“მე, აქტიური მოქალაქე” – პროექტი პანკისელი ახალგაზრდებისთვის

ინოვაცია, ეს არ არის მხოლოდ სიტყვა ან რომელიმე პროექტის სათაური, ეს რეალობაა.
რეალობა, რომელსაც ინდივიდები ქმნიან.

სურვილია, შევქმნათ სოციუმში ინოვაცია, რაც დამყარებული იქნება ახალგაზრდების აქტივობებზე, სურვილებსა და მისწრაფებებზე.

მიზანია, შევქმნათ არა ის, რაც ჩვენ გვინდა, არამედ ის რაც რეალურად საჭიროა და სურთ ბენეფიციარებს.

“დემოკრატიის ლაბორატორია” პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროექტს – “მე აქტიური მოქალაქე” იწყებს. იგი ახალგაზრდა ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია და გაძლიერება წარმოადგენს, მთავარ ფოკუსს კი ახალგაზრდები, მედია და ინოვაციური პროექტები.

პროექტში მონაწილეობა ხეობაში მცხოვრებ ნებისმიერ უფროსკლასელს შეეძლება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და დემოკრატიის ლაბორატორიის წარმომადგენლები პანკისის ხეობის საჯარო სკოლებს (ომალოში, დამასტურში, დუისში, წინუბანში, ჯოყოლოსა და ბირკიანში) პირადად ესტუმრებიან და სკოლების ბიბლიოთეკებს თანამედროვე ლიტერატურით განაახლებენ.
მოსწავლეები დიდ დროს ატარებენ სკოლაში,რაც უფრო საინტერესო იქნება სკოლის ბიბლიოთეკა, მით უფრო სახალისო და ხარისხიანი იქნება მათი იქ გატარებული დრო.

ვფიქრობთ,თანამედროვე ქართულ-უცხოური ლიტერატურის გაცნობა ახალგაზრდებს დაეხმარებათ დაეწიონ სიახლეებს და სურვილისამებრ აუწყონ მას ფეხი. სკოლებშივე გაიმართება შეხვედრები და დისკუსიები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების გამოსავლენად.

პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და გაესაუბრონ ცნობილ სპორტსმენებს, მწერლებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს და მათთან ერთად იმსჯელონ იმ გამოწვევებზე და საჭიროებებზე, რაც პანკისის ხეობის სკოლების მოსწავლეების წინაშე დგას. პროექტის მონაწილეებისთვის, ახალგაზრდების კულტურულ, სოციალურ და სამოქალაქო აქტივობებში ჩართვის მნიშვნელობაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გამართავს ლექციებს.

პროექტი “მე, აქტიური მოქალაქე” საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობითა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება და მისი მიზანია პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ღია დისკუსიების წახალისება და მოტივაციის გაზრდა სამომავლო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.

 

თბილისში ვაინახთა გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

23 თებერვალს, 13:00 სთ-ზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოში ვაინახი თემის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის 73 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებას დაესწრებიან ინგუშეთიდან, ჩეჩნეთიდან და პანკისიდან ჩამოსული სტუმრები, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
73 წლის წინ, 1944 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით, 400 ათასამდე ჩეჩენი და ინგუში, გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით, საკუთარი მიწა-წყლიდან ერთ დღე-ღამეში აყარეს, წინასწარ გამზადებულ სარკინიგზო ეშელონებში მოათავსეს და ყაზახეთისა და ყირგიზეთის უკაცრიელი სტეპების გზას გაუყენეს.

გადასახლებულთა 40 პროცენტმა შუა აზიამდე ვერ ჩააღწია, ისინი გზაშივე დაიხოცნენ. 2004 წელს ევროპის პარლამენტმა ამ ფაქტს გენოციდის შეფასება მისცა. ჩეჩენთა და ინგუშთა დეპორტაციის 66-ე წლისთავი 23 თებერვალს საქართველოში კავკასიის ფონდის ორგანიზებით აღინიშნა და ამ ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით ”კავკასიის ხალხთა მასობრივი გასახლებები XIX-XX საუკუნეებში”.

