გარუსებული ვაი ჩეჩნები

(ვუძღვნი ხიზირ ხაჩუკაევს, ტომით ტერელოელი, დაჯილდოებულია ,,ერის ღირსების ორდერით” )

დღეს უფროსები გახდნენ ისინი,
ვისაც ჩეჩნობა არა სჭირდება,
ან არ სურთ ჩეჩნელთ სახელ-ღირსებას,
ანდა ომი სულ არა სწყინდება.

რუსეთი უყვართ, რუსობა მოსწონთ
და რუსად იქცნენ, როგორ ახარებთ.
რუსის მთავრობის წიხლს ვით იტანენ,
თუმცა უღელი მისი ამწარებთ.

Continue reading

სიყვარული სიკვდილამდე

ისე გაფრინდა დრო-ჟამი, თითქოს
მგონია, განვლო მყის საუკუნემ,
ავმა ფიქრებმა ძლიერ დამტანჯეს,
ყრმობის სიმღერა აღარ გუგუნებს.

გამოვეთხოვე თითქოს სიყვარულს,
უიმედობამ ჩემში იმარჯვა
და ჩემს ჭაღარას როს გადავხედე,
ვთქვი: „სიყრმის წლები სად დაიხარჯა?“

Continue reading

მათე ალბუთაშვილი

სხვა სახელი: ქისტი ჩობანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი: იანვარი, 1863
გარდაცვ. თარიღი: 1953  (89 წლის ასაკში)
კატეგორია: მწერალი, პედაგოგი

Continue reading

სულეიმან გუმაშვილი

ცნობილი ქისტი პოეტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ჩეჩნეთისა და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, სულეიმან გუმაშვილი დაიბადა 1944 წელს ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოში, მრავალ შვილიან ოჯახში. Continue reading

ნატო მუთოშვილმა ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე მესამე ადგილი დაიკავა

27 ივნისს რუსთაველის თეატრში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ფინალური კონცერტი გაიმართა.

12931014_1728201850728896_9179596416227252858_n

მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფესტივალის ლაურეატი მონაწილეები: ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ინდივიდუალური შემსრულებლები:

I ადგილი – თინა მეითოვი (თბილისი),

II ადგილი – ბესიკ ტარიელაძე  (შუახევი),

III ადგილი – ნატო მუთოშვილი (პანკისი);

გამარჯვებულ ლაურეატებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები და სიგელები. ფესტივალის დასრულების შემდეგ გამოიცემა DVD ალბომი – ,,საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.

დერქიზ ჯუოყალ ( ჯოყოლა )

ფუოღა

ფუოღა – ჯოყოლას მშობლიური სოფელი

ჯოყოლას შესახებ საკმაო ცნობები მოიპოვება როგორც ქართულ,ისე რუსულ წყაროებში და არსებობს ზეპირი გადმოცემებიც,რომლის სახელსაც დღეს პანკისის ხეობაში თავისი მნიშვნელობითა და მოსახლეობის რაოდენობით მეორე სოფელი ჯოყოლო ატარებს.

ბევრი მკვლევარი ი.ბუქურაული,ს.ჩხენკელი,მ.მაჩაბელი,ასევე ა.ზისერმანი თავის წიგნში ”25 წელი კავკასიაში ”, მათე ალბუთაშვილი და ა. შ. წერენ ჯოყოლას შესახებ და სავარაუდოა რომ ვაჟა-ფშაველას პოემა ”სტუმარ-მასპინძელის” მთავარი გმირის ჯოყოლას პროტოტიპი იყო მაისტელი ჯოყოლა.

დერქიზ ჯუოყალ დაიბადა 1818 წელს მაისტის თემის აულ ფუღოში. მამამისი დერქიზა ცნობილი იყო თავის სახელოვანი თარეშით და და თან დაჰყავდა თავისი ვაჟი ჯოყოლა,რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ,თავისი სიმამაცის წყალობით გამოირჩეოდა მაისტელ ჯიგიტებში. 15 წლის ჭაბუკი თარეშის დროს მარტოდმარტო იცავდა მდევრისგან ქედზე გადასასვლელს,რომელსაც ხუთი-ექვსი კაცი მაინც სჭირდებოდა,ამიტომ მამამისმა ადრევე გადაულოცა მას ბელადობა.


მათე ალბუთაშვილი აღნიშნავს,რომ :”ჯოყოლა იყო სწორუპოვარი მეომარი და ზუსტი და სწრაფი მსროლელი.იგი ასწრებდა თავის მაჟარის (კაჟიანი თოფი) მეორედ დატენვას სანამ პირველი დატენვის შემდეგ ბოლი გაიფანტებოდა.”…


ა. ზისერმანი თავის წიგნში ”ოცდახუთი წელი კავკასიაში” საინტერესოდ აღწერს 1848 წელს თავის მოგზაურობას მაისტში და სტუმრობას ჯოყოლასთან. ”ჯოყოლა – ახოვანი მთიელი,ოცდაათი წლის,მბრწყინავი თაფლისფერი თვალებით და მუქი – ქერა წვერით,მარდი,სავსე გაბედულებით”…ასე აღწერს ზისერმანი ჯოყოლას,რომელმაც სურვილი გამოთქვა გამასპინძლებოდა და გაუძღვა მას ფუღოსკენ.

ზისერმანი,რომელსაც მთელი კავკასია მოვლილი ჰქონდა განცვიფრებული დარჩა მაისტის პირქუში ბუნებით და მისი მცხოვრებლების სიღატაკით. მაგრამ სიღატაკის მიუხედავად ფუღოელებს და ტუგოელებს არაფერი დაუკლებიათ სტუმრისათვის: საკლავი დაკლეს,ცეკვა – თამაში გამართეს… დილით კი შეჯიბრი გამართეს სროლაში სტუმრის საპატივსაცემოდ. სამიზნედ ზისერმანის ნაჩუქარი ვერცხლის მონეტა გამოიყენეს და პირველი სტუმარს ასროლინეს. სტუმარმა ვერ მოახვედრა და ჯიგიტებმაც ყველამ ააცდინეს მიზანს. მაშინ ერთმა მოხუცმა გამოიყვანა ერთი 10-11 წლის ბავშვი რომელმაც ჩაიჩოქა,ესროლა შაშხანა და მონეტა გადმოაგდო…


შემდგომ ზისერმანი წერს რომ მთიელი ბავშვები საუკეთესო მსროლელები არიან, მაგრამ რათქმაუნდა მაისტელმა ჯიგიტებმა სპეციალურად ააცდინეს სამიზნეს, სტუმარი რომ არ შერცხვენილიყო და მათზე ცუდი მსროლელების შთაბეჭდილება რომ არ დარჩენოდა სტუმარს, ბავშვი გამოიყვანეს და მას ასროლინეს.


პანკისში ჯოყოლას გადმოსახლებასთან დაკავშირებით არსებობს ცნობები,სადაც თითქმის ყველგან მითითებულია რომ მთავარი იყო ჯოყოლას შემორიგება. რომ ამით აღეკვეთათ მისი გამუდმებული თარეში თუშებზე.

ეს მისია იტვირთა თუშების მოურავმა ივანე ცისკარიშვილმა.საკითხი გადაწყდა რუსეთის მეფისნაცვლის მ.ვორონცოვის დონეზე თიანეთის მხარის უფროსის ლევან ჩოლოყასვილის მეშვეობით,რომელიც დაინტერესებული იყო რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩენი ბელადებისა და ავტორიტეტების გადმობირებით.


