“მე, აქტიური მოქალაქე” – პროექტი პანკისელი ახალგაზრდებისთვის

ინოვაცია, ეს არ არის მხოლოდ სიტყვა ან რომელიმე პროექტის სათაური, ეს რეალობაა.
რეალობა, რომელსაც ინდივიდები ქმნიან.

სურვილია, შევქმნათ სოციუმში ინოვაცია, რაც დამყარებული იქნება ახალგაზრდების აქტივობებზე, სურვილებსა და მისწრაფებებზე.

მიზანია, შევქმნათ არა ის, რაც ჩვენ გვინდა, არამედ ის რაც რეალურად საჭიროა და სურთ ბენეფიციარებს.

“დემოკრატიის ლაბორატორია” პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროექტს – “მე აქტიური მოქალაქე” იწყებს. იგი ახალგაზრდა ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია და გაძლიერება წარმოადგენს, მთავარ ფოკუსს კი ახალგაზრდები, მედია და ინოვაციური პროექტები.

პროექტში მონაწილეობა ხეობაში მცხოვრებ ნებისმიერ უფროსკლასელს შეეძლება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და დემოკრატიის ლაბორატორიის წარმომადგენლები პანკისის ხეობის საჯარო სკოლებს (ომალოში, დამასტურში, დუისში, წინუბანში, ჯოყოლოსა და ბირკიანში) პირადად ესტუმრებიან და სკოლების ბიბლიოთეკებს თანამედროვე ლიტერატურით განაახლებენ.
მოსწავლეები დიდ დროს ატარებენ სკოლაში,რაც უფრო საინტერესო იქნება სკოლის ბიბლიოთეკა, მით უფრო სახალისო და ხარისხიანი იქნება მათი იქ გატარებული დრო.

ვფიქრობთ,თანამედროვე ქართულ-უცხოური ლიტერატურის გაცნობა ახალგაზრდებს დაეხმარებათ დაეწიონ სიახლეებს და სურვილისამებრ აუწყონ მას ფეხი. სკოლებშივე გაიმართება შეხვედრები და დისკუსიები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების გამოსავლენად.

პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და გაესაუბრონ ცნობილ სპორტსმენებს, მწერლებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს და მათთან ერთად იმსჯელონ იმ გამოწვევებზე და საჭიროებებზე, რაც პანკისის ხეობის სკოლების მოსწავლეების წინაშე დგას. პროექტის მონაწილეებისთვის, ახალგაზრდების კულტურულ, სოციალურ და სამოქალაქო აქტივობებში ჩართვის მნიშვნელობაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გამართავს ლექციებს.

პროექტი “მე, აქტიური მოქალაქე” საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობითა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება და მისი მიზანია პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ღია დისკუსიების წახალისება და მოტივაციის გაზრდა სამომავლო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.

 

პანკისის უხუცესთა კავშირის განცხადება

პანკისის ხეობის ქისტური მოსახლეობის „უხუცესთა კავშირის“ გამგეობის განცხადება
ჩვენ, პანკისის ხეობაში მცხოვრები უხუცესები დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს უკანასკნელ დღეებში პანკისის ხეობასა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებს, როცა იმართება მიტინგები და ამ შეკრებებზე ცალკეული ინდივიდები თუ პარტიის წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს სოფელ ჯოყოლოში, ბალთაგორაზე ქისტებმა დაანგრიეს მშენებარე ეკლესია.
 
უპირველესად, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ იმ ადგილზე, რომელზედაც აღნიშნული გამომსვლელები ყურადღებას ამახვილებენ არანაირი ეკლესია ისტორიულად არც ყოფილა და არც ამჯერად მიმდინარეობდა რაიმე მშენებლობა და ამ მიტინგზე გასაჯაროვებული საკითხი დეზინფორმაციაა, ხალხის მასების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, საზოგადოების ემოციებზე ზემოქმედებისა და ქართულ-ქისტურ ურთიერთობებში უფსკრულის გაჩენის მიზანს ემსახურება.
 
მეტი სიცხადის შეტანისთვის საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, რომ ამ სადღესასწაულო ადგილზე იკრიბებოდა სოფელ ჯოყოლოს მოსახლეობა. ყოველ გვარს თავისი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული ან დასაკუთრებული, სადაც იშლებოდა სუფრა. აქვე ცენტრში იყო გაკეთებული წარმართული ( და არა ქრისტიანული) ნიშა, რომელიც ჟამთასვლის გამო მოიშალა. სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა გადაწყვიტა ამ ნიშის შეკეთება, რაზედაც გაიხარჯა ერთი ტომარა ცემენტი. როგორც ჩანს, რომელიმე ახალგაზრდას, ან ახალგაზრდების ჯგუფს არ მოეწონა ეს ქმედება და გადაწყვიტეს ამ შესრულებული სამუშაოს მოშლა. ეს არის და ეს. ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები, ვის დაკვეთას ასრულებდნენ ან რა მიზანს ემსახურებოდა მათი ქმედება უცნობია.
 
ამას მოჰყვა ის აჟიოტაჟი, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი მოიცვა და ამხელა დეზინფორმაცია მიიწება, ხალხის ემოციებზე ძალზე ნეგატიურად იმოქმედა, რის გამოც უამრავი სატელეფონო ზარი განხორციელდა, სადაც სიმართლის გაგების სურვილი იყო.
 
ჩვენ, პანკისელი უხუცესები ამ ფაქტის გამო შევიკრიბეთ და გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება; რომ ნებისმიერი რელიგიური ან საკულტო ნაგებობა ხელშეუხებელია და საუკუნეების განმავლობაში ეს ასეც იყო. უპირველესად ჩვენ, ჯოყოლოელები და პანკისელები განვიცდით იმას რაც მოხდა, რადგანაც ამ ადგილზე ჩვენ ვზეიმობდით დღესასწაულს. მაგრამ ჩვენთვის ასევე გასაგებია იმ ადამიანთა სურვილი, რომ ამის გამო უზარმაზარი ტალღა ააგორონ, რომ ხეობის ქისტები ყველა ერთ ჯამში მოაქციონ, საქართველოს და ქართველების მტრებად გამოგვაცხადონ.
 
შეურაცხმყოფელია მიტინგზე წამოსროლილი სიტყვები: „ყველას თავები დავუხეთქოთ“, „წაეთრივნენ საიდანაც მოვიდნენ“, „გადავუკეტოთ გზა“ და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ბილწი გინება, რომელიც ძნელია მშვიდად მოისმინო. ამ სიტყვების ავტორებს გვინდა ვუთხრათ ისტორიული რეალობის თაობაზე, რომ ქისტების საქართველოს ტერიტორიაზე დასახლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლდათ პანკისის ხეობის ჩაკეტვა, ლეკების შემოსევებისაგან დაცვა, რაც ჩვენმა წინაპრებმა პირნათლად შეასრულეს. ეს გახლავთ ისტორიული ფაქტი – ჩვენ ქართულ ხეობას, ქართულ მიწას ვიცავდით, რომელიც მტრის გამუდმებული შემოსევებისაგან უკაცრიელ, დაცარიელებულ, გაუვალ ხეობად იყო ქცეული.
 
ჩვენი ახალგაზრდები ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვისაც დაეცნენ აფხაზეთში, სოხუმის მისადგომებთან და დღეს, ახმეტის ცენტრში აღმართულ მემორიალურ დაფაზე სხვა დაღუპულების გვერდზე მათი ( 3 ახალგაზრდა) გვარები არაა ამოტვიფრული. ასეთ ისტორიულ ფაქტებზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი.
 
ამით ჩვენ გვინდა წყლის ამღვრევის მსურველთ შევახსენოთ, რომ ამ მიწაზე ცხოვრების უფლება ჩვენი ქმედებებით მოვიპოვეთ, იმითაც , რომ უსაზღვროდ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და მისი ძირითად მაცხოვრებლები – ქართველები და სხვა მოსახლეობაც. ჩვენ ერთი ძირის მქონე, საერთო გენეტიკური წარმოშობის ხალხი ვართ და ცალკეული ღვარძლით დაავადებული ადამიანები ჩრდილს ვერ მიაყენებენ საუკუნეების განმავლობაში ნაშენებ მეგობრულ ურთიერთობებს. გადავხედოთ ქართულ ლიტერატურას:
 
ქართველ კაცს არც ერთი სხვა ერის კაცის ღირსებისა და მაღალი ზნეობის შესახებ არ უმღერია, არ შეუქმნია პოეზიისა თუ პროზის მარგალიტები, მაგრამ ქისტი კაცის მაღალ ღირსებაზე შექმნილი ნაწარმოებების ჩამოთვლაც კი გაგვიჭირდებოდა. რატომ?!! რაშია საქმე? იმიტომ რომ ზნეობითაც და ღირსება-რაინდობითაც, ფსიქოლოგიითაც , ტრადიციებითაც და უამრავი სხვა თვისებითაც ერთმანეთის მსგავსნი ვიყავით და ვართ. თუ რამე მოსავლელი გვაქვს დავსხდეთ და ერთად მოვუაროთ. ძმები ხომ ასე იქცევიან?
პატივისცემით,
 
პანკისის ხეობის „უხუცესთა კავშირის“ გამგეობა.

ბექხან ფარეულიძე: ისლამი კრძალავს საკულტო ნაგებობების ნგრევას

რამდენიმე დღის წინ სოფელ ჯოყოლოში სალოცავი ნიშის დანგრევის ფაქტთან დაკავშირებით, პანკისის ხეობის იმამმა განცხადება გაავრცელა.

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით, მინდა გამოვეხმაურო პანკისის ხეობის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

პირველ რიგში მინდა ვთხოვო ყველას, წინასწარ დასკვნებს ნუ გააკეთებენ და პანკისის ხეობის მუსლიმი თემის მიმართ ნუ აჟღერებენ ბრალდებებს. ჩვენ პანკისის ხეობის მუსლიმები, არასოდეს არ ვყოფილვართ სხვა რელიგიური მიმდინარეობის სიწმინდეების წინააღმდეგ, ამდენი წლის განმავლობაში პანკისის ხეობაში მდგარ სხვადასხვა ეკლესიებს არცერთი ჩვენი თემის წევრი არ შეხებია, იმ დროსაც კი, როცა პანკისის ხეობაში არეულობა იყო და პოლიციის მიერ არ ხდებოდა კონტროლი.

ჩვენი რელიგია კრძალავს სხვა რელიგიური საკულტო ნაგებობების დანგრევას და შესაბამისად, როგორც მუსლიმები, ჩვენ არანაირად არ მოვიწონებთ რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფას.

დღეს ახმეტაში გაიმართა აქცია, სადაც შეურაცხყოფას აყენებდნენ პანკისელებს, მოვითხოვ, ყველა პროვოკატორმა თავი დაანებოს მთელი ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, დაეველოდოთ გამოძიებას, წინასწარ ნუ დაგვადანაშაულებენ იმაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავიდენდით.

ზოგიერთმა პანკისში მომუშავე მედიასაშუალებამ,გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით ხალხი შეცდომაში შეიყვანა, თითქოს პანკისის ხეობაში ეკლესია დაანგრიეს, ამან კი თავისი შედეგი გამოიღო და მორწმუნე ქრისტიანების უფრო მეტი აღელვება გამოიწვია.

მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას,ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდოთ ხალხს, რომ არ მოხდეს ხალხთა შორის ურთიერთობების გამწვავება, ეს მხოლოდ ამ პროვოკაციის მომწყობებს აწყობთ.

ვფიქრობთ, რომ ეს არის პროვოკაციული ქმედება და ამის მოთავეს ქვეყნისთვის არაფერი კარგი არ უნდა და ჩვენს შორის დაძაბულობის გაჩენა სურს.

 

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრებმა ცისკარიშვილებმა სალოცავი ნიში ააშენეს, რამდენიმე დღის შემდეგ ადგილზე მისულს კი, ის დანგრეული დახვდა.

მომხდარის დროული გამოძიების მოთხოვნით ახმეტაში საპროტესტო აქცია გაიმართა.

სალოცავის დანგრევის ფაქტზე გამოძიება 187–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გამოვიდა ხასო ხანგოშვილის ახალი წიგნი

გამოვიდა პანკისელი მწერლის, ხასო ხანგოშვილის ახალი წიგნი ,,მონადირის მოგონებები”

წიგნის პრეზენტაცია 26 თებერვალს, 15:00 საათზე ხელოვნების სასახლეში( კარგარეთელის ქ. 6, [აღმაშენებელის გამზირის კვეთა] )  გაიმართება.

გამოვიდა მამას ხასო ხანგოშვილის ახალი წიგნი “მონადირის მოგონებები”, დოკუმენტური მოთხრობები, სადაც იგი წერს თავის მოგზაურობებზე მთებში, ნადირობაზე, თევზაობაზე, საკუთარ განცდებზე, თავის ცხოვრების მეგობრებზე, ვისთან ერთადაც უხდებოდა მოგზაურობა.
წიგნი, რომელსაც სულმოუთქმელად გადაიკითხავთ, მოსწყდებით ყოველდღიურ საზრუნავს და პრობლემებს, აღმოჩნდებით მთების საოცარ სამყაროში, ბუნების ულამაზეს წიაღში, თითქოს და მართლაც ღმერთთან ახლოს…
იგრძნობთ მდუმარე ღამეს მთების მიღმა როგორ ამოდის ბადრი მთვარე და როგორ იპყრობს ის თითქოს მთელ სამყაროს თავის კაცობრიობისთვის უჩინარი, იდუმალი სილამაზით… დიდი სიურპრიზი ელით მათ ვისაც უყვართ ნადირობა და თევზაობა…
სიმართლე გითხრათ, ეს მამას მეხუთე წიგნია, მაგრამ ეს წიგნი ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია.
როცა ის ხელში მიკავია და ვკითხულობ, თითქოს მამაჩემის სულიერ სამყაროსთან საოცარ სიახლოვეს ვგრძნობ და სულის სიღრმემდე განვიცდი მის თითოეულ სტრიქონს, ეს ერთადერთი წიგნია, სადაც ის საკუთარ თავზე წერს.