სრულიად საიდუმლო

ამხანაგ სტალინს

დ ე პ ე შ ა

23 თებერვალს, გამთენიისას, ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლების ოპერაცია დაიწყო. პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. საყურადღებო ინციდენტები არ დაფიქსირებულა. ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის 6 შემთხვევას, რომელიც დაპატიმრებითა და იარაღის გამოუყენებლად აღმოიფხვრა. ამ ეტაპზე დაპატიმრებულია 842 ადამიანი.

ბერია

რეპრესიების შედეგად, რომელსაც 2004 წელს ევროპის პარლამენტმა გენოციდის შეფასება მისცა, გაუქმდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ხოლო მის ნაცვლად შეიქმნა გროზნოს ოლქი, ახალი საზღვრებით, დარჩენილი ტერიტორიების ნაწილი კი სტავროპოლის მხარეს, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდა.

კიდევ ერთი ტერიტორია კი, ასასა და თარგიმის ქვაბული, საქართველოს შეუერთდა და მას ახალხევის რაიონი ეწოდა.

როდესაც 1957 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა – საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ლიდერმა – ჩეჩნებსა და ინგუშებს სამშობლოს მოღალატეების იარლიყი ჩამოაშორა, აღდგა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი და დეპორტირებულ მოსახლეობას სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცა, ქართველმა მთიელებმა მოვლილი კარ-მიდამო დაახვედრეს გადასახლებულებს.

GDS: პანკისელი წიგნის მცველი – თამარ თურქოშვილი ( Video )

თამარ თურქოშვილმა სოფელ ომალოს ბიბლიოთეკაში მუშაობა 1987 წელს დაიწყო და  20 წლის შემდეგ ბიბლიოთეკა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით დახურეს, ბიბლიოთეკარი კი გაათავისუფლეს.

თამარი 9 წლის განმავლობაში ომალოს გაუქმებულ ბიბლიოთეკას საკუთარი სახსრებით უვლიდა.

2016 წლის 30 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თამარ თურქოშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი მანჯავიძის საავტორო რეპორტაჟი:

Continue reading

1 არხი: პრობლემები პანკისის ხეობის სოფელ ხალაწანში

პრობლემები პანკისის ხეობაში – სოფელ ხალაწნის მცხოვრებლებს გზების და ბუნებრივი აირის პრობლემა აწუხებთ. დასახლებას არც სასმელი წყალი მიეწოდება. 20-კომლიანი სოფელი მოსახლეობისგან დაცლის საფრთხის წინაშეა.

Continue reading

ინიციატივები პანკისის ხეობიდან ( Photo )

22 სექტემბერს “ორბელიანი საქართველოს”, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SIDA) და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) წარმომადგენლები პანკისის ხეობის სამ სოფელში – დუისში, ჯოყოლოსა და ბირკიანში შეხვდნენ მოხალისეებს, რომლებმაც სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში მიიღეს მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს სოფელ დუისსა და ჯოყოლოს საზღვარზე მდებარე სკვერი, რომელიც ადგილობრივი ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თავშეყრისა და გართობის ადგილია. სკვერი სკოლასა და ბაღთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ აქ სხვადასხვა ასაკის ბავშვები იკრიბებიან.

Continue reading

Гуьржийчу – хаарш тIедуза

Нохчийн пачхьалкхан хьехархойн университетан «Нохчийн мотт а, литература а» отделенин студенташ цхьана кIиранах фольклорин практикехь луларчу Гуьржийн Республикин Ахметовски кIоштарчу Панкиссин чIожехь хилира.

Continue reading

ვახტანგ ფარეულიძე: ომის დროსაც კი არ შეიძლება დაანგრიო რელიგიური სალოცავები

„კავკასიურმა სახლმა“ მორიგი საჯარო დისკუსია საქართველოში ისლამსა დამუსლიმურ თემს, კერძოდ მის ერთ-ერთ მიმდინარეობას – სალაფიზმსმიუძღვნა. ღონისძიებაზე საუბარი სალაფიზმის ფორმირების ისტორიასთან ერთად, პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებასა და ზოგადად სალაფიტების უფლებრივ მდგომარეობას შეეხო.