ივანე ბუქურაულის ცნობით ივანე ცისკარიშვილმა ამის შემდგომ მაისტში გაგზავნა დელეგაცია, რომლის შესახებ დალხან ხოჟაევი გვიყვება: ”მაისტს ჰქონდა ძალიან ცოტა ნაყოფიერი მიწები და ჯოყოლამ გადაწყვიტა ხალხის ნაწილის გადასახლება .რადგან მოსახლეობა გაიზარდა და მაისტში შიმშილი დაიწყო,ჯერ კიდევ მანამდე ბაცაი(თუშები) თავიანთ ხალხს უგზავნიდა მის შესათანხმებლად.ჯოყოლამ უპასუხა ის თანახმაა დატოვოს სიმშვიდეში თუშები ,თუ მას მისცემენ ამბერჩის (ასე ეძახდნენ ქისტები ალაზნისთავს)… მაგრამ თუშების უხუცესმა უარი თქვა ამბერჩის მიცემაზე,’რადგან მანდ ისე იზრდება ბალახი,რიგორც რქები” და დაუთმო ის ადგილი სადაც ამჟამად არის ჯუოყალ-იურთ”…


1851 წელს ჯოყოლა ქისტებთან და რამდენიმე ხევსურთან ერთად გამოჩნდა ბორბალოზე,ამის შესახებ მათე ალბუთაშვილი წერს: ” ჯოყოლა ქისტებთან ერთად დაეშვა ალაზნის თავში,სადაც ცისკარიშვილის მეთაურობით შეიკრიბნენ თუშები.თუშებმა პატივით მიიღეს ქისტების ბელადი ,დაკლეს ცხვრები,მოაწყეს ქეიფი.

ერთი სიტყვით,თუშები ძალიან ცდილობდნენ,ესიამოვნებინათ ქისტებისათვის. ამის მიზეზი იყო ის რომ,ისინი იღვწოდნენ როგორმე შერიგებოდნენ მოუსვენარ ჯოყოლას,თავის თარეშით დიდი ზარალი რომ მოჰქონდა. დასალევიდან თუშებს არაფერი გააჩნდათ,გარდა არაყისა და ი.ცისკარიშვილმა მიაწოდა არყიანი ვერცხლის თასი,მან არ მიიღო ის,ხოლო როცა უარის მიზეზი ჰკითხეს,უპასუხა ,რომ ადათის მიხედვით უნდა ცისკარიშვილთან ძმად გაფიცვა. ჯოყოლა და ცისკარიშვილი ძმად გაიფიცნენ…”


ამის მერე ცისკარისვილმა ჯოყოლას ხელშეწყობით გადმოასახლა პანკისში 54 კომლი მაისტის ორი აულიდან,ფუღოდან და ტუგოდან.შეთანხმების თანახმად კი ჯოყოლას უნდა აღეკვეთა ლეკთა თარეში,ასევე და უნდა დაეცვა პანკისის გზა.ხოლო ახლად ჩამოსახლებულები თავისუფლდებოდნენ სახელმწიფო გადასახადებისაგან.როგორც იწერება მათე ალბუთაშვილი დაპირება დაპირებად დარჩა და კლიმატური და მატერიალურად გაუსაძლისი პირობების გამო ჯოყოლამ გადაწყვიტა დაებრუნებინა თავისი ხალხი საკუთარ სამშობლოში.


1865 წელს 25 მაისს ჯოყოლა დაიძრა მაისტისკენ და მას ქოჩადლის მისადგომებთან დაეწივნენ კაპიტანი ელიზბარაშვილი,რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა ძალის გამოყენებითაც კი დაებრუნებინა ისინი უკან.შეტაკების დროს მოკლეს კაპიტანი,დაიჭრა ორი თუში,მოლაპარაკებით ნაწილი ხალხის უკან დააბრუნეს.ხოლო ჯოყოლა წავიდა სამსობლოში და მას გაჰყვნენ დანარჩენი ქისტებიც.


ჯოყოლა მაისტში დაბრუნების შემდეგ კვლავ განაგრძობს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას.როგორც ცნობილია იმ დროს იმამ შამილს ორ ფრთაზე უხდებოდა ბრძოლა, ერთის მხრივ – რუსეთის წინააღმდეგ და მეორეს მხრივ – მთიელი ჩეჩნების დასამორჩილებლად,რომლებიც სისხლის ფასად ვერ თმობდნენ თავისუფლებას.

ერთ – ერთ შეტაკებაში ჯოყოლა ტყვედ ჩაიგდეს და მიჰგვარეს იმამ შამილის იმდროინდელ მემკვიდრეს ყაზი – მუჰამედს და შარიათის კანონის მიხედვით თავი მოჰკვეთეს.

ჯოყოლოს საჯარო სკოლა ( Photo )

1891 წელს ჯოყოლოში პირველად დაარსა სკოლა,რომელიც სასოფლო სკოლის სახელით იყო ცნობილი.

მოსწავლეები,იმ დროისთვის, ქართულად იღებდნენ განათლებას.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, სკოლა დღემდე აგრძელებს აქტიურ ფუნქიონირებას.

საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ სკოლები გაიხსნა პანკისის თითქმის ყველა, მათ შორის, ქისტებით დასახლებულ სოფლებში:

    • დუისში (1922 წ. 1944 წ-მდე ქართულთან ერთად ჩეჩნური ენაც ისწავლებოდა).
    • ომალოში (1928 წ.)
    • ხორაჯოში (1938 წ.).

 

ქისტები 1880-იანი წლები

ქისტები

საკუთარი სახელწოდება: ქისტჲე

თვითშეგნება: ქისტურ-ვაინახური (ჩეჩნებისა და ინგუშების საერთო სახელწოდება და ნიშნავს „ჩვენ ხალხს“).

რელიგია: ისლამი

ენა: ვაინახური ენის ქისტური დიალექტი, ასევე ფლობენ ქართულს.

მოსახლეობა: დაახლოებით 5455 (0,09%) (1989 წ. აღწერით); 7110 (0,2%) (2002 წ. აღწერით).

დასახლება: კომპაქტურად არიან დასახლებული პანკისის ხეობის სოფლებში ჯოყოლო, ბირკიანი, ომალო, შუა და ზემო ხალაწანი, დუისი.

ჩამოსახლების ისტორია:  საქართველოში ქისტების კომპაქტური სამოსახლოები კახეთის ბარის მთისწინა ზოლში XVIII-XIX-საუკუნეების მიჯნაზე ჩნდება. მათი პირველი ნაკადი თიანეთის მაზრის სოფელ ხორბალოს (ქისტნელის) ტერიტორიაზე ფუძნდება.

ისტორიული წყაროებით, ხორბალოში ქისტების რაოდენობა დაახლოებით 20 კომლი იყო, ფლობდნენ 120 დღიურ სახნავ მიწას, ბინადარ ცხოვრებას ეწეოდნენ 1791 წლიდან (ზოგიერთი საბუთის მიხედვით, უფრო გვიანდელი პერიოდიდან) და მართლმადიდებლური ქრისტიანობის მიმდევარნი იყვნენ. ქისტური ოჯახები დასახლდნენ,
აგრეთვე, სოფ. ჩაბანოში, ხოლო პანკისის ხეობაში ქართველთაგან დაცლილ ტერიტორიაზე ქისტების მასობრივი ჩამოსახლება XIX საუკუნეში, სავარაუდოდ, 1826 წლიდან, დაიწყო და იმავე საუკუნის 60-იან წლებში დასრულდა. თუმცა მიგრაციის ცალკეული შემთხვევები XX სა-უკუნის პირველ ნახევარშიც ფიქსირდება.
XIX საუკუნის დამდეგს ხეობა მთლიანად იყო მოსახლეობისგან დაცარიელებული და გაუკაცრიელებული. პანკისის ხეობის ისტორიის გვიანდელი შუა საუკუნეების პერიოდი ბურუსითაა მოცული, რასაც ქართველი ისტორიკოსები ლეკიანობით ხსნიან. ამას დაემატა ჟამიანობა, რის არსებობასაც ადასტურებს ხეობაში სწორედ ასეთი პირობებისთვის დამახასიათებელი საფლავებისა და აკლდამების სიმრავლე.

ასეა თუ ისე, XVIII და XIX საუკუნეების მიჯნაზე პანკისის ხეობა უკაცრიელეია და ხეობის მიწის ფონდი, იოანე ბაგრატიონის ,,ქართლისა და კახეთის აღწერის,, მიხედვით, ეკუთვნის მეფეს, თავადადებს, აზნაურებსა და ეკლესიას.
ერთი მთვარი მიზეზი ხეობის დაცარიელებისა, რასაც ყველა ისტორიკოსი აღიარებს, არის დაღესტნელი ლეკების გამუდმებული თავდასხმები. პანკისი იყო კორიდორი ლეკებისთვის კახეთზე თავდასასხმელად და ხალხი იძულებული ხდებოდა, დაეტოვებინა მშობლიური საცხოვრისი და ეძებნა უსაფრთხო ადგილი. ამ პერიოდში
საქართველოს მოსაზღვრე რეგიონში მცხოვრები ჩეჩნები ხშირად სტუმრობდნენ საქართველოს და ქართული მხარე დაინტერესებული იყო ქისტების, როგორც გამორჩეულად მამაცი და მეომარი ხალხის, პანკისის ხეობაში ჩასახლებით. პანკისის ხეობაში ქისტების დასახლებიდან ცოტა ხანში (დაახ. 1829 წლიდან) კახეთზე ლეკების თავდასხმებს ბოლო მოეღო.
ქისტები პანკისში საქართველოს მოსაზღვრე მაისტის, მელხისტის, ტერლოის, ხილდიხაროსა და მაღალმთიანი ხეობის სხვა მცირემიწიანი სოფლებიდან ჩამოვიდნენ. ვაინახთა საქართველოში მიგრაციის ზემოხსენებული მიზეზების გარდა ქისტების საქართველოში დასახლებას, როგორც ჩანს, პოლიტიკური საფუძველიც ედო.

პანკისის ხეობაში მათი მასობრივი ჩამოსახლებით თავად მეფისნაცვალი იყო დაინტერესებული; ქისტებისათვის საქართველოში ცხოვრება რომ სახარბიელო გაეხადა, ხელისუფლება მათთვის გარკვეულ შეღავათებს აწესებდა: ათავისუფლებდა სახელმწიფო გადასახადებისაგან, აჰყავდა სახელმწიფო კმაყოფაზე და ა. შ.
სოფელი დუისი პანკისის ხეობაში ყველაზე ადრეული ქისტური დასახლება უნდა იყოს — სავარაუდოდ, იგი 1826 წლიდან არსებობს.

სოფელ ჯოყოლოს დაარსების თარიღად 1855 წელი მიიჩნევა. 1854 წლისათვის ქისტების 54 კომლი, რომლებიც თიანეთის მაზრაში მიიღეს მაისტის საზოგადოებიდან, მათივე თხოვნის საფუძველზე, 1855 წელს პანკისის ხეობაში გადაიყვნეს. ასე შეიქმნა ქისტების მეორე დასახლება — ჯოყოლო. გაჭირვებისა და რთული საარსებო პირობების გამო ჯოყოლოელმა ქისტებმა სამშობლოში დაბრუნება ორჯერ სცადეს (1855-1856 წწ-ებში), მაგრამ მეფის მთავრობამ უკანვე მოაბრუნა თუშებისა და მილიციის დახმარებით და ხელმეორედ დაასახლა პანკისში. დაახლოებით ამავე პერიოდში ფიქსირდება სოფ. ომალო.
არსებობს მოსაზრება, რომ იგი ჯოყოლოზე ადრინდელი დასახლებაა და დაარსებულია თუშეთში დიდი ხნის წინ გადმოსახლებული და ერთ ხანს იქ მცხოვრები მართლმადიდებელი ქისტების მიერ. ქისტების ოცდათორმეტამდე კომლი 1848 წელს პანკისის ხეობის ბალთაგორის მიდამოებში დაფუძნდა. მათ ჰქონდათ 1000 ჰექტარი სახნავ-სათესი სავარგული და მიწათმოქმედებას ეწეოდნენ. როდესაც ხელისუფლება ქისტების ახალი ნაკადის დასასახლებლად ადგილს არჩევდა, ომალოში ქისტები უკვე ბინადრობდნენ. 1858 წელს დაისვა ქისტების 75 ოჯახის ომალოში გადაყვანის საკითხი. იმავე წელს ალვანიდან ომალოში გადმოასახლეს ქისტების 37 ოჯახი, ხოლო 40 ოჯახის ჩამოსახლება შემდეგი წლის გაზაფხულისთვის იყო განზრახული.
ამრიგად, XIX საუკუნის I ნახევარში პანკისში ქისტების კომპაქტური სამოსახლოები შეიქმნა — სოფლები: დუისი, ომალო და ჯოყოლო. დროთა განმავლობაში ქისტები პანკისის ხეობის სხვა სოფლებშიც დასახლდნენ (ჩხათანაში, ხორაჯოში, ძიბახევში). XIX საუკუნის მეორე ნახევარში სოფ. ჯოყოლო პანკისის ხეობის კულტურული ცენტრი გახდა. 1888 წელს «კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ» ჯოყოლოში არსებული ფიცრული ეკლესიის ნაცვლად ქვითკირის ეკლესია ააშენა, ხოლო ყოფილი ეკლესიის შენობაში სასულიერო სასწავლებელი გახსნა. ეს იყო განათლების პირველი კერა პანკისის ხეობაში.
1891 წელს არქიმანდრიტ ლეონიდეს ინიციატივით, ჯოყოლოში სასოფლო სკოლა გაიხსნა, სადაც ბავშვები ქართულად სწავლობდნენ. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ სკოლები გაიხსნა პანკისის თითქმის ყველა, მათ შორის, ქისტებით დასახლებულ სოფლებში — დუისში (1922 წ. 1944 წ-მდე ქართულთან ერთად ჩეჩნური ენაც ისწავლებოდა), ომალოში (1928 წ.), ხორაჯოში (1938 წ.).
1902 წელს მუსლიმმა ქისტებმა სოფ. დუისში კავკასიის მუფტისა და ადგილობრივ მორწმუნეთა ინიციატივით მეჩეთი ააშენეს.
საქართველოში დაფუძნების შემდეგ პანკისელი ქისტები ქვეყნის მოსახლეობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ, ამიტომაც ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესი უშუალოდ აისახებოდა მათ ყოფასა და ცხოვრებაზე. საქართველოს სხვა კუთხებში მცხოვრებთა მსგავსად, მათაც შეეხო ეგზეკუციაც და გაციმბირებაც, გაკულაკებაც და კოლექტივიზაციაც… პანკისის ხეობა იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის თავდაპირველი ბაზა, სადაც შეთქმულთ ქისტი თანამოაზრეები ჰყავდათ.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჯოყოლოში გაიხსნა ათადგილიანი საავადმყოფო, აფთიაქი, დანარჩენ სოფლებში კი — ამბულატორიები. 1950-ინი წლებიდან დუისში 60-ადგილიანი საავადმყოფო ფუნქციონირებდა.
ათეულობით პანკისელი ქისტი მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. პირველმა ქისტმა მფრინავმა მახმად მარგოშვილმა 1941 წელს განახორციელა პირველი გადაფრენა ბრესტ-ლიტოვსკის რკინიგზის დასაბომბად.
ერთადერთი რამ, რაც ქისტებს არ შეხებიათ, ეს 1944 წლის რეპრესიები იყო, როდესაც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები, მათ შორის ჩეჩნები და ინგუშები, შუა აზიაში გადაასახლეს. თავად ქისტებს სტალინის რეპრესიებისაგან თავის დაღწევა ქართველების დამსახურებად მიაჩნიათ. 1940-50-იან წლებში პანკისელი ქისტები თანაუგრძნობდნენ და ფარულად მხარში ედგნენ ვაინახ აბრაგთა რაზმებს, რომლებიც ჩეჩენ-ინგუშთა სამშობლოდან აყრის შემდეგ მთებში დარჩნენ და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედება.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში, საყოველთაო მატერიალურმა სიდუხჭირემ განაპირობა პანკისის ქისტური მოსახლეობის მიგრაცია, რასაც შედეგად
ხეობის სოფლების დაცარიელება მოჰყვა.

ქისტების ეთნიკური ჯგუფიდან ახალგაზრდებმა და საშუალო ასაკის ადამიანებმა ჩეჩნეთს მიაშურეს. რთულია ზუსტად
განისაზღვროს ამ პერიოდში ქისტების რიცხოვნება საქართველოში, რადგან ადგილი ჰქონდა ორმხრივ მიგრაციულ პროცესს — საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში და, პირიქით.

ქისტი მოსახლეობის ჩეჩნეთში გადასულმა შრომისუნარიანმა ნაწილმა შექმნა ქისტი ვაინახების განსაკუთრებული ჯგუფი, რომელიც ჩეჩნეთის საზოგადოების ორგანულ ნაწილად იქცა. XX საუკუნის ბოლო წლებში ჩრდ. კავკასიაში არსებული მდგომარეობისა და განსაკუთრებით ჩეჩნეთ-რუსეთის ომის (1994- 1996 წწ.) გამო ქისტების უმრავლესობა (დაახლოებით 2000 ადამიანი) დაუბრუნდა პანკისის ხეობას. ამას მოგვიანებთ დაემატა ჩეჩენ ლტოლვილთა დიდი ჯგუფი, რომელმაც რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის შედეგად 1999 წელს პაკისის ხეობაში მოიყარა თავი.
პანკისის ხეობის სოფლებიდან დღეს ქისტები ცხოვრობენ ძიბახევში, ბირკიანში, ჯოყოლოში, ომალოში, შუახალაწანსა და დუისში. ზემო ხალაწანში ქისტებთან ერთად ცხოვრობენ ფშავლები. ქისტები ჩასახლდნენ, აგრეთვე, ოსურ სოფლებში — დუმასტურში, ქვემო ხალაწანსა და წინუბანში (ამ ბოლო დროს ოსების დიდმა ნაწილმა ეს სოფლები მიატოვა).

რელიგია. XIX საუკუნის მეორე ნახევარში სოფ. ჯოყოლო პანკისის ხეობის კულტურული ცენტრი გახდა. 1888 წელს „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ“ ჯოყოლოში არსებული ფიცრული ეკლესიის ნაცვლად ააშენა ქვითკირის ეკლესია და ყოფილი ეკლესიის შენობასი გახსნა სასულიერო სასწავლებელი.

1902 წ. მუსლიმმა ქისტებმა სოფ დუისში კავკასიის მუფტისა და ადგილობრივ მუსლიმთა ინიციატივით ააშენეს მეჩეთი. საბჭოთა რუსეთმა 1918 წ. 23 იანვარს გამოსცა დეკრეტი თავისუფალ მორწმუნეობის შესახებ. ამის შემდეგ დაიწყო დაღესტნიდან და ჩეჩნეთიდან მუსლიმი მოლების გადმოსვლა ხეობაში, რომლებიც ის-ეფენდის და ქუნთა-ჰაჯის მოძღვრებების მიმდევრები იყვნენ.

ქისტებში გავრცელებულ მიმდინარეობებს საფუძვლად ედო მისტიური ქადაგება „ტარიკატი“, რომელიც კავკასიაში იწოდებოდა „მიურიდიზმად“, რაც ნიშნავს „გზა ღვთისაკენ“. ის ქადაგებდა „ადამიანის ნამდვილ გადარჩენას“, რომელიც შემდგომ სულიერი და მორალური სრულყოფით „უახლოვდება ღმერთს“. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ პანკისში დახურეს ყველანაირი რელიგიური დაწესებულება.

ბოლო პერიოდში, კერძოდ ჩეჩნეთის ომის შემდგომ, „ნაყშბადის“ და „კუნტჰაჯის“ მიმდინარეობის გვერდით პანკისის ქისტებში გავრცელება იწყო სალაფიზმმა. ეს მოძღვრება მოითხოვს მუჰამედის დროინდელი, ადრეული ისლამისკენ დაბრუნებას. ღმერთია მხოლოდ ალაჰი, მხოლოდ მასზე უნდა ილოცო.

დასახლება: პანკისელი ქისტების დასახლების ერთეულია სოფელი – იურთ. თითოეულ გვარს ყველა სოფელში გამოკვეთილად ერთი უბანი ეჭირა. ქისტური სოფლები კახურის ანალოგიურია.

მეურნეობა: ქისტები მისდევენ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. მარცვლეული კულტურებიდან მათ მოჰყავდათ სიმინდი, ხორბალი, ქერი, შვრია და სხვ. პანკისელი ქისტები აგრეთვე მისდევენ სოფლის მეურნეობის ადგილობრივად გავრცელებულ სახეებს – მებოსტნეობას, მეხილეობას. მათი სამეურნეო საქმიანობა მთასა და ბარზე განაწილდა მესაქონლეობას ალპური ხასიათი ჰქონდა (და ნაწილობრივ ახლაც აქვს). საქონელი ზაფხულობით მთაში, დანარჩენ დროს კი ბარში ჰყავდათ.  პანკისში შინამრეწველობის დარგებიდან საკმაოდ განვითარებულია ხელოსნობა, ხის ჭურჭლის, საფენი და წამოსასხამი ნაბდების, ქუდების დამზადება, რაც უმთავრესად საოჯახო მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.

ოჯახი. პანკისელი ქისტების ოჯახში მკაცრად არის დაცული უფროს-უმცროსობის მამაპაპური წესი, რაც ყოფის ნებისმიერ სფეროში იჩენს თავს. ოჯახის უფროს მამაკაცს და უფროს დიასახლისს განსაკუთრებული პატივისცემით ექცევიან.

ქორწინება. ყოველი ქისტის ოჯახი დაინტერესებული იყო მოყვრობითი ნათესაობა დაემყარებინა თავისივე სოფელში. ყურადღება ექცეოდა სასიძოს ავტორიტეტს, ეკონომიკურ მდგომარეობას და შეხდულებას.  თანამედროვე პირობებში შეიცვალა ქორწინებასთან დაკავშირებული ძველი წესები, დღეს იმ ფორმებიდან შემორჩენილია ქალის დანიშვნით წაყვანა და ქალის ოჯახიდან გაპარვა. კვლავ აქტუალურია მზითევის ინსტიტუტი.

მიცვალებულის კულტი. ქისტები მუსულმანური ტრადიციისამებრ მიცვალებულს მზის ჩასვლამდე მარხავენ, თუმცა შეიძლება დასაფლავება მეორე ან მესამე დღეს მოხდეს, იმ შემთხვევაში თუ ჭირისუფალი შორიდან არის მოსასვლელი. ქალები სასაფლაოზე არ მიდიან, სასაფლაოდან უკან მობრუნებულ მამაკაცებს სუფრა გაშლილი ხვდებათ.

ტანსაცმელი. თანამედროვე პირობებში ქისტები ქალაქურ ყაიდაზე იცვამენ. ქალები ატარებენ გრძელ თმას და თავსაბურავს, რომლის გარეშე საზოგადოებაში არ გადიან. წინათ მამაკაცები თავზე თმას იპარსავდნენ და ატარებდნენ წვერს, ბოლო ხანებში კი თმას მოკლედ იჭრიან.

საკვები. ქისტების ტრადიციული საჭმელებია მოხარშული ხორცი ნივრიანი საწებლით ( ჟიჟიგ გალნაშ ), მოხარშული გალანა, სიმინდის ფქვილის ატრიები, ქათმის ჩახოხბილი, ხინკალი, მწვადი, ფხალეული ნიგვზით, ხაჭო-ერბო, სასმელი – თაფლისაგან დამზადებული ტკბილი წყალი და სხვ.

მკაცრად არის დაცული სტუმართმასპინძლობის ეტიკეტი, სიცოცხლისუნარიანია დაძმობილების ინსტიტუტი, სისხლ-მესისხლეობის ტრადიცია, კვლავ აქტუალურია ადათობრივი სამართალი, შენარჩუნებულია უხუცესთა საბჭოს ფუნქცია საერთო საზოგადოებრივი და სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში და ა. შ.

 

[multilanguage_switcher]