წიგნის “მონადირის მოგონებები “-ს და ასევე ჩემი წიგნი-ალბომის “ვაინახების ხელოვნება” -ს ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართება ხელოვნების სასახლეში (საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში) 26 თებერვალს 15 : 00 სთ-ზე. ( კარგარეთელის ქ. 6, (აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე)).

პრეზენტაციას ორგანიზებას უწევს თავად ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას კიდევ ერთხელ ასეთი წვლილის შეტანისათვის ქართულ-ვაინახურ ურთიერთობებში.

დასწრება არის თავისუფალი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაესწროს პრეზენტაციას.
ასევე დამსწრეებს ვეცდებით შეძლებისდაგვარად შევახვედროთ წიგნები, რადგან წიგნები არა არის გაყიდვაში. ტრადიციისამებრ ახლაც წიგნის ავტორმა უარაი განაცხადა საკუთარი წიგნების გაყიდვაზე.

პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან ქართველი და ქისტი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, პოეტები და ა. შ. პანკისიდან სპეციალურად ჩამოვლენ სტუმრები.
სტუმრად გვეყოლება ასევე პატარა შემომქმედები პანკისიდან, რომელიც შეგვისრულებენ მუსიკალურ და მხატვრული კითხვის რამდენიმე ნომერს.

მადლობას ვუხდით წიგნის რედაქტორებს ტარიელ ხალხელაურს და მის არაჩვეულებრივ მეუღლეს მარინა ხალხელაურს, დიზაინერებს ილნარი გორელიშვილს და ნათელა ტალახაეს, რომელთაც დიდი შრომა ჩადეს ამ წიგნში და ასევე გამომცემლობა “მერიდიანის’, ასეთი კარგი და ხარისხიანი გამოცემისათვის.

ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, გელოდებისთ 26 თებერვალს პრეზენტაციაზე.

 

პანკისის იმამი: ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებთ მსგავს რადიკალურ ქმედებებს

პანკისის ხეობის იმამმა დუისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

მინდა გამოვეხმაურო გუშინ სოფ. დუისში მომხდარ ფაქტს, რომელმაც მხოლოდ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდს კი არა, საერთოდ პანკისის ხეობის მცხოვრებლებს,მათ სახელს მიაყენა ზიანი.

ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით იმისთვის, რომ პანკისის ხეობაში დანაშაული და კრიმინალი აღკვეთილიყო, ამ მიმართულებით თვალსაჩინო შედეგსაც მივაღწიეთ. მაგრამ გუშინ განვითარებული მოვლენის შემდეგ,ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე , პანკისელი მუსლიმების ეჭვმიტანილებად და სავარაუდო დამნაშავეებად გამოცხადება გვიჩენს კითხვებს და გვიტოვებს შთაბეჭდილებას , რომ ეს სწორედ ისლამის და მუსლიმი ხალხის დისკრედიტაციის სურვილით ჩადენილი ქმედებაა.

Continue reading

Докка Амагов: Ичкерия бохучу ц1арах лаьцна

Кест-кеста, нохчийн сайташкахь, цхьацца хабараш хеза, вайн паччахьалкхан «Ичкерия» бохучу ц1арах лаьцна. Цхьаболчу «1илманчаша» оцу ц1ердашах этимологеш йо – «Исс латта», «И ча кхера е», «Эчиг каранаш» ишта д1а кхин а.

Ткъа боккъалла а аьлча, вай оцу дашах мел «муьрг» еттахь а, цхьа а шеца нохчийн кхетам болу дош дац иза.Амма г1уьмкийн, г1ажарийн, г1езалойн, г1азг1умкийн кхин д1адолчу а туьркийн меттанашкахь шен чулацам даьхнашца боьзна болуш карабо цуьнан.

Continue reading

9 ივლისს პანკისში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

9 ივლისს, 12:00 საათზე პანკისის ხეობაში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება: ხეობაში არსებილი პროფესიული კურსების მოსწავლეების მიერ დამზადებული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა (სადურგლო, საზეინკლო, კულინარია, თექა, ჭრა-კერვა).Continue reading

Appeal to the People of the Caucasus

The latest events in the Caucasus Region undeniably show that colonial politics of Moscow against the Caucasus have not changed. Only the tactics have changed. The Russian leadership is still possessed by the idea of the Great Empire, but in a new “democratic” appearance. The true democrats of Russia are stripped of decision making.

Continue reading

30-31 მაისს პანკისში სპორტული შეჯიბრებები გაიმართება

30 – 31 მაისს “კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის” ორგანიზებით ჯოყოლოში სპორტული შეჯიბრებები გაიმართება.

შეჯიბრებები იქნება შემდეგ სპორტის სახეობებში: მაგიდის ჩოგბურთი (ტენისი), შაში, სირბილი, ველორბოლა.

დასწრება თავისუფალია

პანკისობა 2016: ღინისძიების განრიგი

21 მაისს, სოფელ დუისში, დაბალ-გორაზე კულტურის სამინისტროს ეგიდით და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით ჩატარდება დიდი სახალხო დღესასწაული. პავილიონებში გამოიფინება თემატური თვალსაჩინოებები და ლიტერატურული გამოცემები.
მოეწყობა მუზეუმის კუთხე,სადაც ხეობის მოსახლეობისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრების ამსახველი ძველი ნივთები და სამოსი გამოიფინება, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული ვაინახური (ქისტური) კერძების მომზადება-დეგუსტაციის პროცესში.
დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები ( ქართული ჭიდაობა, მშვილდოსნობა, მარათონი, მკლავჭიდი, დოღი ) დასაჩუქრდებიან მედლებით, თასებით და პრიზებით.
კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული მომღერლები, მსახიობები, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები: სულთან ბორჩაშვილი, გორის მომღერალ ვაჟთა გუნდი, თეატრალური კვარტეტი, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,როკვა” , ,,შავფაროსნები”, ასევე ადგილობრივი შემსრულებლები და ანსამბლები, ,,პანკისი” , ,,კესელო” , ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი ,,ბახტრიონი” , ნატო მუთოშვილი,  ხეობის მოსახლეობისთვის გამართავენ კონცერტს.
საღამო დასრულდება ფრანების გაშვებით.
განრიგი
  1. 9:00 – 11:00 – მოსამზადებელი სამუშაოები.
  2. 11:00 – ქართული ჭიდაობა 7 წონითი კატეგორია, აწონვები  10:00 საათზე იქნება )
  3. 12:00 – დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეების თეატრალიზებული წარმოდგენა.
  4. 12:30 – მკლავჭიდი. ( 6 წონითი კატეგორია )
  5. 13:00 – დოღი.
  6. 13:00 – ღონისძიების ოფიციალური გახსნა.
  7. 13:30 – მშვილდოსნობა.
  8. 14:00 – საზეიმო კონცერტი.
  9. 15:00 – მარათონი.
  10. 20:00 – ფრანების გაშვება.

გროზნოს უნივერსიტეტმა პანკისელებისთვის ხუთი უფასო კვოტა გამოაცხადა

2ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მიღებას სპეციალობაზე “ჩეჩნური ენა და ლიტერატურა”.

ქისტებისათვის გამოყოფილია 5 ადგილი და  ჩარიცხული სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან საერთო საცხოვრებლით და ასევე სხვა სახის შეღავათებით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველს დამთავრებული უნდა ჰქონდეს სრული საშუალო სკოლა.
აბიტურიენტთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გასაუბრებასა და აბიტურიენტთა შერჩევაში მონაწილეობას მიიღებს ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  თანამშრომელი, რომელიც აბიტურიენტებს პირადად გააცნობს სასწავლებელში სწავლებისა და შეღავათების პირობებს.

კანდიდატებს გასაუბრების დრო და ადგილი ეცნობებათ დამატებით.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ > ფორმა

 

სასწავლო კურსები პანკისის ხეობაში – სწავლა უფასოა!

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის პანკისის ოფისი აცხადებს ახალგაზრდების მიღებას შემდეგ სასწავლო პროგრამებზე:

•ავტომანქანის მართვის თეორიული და პრაქტიკული კურსი;
•კომპიუტერული საოფისე პროგრამების კურსი – Windows; Word; Excel; internet; Powerpoint;
•ბუღალტრული აღრიცხვის თეორია და პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებით;
•ბუღალტრლი აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამა – Oris ბუღალტერია;
•სამოქალაქო ჟურნალისტიკა, ფოტო, ვიდეო გადაღება, მონტაჟი;

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია 18 მაისის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის 10-დან 18:00 საათამდე დარეკეთ: 596 16 10 00 ან 16 100 და ოპერატორი შეავსებს ანკეტას.

მონაწილეები ანკეტაში მოცემული ინფორმაციის და გასაუბრების შედეგების მიხედვით შეირჩევიან

ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი – 2016

მწერალთა დამოუკიდებელი გაერთიანება კავშირი – პოეტური ორდენი “მარადახალი ქნარი” და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა გთავაზობთ ყოველწლიურ რეგიონალურ პროექტს – „ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი“.

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ლექსობა-კაფიაობის ნიჭით დაჯილდოებულ ყველა მსურველს!

ფესტივალის მონაწილეები წაიკითხავენ თავიანთ კაფიებს, ურთიერთმილექსებებს, გამართავენ ექსპრომტულ პოეტურ შერკინებებს ცოცხალ გარემოში.

ფესტივალის ყველა მონაწილე ყველა ავტორს გადაეცემა სამახსოვრო სიგელი.

ფესტივალზე მოწვეული იქნებიან აგრეთვე ქართული ხალხური ესტრადის ცნობილი შემსრუბლები, პოეტები, მწერლები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები.

ფესტივალის ვიზუალური მხარე და სასცენო გარემო გაფორმებული იქნება მთისთვის დამახასიათებელი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული აქსესუარებითა და ელემენტებით, გამოიფინება ახმეტის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ისტორიულ-კულტურული ექსპონატები და ცალკეულ მხატვართა ნამუშევრები.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოინახულონ შუასაკუნეების ციხე-ქალაქი კვეტერა, კოპალის სალოცავის ნიში, ილტოს კავკასიონის ეგზოტიკურ ხედები და დატკბნენ მათი განუმეორებელი სილამაზით.

ფესტივალის მონაწილეთა და ოფიციალურად მოწვეულ სტუმართა ტრანსპორტირება მოხდება უფასოდ, ხოლო ღონისძიებაზე დასწრებისა და ციხე-ქალაქ კვეტერის ნახვის მსურველთათვის იქნება ფასიანი ტრანსპორტი (მგზავრობის ღირებულება – 15 ლარი).

თბილისიდან გასვლა: დილის 8.00 სთ-ზე, უკან მობრუნება – 19.00 სთ-ზე.

შეკრების ადგილი: ვარდების მოედანი, სასტუმრო „რედისონის“ (ყოფილი „ივერიის“) შენობის წინ.

ფესტივალში მონაწილეობის მსუფრველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ორგანიზატორს, მიხეილ ღანიშაშვილს Facebook გვერდზე ან ნომერზე: 599 56 17 90


იდეის ავტორი და ორგანიზატორი: მიხეილ ღანიშაშვილი

ჩერქეზთა გენოციდის 152 წლისთავი ,თბილისი-ანაკლია ავტო-მსვლელობა

-არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიური ალიანსი ამა წლის 21 მაისს მართავს თბილისიდან ანაკლიამდე ავტომსვლელობას , რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზების გენოციდის 152_ე წლისთავისადმი.

მივაგოთ პატივი დაღუპულ გმირ ,მოძმე ჩერქეზებს ანაკლიაში ჩერქეზების გენოციდისადმი მიძღვნილ მემორიალთან, მსურველებს შეუძლიათ გამოგვეხმაურონ ,ვისაც გული შესტიკივა საერთო კავკასიური ინტერესებისთვის ,დავანახოთ საერთო მტერს ,რომ კავკასიაში ძმობის, ერთად დგომის, ერთად ბრძოლის თავისუფლების ,ურთიერთ პატივისცემის ტრადიციების ,და სხვა მრავალი ჩვენი საერთო ღირებულებების ხანა არ დამთავრებულა და არც დამთავრდება არასდროს. ჩვენ შეგვიძლია ერთად დგომა ერთი ჭირისა და ერთი ლხინის გაზიარება. ვტომსვლელობაში მონაწილეობის მსურველები გამოგვეხმაურეთ ფეისბუქ გვერდზე  ან ნომერზე: 571-01-63-34

„შვიდი წელიწადი ეყარა ადამიანების ძვლები ზღვის ნაპირას. მამაკაცის წვერისა და ქალის თმისგან ყვავები ბუდეს იკეთებდნენ, შვიდი წელი ზღვა ადამიანის თავის ქალას საზამთროსავით ისროდა ნაპირ– ზე. მტერს არ ვუსურვებ იმის ნახვას, რაც მე ვნახე“მოვლენების უშუალო მონაწილე, 91 წლის ნაფსაუ იაბარაქხუ ჰანსაქხუ–იხსენებს:

მსგავსი რეალობით შეძრწუნებული მე–19 საუკუნის სამხედრო ისტორიკოსი ადოლფ ბერჟე წერდა: „ვერასოდეს დავივიწყებ იმ დამთრგუნველ შთაბეჭდილებას, ნოვოროსიისკის ყურეში თავმოყრილი მთიელების, რომელთა რაოდენობა ალბათ დაახლოებით 17 000 ადამიანი თუ იქნებოდა, ნახვამ რომ მოახდინა ჩემზე. მოგვიანებით, წელიწადის ცივ დროში, საარსებო სახსრების უქონლობა და ტიფისა და სახადის ეპიდემიის მძვინვარება მათ ყოფას სრულიად აუტანელს ხდიდა. ვის გულს არ შეძრავდა ღია ცის ქვეშ ცივ მიწაზე გართხმული, ძონძებში გახვეული ახალგაზრდა ჩერქეზი ქალის დანახვა, რომლის ორი ჩვილი შვილიდან ერთი კრუნჩხვით ღაფავდა სულს, მეორე კი უკვე გათოშილი დედის მკერდს ეპოტინებოდა შიმშილის მოსაკლავად“საზარელი სურათი გადაგვეშალა თვალწინ – გზა მოფენილი იყო ბავშვების, ქალების, მოხუცების დაგლეჯილი, ძაღლებისგან ნახევრად შეჭმული, გვამებით; შიმშილითა და სნეულებით დასუსტებულ გადასახლებულებს, ძლივს რომ დალასლასებდნენ, და წაქცეულებს ჯერ კიდევ ედგათ სული, დამშეული ძაღლები უღებდნენ ბოლოს. .

ჯანმრთელებს და ცოცხლებს მომაკვდავებზე ფიქრისთვის არ ეცალათ, არც მათ ელოდათ უკეთესი ბედი; გაწუწკებული თურქი შკიპერები ტვირთივით ეზიდებოდნენ ჩერქეზებს მცირე აზიის ნაპირებამდე და ავადმყოფობის უმცირესი ნიშანიც საკმარისი იყო, რომ წყალში მოესროლათ ნებისმიერი. ტალღებს ამ უბედურთა გვამები ანატოლიის ნაპირებთან გამოჰქონდა. . . დანიშნულების ადგილამდე ნახევარმაც ვერ ჩააღწია. ამგვარი უბედურება და ამგვარი მასშტაბებით იშვიათად თუ უნახავს კაცობრიობას“

რუსეთის იმპერიის მიერ მე-19 საუკუნეში,რუსეთ-კავკასიის ომის დროს განხორციელდა ადიღე-ჩერქეზეთის მიზანმიმართული ეთნიკური წმენდა, გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე კაზაკების და რუსების ჩასახლების მიზნით. სულ ამ მოვლენებში განადგურებულ და გადასახლებულ იქნა მილიონ ნახევრამდე ჩერქეზული მოსახლეობის 90%–ზე მეტი. 1864 წელის 21 მაისს მოსახლეობის 90 პროცენტი ზოგი სამშობლოდან განდევნეს, ზოგი კიდე ადგილზე გაანადგურეს, მათ სამშობლო წაართვეს ,და ეს მათში ვინც იგულისხმება ყველას კარგად მოგვეხსენება ეს ბინძური სისტემა რომელიც ეფუძნება , იმ პრინციპებს რომლებიცა კავკასია კავკასიელების გარეშე, დღევანდელი მონაცემებით 35-მდე კავკასიის მკვიდრი ერი გაანადგურეს, :ჩერქეზების გენოციდით და მათი გადასახლებით,რუსეთის იმპერიამ დაამთავრა კავკასიისს სრული ოკუპაცია ,ეს არ არის მხოლოდ ჩერქეზი ხალხის ტკივილი, ეს არის სრულიად ,თვითოეული კავკასიელის ტკივილი. ეს არის ის იმ ტრაგედიების ერთ ერთი საშინელი ფაქტი რომელიც ხორციელდებოდა ,მანამდე და მის შემდგომაც დღემდე სრულიად კავკასიაში, იმედს ვიტოვებთ რომ სრულიად კავკასიელი ხალხები არ დაივიწყებენ იმ ტრაგედიებს იმ ,პირსისხლიანი მტრის ზრახვებს ჩადენილსა და სამომავლოს და ერთად მედგრად და ვაჟკაცურად გაერთიანდებიან ,საერთო მტრის წინააღმდეგ; ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი ძლიერი კავკასია რომელიც მუდამჟამს დაიცავს ჩვენს ღირებულებებს რაც კი რამ გაგვაჩნია და შემოგვინარჩუნეს ჩვენმა გმირმა წინაპრებმა. დიდება მათ სახელებს :

 

ხვთისო მამისიმედიშვილი -საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი დაიბრუნოს თავისი ისტორიული მისია კავკასიაში

,,რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთში მოგზაურობამ სულ სხვა თვალით დამანახვა ქართულ-ჩრდილო კავკასიური ურთიერთობები, კერძოდ, დამარწმუნა იმაში, რომ თურმე ჯერ კიდევ არ არის დაკარგული საბოლოო იმედი: საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი დაიბრუნოს თავისი ისტორიული მისია ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების წინაშე, მას ჯერ კიდევ შესწევს ძალა აღიდგინოს შელახული იმიჯი და დაიბრუნოს ძველი ავტორიტეტი. ამის გარეშე, ვფიქრობ, წარმოუდგენელი იქნება აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში თუნდაც უმნიშვნელო, მცირეოდენი პროგრესის მიღწევა. გროზნოში, საერთაშორისო კონფერენციაზე, ის მეცნიერები, რომლებსაც განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდათ მიღებული, განადიდებდნენ და აიდიალებდნენ ჩვენს ქვეყანას, მათ გამოსვლებში გაისმოდა საქართველოსა და ქართველი ხალხის ქება, სიყვარული და პატივისცემა, ზოგჯერ დაუმსახურებელიც. სამწუხაროდ, არნოლდ ჩიქობავასა და სხვა ქართველ მეცნიერთა მიერ აღზრდილი სწავლული ბევრი აღარ დარჩა ჩრდილოეთ კავკასიაში. თუმცა ჩრდილოეთ კავკასიელებს ამჟამად ისევ აქვთ სურვილი, რომ მათმა შვილებმა განათლება მიიღონ საქართველოში. ჩვენმა ქვეყანამ ვფიქრობ, სრულად უნდა დააფინანსოს მათი სწავლება ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში, რადგან ისინი მომავალში იქნებიან საქართველოს მშვიდობისა და კეთილი ნების ელჩები ჩრდილოეთ კავკასიაში. მიმაჩნია, რომ დაკარგული პოზიციების აღსადგენად ამ გარემოებას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა.”  აცხადებს ფოლკლორისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი ხვთისო მამისიმედიშვილი 

საჯარო დისკუსია კავკასიურ სახლში – სალაფიზმი

16 მაისს, 19:00 საათზე, კავკასიურ სახლში ეწყობა საჯარო დისკუსია,თემაზე „სალაფიზმი საქართველოსა და მსოფლიოში: თეოლოგიური და პოლიტიკური ასპექტები”

მსოფლიოში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ისლამის თემის ხელახალი აქტუალიზება გამოიწვია. სალაფიტური მოძრაობის აღმასვლა არაბული გაზაფხულის შემდეგ სამეცნიერო-ანალიტიკურ წრეებში დიდ ყურადღებას იპყრობს. ისლამის სახელით განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები მსოფლიოს მასთან ურთიერთობის ახალი ფორმების გამონახვას აიძულებს.

გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და ქვეყნის რელიგიური შემადგენლობიდან გამომდინარე საქართველოსთვის ისლამთან მიმართებით სწორი ხედვის და პოლიტიკის შემუშავებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.
დისკუსიაზე მომხსენებლები ისაუბრებენ სალაფიზმის ფორმირების ისტორიაზე, მის თანმიმდევრულ მიმდინარეობად ჩამოყალიბების ასპექტებზე, კავკასიაში სალაფიტური მოძრაობის რელიგიურ, სოციალურ და პოლიტიკურ აქტივიზმზე და პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებაზე.

მომხსენებლები:
ვახტანგ ფარეულიძე – პანკისის ხეობის ერთ-ერთი იმამი; საქართველოს მუსლიმთა განათლების, კულტურისა და განვითარების ორგანიზაციის დირექტორი; არაბული ენისა და ისლამური რელიგიის სპეციალისტი.
გიორგი სანიკიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
გელა ხმალაძე – კავკასიური სახლის მოწვეული მკვლევარი

სამუშაო ენა: ქართული
დისკუსია გაიმართება „კავკასიურ სახლში“
მისამართი: თბილისი, გალაკტიონის #20
დასწრება თავისუფალია!