ღონისძიების მონაწილეებმა ინტეგრაციის პრობლემასა და მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებს გაუსვეს ხაზი. მათი თქმით, ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციის ექვემდებარებიან ზოგადად მუსლიმი თემი წარმომადგენლები, ხოლო თავად ისინი ორმაგ დისკრიმინაციას განიცდიან, რადგან საქართველოში სალაფიზმის მარგინალიზაციის მცდელობებს ვაწყდებით. ამავდროულად,იმამმა ისიც აღნიშნა, რომ უფლებრივი მდგომარეობის კუთხით საქართველოში არა საუკეთესო, მაგრამ რიგ ქვეყნებთან, მათ შორის თუნდაც მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით, უკეთესი ვითარებაა.

რაც შეეხება უშუალოდ ინტეგრაციის პრობლემებს, ადგილობრივმა მუსა პანკისელმა „აქცენტთან“ საუბრისას რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება:

მუსა პანკისელი: თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, როცა გამოდის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და ამბობს: „ჩვენთვის პრიორიტეტულია ტრადიციული ისლამი“… ანუ შენი ქვეყნის მოსახლეობას ყოფ პრიორიტეტულ და არაპრიორიტეტულ მოქალაქეებად. ეს დაუშვებელი მიდგომაა. ამასთან, სახელმწიფოს წარმომადგენლები, მინისტრები როდესაც ჩამოდიან ხეობაში, არ სურთ ჩვენთან შეხვედრა. შესაბამისად, ხდება იმ ახალგაზრდების დისკრიმინაცია, რომლებიც მივეკუვნებით, როგორც თავად უწოდებენ, ფუნდამენტურ ისლამს. ეს დამოკიდებულება შინაგანად იწვევს პროტესტს – რატომ არის ჩვენს მიმართ მსგავსი უსამართლო მიდგომა?

ნუთუ ჩვენსავე ქვეყანაში მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ და არ შეგვიძლია, ვიცხოვროთ, როგორც სრულფასოვანმა ადამიანებმა? იმის გამო, რომ მე წვერს ვატარებ, ან ჩემი მეუღლე – ხიჯაბს, რატომ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლები ვიყოთ, ან მასწავლებლები და ა.შ.? ამ კუთხით რეალურად არსებობს პრობლემები და ეს ხელოვნური გაყოფა ძალიან ცუდია. მეტიც, ჩვენს ბავშვებს იმის გამო უქმნიან პედაგოგები პრობლემას, რომ სკოლაში ხიჯაბით დადიან – „ნუ მოდიხართ ხიჯაბითო“. როდესაც განათლების სამინისტროს არ აქვს მოთხოვნა და არ არის განსაზღვრული, თუ რა ფორმით უნდა მივიდეს მოსწავლე სკოლაში, პედაგოგს არ აქვს უფლება, საკუთარი გემოვნების საფუძველზე წამოაყენოს პრეტენზიები.

ვაწყდებით სხვა სახის პრობლემებსაც, მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენი გოგოები სამართალდამცველებმა მხოლოდ იმ საბაბით გააჩერეს და მეტიც, გაჩხრიკეს, რომ ისინი ატარებდნენ ხიჯაბს. ეს დაუშვებელი მიდგომაა.

მე ყურადღებას ვამახვილებ იმ პრობლემებზე, რომლებსაც პანკისელები ვაწყდებით, თავად ქვეყანაში კი უფრო მასშტაბური პრობლემები გვაქვს. არ ჩამოვყვები წინწყაროს, მოხეს და სხვა ინციდენტებს, არ გვაძლევენ მეჩეთების კანონიერად აშენების უფლებას, არ შეგვიძლია ჩვენი რელიგიის შესწავლა. ამასწინათ საჯაროდ განაცხადეს, პანკისში მუსლიმ მრევლს მეჩეთები გადავეცითო. ძალიან მაინტერესებს, რომელი მეჩეთის აშენებასა და გადაცემაზეა საუბარი? მე მანდ ვცხოვრობ და მსგავსი არაფერი მომხდარა. ყველა მეჩეთი შემოწირულობებით, ხალხის მიერ არის აშენებული და იმის უფლებასაც არ გვაძლევენ, რომ ეს მეჩეთები ოფიციალურად, იურიდიულად დავარეგისტრიროთ.

