პანკისში პირველი სოციალური კაფე გაიხსნა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პანკისის ახალგაზრდულმა ცენტრმა” სოფელ დუისში სოციალური კაფე გაიხსნა,ხეობისთვის ეს პირველია.

ადგილობრივების თქმით მსგავსი სახის ადგილები მნიშვნელოვანია პანკისელი ახალგაზრდებისთვის, რადგან პანკისში აქამდე არ არსებობდა ადგილი,სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებოდნენ.

ორგანიზაციის ხელმზღვანელის, მელსი ბაღაკაშვილის აცხადებს,რომ ხეობაში მსგავსი ადგილების ქონა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის,ასევე ტურისტებისთვის.

,,სოციალური კაფეს გახსნის მთავარი მიზანია ადგილობრივი ახალგაზრდების მხარდაჭერა. ეს არის კომფორტულო გარემო ახალგაზრდებისთვის, ზოგადად მოსახლეობისთვის და პანკისის ნებისმიერი ვიზიტორისთვის. სოციალური კაფე გულისხმობს რამდენიმე ტიპის სერვისის შეთავაზებას მომხმარებლისთვის. მომხარებელს აქ შეუძლია მიიღოს როგორც კვების სერვისი, ასევე დახვდება მყუდრო გარემო და და საინტერესო წიგნები, Wi-Fi ინტერნეტი და ახალი ჟურნალ-გაზეთები.” განაცხადა მელსი ბაღაკაშვილმა

პანკისის სოციალური კაფე, ბავშვთა და ახალგაზრობის განვითარების ფონდისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაიხსნა.

 

პანკისის სოციალური კაფე

Flickr Album Gallery Powered By: Weblizar
Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in დუისი, პანკისის ხეობა.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси