცვალა დაუწერელი „ადათი ‘ და სწორედ ამაში იყო მისი დადებითი მნიშვნელობა.    შამილმა ბევრი იმუშავა  არმიის მოწესრიგების მიზნით.  ის დიდ ყურადღებას უთმობდა ცხენოსან ჯარს. მის საუკეთესო ნაწილს ეწოდებოდა“მურთაზკები“

ა. ფრონელის თანახმად ძირითად სამხედრო ერთეულს საიმამოში შეადგენდა ათასეული, რომელიც თავის მხრივ იყოფოდა  ხუთასეულად. ასეულებად  და ათეულებად.ათასეულის სათავეში იდგ ა ნაიბი. გარდა ამისა, შამილს რუსი და პოლონელი დეზერტირებისაგან შემდგარი სპეციალური ბატალიონი ჰყავდა. [11;11,12]

ილია ორბელიანი სხვაგვარად აღწერს შამილის ჯარს. მის თანახმად,  შამილის დაღესტნური ჯარი ჯგროდ და ხროვად მოქმედებს. არ არის დანაწილებული  ათეულებად და ასეულებად. ხოლო ჩეჩნები დაყოფილნი არიან ასეულებად და ხუთასეულებად .[10’87]

შამილი მეომრებს ომში გამოჩენილი მამაცობისთვის ორდენებით აჯილდოებდა.

შამილი ნიჭიერი მხედარმთავარი იყო და მთაში მოხერხებულად იყენებდა პარტიზანული ომის ტაქტიკას. ამ ტაქტიკის არსი შემდგომში მდგომარეობდა: შამილი ახორციელებდა მოულოდნელ თავდასხმებსა და აიძულებდა რუსებს უკან დახევას.

შამილმა დიდი ყურადღება მიაქცია ფულადი სისტემის შექმნას. ძირითად გადასახადს წარმოადგენდა „ზაკიათი“, რომელიც სახელმწიფო ხაზინაში შედიოდა.

შამილმა სოფლებში დაარსა სკოლები რომლებშიც უამრავი მოსწავლე იყო. ისინი სწავლობდნენ მათემატიკას, ყურანს, არაბულსა და სხვ. მათი მასწავლებლები იყვნენ სასულიერო პირები.

შამილმა მოახერხა დაღესტნისა და ჩეჩნეთის დიდი ნაწილის გაერთიანება. ის დადიოდა ჩეჩნეთის აულებში და ძალიან მალე მოახერხა მათი მიმხრობა. შამილი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჩეჩნეთის შემოერთებას. ჩეჩნეთში უმძიმესი ვითარება იყო შექმნილი კოლონიზატორების მხრიდან.

ამგვარმა ვითარებამ  მას საფუძველი შეუქმნა ჩეჩნების შეიარაღებისა და ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ ომში ჩაბმის. გარდა ამისა, ჩეჩნეთთან კავშირს შამილი იმიტომ მიიჩნევდა ხელსაყრელად, რომ ჩეჩნეთი მოსავლიანი და საქონლით მდიდარი იყო,რაც ეკონომიკურად უზრუნველყოფდა მთიელ მეომრებსაც და მათ ოჯახებსაც.

შამილი დიდად უწყობდა ხელს შერეულ ქორწინებებს, ამიტომ მისი მმართველობის პერიოდში ხშირი იყო შორეულ აულებში ოჯახის შექმნა.

ვახტანგ ითონიშვილის თანახნად: შამილმა შეძლო შეექმნა ძლიერი  სახელმწიფო, რომლის სიძლიერეც ეფუძვნებოდა იმამატის მცხოვრებთა იურიდიული თანასწორუფლებიანობის და სრული დამოუკიდებლობისათვის წარმოებულიწმინდა ომის-ჰაზავათის იდეურ დედაბოძს.[5 ;20]

შამილი, ისევე, როგორც მისი წინამორბედი იმამები, ებრძოდნენ  შამხლებს, ბეგებსა,და ხანებს.  ეს  ბრძოლა მიმართული იყო სრული ძალაუფლებისა   და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მოშორებისკენ.  ალბათ, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ეს გაბატონებული კლასი ცარიზმის მომხრე იყო.

მის მიერ შექმნილი სახელმწიფო ატარებდა დემოკრატიულ ხასიათს, რადგან იგი მთიელებმა ნებაყოფლობით აღიარეს.

ილია ორბელიანის მონათხრობის თანახმად: ხალხში შამილის ავტორიტეტი რომ ამაღლებულიყო  და დახმარება მიეღო მეზობელი ხალხებისგან, ამისათვის ის იყენებდა სხვადასხვა ხერხებს: შამილი ცდილობდა დაერწმუნებინა თანამემამულენი, თითქოს მას თურქეთის სულთანი და ეგვიპტის ფაშა დიდ დახმარებას უწევდნენ მის საქმიანობაში.

შამილი ყაბარდოელებს სთხოვდა მიეშველებინათ მისთვის ჯარი და ფულადი სახსრებით დახმარებოდნენ, რათა რუსები დაემარცხებინათ.  შამილი ხშირად უჩვენებდა თავის მიურიდებს ბეჭედდასმულ წერილებს, რომლებიც თითქოს თურქეთისა და ეგვიპტის ხელისუფალთაგან ჰქონდა მიღებული . ავტორის თქმით, ეს წერილები ადგილზე იყო დაწერილი, ხოლო ბეჭედიც  აქვე ქონდა დასმული.[10;88’89]

შამილის გატარებულმა რეფორმებმა, მის მიერ ერთიანი, ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებამ, ჩეჩენი და დაღესტნელი ხალხების კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ისეთ ძლიერ იმპერიასთან ბრძოლა, როგორიც რუსეთი იყო იმ პერიოდში.

შამილმა თავისი გატარებული რეფორმებით შეძლო ტრადიციული კულტურიდან თანამედროვე კულტურაში ტრანსფორმაცია. მან დიდი როლი შეასრულა მთიელების გაერთიანებისა და შეკავშირების საქმეში. მთიელები შამილში ხედავდნენ ხსნას ფეოდალური ძალადობისგან.

 

ნინო ლომიძე

დაღესტნისა და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოქმნა

XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ წარმატებებს მიაღწია. გაიმარჯვა თურქეთთან და ირანთან წარმოებულ ომებში და შემდგომ მთელი თავისი რესურსი ჩრდილო კავკასიის კოლონიალიზმისაკენ მიმართა.

თუ მანამდე XVI-XVIII საუკუნეებში რუსეთის პოლიტიკა იყო სამხედრო-სამოკავშირეო, XIX საუკუნიდან რუსეთის იმპერია იწყებს ბრძოლას კავკასიისათვის კერძოდ, ჩეჩნეთისა და მთიანი დაღესტნის საბოლოოდ დასამორჩილებლად. რუსეთის ხელისუფლებას სურვილი იყო სამხრეთით იმპერიის საზღვრების გაფართოება, აზიასთან დამაკავშირებელი გზების ხელში აღება და ამიერკავკასიაში პოზიციების განმტკიცება.
დაღესტნისა და ჩეჩნეთის შემოერთების გარეშე ამ მიზნების განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი, ამიტომ რუსეთის ხელისუფლებამ მთიან დაღესტანში სამხედრო-სტრატეგიული პუნქტების დაკავება დაიწყო, რასაც მთიელთა მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა და 1785-91 წლებში შეიხ-მანსურის სახალხო მოძრაობასთან ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ შეიხ-მანსურის სახალხო მოძრაობიდან უნდა დაიწყოს რუსეთ-კავკასიის ომის ათვლა.

 

მანსურს მხარი დაუჭირეს დაღესტნისა და ყაბარდოს მცირე ნაწილმა, ხოლო ფეოდალები ცარიზმის პოლიტიკას ემხრობოდნენ, რამაც გააადვილა შეიხ მანსურის დამარცხება ჩეჩნეთსა და ყაბარდოში. შემდგომ მანსურმა ჩრდილო კავკასიის დასავლეთ ნაწილში-ჩერქეზეთში გადაინაცვლა და იქ განაგრძო ბრძოლა.  1791 წელს მანსური ანაპის ციხე სიმაგრეში რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.
XIX საუკუნის პირველ ნახევარში კავკასიაში დამყარდა რუსეთის უმაღლესი სამხედრო-ადმინისტრაციული მმართველობა, რომლის სათავეში მთავარმართებელი იდგა. ის ამავე დროს იყო რუსეთის ჯარების მთავარსარდალიც. ამ დროიდან რუსეთის იმპერიამ მთელი ძალიათ შეუტია ჩრდილო კავკასიას.

 

დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებისა და მთიელთა თავდასხმების მოგერიების მიზნით, რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო სამხედრო ხაზების მშენებლობა, რაც ხორციელდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის ხარჯზე.
1817-1826 წლებში ყუბანში, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ყაბარდოში სისტემატიურად ხორციელდებოდა სამხედრო-სადამსჯელო ოპერაციები. გენერალ ერმოლოვის თაოსნობით. გენერალი ერმოლოვი კავკასიელების მიმართ დაუნდობლობითა და დიდი სიძულვილით გამოირჩეოდა.
ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს რუსი გენერლები ექსპედიციებს უწოდებდნენ. ამ „ექსპედიციებით“ ისინი ანადგურებდნენ მთიელთა აულებს, უსპობდენენ მათ ყველანაირ არსებობის საშუალებასა და საკუთარ მიწაზე მკაცრი სამხედრო-პოლიციური მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფებდნენ.
ყოველივე ამ მიზეზებმა გამოიწვია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და იმამატის შექმნა ჩრდილო- აღმოსავლეთ კავკასიაში. იმამატის ჩამოყალიბება იყო პასუხი ცარიზმის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ.
დაღესტანსა და ჩეჩნეთში ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე მეტად რთული საშინაო და საგარეო პრობლემები არსებობდა. გაბატონებული იყო ფეოდალური კლასი, რომელსაც მხარს უჭერდა რუსეთის ხელისუფლება ანიჭებდა მათ უამრავ პრივილეგიას და მათი სახით რუსეთის იმპერიას ძლიერი დასაყრდენი ყავდა. ქვეყანა იყო ეკონომიკურად ჩამორჩენილი,საზოგადოება დაქსაქსული, მცხოვრები ძველი დრომოჭმული ადათებით.

 

ყოველივე ამ პირობებში რუსეთის იმპერიას ადვილად შეეძლო აქ თავისი მიზნების განხორციელება.
საგარეო მიზეზები იყო ზემოთ უკვე ნახსენები ექსპანსიური პოლიტიკა და რუსეთის ადმინისტრაციული მმართველობის დამყარება.

იმის გამო, რომ ამ პერიოდშიჩეჩნეთ-დაღესტანი დროის გამოწვევებს ვერ პასუხობდა დღის წესრიგში დადგა სახელმწიფოს ჩამოყალიბება და გაერთიანება ერთი იდეოლოგიის ქვეშ. საჭირო გახდა ისეთი სახელმწიფოს ფორმირება, რომელიც იქნებოდა ზღუდე, სიმაგრე მთიელებისათვის, რომელიც იქნებოდა პოლიტიკურად ,ეკონომიკურად, კულტურულად დაწინაურებული.

ასეთ სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხს შეეძლო ეფექტური ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა იქნებოდა მიმართული ანტიკოლონიალიზმისაკენ და ანტიფეოდალური სახელმწიფოს მოდერნიზაციისაკენ. ჩრდილო კავკასიელი ხალხების ბრძოლას რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგნენ რელიგიური ლიდერები, რომელთა ხელში იყო საერო და სამხედრო ხელისუფლება.
ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა ისლამის დროშით გაიშალა. XIX საუკუნის 20 -იანი წლებისათვის განსაკუთრებით გაძლიერდა რელიგიური მიმდინარეობა-მიურიდიზმი, რომლის მქადაგებელი დაღესტანში იყო მოლა მუჰამედ იარაგელი. მან თავისი იდეოლოგია გააჟღერა მიურიდებში. ამის შემდგომ მიურიდები დადიან ხალხში, აულებში და მათ მოუწოდებენ ჰაზავათისაკენ (საღვთო ომი).

ამ იდეოლოგიის პირველი „კანონია“ – ყველანაირი თავისუფლება: არც ერთი-მუსლიმი არ უნდა იყოს ქვეშევრდომი ან მონა მეორესი და დამონებული სხვა ხალხების მიერ; “მეორე კანონი“ – „ბრძოლა ურწმუნოების წინააღმდეგ და შარიათის შესრულება. “სხვა შემთხვევაში ხსნა არასდროს არ იქნება“
პირველი იმამი ღაზი-მოლა იყო, რომელმაც სცადა კავკასიაში ყველა ფეოდალური სამფლობელოს გაერთიანება, მაგრამ ავარიის ხანი და ტარკის შამხალი არ დაემორჩილნენ.

1830 წელა ღაზი მოლა ხუნძახში შეიჭრა,მაგრამ დამარცხდა. ერთი წლის შემდგომ ის თავს დაესხა ტარკს და გაიმარჯვა. მის წინააღმდეგ კავკასიის ჯარების სარდლობამ დამსჯელი ჯარი გამოყო. ყაზი-მოლამ მშობლიურ აულს-გიმრს შეაფარა თავი, 1832 წ. ოქტომბერში რუსეთის ჯარის მიერ გიმრის იერიშით აღების დროს ღაზი-მოლა დაიღუპა.
მეორე იმამი გახდა გამზათ-ბეგი. 1834 წლისათვის მან მოახერხა თითქმის მთელი ხუნძეთის მოსახლეობის მიმხრობა გარდა მცირე ნაწილისა რომელიც ხანის ერთგული დარჩა. მან ხანის ოჯახი ამოწყვიტა. იმავე წლის სექტემბერში ხანის მომხრეებმა მასზე შური იძიეს და გამზათ-ბეგი ხუნძახის მეჩეთში მოკლეს.
მესამე იმამე ხუნძი, გიმრელი შამილი იყო, რომელმაც შეძლო შეექმნა გაერთიანებული მთიელთა სახელმწიფო ჩეჩნეთისა და დაღესტნის ტერიტორიაზე, რომელმაც 1834 წლიდან 1859 წლამდე იარსება.
იმამატის მთავარი ფუნქციები იყო: თავისი ტერიტორიის დაცვა, მართლწესრიგის უზრუნველყოფა, ეკონომიკის განვითარება ,ანტიფეოდალური და ანტიკოლონიალური“ ბრძოლა.
პირველი იმამის ყაზი-მოლას მცდელობა იყო მოეხდინა ჩეჩენი და დაღესტნელი ხალხების კონსოლიდაცია და აქტიურად იბრძოდა ამ მიზნით. მისი დაწყებული საქმე გააგრძელა წარმატებით შამილმა. მან შექმნა ერთიანი ძლიერი-თეოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იყო აგებული შარიათის კანონებზე.

 

მის მიერ შექმნილმა სახელმწიფომ უპასუხა დროის მოდერნიზაციულ მოთხოვნებს, იმამატის ჩამოყალიბების შემდგომ სრულიად შეიცვალა ჩეჩენი და დაღესტნელი ხალხების ყოფა. სრულიად განადგურდა ძველი არისტოკრატია. საიმამოს პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების შემდგომ მთიელები ძლიერ სახელმწიფოში გაერთიანდნენ.

რუსულ და საბჭოთა სამეცნიერო ლიტერატურაში იმამატი ნაგულისხმებია ჩრდილო კავკასიელი ხალხების რეგრესად, რომელიც ისლამის დროშის ქვეშ ხორციელდებოდა და ისლამის ტრადიციებზე აგებულ სახელმწიფოს არამხოლოდ რუსული, არამედ ევროპული საზოგადოებაც ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ შამილის მიერ შექმნილი იმამატი იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან მან გააუქმნა ძველი, დრომოჭმული რელიგიური ჩვეულებები და განახორციელა მრავალი რეფორმა.

 

ნინო ლომიძე

რუსეთის კავკასიაში გამოჩენა და კავკასიის დაპყრობა

შესავალი

 

კავკასია რუსული პოლიტიკური სამყაროს ინტერესების სფეროში მოხვდა ჯერ კიდევ კიევის რუსეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე (IXს. II ნახევრიდან), როდესაც ცალკეული რუსული (რუს-ნორმან-ვარიაგთა) რაზმები ლაშქრობდნენ კასპიისპირეთში.მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ლაშქრობები, ერთი შეხედვით, ნადავლის მოსაპოვებლად გამიზნული იყო, მეცნიერები თვლიან, რომ IX-XI ს. I მესამედში კასპიისპირეთში განხორციელებულ სამხედრო აქციებს გარკვეული პოლიტიკური მოტივაციაც გააჩნდა.

ძველი რუსული მატიანეები გვაწვდიან ცნობებს ცალკეულ რუს მთავრებსა და ჩრდილოეთ კავკასიელ ტომთა შორის დაპირისპირების შესახებაც. კერძოდ, მათში მოთხრობილია კიევის დიდი მთავრის სვიატოსლავის მიერ “კოსოგებსა” (ადიღები) და “იასებზე” (ოსები) მოპოვებულ (965წ.) გამარჯვებაზე; ტმუტარაკანის მთავარ მსტისლავ ვლადიმირის ძის გალაშქრებაზე (XIს. 20-იან წლებში) “კოსოგების” (ადიღების) წინააღმდეგ და ადიღთა ბელად რედედისთან მის ორთაბრძოლაზე იმავე რუსული მატიანის ცნობით, ალანია-ოვსეთის საზღვრამდე მისდია ყივჩაყებს 1116 წელს იაროპოლკ ვლადიმირ მონომახის ძემ, სადაც დაქორწინდა კიდეც ოსთა მთავრის ასულზე.

XVIს. შუა ხანებიდან, მას მერე რაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიანი რუსული სახელმწიფო და მისი ხელმწიფე – მოსკოვის დიდი მთავარი – ივანე IV 1547 წელს საზეიმოდ ეკურთხა მეფედ და ყაზანისა და ასტრახანის სახანოების შემოერთების (1552-1556) შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო უშუალოდ კავკასიას დაუმეზობლდა  რუსეთი,რეალურად კავკასიაში ჩნდება  როგორც აქტიური პოლიტიკური მოთამაშე.1557 წელს  პირველი სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულება დაიდო მოსკოვსა და ყაბარდოს მთავარ თემურყვას (თემრიუკ იდაროვს) შორის, რომელიც დინასტიური ქორწინებით განმტკიცდა.

ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი პოზიციები რუსეთმა სუნჯასა და თერგის შესართავთან (1567წ.) და თერგის დელტაში (1588წ.) ციხე-სიმაგრეების აგებით გაამყარა. სწორედ ამ პერიოდში (1564-1571წწ.) ლევან კახთა მეფის ინიციატივით რუსულმა სამხედრო ნაწილებმა კავკასიონი გადმოლახეს და კახეთში ჩადგნენ. მოსკოვმა XVIს. 80-იან წლებში უკვე იურიდიულად გააფორმა თავისი პროტექტორატი კახეთის სამეფოზე,ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთი მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებდა ცალკეული თემებისა და დაღესტნის ზოგიერთი სახანოს თავის მფარველობაში აყვანას, თუმცა რუსეთს ამ პერიოდში, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით,როგორც ჩანს, რაიმე სერიოზული ნაბიჯი კავკასიის მიმართულებით არ გადაუდგამს.

XVII საუკუნეში რუსეთთან კავშირი დადეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებმა. მაგრამ რუსეთის ინტერესები იმჯერადაც არ ითვალისწინებდა კავკასიაში აქტიური პოლიტიკის გატარებას. რადგან რუსეთი რუსეთ-თურქეთის 1677-1681 წლების ომში იყო ჩართული და არ ეცალა კავკასიისათვის.

თურქეთმა XVII საუკუნის მეორე ნახევარში ჟეჩ პოსპოლიტას წაართვა პოდოლიე და ცდილობდა ხელთ ეგდო მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის უკრაინა.მარჯვენა ნაპირის უკრაინაში თურქეთის დამკვიდრება არ დაუშვა რუსეთმა. 1677 და 1681 წლებში კაზაკებისა და რუსეთის ჯარებმა ორჯერ სერიოზული დარტყმა მიაყენეს თურქეთისა და ყირიმის სახანოს ჯარებს. 1681 წელს რუსეთს თურქეთსა და ყირიმის სახანოს შორის დაიდო ზავი,ზავის პირობა თურქეთსა და ყირიმის სახანოს ავალდდებულებდა, რომ 20 წლის განმავლობაში რუსეთის მტრებისათვის დახმარება არ აღმოეჩინათ.

1682 წელს მეფე თევდორე მე-3 გარდაიცვალა და რუსეთი შინაპოლიტიკური კრიზისი დაიწყო. XVII საუკუნი 90-იანი წლების დამდეგიდან პეტრე I დიდი (1682-1725)  აქტიურ სახემწიფოებრივ მოღვაწეობას შეუდგა დაბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვების შემდეგ გადაწყვიტა კასპიისპირეთშიც მოეპოვებინა პოზიციები და ხელში ჩაეგდო აქ გამავალი სავაჭრო გზები. ზღვაზე გასასვლელის მოპოვების აუცილებლობაზე პეტრემდე რუსეთის სხვა მეფეებიც ფიქრობდნენ. პეტრე I- მა ეს საკითხი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად აქცია.

1722-1723 წლებში კასპიისპირეთში რუსთა ჯარების ლაშქრობის დროს პეტრე I-მა სამხედრო პოლიტიკური კავშირი შეკრა ქართლის მეფე ვახტანგ VI-თან. რუსეთის მოკაცშირედ ვახტანგ VI-ის ხელმძღვანელობით სომეხთა ლაშქარიც გამოვიდა,მაგრამ რუსეთი კავკასიაში ფეხის მოსაკიდებლად კვლავ მოუმზადებელი აღმოჩნდა.

მხოლოდ XVIIIს. 20-იან წლების დამდეგს პეტრე I-მა მოინდომა ქართლის მეფე ვახტანგ VI-სთან კავშირში გადამწყვეტი დარტყმის მიყენება სპარსეთისთვის, მაგრამ ე.წ. “ლაშქრობა სპარსეთში”, რომლის მთავარი მიზანი იყო დასავლეთ კასპიისპირეთის რუსეთის სახელმწიფოს კონტროლქვეშ მოქცევა და სრული გავლენის დამყარება მთელ კავკასიაზე, წარუმატებელი აღმოჩნდა და კავკასიაში სტატუს-ქვო შენარჩუნდა.

რუსეთის ხელისუფლება გადამწყვეტ შეტევაზე კავკასიის მიმართულებით გადავიდა 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს, როდესაც მან გაგზავნა სამხედრო კონტინგენტი საქართველოში და ქართველ პოლიტიკურ ლიდერებთან – ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-სა და იმერეთის მეფე სოლომონ I-თან ერთად პირველად განახორციელა სამხედრო მოქმედებები სამხრეთ კავკასიაში ოსმალეთის წინააღმდეგ. 1774 წელს დადებული ქუჩუკ-კაინარჯის ზავით რუსეთმა პირველად შეიტანა მცირე კორექტივი ოსმალეთის პოლიტიკაში იმერეთის სამეფოს მიმართ.

XVIII  საუკუნის მეორე მეოთხედში,რუსეთის საგარეო პოლიტიკა აღარ იყო ისეთი აქტიური, როგორც XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში. ქვეყანა ისვენებდა ხანგრძლივი და მძიმე ომებისგან.

რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა

 

იმ პერიოდში,როდესაც ბრძოლა მიდიოდა კავკასიის დაუფლებისთვის ირანსა და თურქეთს შორის,კავკასიის ქრისტიანი ერები, ქართველები და სომხები პრორუსულ ორიენტაციაზე იყვნენ, ხოლო მუსლიმი ერები კი, ნაწილი პროთურქული, ნაწილი პროირანული.

იმ პერიოდში რუსეთს უნდა აღმოსავლეთში პოზიციების გამყარება და ამისთვის მას აუცილებლად სჭირდება კავკასიის დაპყრობა, ამაში კი მას საქმეს უადვილებენ ქართველი მეფე-მთავრების პრორუსული ორიენტაცია.

რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა განხორციელდა სამ ეტაპად:

  1. 1801 – 1813 წ.წ, ამ პერიოდში რუსეთი იპყრობს საქართველოს, აზერბაიჯანს და შავი ზღვის სანაპიროს ზოგიერთ ტერიტორიას.
  2. 1813 – 1829 წ.წ განხორციელდა, დაიპყრო სამხრეთ საქართველო,აღმოსავლეთ სომხეთი და შავი ზღვის სანაპიროს უდიდესი ნაწილი.
  3. 1830-1864 წ.წ – მესამე ეტაპზე დასრულდა მთლიანად კავკასიის დაპყრობა.

XVIII – საუკუნის 80 – იანი წლების დასაწყისისთვის რუსეთმა გადაწყვიტა ყირიმის სახანოს დაპყრობა და მთელი ძალები მობილიზებული იქნა შავი ზღვის აუზზე ბატონობისთვის,აშკარა იყო რუსეთის ინტერესები კავკასიაში და სამხრეთ კავკასიისთვის მებრძოლ ირანსა და თურქეთს ახლა უკვე რუსეთი დაემატა. ამ პერიოდში ამ სამ სახელმწიფოში რუსეთი აშკარად უფრო ძლიერი იყო და ამას ერეკლე II – ე ხვდებოდა, ის ცდილობდა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა რუსეთის სწრაფვა სამხრეთ-კავკასიისკენ, მაგრამ მოცემულ მომენტში აშკარა რუსული პოლიტიკის გატარება საშიში იყო, რადგან მართალია ირანი და თურქეთი ამ პერიოდში დასუსტებული იყო, თუმცა არა იმდენად, რომ საქართველოსთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინათ.

ამ პერიოდში საქართელოც მძიმე სიტუაციაში არის და ფაქტიურად ერი გადაშენების პირას დგას, მოსახლეობა მხოლოდ 700-800 ათას ადამიანს ითვლის და ლოგიკურია ამ პერიოდში როცა ირანისა და თურქეთის მხრიდან მოდის აგრესია, საქართველო ცდილობს მფარველის მოძებნას, რუსეთსაც უნდა კავკასიასი უბრძოლველად შევიდეს, გადალახოს ქედი და ამ შემთხვევაში ორივეს ინტერესი იკვეთება, თუმცა რუსეთს უნდა რომ საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს საქართველო სთხოვს რუსეთს მფარველობას.

ამიტომ 1782 წელს ერეკლე II -მ მიმართა ეკატერინე II – ეს, ქართლ-კახეთის სამეფო მფარველობაში მიეღო.

1783 წელს ხელი მოეწერა ტრაქტატს, რომელიც ციხე-სიმაგრე გეორგიევსკში გაიმართა.

1784 წელს კი სარატიფიკაციო სიგელს ხელი მოაწერა ერეკლე II – მ და იგივე აქტი მოახდინა ეკატერინე II – მაც.

ერეკლე II – იმედოვნებდა, რომ ამ ტრაქტატის შედეგად, საქართველო მოახერხებდა ლეკთა თარეშის აღკვეთას და მოახერხებდა ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერებასა და საქართველოს გაერთიანებას, თუმცა რა თქმა უნდა რუსეთს ძლიერი და ერთიანი საქართველო არ სჭირდებოდა. მას სჭირდებოდა სუსტი ქვეყანა, რომელსაც მის იქით გზა არ ექნებოდა.

ტრაქტატის დადება რაც რუსეთის კავკასიაში გამოჩენას ნიშნავდა, როგორც კავკასიის სახანოებისთვის, ასევე თურქეთის ირანისა და ევროპული სახელმწიფოებისთვის (საფრანგეთი და ინგლისი) მიუღებელი იყო.

გეორგიევსკის ტრაქტატის დადება იყო ქართლ-კახეთის სამეფოსთვის და ზოგადად მთლიანად საქართველოსთვის უდიდესი დიპლომატიური მარცხი, რადგან ამან გამოიწვია სხვადასხვა სახანოების ლაშქრობები საქართველოში, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და ა.შ

ქართლ-კახეთის დაპყრობით დაიწყო კავკასიაში რუსეთის ვრცელი იმპერიული გეგმები.

1826-28 წლებში რუსეთ – ირანისა და 1828-29 წლების რუსეთ-თურქეთის ომებში გამარჯვებით, თურქმენჩაისა და ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებების ძალით, რუსეთმა ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც დააკანონა თავისი ბატონობა ამიერკავკასიაში, ჩრდილო-დასავლეთკავკასიასა და შავი ზღვის სანაპიროზე დაპყრობილ ამიერკავკასიაში რუსეთმა რამდენჯერმე შეცვალა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა.

1846-49 წლებში მთელი ამიერკავკასია, ცენტრალური რუსეთის მსგავსად, გუბერნიებად დაიყო. 1864 წელს კავკასია სამეფისნაცვლოს სტატუსი მიიღო.

რუსეთმა ამიერკავკასია ისე დაიპყრო,რომ ჩრდილო-კავკასია მის მფლობელობაში არ გადასულა. სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის მდგომარეობა ჩრდილო-კავკასიაში მძიმე იყო. ყაბარდო აშკარად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, დაღესტნის თავისუფალი თემების დიდი ნაწილი საერთოდ არ ცნობდა რუსეთის უზენაესობას, ავარის სახანოს კი გაუკვეველი პოზიცია ეკავა, ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან და ჩერქეზეთიდან რუსეთის ტერიტორიას მუდმივად ესხოდნენ თავს,კარგად ორგანიზებული რაზმები.

თავდასხმების მიზანი იყო ჩრდილო-კავკასიის ბარში რუსეთის მიერ მიტაცებული ნაყოფიერი მიწების უკან დაბრუნება.ამ ტერიტორიის გარეშე კავკასიის მთის მოსახლეობას არსებობა ძალიან უჭირდა. მოსახლეობა სიღატაკისა და შიმშილისათვის იყო განწირული. რუსეთი ჩრდილო კავკასიის მთის მოსახლეობისათვის წართმეული ტერიტორია, სპეციალური გამაგრებით,ე.წ კავკასიის ხაზით იცავდა.

1812 წლის სამამულო ომში გამარჯვების შემდეგ, რუსეთის პოლიტიკა ჩრდ. კავკასიაში გააქტიურდა. XIX საუკუნის ოციან წლებში რუსებმა რამდენიმე სამხედრო ექსპედიცია მოაწყვეს, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ყაბარდოსა და ყუბანისპირეთში, დამსჯელ ექსპედიციებს სასურველი შედეგი არ მოჰქონდა.  კავკასიელები ვერ ურიგდებოდნენ რუსების ბატონობას. ჩრდ. კავკასიაში ძლიერი ანტირუსული მოძრაობა იწყებოდა, ამ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავ გამოვლინებას წარმოადგენდა 1825 წელს მიმდინარე აჯანყება, ბეიბულათ თაიმაზოვის წინამძღოლობით.

რუსეთის სასტიკი მოპყრობით გატანჯულმა მოსახლეობამ ისლამის იდეებით დაიწყო გაერთიანება,საბფუველი ეყრებოდა მიურიდიზმს. მიურიდიზმის ფუძემდებლები იყვნენ მუჰამედი და ყაზი მოლა, ყაზი მოლას გარდა ჯემალ – ედინის მიმდევარი იყო შამილი, მან გააფართოვა მიურიდიზმი და რელიგიურ – დოგმატური სფეროდან,სამართლებრივ – პოლიტიკურ სფეროში გადაიტანა და ომის პირობას შეუსაბამა.

1830 წლიდან იმამმა ყაზი მოლამ რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადი ( საღვთო ომი ) გამოაცხადა. ომის პერიოდში კავკასიაში განლაგებული რუსეთის ჯარის რაოდენობა 60 000 კაციდან 100 000 კაცამდე მერყეობდა, არტილერიის რაოდენობა 120 ქვემეხიდან 1000 ქვემეხამდე გაიზარდა.

ომის დაწყებისთანავე ივანე პასკევიჩმა ალყა შემოარტყა გიმრს,ყაზი მოლას მთავარ საყრდენ პუნქტს, მაგრამ დაღესანში,ჩეჩნეთში,ჭარ-ბელაქანში რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულმა აჯანყებებმა დამპყრობლებს ყაზი მოლას წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

1832 წელს, კავკასიის ახალმა მთავარმართებელიმა, გენერალმა გ. როზენმა ოქტომბერში გიმრი აიღო, იმამი ყაზი მოლა ბრძოლაში დაიღუპა, მძიმედ დაიჭრა მისი უახლოესი თანამებრძოლი, შამილი.

ყაზი მოლას სიკვდილმა ჯიჰადი ( საღვთო ომი ) ვერ შეაჩერა, მიურიდების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.

ყაზი მოლას სიკვდილის შემდეგ, იმამად არჩეულ იქნა ჰამზათ ბეგი ( 1832 – 1834 ), ყაზი მოლამ და ჰამზათ ბეგმა ჯიჰადის დაწყებასა და მიურიდიზმის იდეების დანერგვასთან ერთად დაიწყეს ჩეჩნეთსა და დაღესტანში ოდითგანვე არსებული ადათების ნაცვლად შარიათის კანონების დამკვიდრება, შარიათის კანონების დამკვიდრებამ ხელი შეუწყო იმამატის განმტკიცებას.

1834 წელს დაღესტნის იმამი გახდა შამილი( 1834 – 1859 ).

1834 წლიდან კავკასიის ომი ახალ ფაზაში შევიდა,ჯიჰადს უკვე წინამძღოლის ნიჭით უხვად დაჯილდოებული დიდი პატრიოტი და უმამაცეს ადამიანი შამილი ედგა სათავეში, შამილმა შეძლო ძლიერი თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნა. იმამატის ტერიტორია მოიცავდა ჩეჩნეთის სამხრეთსა და დაღესტნის ჩრდილო ნაწილს.

იმამატი დაყოფილი იყო ოლქებად, რომელთა სათავეშიც ნაიბები იდგნენ, იმამატის ცენტრალური სამხედრო – ადმინისტრაციული აპარატი დაახლოებით 400 მიურიდისგან შედგებოდა, ესენი იყვნენ შამილის უერთგულესი და ამავე დროს უმამაცესი ადამიანები.

შამილის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალა 10 000 დან 20 000 მდე კაცს ითვლიდა, შამილის რეზიდენცია აულ ახულგოში იყო, 1834 წელს შამილის პირველი შეტაკება მოხდა რუსეთთან.

1834-37 წლებში დიდი მასთაბის ბრძოლები არ მომხდარა, ამან კი შამილს საშუალება მისცა თავი მოეყარა სერიოზული სამხედრო ძალისათვის,შამილი ხედავდა, რომ მხოლოდ იმამატის ძალებით რუსეთს ვერ გაუმკლავდებოდა, საჭირო იყო მოკავშირეების შეძენა, იგი თურქეთის სულთნის ერთგულების დეკლარირებასაც ახდენდა,იმავდროულად დახმარებას ინგლისის მთავრობას სთხოვდა, რეალური დახმარება ვერც თურქეთისგან და ვერც ინგლისისგან ვერ მიიღო.

1839 წელს დიდი მსხვერპლის ფასად რუსეთის ჯარმა ახულგო აიღო,დაჭრილი შამილი მიურიდების რაზმთან ერთად ჩეჩნეთში გადავიდა.

XIX საუკუნის 40 – იან წლებში შამილმა რუსეთის ჯარები რამდენჯერმე სასტიკად დაამარცხა.

ხელში ჩაიგდო შავი ზღვის სანაპიროს გამაგრებული ხაზის ერთი მონაკვეთი, დაიკავა ავარია და კვლავ აღადგინა თავისი ხელისუფლება დაღესტანში.

1842 წელს იჩქერიის ტყეში,შამილმა გაანადგურა რუსთა დიდი რაზმი.

1845 წელს კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი აულ დარგოს რაიონში პირადად ხელმძღვანელობდა დამსჯელ ექსპედიციას, რუსებმა დიდი ზარალი ნახეს და უკან დაიხიეს. ამ წარმატების შემდეგ, 1846 წელს შამილი ოსეთსა და ყაბარდოში შეიჭრა, აპირებდა ჩერქეზეთზეც გაევრცელებინა თავისი ძალაუფლება, გარკვეული წარმატებების მიუხედავად იმამატის საზღვრებში ოსეთის ყაბარდოსა და ჩერქეზეთის მოქცევა, შამილმა ვეღარ შეძლო.

1853 წლისათვის რუსეთმა შამილის რაზმებს მთიანი დაღესტნის ტერიტორია დაატოვებინეს.

ყირიმის ომის დროს შამილის ძალები იმდენად დასუსტებული იყო, რომ 1854 წელს, მან მხოლოდ კახეთის რამდენიმე რაიონის დარბევა შეძლო.

ყირიმის ომის შემდეგ შამილის მდგომარეობა უიმედო გახდა, 1859 წლის აგვისტოში სასტიკი ბრძოლების შემდეგ, რუსეთის ჯარმა ღუნიბი აიღო, შამილი ტყვედ აიყვანეს, ხოლო იმამატმა არსებობა შეწყვიტა.

შამილის დამრაცხებამ ძირფესვიანად შეცვალა ვითარება ჩრდილო – დასავლეთ კავკასიაშიც, მუჰამედ ემინმა, რომელიც 1848 წლიდან შამილის დავალებით სათავეში ედგა, ჩერქეზების ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, 1859 წლის ნოემბერში, თავი დამარცხებულად ცნო და რუსეთის ერთგულება დაიფიცა.

1863-64 წლებში რუსეთის ჯარმა მთელი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ტერიტორია დაიკავა, 1864 წლის მაისში რუსებმა ბრძოლით დაიკავეს ჩერქეზთა ერთ-ერთი ტომის, უბიხების სიმაგრე კბადუ,კავკასიის დაპრყრობისათვის წარმოებული ომი დამთავრდა.

ამრიგად 1801 წლიდან 1864 წლამდე რუსეთის იმპერიამ მთელი კავკასია დაიპყრო.

 

სულხან ბორძიკაშვილი

იჩქერიის დროშა

ჩრდილოეთ კავკასიის კოლონიზაცია: ჩეჩნეთის ბედი

19­ – ე საუკუნეში რუსეთი იწყებს აგრესიული ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარებას ჩრდილოეთ კავკასიაში, რის გამოც იძაბება ურთიერთობა რუსებსა და ჩეჩნებს შორის. რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეჩქარებინა ჩრდილოეთ კავკასიის კოლონიზაცია, რომ უფრო მჭიდრო კავშირები დაემყარებინა საქართველოსთან და ტრანსკავკასიის სხვა ქვეყნებთან. ოსმალეთის იმპერიისა და ირანის დამარცხების შემდეგ, რუსეთს შესაძლებლობა მიეცა მთელი თავისი სამხედრო პოტენციალი და რესურსები კავკასიელ მთიელთა დასამორჩილებლად გამოეყენებინა.Continue reading

მოწამეთა წალკოტი

I თავი

უთვალავ გმირთა მხარესა

მღვრიე არღუნის პირასა,

აყვავებულა დეკაო

კლდიან ფერდობის ძირასა.

იქვე ფერდობის თავზედა

საბრძოლო კოშკი მდგარია,

ერთ დროს ეჭირა მტერთაგან

მითხოველების კარია.

Continue reading

მიშა ჯახუას ბლოგი: „ЧЕЧЕН ВЕЧЕН“

პირველად ჩეჩნების შესახებ ღრმა ბავშვობაში, აფხაზეთის ომის დროს გავიგე მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგის მხარეს იბრძოდნენ, ჩემთვის ჩეჩნები არასდროს ასოცირდებოდნენ მტრებთან. შემდგომში რუსეთთან ომის დროს, ისინი ჩემთვის იქცნენ მემბრძოლი სულის სიმბოლოებად, იდეისთვის მებრძოლ ერად, რომელიც ამ იდეისთვის ბრძოლას შეეწირა. სწორედ მათ ამგვარ აღმქას ეხმიანებოდა ფრაზა „ჩეჩენ ვეჩენ“.

ეს ფრაზა ჩვენი მსგავსი მცირე ერის წარმომადგენლებს აფიქრებინებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა არსებობს რაღაც ღირებულება, რაც წარუშლელი და დაუმარცხებელია. ჩეჩენი ერი იქცა ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ.

Continue reading