როდესაც შენ შენს ქვეყანაში არ შეგიძლია საკუთარი ადგილის პოვნა, არ გაძლევენ ამის უფლებას, გიწოდებენ მეორეხარისხოვან მოქალაქეს, კითხვა მაქვს, რა უნდა გააკეთო? ბუნებრივია, რომ პროტესტის გრძნობა გიჩნდება და ეძებ ადგილს, სადაც მსგავსი პრობლემები არ გექნება.

როდესაც საუბარია სხვა ქვეყნების ინტერესების ქვეშ მოქცევასა და მათი პოლიტიკის გატარებაზე, უკვე 200 წელია, საქართველოში ვცხოვრობთ და მანახონ ერთი განცხადება მაინც, რომელიც მუქარის მსგავს რამეს შეიცავს, აღარ ვსაუბრობ კონკრეტულ ქმედებაზე და აქ არ ვგულისხმობ 90–იან წლებს, როდესაც მთლიანად ქვეყანაში კრიმინალი ბატონობდა.

პანკისის სალაფიტური მეჩეთის იმამი ვახტანგ ფარეულიძე ამბობს, რომ ინტეგრაციის კუთხით ხეობისთვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემას პანკისთან მიმართებაში ტერორიზმის კონტექსტში მცდარი სტერეოტიპების ჩამოყალიბება ქმნის.

როგორც იმამი განმარტავს, «ადგილობრივი სალაფიტების ტერორიზმთან დაკავშირება, მსუბუქად რომ ვთქვათ, უსამართლობაა, ხოლო სალაფიზმის ვაჰაბიზმთან დაკავშირება, რაც, მისი თქმით, საქართველოში უკვე სტერეოტიპად ჩამოყალიბდა, უვიცობაა».

ერთ–ერთი სალაფიტი – აბუ ჰუზეიფა აზუსტებს რამდენიმე ასპექტს, რომელიც საქართველოში მცხოვრებ სალაფიტებს „ისლამური სახელმწიფოსგან“ მიჯნავს:

ისლამური სახელმწიფო“ შესაძლოა, რაღაც ნაწილში ეფუძნებოდეს სალაფიტურ მოძღვრებას, მაგრამ არა სრულად. მათ უსაბუთოდ გაჰყავთ ადამიანი ისლამის ჩარჩოდან, უწოდებენ „ქაფირს“ [ურწმუნოს] და შემდეგ დასდევენ მოსაკლავად.

გარდა ამისა, ადამიანის მოკვლას ისლამში თავისი წინაპირობები აქვს. ომის დროსაც კი არ შეიძლება, დაანგრიო ეკლესიები თუ სხვა რელიგიური სალოცავები; დაუშვებელია, შეხვიდე სალოცავში და ამოხოცო მომლოცველები; არ შეიძლება, დახოცო ბავშვები, ქალები და მოხუცები. რელიგია ამის უფლებას არანაირად არ გაძლევს, მაგრამ იქ მსგავსი ფაქტები მრავლად დაფიქსირდა.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია მეტი კომუნიკაცია, საზოგადოების სწორი ინფორმირება და არა დაუსაბუთებელი შიშის თესვა, «ამასთანავე დისკრიმინაციული მიდგომების აღმოფხვრა, ვინაიდან სახელმწიფოს ბედი ქვეყნის თითოეული მოქალაქის საზრუნავია, არ არსებობს მეორე რიგის მოთამაშე და ამის გაცნობიერება თავად სახელმწიფომაც უნდა დაიწყოს».

დიანა მუსელიანი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პანკისის ხეობას ეწვია ( Video )

პანკისის ხეობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით ქართველი ჟურნალისტებისათვის მედიატური მოეწყო. ჟურნალისტები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და პრეზიდენტის მრჩევლებთან სოფიო შამანიდთან და თინათინ მჟავანაძესთან ერთად, პანკისში ოთხ სოფელში დუისში, ჯოყოლოში, ბირკიანში, დუმასტურში ჩავიდნენ და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცვნენ.
რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პანკისში სტუმრობისას გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა პანკისის ხეობის განვითარების მხარდასაჭერი პროგრამა, რომელიც იმ პროექტებს გააერთიანებდა, რომლებსაც საკუთარი საჭიროების მიხედვით, თავად ხეობის მოსახლეობა წარმოადგენდა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებდა.

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვიდეომასალა