ლექსი სტალინზე: “ინვექტივა-მონუმენტი”

I
სამყაროს რისხვა შენთვის ახია
და რისხვაც გითხარ მე, სიტყვის ლოთმა,
რამდენი ღერი თმისა გასხია,
იმდენი კაცის გამძიმებს ცოდვა.
წყეულო თავზე რამდენი თმა გაქვს,
იმდენი დედის გიღვრია ცრემლი,
შენი ქოჩორი ჩამოგავს ჯაგარს, –
შუბლს დასწოლია ვითარცა გველი.
შეკრული შუბლი შავი ხევია,
წარბნი გველნია, სავსე შხამითა,
ისინი არც კი შეირხევიან
გინდ გადაბრუნდეს ეს დედამიწა.
მილიონები მაგ შუბლს ჰმონებენ,
ხალხი მის რისხვას ვეღარ იცილებს,
ეგ ნაოჭები მე მაგონებენ:
წვრილად დახლართულ გველის ნაწილებს.
შუბლის ნაოჭნი გველის წიწილებს
ჰგვანან, – მათ წარბი – გველი ეთავსა
და მჯერა: – მალე ყველა იწივლებს:
ადამის ძეთა ამოწყვეტასა…
 
II
ჩაღრმავებული შენი თვალები
ვულკანებია ჯოჯოხეთისა,
უცხოა მათთვის რამ შებრალება,
უცხოა მათთვის ცრემლის წვეთიცა…
მშვიდად უმზერენ ხალხთა წამებას
თვალები შენი, – ჩვეულნი გარყვნას,
მათ შეუძლიათ შეუწყნარებლად
ასე უმზირონ სამყაროს წარღვნას.
მაგ თვალებს ძალუძს რომ გადიტანონ
სოდომის ჭვრეტა განუწყვეტელი;
ეგ მზერა მოჰგავს ასპიტ პიტალოს,
მისთვის უცხოა აზრი კეთილი.
თვალში გველები
შუბლზე გველები,
წარბნიც გველები – გველებს ეთვისა
შენი ყურები არის ხვრელები
იმ დამეხილი ჯოჯოხეთისა.
შენი ყურები სატანის მოდგმის, –
არის ხვრელები ლუციფერისა,
რომელთაც ძალუძთ შენივე ხოტბის
მშვიდად მოსმენა, – სხვა არაფერი.
ხოლო ტუჩები, შხამით ნაცვრევი,
უმალ მაგონებს ურჩხულის ტუჩებს,
რომ ღაღადებენ ხალხთა დაქცევის
და წყევლის სიტყვას არსმენილს, უჩვევს…
 
III
შენ დააბნელე მსოფლიო თალხით,
მზეს მოერკალე კუპრის ღრუბლებად,
თავისუფლება წაართვი ხალხებს
და თავისუფლად ფიქრის უფლებაც.
შენ ხალხი ისე მოაშთე ტანჯვით,
რომ თვით ხოტბასაც, შენს მიმართ, კრძალვით
გამოთქვამს იგი,
აჟრჟოლებს ტანში, –
უღვთოდ დამეხილს უხეში ძალით.
შენ ზეცის შვიდივ კარი დარაზე,
ხალხს ჯოჯოხეთის დაეცი მეხი,
რაც წმინდა იყო ამ ქვეყანაზე
შელახე უღვთოდ, გათელე ფეხით,
შენ უბოროტეს დემონის ჯუფთი
მკრეხელობ ურცხვად, ზვავად, თავნებად.
შენ უწმინდესი ტაძრები უფლის
გადააქციე ცხენის თავლებად.
კლდეც უგრძნობელი, შენ ააკვნესე
და შენმა შხამმა მთებიც მონავსა,
მიკვირს ვით იტანს პლანეტა ესე
მაგ სისაძაგლეს გაუგონარსა!
ბარი სისხლისგან მთლად იწრიტება,
მოლნიც მოცვარა სისხლისა მცვრევამ,
ჰაერი რად არ დაიშრიტება
ან ზეცა რად არ ჩამოიქცევა…
რად არ შეუდგა ქვეყანას ჟამი,
რად არ იქცევა ნეტავ ქედები –
შენგან დაღვრილი ამდენი შხამით,
რაც დააზღვავე შენივ ქმედებით…
მდინარეთ დარად უვრცეს ზღვებს ერთვის
ხალხთა სისხლისა და ცრემლის ჩქერი;
ადამის ძეთა სიცოცხლე შენთვის
არის უბრალო გაფრენა მწერის.
შენ ხალხებს ზაკვის აუცერ ხვითო
და ორპირობა საქვეყნოდ გათქვი,
ო, ნუ იფიქრებ გწყევლიდე ვითომ, –
შენ წყეული ხარ შენივე საქმით.
შენ წყეული ხარ შენივე აზრით,
შენ ბოროტების კიდემდე მიხვედ,
შენ ეს ქვეყანა მონების ბაზრად
შენ ეს ქვეყანა აქციე ციხედ.
აქციე ციხედ თუჯის თაღებით
და ადენ ტყვეთა სისხლის უხვ წყაროს,
შენ თავკაცების წმინდა წაღები
მოხადე ხალხებს, მხეცო უწყალოვ!
შენ თავკაცების მწვედ გამწირველი
ტანჯულ ხალხს ხდიდი მართალთა წაღებს,
რომ ყოფილიყავ თავად პირველი,
რომ დაგეოკა ეგ სიამაყე.
რა დაგაოკებს, რა შეგაჩერებს,
ხალხს ვით შეხორცდეს ჭრილობის შრენი…
ძარცვავ თვალდათვალ და თან გვაჯერებ,
რომ ხალხისათვის სიკეთეს შვრები.
და ხალხთა თავზე აწვდილ დიდ მახვილს
ვინ შეაგებოს ხმალი თუ ჩადრი…
ხოცავ თვალდათვალ და თან იძახი,
რომ ხალხისათვისს წყალობას სჩადი.
IV
ძალა ხელთა გაქვს, ვის რასა ჰკითხავ, –
სიტყვას ჭეშმარიტს ხარჯავ თუ არა,
სტყუი თვალდათვალ, მაგრამ ვინ გითხრას,
რომ შენ წყეულო, ხარ მატყუარა.
დიახ, ხელთა გაქვს ყველა უფლება
და ვინც იშიშვლებს სიმართლის ხანჯალს,
მყის მოგუდავენ ჭორის ღრუბლებით,
თან მილიონებს მიცემენ ხანძარს.
ღაწვს არ დაგიწვავს შენა სიწითლის,
ცრუ არც ნამუსის ქენჯნას გრძნობ ოდნავ,
თუმცა რა უნდა შენთან სინიდისს, –
სიმართლედ გიჩანს თვით შენი ბოდვაც.
შენ ჯოჯოხეთის შავო ნაცარო, –
ნუთუ ვერასდროს მოგაშთონ წლებმაც,
მზად ხარ: სამყარო თავს ანაცვალო,
რომ მიაღწიო დიდების მწვერვალს.
ეს კიდეც შესძელ შენ უეჭველად
და ტირანთ ღმერთზე ხარ ასჯერ მეტი,
მაგ ბოროტებით ო, გველო ჭრელო,
თავად დაიდგი შენ მონუმენტი.
შენ მონუმენტი თვალმიუწვდენი
თავად დაიდგი სიავის შმორით
და იმავ ძეგლთან პლანეტა ჩვენი
ჩანს, როგორც მზესთან ვარსკვლავი შორი.
 
V
რამდენი ღერი თმისა გასხია,
იმდენი დედის გამძიმებს ცრემლი,
სამყაროს რისხვა შენთვის ახია
და ეს სამყაროც გრისხავს და გწყევლის.
შენ აქ მიწიერს იქმნი პარადიზმს,
ეგ შვება ფსკერზე შავ სისხლს ილექავს,
იყავ წყეული აწ და მარადის
ეგ მიწა გექცეს ტანჯვის დილეგად.
ხალხთა მძლე რისხვით აგევსოს ჯამი,
გაგიწყდეს ჟამი შერიგებისა,
ოდეს დადგება ჟამი განკითხვის,
როს წარუდგები უფალ-იესოს,
რათა სასჯელი ტანჯვის, განკითხვის
მოგეზღოს მხეცო უსაზიზღრესო!
 
VI
შავ აეშაგთა, შავთა მსტოვართა
ხარ შავ ხროვაში გამოკიდული,
შენდა საქებრად ცრუ ხელოვანთა
შენ ააყეფე ხმა მოსყიდული.
ხოლო ნამდვილი მუზა ჩაჰკალი,
ციხეს მიეცი მგოსნები ხალხის,
რომ ვეღარ ეთქათ სიტყვა მართალი, –
თუ ვით წვავს ერებს სახმილი ალხი,
დაიცა შენი ჯერიც დადგება, –
აღიმაღლებენ დევნილნი სიტყვას
და მათი ლექსის მძლე აზათქება
არც შენ დაგინდობს, არ გაგიკითხავს.
ო, მათი რისხვის სიტყვამრავლობა
გულზე დაგასობს ფოლადის ფიწალს
და ლექსი ეტყვის შთამომავლობას
თუ რა არგუნე შენ დედამიწას.
 
VII
შენ ყველა ყრმაში შენ მონას ეძებ
და ყოველ საღ აზრს ახშობ და სდევნი,
მაგრამ იცოდე: თაობა ესე
ხვალ მესაფლავე იქნება შენი.
შენ სიმართლისთვის ყველა მორკინალს
აწამებ, აშთობ, ატყვევებ, დევნი…
შენი მკლავები არის ბორკილი, –
ხუნდი ვეება თვალმიუწვდენი.
რაიცა გველი ამა პლანეტას,
შემოხვევია და ხარბად სალტავს,
თან მაინც კიდე ეცოტავება
ესე მსოფლიო სამეფო ტახტად.
გულხარბო შენთვის ცოტაა, ვერ გღლის
შენივე ცოდვა აზრმიუწვდენი,
შენ უდიდესი აიგე ძეგლი,
ძეგლი ცოდვისა, – ზღვა სისხლისმდენი.
ძეგლი სიმკაცრის, ძეგლი ვამპირის,
ძეგლი სიკვდილის თოვლად მთოველი,
სადაც ყოველი ნაკვთი გაჰყვირის: –
მხოლოდ მე! მხოლოდ ჩემთვის ყოველი!
 
VIII
შენ მიუჩინე ჯაშუშად ძმა ძმას,
უღვთოდ გაყიდა შვილი მშობელმა,
ქმარი ცოლს უწნავს სიკვდილის თასმას,
დამ და დაახრჩო დაუნდობელად –
და ისიც რისთვის? – ლუკმისთვის მარტო,
რადგან ხალხს პურად არგუნე ქატო.
არარს კალამი, არც სიტყვა სხარტი
მთელი სისრულით რომ გამოგხატოს.
 
IX
შენ მხეცის მხრებით უკუნი მოგაქვს,
ჰკოცნი უკუნის შავ ხმალს ხეტარზე.
შენი ფეხები ორ ურჩხულს მოგავს,
რომ აბოტებენ ამ პლანეტაზე.
მათი ტვირთის ქვეშ მზის შუქი კვდება,
კლდე ვეღარ უძლებს ქუსლებს ტიტანურს.
მე მიკვირს მიწა როგორ არ სკდება,
რომ შენ ურჩხულო, თან ჩაგიტანოს.
ნაბანო ზაკვის ფოლორც ემბაზში,
ხარ ბელზებელი მწვედ შენიღბული
მთელი სამყაროს ბოროტებაზე
უბოროტეს არს ეგ შენი გული.
იგი ქვესკნელის მინოსს ეძმება
და არის მასზეც ათასჯერ მეტი,
აბა, მე სად მაქვს იმის შეძლება
ჩამოვქნა სიტყვით სატანის სვეტი.
შენ თვით დახატე შენი ხატება,
შენივე სიტყვით, შენივე საქმით,
რომ ძეგლი იგი, შემდეგ, ხალხებმა,
მოსრან, – მიწიდან ქვესკნელში დანთქმით.
შენ ჯოჯოხეთის ხარ ხელოვანი,
შენ მართლაც დიდი აიგე ძეგლი,
ცრემლით და სისხლით სახელოვანი
შენ ხალხთა ყოფას ქელავ და ჯექნი.
 
X
აწ ჟამმა დაჰკრა, დადექ, იუდავ,
იცან სიკვდილი სისხლის ბელადმა
და ხალხს, წარღვნას რომ მიჰქადდი მუდამ, –
დღეს თვით შენ მიხველ სახრჩობელასთან.
იცან სიკვდილი სისხლის ბელადმა,
ჩაჰკალ იმედი შველა-დახსნისა.
დღეს შენ თვით მიხველ სახრჩობელასთან
და უკან მოგყვა წყევლა ხალხისა.
შენთვის სამყაროს ახია რისხვა
და რისხვაც გითხარ მე – სიტყვის ლოთმა
რამდენი ღერი გასხია თმისა,
იმდენი დედის გამძიმებს ცოდვა,
სამყაროს რისხვა შენთვის ახია
და ეს სამყაროც გრისხავს და გწყევლის,
რამდენი ღერი თმისა გასხია,
იმდენი დედის გიღვრია ცრემლი.
დრო დადგა, აღსდგა ახლა სამყარო
და შენი ხუნდიც იხსნის ტვირთებსა,
ჩაძაღლდი მხეცო, გაუმაძღარო,
შენთვის არავინ არ ატირდება.
 
გაბრიელ ჯაბუშანური – 1950-53 წწ.

ქისტი ქალების საუბრიდან

პირველი ქალი

მე ისეთი ქმარი მინდა, ქალებო,
შავი ღამე დღენათელი ეგონოს,
ცხენი ჰყავდეს – მოპაექრე ქარების,
შვიდი მერნის გამძლეობის მექონი!
თოფი ჰქონდეს – ბეჭდის თვალსაც არ ასცდეს,
სატევარი – მტერს გულში განეწონოს,
მუხლი ჰქონდეს – შუაღამე ქარაფზე
მიდიოდეს და შარაგზა ეგონოს!
მე ისეთი ქმარი მინდა, ქალებო,
ღონით, მარტომ, ცხრა ვაჟკაცი შეკონოს,
ტანი ჰქონდეს – ჩამოსხმული ყალიბში,
შევხედო და… ჩვენი ციხე მეგონოს!

მეორე

მე კი, დებო, ქმარი მინდა ისეთი:
გული ჰქონდეს, შიში კი არ იცოდეს,
გარს რომ ერტყას მტერი, როგორც ნისლეთი,
იგი ხირიმს დამშვიდებით ისროდეს!
მე, ქალებო, ქმარი მინდა ისეთი:
თვალი ჰქონდეს, ბინდი კი არ იცოდეს,
ყური ჰქონდეს, ჩემგან თქმული: ,,ვის ეტრფი?’’
დღის სავალზე მიესმას და მიცნობდეს!
რიჟრაჟის ჟამს მომიტაცოს ჯიგიტმა,
მდევარს მარტო აბრუნებდეს ის ერთი;
მე შევხედო – შეკრთეს როგორც ჩვილი ყრმა,
ჰოი, დებო, ქმარი მინდა ისეთი!

მესამე

მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა:
ის ჩემს ციალს მოევლება ღრუბლებად…
გიჟმაჟობა მომექცევა არმადა,
მომაკლდება ტკბილი თავისუფლება!
ჩემს სილაღეს გაჰყიდიან არბითად
და აბრაგი დამიმონებს ბოროტი…
მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა,
ქალწულობა მირჩევნია ბოლომდის!..
მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა,
და თუ მამა მაინც მიმცემს მეურვეს,
ვინატრებდი: ჩემი ქმარი, ამ დღიდან,
ძებნას აღარ დაუწყებდეს მეორეს!..

 

გაბრიელ ჯაბუშანური

პროექტი ‘აქტიური პანკისი’ დასრულდა

დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელებული პროექტის “აქტიური პანკისის” ფარგლებში, პანკისის ხეობის საჯარო სკოლებში ჩატარებული ინტელექტუალური თამაშების ფინალური შეჯიბრები.

ფინალური შეჯიბრები, როგორც მოველოდით აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო, გამოვლინდა პირველ ადგილზე გასულ სამი გამარჯვებული:

“რა? სად? როდის?”- რამაზი მარგოშვილი

მწერლობა – მარხა ნაციშვილი

მხატვრობა – ხადიშათ წუწაშვილი

და ასევე მეორე ადგილზე გასული სამი გამარჯვებული:

“რა? სად? როდის?”- მარხა ნაციშვილი

მწერლობა – ფერიდე ქავთარაშვილი

მხატვრობა – ისმაილ იმედაშვილი

პირველ ადგილზე გასულ თითოეულ გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო 200 ₾ და მეორე ადგილზე გასულს – 100₾.

შედეგებმა აქაც მოლოდინს გადააჭარბა, სამივე ფინალური შეჯიბრი იყო ერთმანეთზე უკეთესი და ძლიერი.


ბავშვებმა მართლაც დაიმსახურეს ის სიურპრიზი, რომელსაც უმზადებს პრეზიდენტის სასახლე.

25 ივლისს 15:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში ჩატარდება პანკისის ხეობის ყველა სკოლაში შესრულებული საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა, გამარჯვებული ბავშვები წაიკითხავენ (მეორე ტურში გამარჯვებულ) თემებს და მოხდება ფინალურ შეჯიბრში პირველ ადგილზე გასული სამი გამარჯვებულის დაჯილდოება, რომელთაც გადაეცემათ დაჯილდოების სიგელები ჩვენი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით.

მოხდება ყველა სკოლის ყველა გამარჯვებულის ჩამოყვანა გამოფენაზე, ასევე პრეზიდენტის სასახლის მხარდაჭერით გამოფენის შემდეგ იმავე დღეს მოეწყობა პატარა ექსკურია თბილისსა და მცხეთაში, სადაც ისინი დაათვალიერებენ ისტორიულ ძეგლებს.


ფინალური შეჯიბრის მსვლელობას დაესწრნენ სტუმრები “კავკასიური სახლიდან”, რომელთაც ბავშვებს საჩუქრად გადასცეს სპეციალურად მათთვის ჩამოტანილი წიგნები, მადლობას ვუხდით “კავკასიურ სახლს” ასეთი საჩუქრისთვის.


მადლობას ვუხდით პროექტის მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებული სიურპრიზისათვის პრეზიდენტის სასახლის ადმინისტრაციას და განსაკუთრებულ მადლობას –
პრეზიდენტის მრჩეველს სოფიო შამანიდის.


მადლობას ვუხდი იზა ბექაურს, რომელმაც დაგვითმო ფართი და შეგვიქმნა იდეალური პირობები შეჯიბრის ჩატარებისათვის. 

ნონა ხანგოშვილი ( Tumi Dishni )

 

თავისუფალი არწივი

 გეოგრაფია ბავშვობიდან მიყვარდა. საბჭოთა კავშირი რომ მრავალეროვნული სახელმწიფო იყო, ისიც კარგად მომეხსენებოდა, მაგრამ იმან, რაც მე – 18 წლის ჯარისკაცმა საბჭოთა ჯარში გაწვევისას ვიხილე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

რა ეროვნების ადამიანს არ ნახავდი საბჭოთა ყაზარმაში – ლეკები და ტუველები, ყარაყალპაყები და უიღურები, ლეკები და ყალმუხები … რომ მოსაღამოვდებოდა და ლოგინებზე ჩამომჯდარი ჯარისკაცები  მშობლიურ ენაზე აზუზუნდებოდნენ, თავი ბაბილონის გოდოლის მშენებლობის ბოლო სტადიაზე მეგონა.

თუმცა ხმამაღალი შეძახილებითა და ხორხისხმიერი ბგერებით დატვირთულ ვაინახურს ყველასგან გაარჩევდი. ვაინახები ჩვენი კარის მეზობლები – ჩეჩენ-ინგუშები არიან. თავიდან ამ ორ ხალხს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი. თუმცა მათთან 2-წლიანმა ურთიერთობამ ეს განსხვავება ნათლად დამანახა.

ინგუში უფრო პრაგმატულად მოაზროვნეა, ეშმაკობა არ აკლია, უყვარს კარგი ცხოვრება, ამისთვის არ ითაკილებს ვაჭრობასაც კი. მოკლედ ჩვენებურად რომ ვთქვათ,  უფრო გამოსულია.   სხვა საქმეა ჩეჩენი  – საოცრად ამაყ, თავისუფლებისმოყვარე, ბავშვივით გულუბრყვილო, შუა საუკუნეებში გაჩხერილ ჩეჩენ ახალგაზრდებს რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, როგორები  იყვნენ ნამდვილი  მთიელები ძველად, მოკლედ ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოების გმირები ხომ გახსოვთ – ზუსტად ისინი გახლდნენ.

 

საბჭოთა ჯარში ფართოდ იყო გავრცელებული არასაწესდებო ურთიერთობის ისეთი ფორმა, როგორიცაა ,,დედოვშინა“,  როცა  ახალი ჯარისკაცი ვალდებულია უსიტყვოდ დაემორჩილოს ,,დედს“, ანუ ჯარში მასზე უფრო ადრე  მოსულ სხვა ჯარისკაცს.  სწორედ ასეთი ურთიერთობების თავიდან ასაცილებლად, ჩემი ასეული  ერთი გაწვევის სამხედრო მოსამსახურეებით    ვიყავით დაკომლექტებული.

მათ შორის იყო 5 ჩეჩენი ჯარისკაცი: სიტყვაძუნწი, მრისხანე შესახედაობის მაგომედი, მისი პატარა ბიძაშვილი მუდამ პირღია იბრაგიმი, ჭოკივით მაღალი, აქტიური იმ-ალი, პატარა ტანის, კატასავით მოქნილი ბილალი და მუდამ არასერიოზული და მომღიმარი ბაისულთანი.

სიამაყე ვახსენე და ჩეჩნები საერთოდ არავის არ მიიჩნევდნენ თავის სწორად და ტოლად (ინგუშებს არ ვგულისხმობ) და სხვა კავკასიელებსაც კი ამრეზით უყურებდნენ.  ორად ორი ერი, რომლებსაც ისინი მეტ-ნაკლებად პატივს სცემდნენ, ეს იყვნენ: ჩერქეზები და ქართველები. ბოლომდე ვერ დავადგინე, საიდან ჰქონდათ ჩანერგილი ეს გრძნობა მთიან აულებში გაზრდილ წერა-კითხვის უცოდინარ ახალგაზრდებს –  ალბათ უფროსი თაობის გადმოცემებით.

მახსოვს ერთხელ გაკვირვებული იმ-ალი გამენდო:  ერთმა ადიღეელმა მითხრა, ჩვენთან თავსაბურავით სიარული ქალისათვის სავალდებულო არ არისო…

– წარმოგიდგენია გიორგი? ქალი თავსაბურავის გარეშე – ეგენიც იტყვიან რა, კავკასიელები ვართო…

რას ვეტყოდი…  ,,შეწუხებულმა” აღშფოთებით გადავიქნიე თავი..

ახალწვეულები ვიყავით და ე.წ. ,,კარანტინში“  მოგვათავსეს.

ვხედავ მაგომედი სამხედრო სკამზე ,,ტაბურეტზე“ ჩამომჯდარა  და ფანჯარაში იყურება დაღონებული.  გვერდზე მივუჯექი და ვკითხე:

– რაო, მაგომედ, სახლი ხომ არ მოგენატრა?

– ეჰ გიორგი… გამიგია, რომ საქართველო ძალიან ლამაზია,  მაგრამ…  შენ რომ ჩვენი მთები განახა – წუთით ჩაფიქრდა და განაგრძო:

– წარმოიდგინე, რა ხდება: 1 თვის ჩამოსული ვართ და ბაისულთანმა უკვე 3 წერილი მიიღო, ბილალმა 2,  მე კი – არც ერთი. ეხლა ბიჭები წავიდნენ კლუბში, იქნებ გამახარონ.

ამის თქმა იყო და  ოთახში შუბლზე ქუდჩამოფხატული ჩეჩნები  შემოვიდნენ.  უსიტყვოდ კართან გაჩერდნენ, დაღონებულ სახეებზე ეტყობოდათ –    ხელმოცარული დაბრუნდნენ.

– ალაჰს ვფიცავ, – აღაპყრო  ხელები მაგომედმა, – ვინც პირველ წერილს მომიტანს, იმის საპატივცემულოდ კარგ ცეკვას შევასრულებ.

– ოი, მაგომედ!  რა გითხრათ, მამაკაცი ხარ, მამაკაცი – შეუძახეს აღტაცებულმა მეგობრებმა.

მეორე დღეს მაღაზიიდან მომავალმა ნაწილის კლუბს ჩავუარე და..

– ეი, ქართველო, – აქეთ მოდი, – გავხედე და ჩვენი ფოსტალიონი მიქნევს ხელს. მივედი.

– შენ ხომ კარანტინიდან ხარ, ბარემ თქვენი წერილები წაიღე…

წერილების დასტა გამოვართვი. ქართველების წერილები  გადავაწყე, ვიფიქრე, მოდი, ჩეჩნებსაც გავახარებ-მეთქი და რას ვხედავ, სხვების წერილებთან ერთად, მაგომედის ორი წერილი არ დევს!  ცალკე გადავმალე და ოთახში შევედი.

– ბიჭებო, წერილები! – ტაბურეტზე დავყარე წერილები და იქვე ჩამოვჯექი.

ჯარისკაცები წერილებს დააცხრენ და დაინაწილეს.

– რაო, ისევ არაფერი? – თანაგრძნობით შევეკითხე მაგომედს.

ხელი ჩაიქნია და შეტრიალდა.

– ეი, იბრაგიმ – შევძახე პირღიას – როგორ ფიქრობ, მართლა იცეკვებს მაგომედი, წერილი რომ მივცე?

ვიგრძენი, როგორ დაეჭიმა ზურგი პირით ფანჯრისკენ მიბრუნებულ მაგომედს.

– რას ამბობ გიორგი, – დაიძახეს ერთხმად ბიჭებმა – მამაკაცის სიტყვა ითქვა…

– კეთილი და…. 2 წერილი რომ მივცე? 2-ჯერ იცეკვებს? – მუხლზე ტკაცუნით დავირტყი მაგომედის წერილები.

მაგომედი არ შემობრუნებულა, თითქოს რაღაცას ელოდებაო.

სამაგიეროდ ოთხი ჩეჩენი წამოხტა და ოთახის შუაგულში ნახევარწრედ განლაგდა. მერე იმ-ალიმ ჩეჩნურად რაღაც შეჰყვირა და  ტაში შემოკრა…  სხვებიც ხორხისმიერი შეძახილებით და რიტმული ტაშით აყვნენ. ეს იყო და ისკუპა მაგომედმაც და ხმამაღალი შეძახილით  ხელები გაშალა.

12208000_1155139134513824_1152275561_n

გინახავთ, როგორ ცეკვავს ჩეჩენი? თავი და ტანი უძრავად რჩება, ხოლო ხელები და ფეხები ენით აუწერელი ტემპით და  თავისუფლებით მოძრაობს. ქართველ კაცს ცეკვით ვინ გააკვირვებს, მაგრამ არ მეგულება დედამიწის ზურგზე ხალხი,  რომელსაც ასე უყვარდეს და ვისთვისაც ასეთი მნიშვნელობა ჰქონდეს ცეკვას, როგორც ჩეჩენისთვის. რამდენ კაცს ეხერხება კარგად ცეკვა 10 სტატისტიკური ქართველიდან?  ალბათ, სამს ან ოთხს.  ჩეჩენს? ალბათ ათივეს…

ასეთები ვიყავით, ალბათ, კავკასიელები, ადრე..

ერთ  საღამოს ბილალი და იმ-ალი მომიახლოვდნენ.

– გიორგი, რას უყვებოდი ქართველებს, ასე რომ გისმენდნენ?

– ვიდეოს ფილმებს მაყოლებენ, თვითონ ნანახი არა აქვთ და…

– ვიდეო რა არის?

– ვიდეო… ვიდეო მაგნიტოფონი.

– რა ვიდეო მაგნიტოფონი? მაგნიტოფონი?

მივხვდი, გაგონილიც არ ჰქონდათ.

– იგივეა, რაც მაგნიტოფონი, ოღონდ ტელევიზორში აერთებ და კასეტით ფილმს უყურებ.

– თუ მუსიკას უსმენ?

– არა… ფილმს უყურებ.

ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუტყდათ.

– ოი, ოი, გიორგი, ეს  რა დაახეთქე; შენ ვინ ყოფილხარ!

ნერვები მომეშალა

– ჰო, მესმის თქვენი… თქვენს აულებამდე  ეს სიახლე ჯერ ვერ ჩამოაღწევდა.

ბიჭები ჩამომსხდარ ჩეჩნებს დაუბრუნდნენ და რაღაც უთხრეს. ხმამაღალმა სიცილმა მიმახვედრა, რომ ჩემს უსაზღვრო ფანტაზიაზე იცინოდნენ.

ამ ამბის მერე ჩეჩნებში  გამოუსწორებელი მატყუარას სახელი გამივარდა. ურთიერთობაშიც მერიდებოდნენ და ზურგს უკან დამცინოდნენ.

ჩვენს პოლკში 20-მდე ჩეჩენი მსახურობდა. მათი ლიდერი  გახლდათ გროზნოელი სტუდენტი, რომელიც უდიდესი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა თანამემამულეებში. ცხოვრებაში იშვითად მინახავს ასეთი ლამაზი მამაკაცი, როგორიც იყო რუსლანი.

თეთრი პირის კანით, შავი, ლამაზად დაწყობილი თმებითა და თხელი ტუჩებით, საოცრად ჰგავდა ალენ დელონს. თავიდან რომ ვნახე, ვიფიქრე, ეს ნატიფი და ნაზი ბიჭი ჩეჩნებმა ლიდერად როგორ აღიარეს მეთქი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ვცდებოდი. შემთხვევით გადავაწყდი, ერთ-ერთი კავკასიური ეროვნების 3 წარმომადგენელი როგორ მიბეგვა ჩხუბში ისე, რომ თვითონ ერთი მუშტიც არ მოხვედრია.

სასადილოდან  მარტო ვბრუნდებოდი. ჩეჩნების ჯგუფს ჩამოუარე და მივესალმე. სალმითვე მიპასუხეს.

როგორც შემდეგ მიამბეს, თურმე რუსლანმა ჩემს ჩეჩნებს ჰკითხა:

– თქვენი გურჯია?

– ჩვენი გურჯია..

– მომწონს, კარგი ბიჭი ჩანს.

– კი, კარგი ბიჭია… ვმეგობრობდით კიდეც მასთან, მაგრამ მერე საოცარი მატყუარა აღმოჩნდა  და ვიდეომაგნიტოფონის ამბავი უამბეს.

– ოი, ბიჭებო, რამდენჯერ გითხარით, თუ რამე არ იცით მოდით და მკითხეთ. ის მართალია… არსებობს ასეთი მაგნიტოფონი. მართალია მე არ მინახავს, მაგრამ გროზნოში ბევრს ჰქონდა.

რუსლანის სიტყვა შეუცდომელი ჭეშმარიტება იყო ბიჭებისთვის. საღამოს ლოგინზე ჩამომჯდარს ხუთივე მომადგა:

– გიორგი, კარგად არ გამოგვივიდა შენთან. მართლა ვერ წარმოგვედგინა ასეთი მაგნიტოფონი; რუსლანმა გვითხრა, რომ მართალი ყოფილხარ..

ისეთი სასაცილოები იყვნენ ეს 18 წლის ,,მამაკაცები”, რომ წყენამ იმ წამს გადამიარა.

– ჰო, თავიდან მეც გამიჭირდა დაჯერება… მართლაც საოცარი რამეა.

– გიორგი, კაცურად.. იქნებ ერთი კინო მოგვიყვე, თუ შეგიძლია, რა თქმა უნდა – მაგომედი ფრთხილად არჩევდა სიტყვებს

– თქვენ უარს ვერ გეტყვით ბიჭებო – დავიფასე თავი – რა ჟანრის ფილმები მოგწონთ?

– ყველა გვაინტერესებს.

– კეთილი, მაშინ საშინელებათა ფილმს მოგიყვებით.. იმაზე თუ როგორ ჭამდა უზარმაზარი  ზვიგენი დამსვენებლებს..

დაახლოებით ერთი საათის   შემდეგ მონაყოლით დაზაფრულ და გაოგნებულ ჩეჩნებს ვთხოვე,  გვიანაა, დავიძინოთ-მეთქი.

– რა თქმა უნდა,   დაიძინე გიორგი…  მაგრამ, ეს რაც მოყევი, მართლა მოხდა?

– არა, ბიჭებო, ეს ხომ კინოა…  დაიძინეთ და   ხვალ სხვას მოგიყვებით..

მეორე საღამოს 5-ის მაგივრად  ათნი მოვიდნენ.

– გაიცანი გიორგი – ასლანი, შამილი, ნაზირი, ზელიმხანი…

წამოვდექი და ყველას კავკასიურად მხარზე მხარის მიდებით მივესალმე.

– გიორგი, ბიჭებს მოვუყევით შენი ფილმი, მაგრამ ჩვენ შენსავით კარგად არ გამოგვდის;  ჰოდა ბიჭებმა გვთხოვეს, წამოგვეყვანა..

– კარგი გიქნიათ, ოღონდ  ყოველ საღამოს ცოდო ვარ… შაბათ-კვირას მოდით ხოლმე… ეხლა კი, რახან მოხვედით, სტუმრებს ისე ხომ არ გავუშვებ – გავიხსენებ რამეს. აბა მითხარით, რემბოს შესახებ თუ გსმენიათ…

ამის მერე ყოველ შაბათს საღამოს, ყაზარმის შესასვლელთან წამოწოლილი ქუთაისელი როსტომი მთელი ხმით გამომძახებდა:

– სად ხარ ბიჭო გიაიააა…

– აქ ვარ, რა ხდება როსტომ – გამოვძახებდი მე.

– ე ბიჭო,  მოდი, მოხედე სტუმრებს… მევიდნენ შენი ჩეჩნები.

მალე  ისე გავშინაურდი, რომ თავის თავყრილობაზეც კი მიმიწვიეს, რომელიც რომელიღაც მუსულმანურ რელიგიურ დღესასწაულს ეძღვნებოდა. ოფიცერთა სახლის სარდაფში განლაგებულ საქვაბეს შუა აზიიდან  გაწვეული ჩეჩენი – ახმედი განაგებდა (როგორ მოხვდნენ ჩეჩნები შუა აზიაში, მოგვიანებით გავიგე), მის განკარგულებაში რამოდენიმე დიდი დარბაზი და ხუთიოდე უზბეკი ცეცხლფარეში იმყოფებოდა.

ჩვენი პოლკის ოცამდე ჩეჩენი  დიდი სიყვარულით და პატივისცემით მიესალმა ერთმანეთს, ჩემი მისვლა არავის გაკვირვებია, მეც   ყველას ვიცნობდი – ვიდეო სეანსების მუდმივი კლიენტები ბრძანდებოდნენ. ლოცვა მეზობელი ასეულის ქერა სერჟანტმა  სულთანმა წაიკითხა, ყველამ ხელები   და  სახე ჯერ  ზევით აღაპყრო, მერე სახეზე ჩამოისვა და რუსლანმაც  სადღესასწაულო სუფრაზე მიგვიწვია, რომელიც ტკბილეულითა და ხილით იყო გაწყობილი.

საკვების გადაღებას არავინ ჩქარობდა, ჯერ ერთმანეთს სთავაზობდნენ, მიუხედავად იმისა რომ საკვები ჯარში აშკარად არ გვყოფნიდა და ჯარისკაცები  სანახევროდ მშივრები დავდიოდით, მოუთმენლობის ან სულწასულობის გამოჩენა  ჭამის დროს ჩეჩნებში უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა.

საუბარი წყნარად, ჩეჩნურად მიდიოდა და თუ ვინმეს ხუმრობაზე გაიცინებდნენ, მხოლოდ  მაშინ მითარგმნიდნენ ხუმრობის შინაარს და სიცილის მიზეზს… სუფრაზე ალკოჰოლი არ იყო, თუმცა ამას მხიარულებისთვის ხელი არ შეუშლია. მალე რუსლანმა ტახტი ასწია და რუსული ბალალაიკა და ფანდური ამოიღო, მერე შემომხედა და ფანდური გამომიწოდა, ის იყო უნდა მეთქვა, რომ დაკვრა არ მეხერხება, რომ უცებ გავშეშდი, ფანდურზე ქართული წარწერა შევნიშნე  ,,გურამი. 1956 წელი”. რუსლანმა გამიღიმა.

– ხედავ რა ძველია… ეს ფანდური ქართველებს ეკუთვნოდათ, მაგრამ შემდეგ ჩეჩნებს გადასცეს.

– ალბათ, ისინი უკეთესად უკრავდნენ.

რუსლანმა ფანდური შეათამაშა და ბილალს გადაუგდო. თვითონ ბალალაიკას წვალება დაუწყო, თან ღიმილით მანიშნებდა, ბოდიში, სხვა არაფერი გვაქვსო. მალე ინსტრუმენტები აიწყო. წრეზე ჩამოვჯექით, რუსლანმა ბიჭებს გადახედა, თითქოს შეკვეთას ელოდაო.

ბიჭები კი  ჩუმად ისხდნენ და რიდითა და პატივისცემით შესცქეროდნენ.  მივხვდი, რომ იგი თავად შეარჩევდა რეპერტუარს.

რუსლანმა ბილალს რაღაც უთხრა და სიმებს ჩამოკრა, ბილალმაც დიდხანს არ ალოდინა და ქართული ფანდურის ხმოვანებამ საოცარ ჟრუანტელად დამიარა ტანში. რამოდენიმე აკორდიც  და ბილალმა   ჩეჩნური სიმღერა წამოიწყო.

ვისაც ჩეჩნურ ენაზე საუბარი მოუსმენია, ვერ წარმოიდგენს, რომ ამ ენაზე სიმღერა საერთოდ შესაძლებელია. ამიტომ სასიამოვნოდ გაკვირვებული ვუსმენდი საოცრად მელოდიურ და ამავე დროს ნაღვლიან სიმღერებს, რომელიც სადღაც გულის სიღრმეში  ასე არხევდა ჩემს კავკასიურ გენებზე გაჭიმულ სიმებს. სიმღერის დასრულების შემდეგ ბილალს ვთხოვე:

– თუ შეგიძლია რუსულად იმღერე  ბილალ… სიტყვები რომ გავიგო

– რა თქმა უნდა, შემიძლია – ხმადაბლა მითხრა ბილალმა – მაგრამ… რუსლანი გვიკრძალავს.

– რატომ? – გამიკვირდა მე.

– როგორ თუ ,,რატომ?” – საპასუხოდ გაუკვირდა მას.

იგივე თხოვნით რუსლანს მივმართე:

– რუსლან, კაცურად… სანამ ჩეჩნურს ვისწავლი, ერთხელ რუსულად მიმღერეთ. მინდა    შინაარსი გავიგო-მეთქი.

გაეცინა და ბილალს თავი დაუქნია.

რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმღერები  სიყვარულზე იქნებოდა და სმენად გადავიქეცი:

,, ამოიწვერა      მთებში  ცისკარი

სხივი  მოჰფინა  ჩეჩნურ    აულებს…

შამილს მოჰყვება გმირების   გუნდი

ქარი გაფანტავს მოწოლილ ღრუბლებს…’’

ამღერდა ბილალი უაქცენტო რუსულით.

გაკვირვებისგან პირის დაღებაც ვერ მოვასწარი, რომ სულთანმა და მაგომედმა მიუმღერეს:

,, ვის     გაუხდია    მთიელი    მონად…

სიცოცხლეს დავთმობთ, შიში არ ვიცით..

რუსთა       ხიშტებზე     კამარას   შეკრავს,

თავისუფალი    მთების       არწივი..’’

მართალია ჰაერში უკვე ,,პერესტროიკის’’ სუნი ტრიალებდა, მაგრამ ესეთი სიმღერები  საბჭოთა სამხედრო ნაწილში?!  სულგანაბული ვუსმენდი და თითო სიმღერას სამჯერ მაინც ვამეორებინებდი. ასე დაგვათენდა თავს…

ისე იმოქმედა ჩემზე ამ სევდიანმა, მაგრამ სულით ხორცამდე ვაჟკაცობით და სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილმა სიმღერებმა, რომ ვფიცავ, დილით მზად ვიყავი შამილის ნებისმიერ რაზმში გავწევრიანებულიყავი და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მებრძოლა სამშობლოს თავისუფლებისათვის…

ასე იმუხტებოდნენ, ალბათ, ადრე ბრძოლის წინ მთიელები…

ამ შეკრების შემდეგ 1 წელი გავიდა. დადგა გაზაფხული. რუსლანი სახლში გაემგზავრა. მე და ჩემს ჩეჩნებს რამოდენიმე თვე გვაშორებდა სამსახურის დამთავრებამდე. მაგომედმა ახმედისგან ჩვენთვის ცნობილი საქვაბის უფროსობა გადაიბარა.

1986 წლის 9 მაისს  პოლკის საზეიმო მოწყობაზე დივიზიის მეთაური გვესტუმრა. ის იყო მიტინგი გახურდა, რომ მოულოდნელად პოლკოვნიკის მახვილმა თვალმა პლაცის სიახლოვეს მდგარი მაგომედი შენიშნა.

– აქ მოდით, ამხანაგო ჯარისკაცო – დაიგრგვინა რუსმა ოფიცერმა, დაყენებული სამეთაურო ხმით .

მაგომედი არასამწყობრო ნაბიჯით მიუახლოვდა და უხერხული სამხედრო სალამი მისცა. პოლკოვნიკმა დამცინავად ახედ-დახედა წელში გამოკერილ ფორმას და მზერა მაღალ ქუსლებზე შეაჩერა:

– ერთი მოდით აქ და შეხედეთ ამას! აი თქვენი მუშაობის შედეგი!!! –  დაუყვირა ჩვენი პოლკის მეთაურს, რომელიც იქვე  აწურული იდგა

– მაშინ, როდესაც უბრალო რუსი ბიჭები თავს არ იზოგავენ დიადი საბჭოთა სამშობლოს სამსახურში – ასეთი მაგომედები არხეინად გორაობენ ,,კაჩეგარკაში’’ და ჩვენს გვერდით მწყობრში დგომასაც არ კადრულობენ!  გინდათ მეტი გითხრათ? კი ბატონო! გინდათ ნიძლავი, რომ ამისთვის 9 მაისი დღესასწაულიც კი არ არის!!!

– ეხლავე, აქვე გაიხადეთ ეგ ჩექმები და ფორმა და დადექით მწყობრის წინ, სანამ ჰაუპტვახტში წახვალთ! მინდა ყველამ დაიხსომოს თქვენი უზადო სხეული! – მოინდომა ,,შოუს”  დადგმა რუსმა.

– არასოდეს! – უპასუხა მაგომედმა.

– რაო? – ყურებს არ უჯერებდა დივიზიის მეთაური.

– არასოდეს!!!

– შენ იცი, რომ, ამ პასუხისთვის ციხეში მოხვდები, შვილო?!

– მე თქვენი შვილი არა ვარ და არც თქვენი ციხის მეშინია! – უპასუხა მაგომედმა 1200 კაციანი მწყობრის წინ.

– აი, ამას კი ვნახავთ! ბევრ შენისთანას ჩაუფსია სასამართლოზე – გადაიხარხარა პოლკოვნიკმა.

– მაშ, მე მამაკაცი არ ვიყო, თუ თქვენს სასამართლოზე ლეკური არ ვიცეკვო! – ამაყად უპასუხა ჩეჩენმა.

– ვნახოთ, ვნახოთ, შენზე მაგარი ბიჭები გაუტეხია  საბჭოთა ხელისუფლებას; უკანასკნელად  გეკითხები…  შეასრულებ საბჭოთა მეთაურის ბრძანებას?

მწყობრიდან   მაგომედის ვაჟკაცობით აღფრთოვანებული  ჩეჩნური შეძახილები  გაისმა, თუმცა  მაგომედს მშვიდ გამომეტყველებაზე  ეტყობოდა, რომ გამხნევება სულ არ სჭირდებოდა

– არასოდეს!

– მაშ კარგიიი…

სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ პლაცის გარშემო ხეებზე ჩამომსხდარი ყვავების ყრანტალი არღვევდა.

– პოლკო სწორდიით, სმენაა! რიგითო მაგომედ ასხაბოვ, თქვენ არღვევთ სამხედრო ფორმის ტარების დადგენილ  წესს. გიბრძანებთ, გაიხადოთ იგი და მოაწესრიგოთ!

მღელვარებისგან კინაღამ გული გამიჩერდა.

–   არასოდეს!

– დააპატიმრეთ, ამხანაგო მაიორო! – მიმართა პოლკოვნიკმა საგანგებოდ გამოძახებულ ნაწილის მორიგეს.

მაგომედი წაიყვანეს.

ამ ამბიდან დაახლოებით 2 თვეში, ჩვენი პოლკის კლუბში, მაგომედის საჩვენებელი სასამართლო გაიმართა. ჯარისკაცებით გადავსებული დარბაზის სცენაზე  სასამართლოს წევრები ისხდნენ. სამხედრო პროკურორი, რომელსაც წითელ სამხრეებზე ფარი და ორი ჯვარედინი მახვილი უელავდა, თავის გამოსვლაში აღშფოთებას ვერ მალავდა:

– მაშინ, როდესაც 26 ყრილობის გადაწყვეტილებებით ფრთაშესხმული ჩვენი საბჭოთა მშრომელები დღეს და ღამეს ასწორებენ კომუნიზმის მშენებლობის ხარაჩოებზე, სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს შორის კიდევ დარჩნენ ისეთი  ელემენტები, როგორიც ეს ახალგაზრდაა…

მაგომედი არხეინად იჯდა შეიარაღებულ მცველებს შორის, თითქოს ეს ყველაფერი მას არ ეხებოდა…

პროცესი დიდხანს არ  გაგრძელებულა.

,,მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობისთვის… მუხლის  თანახმად მიესაჯოს… ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა…”

მაგომედი ფეხზე ადგა, დარბაზს გადახედა და მშვიდი ხმით დაიძახა ,,ალლაჰუ აკბარ…”

აცრემლებულმა იბრაგიმმა დარბაზიდან შეძახილითვე უპასუხა ,, ალლაჰუ აკბარ…”

მაგომედი შემოტრიალდა, მერე ერთი  მოძრაობით დაცვას დაუსხლტა და სცენაზე მთიულური ცეკვის რამოდენიმე ილეთი ლაზათიანად შეასრულა.

ეს იყო და ატყდა შეძახილები, ალიაქოთი და გაწევ-გამოწევა… მუჯლუგუნებით გასასვლელისკენ გავიკვლიე გზა, სადაც შეიარაღებულ ბადრაგს მაგომედი მიჰყავდა, მაგრამ წინ  საგანგებოდ მოყვანილი დაზვერვის ცალკეული  ასეულის რუსი სერჟანტები გადამიდგნენ.

– მაგომეეედ!  – დავიღრიალე მთელი ხმით.

დაბორკილი ჩეჩენი მანქანის ძარაზე აიყვანეს. წამით შემობრუნდა, თავი ღიმილით აიქნია და სიღრმეში გაუჩინარდა.

მანქანა დაიძრა. გაშეშებული ვიდექი. უკნიდან საუბარი შემომესმა:

– აბა, რას იტყვით ყოველივე ამაზე, ნიკოლაი ივანოვიჩ? – ორმა წითელსამხრეებიანმა პოლკოვნიკმა სიგარეტი გააბოლა.

– იმას ვიტყვი, იგორ პეტროვიჩ, რომ ეხლა ვხვდები, რა სწორად მსჯელობდა იოსებ ბესარიონოვიჩი, როცა ამბობდა… ,,ამ ხალხის აღზრდას აზრი არა აქვს. ისინი უბრალოდ უნდა განადგურდნენ!’’

კვლავ მანქანას გავხედე, რომელმაც მოსახვევში სვლა შეანელა… და ამ დროს წამით, მხოლოდ წამით, მომეჩვენა რომ  ნიავს  სიმღერის ხმა მოჰქონდა:

,, … რუსთა ხიშტებზე კამარას შეკრავს,

თავისუფალი მთების არწივი…’’

1984-86 წელი

საბჭოთა ჯარების  ჯგუფი გერმანიაში.

გიორგი გობეჩიას მოთხრობა

ენავ ქართულო

სულზე უტკბესო, უნეტარესო,
ენავ ქართულო, უხვსიტყვიანო,
ბრძოლით მოსულო, სისხლით დაცულო,
დედის მადლივით სისხლხორციანო!

Continue reading

პანკისის უხუცესთა კავშირის განცხადება

პანკისის ხეობის ქისტური მოსახლეობის „უხუცესთა კავშირის“ გამგეობის განცხადება
ჩვენ, პანკისის ხეობაში მცხოვრები უხუცესები დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს უკანასკნელ დღეებში პანკისის ხეობასა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებს, როცა იმართება მიტინგები და ამ შეკრებებზე ცალკეული ინდივიდები თუ პარტიის წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს სოფელ ჯოყოლოში, ბალთაგორაზე ქისტებმა დაანგრიეს მშენებარე ეკლესია.
 
უპირველესად, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ იმ ადგილზე, რომელზედაც აღნიშნული გამომსვლელები ყურადღებას ამახვილებენ არანაირი ეკლესია ისტორიულად არც ყოფილა და არც ამჯერად მიმდინარეობდა რაიმე მშენებლობა და ამ მიტინგზე გასაჯაროვებული საკითხი დეზინფორმაციაა, ხალხის მასების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, საზოგადოების ემოციებზე ზემოქმედებისა და ქართულ-ქისტურ ურთიერთობებში უფსკრულის გაჩენის მიზანს ემსახურება.
 
მეტი სიცხადის შეტანისთვის საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, რომ ამ სადღესასწაულო ადგილზე იკრიბებოდა სოფელ ჯოყოლოს მოსახლეობა. ყოველ გვარს თავისი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული ან დასაკუთრებული, სადაც იშლებოდა სუფრა. აქვე ცენტრში იყო გაკეთებული წარმართული ( და არა ქრისტიანული) ნიშა, რომელიც ჟამთასვლის გამო მოიშალა. სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა გადაწყვიტა ამ ნიშის შეკეთება, რაზედაც გაიხარჯა ერთი ტომარა ცემენტი. როგორც ჩანს, რომელიმე ახალგაზრდას, ან ახალგაზრდების ჯგუფს არ მოეწონა ეს ქმედება და გადაწყვიტეს ამ შესრულებული სამუშაოს მოშლა. ეს არის და ეს. ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები, ვის დაკვეთას ასრულებდნენ ან რა მიზანს ემსახურებოდა მათი ქმედება უცნობია.
 
ამას მოჰყვა ის აჟიოტაჟი, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი მოიცვა და ამხელა დეზინფორმაცია მიიწება, ხალხის ემოციებზე ძალზე ნეგატიურად იმოქმედა, რის გამოც უამრავი სატელეფონო ზარი განხორციელდა, სადაც სიმართლის გაგების სურვილი იყო.
 
ჩვენ, პანკისელი უხუცესები ამ ფაქტის გამო შევიკრიბეთ და გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება; რომ ნებისმიერი რელიგიური ან საკულტო ნაგებობა ხელშეუხებელია და საუკუნეების განმავლობაში ეს ასეც იყო. უპირველესად ჩვენ, ჯოყოლოელები და პანკისელები განვიცდით იმას რაც მოხდა, რადგანაც ამ ადგილზე ჩვენ ვზეიმობდით დღესასწაულს. მაგრამ ჩვენთვის ასევე გასაგებია იმ ადამიანთა სურვილი, რომ ამის გამო უზარმაზარი ტალღა ააგორონ, რომ ხეობის ქისტები ყველა ერთ ჯამში მოაქციონ, საქართველოს და ქართველების მტრებად გამოგვაცხადონ.
 
შეურაცხმყოფელია მიტინგზე წამოსროლილი სიტყვები: „ყველას თავები დავუხეთქოთ“, „წაეთრივნენ საიდანაც მოვიდნენ“, „გადავუკეტოთ გზა“ და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ბილწი გინება, რომელიც ძნელია მშვიდად მოისმინო. ამ სიტყვების ავტორებს გვინდა ვუთხრათ ისტორიული რეალობის თაობაზე, რომ ქისტების საქართველოს ტერიტორიაზე დასახლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლდათ პანკისის ხეობის ჩაკეტვა, ლეკების შემოსევებისაგან დაცვა, რაც ჩვენმა წინაპრებმა პირნათლად შეასრულეს. ეს გახლავთ ისტორიული ფაქტი – ჩვენ ქართულ ხეობას, ქართულ მიწას ვიცავდით, რომელიც მტრის გამუდმებული შემოსევებისაგან უკაცრიელ, დაცარიელებულ, გაუვალ ხეობად იყო ქცეული.
 
ჩვენი ახალგაზრდები ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვისაც დაეცნენ აფხაზეთში, სოხუმის მისადგომებთან და დღეს, ახმეტის ცენტრში აღმართულ მემორიალურ დაფაზე სხვა დაღუპულების გვერდზე მათი ( 3 ახალგაზრდა) გვარები არაა ამოტვიფრული. ასეთ ისტორიულ ფაქტებზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი.
 
ამით ჩვენ გვინდა წყლის ამღვრევის მსურველთ შევახსენოთ, რომ ამ მიწაზე ცხოვრების უფლება ჩვენი ქმედებებით მოვიპოვეთ, იმითაც , რომ უსაზღვროდ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და მისი ძირითად მაცხოვრებლები – ქართველები და სხვა მოსახლეობაც. ჩვენ ერთი ძირის მქონე, საერთო გენეტიკური წარმოშობის ხალხი ვართ და ცალკეული ღვარძლით დაავადებული ადამიანები ჩრდილს ვერ მიაყენებენ საუკუნეების განმავლობაში ნაშენებ მეგობრულ ურთიერთობებს. გადავხედოთ ქართულ ლიტერატურას:
 
ქართველ კაცს არც ერთი სხვა ერის კაცის ღირსებისა და მაღალი ზნეობის შესახებ არ უმღერია, არ შეუქმნია პოეზიისა თუ პროზის მარგალიტები, მაგრამ ქისტი კაცის მაღალ ღირსებაზე შექმნილი ნაწარმოებების ჩამოთვლაც კი გაგვიჭირდებოდა. რატომ?!! რაშია საქმე? იმიტომ რომ ზნეობითაც და ღირსება-რაინდობითაც, ფსიქოლოგიითაც , ტრადიციებითაც და უამრავი სხვა თვისებითაც ერთმანეთის მსგავსნი ვიყავით და ვართ. თუ რამე მოსავლელი გვაქვს დავსხდეთ და ერთად მოვუაროთ. ძმები ხომ ასე იქცევიან?
პატივისცემით,
 
პანკისის ხეობის „უხუცესთა კავშირის“ გამგეობა.

ბექხან ფარეულიძე: ისლამი კრძალავს საკულტო ნაგებობების ნგრევას

რამდენიმე დღის წინ სოფელ ჯოყოლოში სალოცავი ნიშის დანგრევის ფაქტთან დაკავშირებით, პანკისის ხეობის იმამმა განცხადება გაავრცელა.

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით, მინდა გამოვეხმაურო პანკისის ხეობის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

პირველ რიგში მინდა ვთხოვო ყველას, წინასწარ დასკვნებს ნუ გააკეთებენ და პანკისის ხეობის მუსლიმი თემის მიმართ ნუ აჟღერებენ ბრალდებებს. ჩვენ პანკისის ხეობის მუსლიმები, არასოდეს არ ვყოფილვართ სხვა რელიგიური მიმდინარეობის სიწმინდეების წინააღმდეგ, ამდენი წლის განმავლობაში პანკისის ხეობაში მდგარ სხვადასხვა ეკლესიებს არცერთი ჩვენი თემის წევრი არ შეხებია, იმ დროსაც კი, როცა პანკისის ხეობაში არეულობა იყო და პოლიციის მიერ არ ხდებოდა კონტროლი.

ჩვენი რელიგია კრძალავს სხვა რელიგიური საკულტო ნაგებობების დანგრევას და შესაბამისად, როგორც მუსლიმები, ჩვენ არანაირად არ მოვიწონებთ რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფას.

დღეს ახმეტაში გაიმართა აქცია, სადაც შეურაცხყოფას აყენებდნენ პანკისელებს, მოვითხოვ, ყველა პროვოკატორმა თავი დაანებოს მთელი ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, დაეველოდოთ გამოძიებას, წინასწარ ნუ დაგვადანაშაულებენ იმაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავიდენდით.

ზოგიერთმა პანკისში მომუშავე მედიასაშუალებამ,გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით ხალხი შეცდომაში შეიყვანა, თითქოს პანკისის ხეობაში ეკლესია დაანგრიეს, ამან კი თავისი შედეგი გამოიღო და მორწმუნე ქრისტიანების უფრო მეტი აღელვება გამოიწვია.

მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას,ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდოთ ხალხს, რომ არ მოხდეს ხალხთა შორის ურთიერთობების გამწვავება, ეს მხოლოდ ამ პროვოკაციის მომწყობებს აწყობთ.

ვფიქრობთ, რომ ეს არის პროვოკაციული ქმედება და ამის მოთავეს ქვეყნისთვის არაფერი კარგი არ უნდა და ჩვენს შორის დაძაბულობის გაჩენა სურს.

 

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრებმა ცისკარიშვილებმა სალოცავი ნიში ააშენეს, რამდენიმე დღის შემდეგ ადგილზე მისულს კი, ის დანგრეული დახვდა.

მომხდარის დროული გამოძიების მოთხოვნით ახმეტაში საპროტესტო აქცია გაიმართა.

სალოცავის დანგრევის ფაქტზე გამოძიება 187–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

,,თუ პანკისი არ გინახავთ”

თუ პანკისი არ გინახავთ,
არ გინახავთ საქართველო…
მას ამშვენებს ირგვლივ კლდენი
მობიბინე მთა და მდელო.


აქ სპეროზა, აქ დიდგვერდი,
აქ დაჰქრიან ჯიხვნი ფრენით,
აქ ლოცულობს დიდ-პატარა,
ალლაჰია ჩვენი ღმერთი!


მოგრიალებს ალაზანი,
ხან მშვიდია, ხანაც გიჟი,
ლამაზია ეს პანკისი,
მამაცია ჩვენი ჯიში.


თავად ვაჟაც ჩვენზე წერდა,
ის გვიქებდა ყველა ვაჟკაცს,
სტუმარ-მასპინძლობის წესი
არ გამქრალა ჯერაც, ახლაც.


ვენაცვალე მე ჩემს პანკისს,
ჩემს მამაც და მებრძოლ ქისტ ერს,
უნდა გშურდეს კაცის, ვისაც
ფეხი აუდგამს მიწა ქისტეთს…

 

დავით მარგოშვილი

ევროპული ქარტია: ჩეჩნური [ქისტური] ენა საქართველოში

რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია

რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია წარმოადგენს ევროპის საბჭოს კონვენციას, რომელიც ხელს უწყობს იმ უმცირესობათა ენების დაცვას, რომლებზეც ტრადიციულად საუბრობენ ქვეყანაში. ენათა ქარტია ითვალისწინებს ხელშეწყობის სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც შექმნილია იმის უზრუნველსაყოფად და წასახალისებლად, რომ მოხდეს ამ ენების საჯაროდ, განსაკუთრებით სკოლებში, კულტურულ ღონისძიებებში, მედიაში, კომპანიებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში გამოყენება.
1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანების დროს, საქართველომ იკისრა რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირება.

როგორც კი საქართველოს ხელისუფლება მოახდენს ქარტიის რატიფიცირებას და დოკუმენტი შევა ძალაში, იგი ხელს შეუწყობს ქისტურ/ჩეჩნური ენის დაცვასაც, რადგან იგი წარმოადგენს უმცირესობათა იმ ერთ-ერთ ენას, რომელზეც ტრადიციულად საუბრობენ საქართველოში. მოცემული ენის გზამკვლევი მოიცავს ენების ევროპული ქარტიით გათვალისწინებულ ხელშეწყობის იმ ღონისძიებებს, რის გამოყენებასაც საქართველო აპირებს ქისტურ/ჩეჩნურის მიმართ.

მხარი დაუჭირეთ ამ ღონისძიებებს: თუ თქვენც რეგულარულად იყენებთ ქისტურ/ჩეჩნურ ენას სხვადასხვა სფეროში, თქვენ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქისტურ/ჩეჩნურის, როგორც საქართველოს ენის, შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში.

მიზნები და პრინციპები

საქართველო საკუთარ პოლიტიკას, კანონმდებლობასა და პრაქტიკულ საქმიანობას ქისტურ/ჩეჩნური ენის მიმართ იმ ტერიტორიის ფარგლებში, სადაც ეს ენა გამოიყენება და ამ ენის კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად, ააგებს შემდეგ მიზნებსა და პრინციპებზე დაყრდნობით:

 

  • ქისტურ/ჩეჩნური ენის აღიარება კულტურული სიმდიდრის გამოხატულებად.
  • ქისტურ/ჩეჩნური ენის გეოგრაფიული არეალის პატივისცემა იმის უზრუნველსაყოფად, რომ არსებული ან ახალი ადმინისტრაციული დაყოფა დაბრკოლებას არ წარმოადგენდეს ქისტურ/ჩეჩნური ენის განვითარებისათვის.
  • საჭიროების შემთხვევაში ქისტურ/ჩეჩნური ენის განვითარებისათვის გადამჭრელი მოქმედების აუცილებლობის უზრუნველყოფა, მისი დაცვის მიზნით.
  • ზეპირი და წერილობითი ფორმით, საჯაროდ და პირად ცხოვრებაში ქისტურ/ჩეჩნური ენის გამოყენების ხელშეწყობა და/ან წახალისება
  • ქარტიით გათვალისწინებულ სფეროებში ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე მოლაპარაკე ჯგუფებს შორის კონტაქტების შენარჩუნება და განვითარება, აგრეთვე კულტურული ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოში მცხოვრებ სხვა ჯგუფებთან, რომლებიც განსხვავებულ ენებზე საუბრობენ.
  • განათლების სისტემის ყველა შესაბამის საფეხურზე ქისტურ/ჩეჩნური ენის სწავლებისა და შესწავლის სათანადო ფორმებისა და საშუალებების უზრუნველყოფა.
  • ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე არამოსაუბრე პირებისათვის ენის შესასწავლად პირობების შექმნა, თუ ისინი ცხოვრობენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ენა გამოიყენება და აქვთ მისი შესწავლის სურვილი.
  • უნივერსიტეტებსა ან შესაბამის დაწესებულებებში ქისტურ/ჩეჩნური ენის შესწავლისა და კვლევის ხელშეწყობა.
  • ამ ქარტიით გათვალისწინებულ სფეროებში სახელმწიფოთაშორისი გაცვლების შესაბამისი ფორმების ხელშეწყობა ქისტურ/ჩეჩნური ენისთვის.

ქისტურ/ჩეჩნური ენის გამოყენების მიმართ, საქართველო იღებს ვალდებულებას აღკვეთოს, თუ ჯერ არ აღუკვეთავს, ნებისმიერი გაუმართლებელი გამორჩევა, გამორიცხვა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება, რომელიც მიმართულია ამ ენის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის ხელის შეშლისა ან საფრთხეში ჩაგდებისაკენ.

ამასთან, ქისტურ/ჩეჩნური ენის სასარგებლოდ სპეციალური ზომების მიღება, რომლებიც მიზნად ისახავს ამ ენაზე მოლაპარაკეთა და დანარჩენ მოსახლეობას შორის თანასწორობის ხელშეწყობას, ან რომლებიც სათანადოდ იღებს მხედველობაში ამ ენის განსაკუთრებულ პირობებს,არ ჩაითვლება დისკრიმინაციის აქტად უფრო გავრცელებულ ენებზე მოლაპარაკეთა მიმართ.
საქართველო იღებს ვალდებულებას, შესაბამისი ღონისძიებებით ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას ქვეყნის ყველა ლინგვისტურ ჯგუფს შორის. კერძოდ, ქვეყანაში განათლებისა და პროფესიული მომზადების სფეროში შემუშავებულ სამოქმედო მიზნებს შორის მოახდინოს ქისტურ/ჩეჩნური ენის მიმართ პატივისცემის, გაგებისა და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩართვა და ასევე, წაახალისოს მასმედია ამავე მიზნების მისაღწევად.
ქისტურ/ჩეჩნური ენის მიმართ პოლიტიკის განსაზღვრისას, საქართველო მხედველობაში მიიღებს ამ ენაზე მოლაპარაკე ჯგუფების საჭიროებებსა და მათ მიერ გამოთქმულ სურვილებს. აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს მიერ წახალისდება ისეთი ორგანოების შექმნა, რომელთა მიზანია ხელისუფლების ორგანოებისათვის რჩევების მიცემა ქისტურ/ჩეჩნურ ენასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.

 

განათლება

 – განათლებასთან მიმართებაში, საქართველო ვალდებულებას იღებს იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ენა გამოიყენება, ამ ენის მდგომარეობის მიხედვით და სახელმწიფო ენის სწავლებისათვის ზიანის მიყენების გარეშე:

  • ხელმისაწვდომი გახადოს სკოლამდელი განათლების მნიშვნელოვანი ნაწილი ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე იმ მოსწავლეთა მიმართ მაინც, რომელთა ოჯახებიც ამას ითხოვენ და რომელთა რაოდენობაც საკმარისად ჩაითვლება.
  • უზრუნველყოს ქისტურ/ჩეჩნური ენის სწავლება დაწყებითი განათლების ფარგლებში, როგორც სასწავლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი იმ მოსწავლეთა მიმართ მაინც, რომელთა ოჯახებიც ამას ითხოვენ და რომელთა რაოდენობაც საკმარისად ჩაითვლება.
  • უზრუნველყოს ქისტურ/ჩეჩნური ენის სწავლება საშუალო განათლების ფარგლებში, როგორც სასწავლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი იმ მოსწავლეთა მიმართ მაინც, რომლებიც, ან ზოგიერთ შემთხვევაში, რომელთა ოჯახებიც, ამას ითხოვენ და რომელთა რაოდენობაც საკმარისად ჩაითვლება.
  • ტექნიკური და პროფესიული განათლების სფეროში უზრუნველყოს, რომ ქისტურ/ჩეჩნური ენის სწავლება იყოს სასწავლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი იმ მოსწავლეთა მიმართ მაინც, რომლებიც, ან ზოგიერთ შემთხვევაში, რომელთა ოჯახებიც, ამას ითხოვენ და რომელთა რაოდენობაც საკმარისად ჩაითვლება
  • უზრუნველყოს ქისტურ/ჩეჩნური ენის შესწავლა უნივერსიტეტის ან უმაღლესი განათლების დისციპლინის ფორმით
  • უზრუნველყოს, რომ ქისტურ/ჩეჩნური ენა ერთ-ერთი დისციპლინის სახით ისწავლებოდეს ზრდასრულთა და უწყვეტი განათლების ფარგლებში
  • უზრუნველყოს მასწავლებელთა საბაზისო და შემდგომი პროფესიული მომზადება, რომელიც აუცილებელია ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე განათლების მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად.
  • შექმნას საზედამხედველო ორგანო ან ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ქისტურ/ჩეჩნური ენის სწავლების დაწესების ან განვითარებაში მიღწეული პროგრესის მონიტორინგზე და მათ მიერ მიღებული ღონისძიებების შესახებ პერიოდული მოხსენებების შედგენაზე, რომლებიც გახდება საჯარო.

განათლებასთან მიმართებაში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ტრადიციულად არ გამოიყენება ქისტურ/ჩეჩნური ენა, საქართველო ვალდებულებას იღებს ნება დართოს, წაახალისოს ან უზრუნველყოს ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე ან ქისტურ/ჩეჩნური ენის სწავლება განათლების ყველა შესაბამის საფეხურზე, თუ ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა ამას ამართლებს.

 

სასამართლო ორგანოები

საქართველო ვალდებულებას იღებს, იმ სასამართლო ოლქების მიმართ, სადაც მცხოვრებთა რაოდენობა, რომლებიც იყენებენ ქისტურ/ჩეჩნურ ენას, ამართლებს ქვემოთ განსაზღვრულ ზომებს, ამ ენის მდგომარეობის შესაბამისად და იმ პირობით, რომ ამ პუნქტით უზრუნველყოფილი ზომები მოსამართლის მიერ არ უნდა განიხილებოდეს ისეთებად, რომლებიც აბრკოლებს მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას:

სისხლის სამართალწარმოებაში: 

  • უზრუნველყოს, რომ ბრალდებული სარგებლობდეს ქისტურ/ჩეჩნური ენის გამოყენების უფლებით. აუცილებლობის შემთხვევაში, თარჯიმანთა და მთარგმნელთა მომსახურების უზრუნველყოფით, დაინტერესებული პირებისათვის ზედმეტი ხარჯების დაკისრების გარეშე.
    სამოქალაქო სამართალწარმოებაში:
  • ნება დართოს, რომ სამართალწარმოების მონაწილე მხარის სასამართლოში პირადად გამოცხადებისას, მას შეეძლოს ქისტურ/ჩეჩნური ენის გამოყენება მისთვის დამატებითი ხარჯების დაკისრების გარეშე. აუცილებლობის შემთხვევაში, თარჯიმანთა და მთარგმნელთა მომსახურების გამოყენებით.

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში:

  • ნება დართოს, რომ სამართალწარმოების მონაწილე მხარის სასამართლოში პირადად გამოცხადებისას, მას შეეძლოს ქისტურ/ჩეჩნური ენის გამოყენება მისთვის დამატებითი ხარჯების დაკისრების გარეშე. აუცილებლობის შემთხვევაში, თარჯიმანთა და მთარგმნელთა მომსახურების გამოყენებით.

საქართველო ვალდებულებას იღებს ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე ხელმისაწვდომი გახადოს სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები, აგრეთვე ის დოკუმენტები, რომლებიც კონკრეტულად შეეხება ამ ენაზე მოლაპარაკეებს, თუკი ეს დოკუმენტები სხვა საშუალებით უკვე არ არის მათთვის ხელმისაწვდომი.

 

ადმინისტრაციული ორგანოები და საჯარო სამსახურები

სახელმწიფოს იმ ადმინისტრაციულ ოლქებში, სადაც ცხოვრობს ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობის საკმარისი რაოდენობა, რომელიც ამართლებს ქვემოთ განსაზღვრული ზომების მიღებას, და ამ ენის მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველო ვალდებულებას იღებს, იმ ზომით, რითაც ეს ობიექტურად შესაძლებელი იქნება:

  • უზრუნველყოს, რომ ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე მოლაპარაკე პირებს შეეძლოთ ამ ენაზე შედგენილი ზეპირი ან წერილობითი განცხადებების წარდგენა.
  • მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ფართოდ გამოყენებული ადმინისტრაციული ტექსტები და ფორმები ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე ან ორენოვან ვერსიებში;

ხელისუფლების იმ ადგილობრივ ორგანოთა მიმართ, რომელთა ტერიტორიაზეც მოსახლეობის ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა ისეთია, რომ ამართლებს ქვემოთ განსაზღვრული ზომების მიღებას, საქართველო ვალდებულებას იღებს, ნება დართოს და/ან წაახალისოს:

  • ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე მოლაპარაკე პირების მიერ ზეპირი ან წერილობითი განცხადებების წარმოდგენის შესაძლებლობა ამ ენაზე.

ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობებში ქისტურ/ჩეჩნური ენის გამოყენების უზრუნველსაყოფად, საქართველო ვალდებულებას იღებს, განახორციელოს შემდეგი ზომები:

  • საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს წერილობითი ან ზეპირი თარგმანი
  • საჯარო სამსახურში მოხელეთა დასაქმება და აუცილებლობის შემთხვევაში, მათი და საჯარო სამსახურის სხვა თანამშრომელთა პროფესიული მომზადება.
  • ქისტურ/ჩეჩნური ენის მცოდნე საჯარო მოხელეთა თხოვნების შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილება მათი იმ ტერიტორიაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც გამოიყენება ეს ენა.

 

მედია

– ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე მოლაპარაკე პირთა ინტერესების გათვალისწინებით, საქართველო ვალდებულებას იღებს იმ ტერიტორიაზე, სადაც გამოიყენება ეს ენა, ამ ენის კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად და ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების პირდაპირი ან არაპირდაპირი კომპეტენციის, უფლებამოსილებისა და როლის გათვალისწინებით, მედიის დამოუკიდებლობისა და ავტონომიის პრინციპების დაცვით:

იმის გათვალისწინებით, რომ რადიო და ტელევიზია ემსახურებიან საჯარო საქმეს:

  • სათანადოდ უზრუნველყოს, რომ ტელე-რადიო მაუწყებლობამ წარმოადგინოს პროგრამები ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე.
  • წაახალისოს და/ან ხელი შეუწყოს ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე აუდიო და აუდიო-ვიზუალური პროდუქციის წარმოებას და დისტრიბუციას.
  • გამოიყენოს ფინანსური დახმარების არსებული საშუალებები ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე შექმნილი აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მიმართაც.
  • მხარი დაუჭიროს იმ ჟურნალისტთა და მედიის სხვა მუშაკთა პროფესიულ მომზადებას, რომლებიც იყენებენ ქისტურ/ჩეჩნურ ენას.

საქართველო ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს მეზობელი ქვეყნებიდან რადიო და ტელე-პროგრამების პირდაპირი შეუზღუდავი მიღება იმ ენაზე, რომელიც მსგავსია ან იდენტურია ქისტურ/ჩეჩნური ენის და ხელი არ შეუშალოს ამ ენაზე რადიო და ტელე-პროგრამების რეტრანსლაციას მეზობელი ქვეყნებიდან.

 

ამას გარდა, საქართველო ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს, რომ შეზღუდვები არ იქნას დაწესებული გამოხატვის თავისუფლებაზე და ბეჭდვითი ორგანოების მეშვეობით ინფორმაციის თავისუფალ მიმოქცევაზე იმ ენაზე, რომელიც გამოიყენება ქისტურ/ჩეჩნური ენის იდენტური ან მსგავსი ფორმით.

 

ზემოხსენებული თავისუფლებების განხორციელება, იმის გამო, რომ იგი შეიცავს მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობისა თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და დანაშაულებათა აღკვეთის, ჯანმრთელობისა და ზნეობის, ღირსებისა და სხვა პირების უფლებათა დაცვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა, თუ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესანარჩუნებლად.

 

საქართველო ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს, რომ ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე მოლაპარაკე პირთა ინტერესები წარმოდგენილი ან გათვალისწინებული იქნას იმ ორგანოების მუშაობაში, რომლებიც შეიძლება შეიქმნან კანონის შესაბამისად მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის უზრუნველსაყოფად.

 

კულტურული საქმიანობა და კულტურის დაწესებულებები

– კულტურული საქმიანობისა და კულტურის დაწესებულებების, განსაკუთრებით ბიბლიოთეკების, ვიდეოთეკების, კულტურის ცენტრების, მუზეუმების, არქივების, აკადემიების, თეატრებისა და კინო-თეატრების, ისევე როგორც ლიტერატურული ნაწარმოებებისა და კინემატოგრაფიული პროდუქციის, ხალხური შემოქმედების, ფესტივალებისა და კულტურის დარგების მიმართ, მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ჩათვლით, საქართველო ვალდებულებას იღებს იმ ტერიტორიაზე, სადაც ქისტურ/ჩეჩნური ენა გამოიყენება და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციის, უფლებამოსილებისა და როლის ფარგლებში:

  • წაახალისოს ქისტურ/ჩეჩნური ენისათვის დამახასიათებელი გამოხატვის სახეები და ინიციატივები და ხელი შეუწყოს ამ ენაზე შექმნილ ნაშრომებზე ხელმისაწვდომობის სხვადასხვა საშუალებებს.
  • ხელი შეუწყოს ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე შექმნილ ნაწარმოებებზე ხელმისაწვდომობის სხვადასხვა ფორმებს სხვა ენებზე თარგმანში, დუბლირებაში, დამატებით სინქრონიზაციასა და სუბტიტრების გაკეთებაში დახმარების გაწევისა და განვითარების გზით.
  • უზრუნველყოს, რომ სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასა და მხარდაჭერაზე პასუხისმგებელმა ორგანოებმა სათანადო თანხები გამოყონ ქისტურ/ჩეჩნური ენისა და კულტურის ცოდნისა და მათი პრაქტიკული გამოყენებისათვის იმ ღონისძიებებში, რომლებსაც ისინი უწევენ ორგანიზებასა და მხარდაჭერას.
  • ხელი შეუწყოს ისეთ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ კულტურული საქმიანობის ორგანიზების ან მხარდაჭერისათვის პასუხისმგებელ ორგანოებს თავიანთ განკარგულებაში ჰყავდეთ ისეთი პერსონალი, რომელიც სრულყოფილად ფლობს ქისტურ/ჩეჩნურ ენას, ისევე როგორც დანარჩენი მოსახლეობის ენას (ენებს).
  • წაახალისოს ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე მოსაუბრეთა წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობა კულტურული საქმიანობების დაგეგმვასა და მათი წარმართვისათვის აუცილებელი პირობების შექმნაში.
  • წაახალისოს და/ან ხელი შეუწყოს ისეთი ორგანოს ან ორგანოების შექმნას, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე შექმნილი ნაწარმოებების შეკრებაზე, ასლის შენახვასა და პრეზენტაციაზე ან გამოქვეყნებაზე.
  • აუცილებლობის შემთხვევაში, შექმნას და/ან ხელი შეუწყოს და დააფინანსოს მთარგმნელობითი და ტერმინოლოგიის კვლევითი სამსახურები, კერძოდ, იმ მიზნით, რომ შენარჩუნებული იქნას და განვითარდეს შესაბამისი ადმინისტრაციული, კომერციული, ეკონომიკური, სოციალური, ტექნიკური ან სამართლებრივი ტერმინოლოგია ქისტურ/ჩეჩნურ ენაში.

იმ ტერიტორიების მიმართ, სადაც ტრადიციულად არ გამოიყენება ქისტურ/ჩეჩნური ენა, თუ ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა ამას ამართლებს, საქართველო ვალდებულებას იღებს, ნება დართოს, წაახალისოს და/ან უზრუნველყოს შესაბამისი კულტურული საქმიანობა და კულტურის დაწესებულებების ფუნქციონირება წინა პუნქტის დებულებების შესაბამისად.
საქართველო ვალდებულებას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურულ ურთიერთობებში სათანადო ადგილი დაუთმოს ქისტურ/ჩეჩნურ ენას და იმ კულტურას, რომლის გამოხატულებასაც ის წარმოადგენს.

 

ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება

ეკონომიკურ და სოციალურ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველო ვალდებულებას იღებს მთელი ქვეყნის მასშტაბით:

  • გააუქმოს ქვეყნის კანონმდებლობაში არსებული ნებისმიერი დებულება, რომელიც გაუმართლებლად კრძალავს ან ზღუდავს ქისტურ/ჩეჩნური ენის გამოყენებას ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტებში, კერძოდ, შრომით ხელშეკრულებებში და ტექნიკურ დოკუმენტაციაში, როგორიცაა სხვადასხვა სახის პროდუქციისა თუ მოწყობილობის მოხმარების წესები.
  • არ დაუშვას პრაქტიკა, რომელიც მიმართულია ეკონომიკური და სოციალურ საქმიანობაში ქისტურ/ჩეჩნური ენის გამოყენების წინააღმდეგ.
  • ხელი შეუწყოს და/ან წაახალისოს ქისტურ/ჩეჩნური ენის გამოყენება სხვა საშუალებებით, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ზემოთ მოცემული ქვე-პუნქტებით.

ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის მიმართ, საქართველო ვალდებულებას იღებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში, იმ ტერიტორიაზე, სადაც გამოიყენება ქისტურ/ჩეჩნური ენა და იმდენად, რამდენადაც ეს რეალურად შესაძლებელია:

 

  • მისი უშუალო კონტროლის ქვეშ მყოფ ეკონომიკურ და სოციალურ სექტორში (საჯარო სექტორი) ორგანიზება გაუწიოს ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს ქისტურ/ჩეჩნური ენის გამოყენების ხელშეწყობას.
  • უზრუნველყოს, რომ სოციალური მზრუნველობის ობიექტებმა, ისეთები, როგორებიცაა საავადმყოფოები, მოხუცებულთა სახლები, თავშესაფრები, შესთავაზონ ქისტურ/ჩეჩნურ ენაზე მოლაპარაკე პირებს, რომლებსაც ესაჭიროებათ მოვლა ავადმყოფობის, ხანდაზმული ასაკის ან სხვა მიზეზების გამო, ამავე ენაზე მათი მიღებისა და მკურნალობის შესაძლებლობა.

 

თქვენ, როგორც ქისტურ/ჩეჩნური ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, ასევე სარგებლობთ ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციით.

 

ამ ხელშეკრულებით, სახელმწიფო ხელს უწყობს შესაბამისი პირობების შექმნას ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის, რათა მათ შეინარჩუნონ და განავითარონ საკუთარი კულტურა და მათი იდენტობის ძირითადი ელემენტები (ენა, რელიგია, ტრადიციები და კულტურული მემკვიდრეობა) და იცავს ასეთ პირებს ასიმილაციისგან.

 

ჩარჩო კონვენცია იცავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში უმცირესობის ენის გამოყენების უფლებას და იგი ვრცელდება ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა სახელმძღვანელოების ქონა, კერძო საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების ცენტრების შექმნისა და მართვის უფლება, სახელების გამოყენებისა და ქუჩის დასახელებების უმცირესობის ენაზე განთავსების, კერძო ხასიათის წარწერების უმცირესობის ენაზე გაკეთების უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტური მონაწილეობა (მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებში) და სხვა სახელმწიფოებთან უმცირესობათა დაცვაზე ხელშეკრულებების გაფორმება.

 

ფაილი ჩეჩნურ და ქართულ ენაზე: გადმოტვირთვა

გზაში “დაკარგული” ვაინახები

23 თებერვალს 73 წელი გავიდა ვაინახთა საშინელი ტრაგედიიდან. მოგეხსენებათ, ამ დღეს, 1944 წელს, საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით, იოსებ სტალინის განკარგულებით, ვაინახები – ჩეჩნები და ინგუშები – შუა აზიაში გაასახლეს. ოპერაცია „ჩეჩევიცა“ – „ოსპი“ – გულისხმობდა, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ნახევარი მილიონზე მეტი ადამიანის დეპორტაციას – დასჯას “ნაცისტებთან თანამშრომლობისათვის”,

რაც ცხადია სრულიად აბსურდული ბრალდება იყო. შუა ზამთარს, ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთლიანი მოსახლეობა საქონლისთვის განკუთვნილ ვაგონებში შეყარეს, საკვების, სასმელი წყლის, თბილი ტანსაცმლის გარეშე და ასე მოახდინეს მათი გადაგზავნა დანიშნულების ადგილას.

 

2004 წელს, ევროპარლამენტის მიერ ვაინახთა დეპორტაცია გენოციდის აქტად იქნა აღიარებული. ამ და სხვა მრვალ თემაზე უფრო ფართოდ ქვემოთ მოცემულ სტატიაში მოგითხრობთ.

1424849450_4

ერის ძალადობრივ გადასახლებას უცხო მიწაზე მოსდევს ერთი მიზეზი: მოსწყვიტოს იგი მისთვის ძალის მომცემ მშობლიურ მიწას, ამოგლიჯოს მისი სულის მასაზრდოებელი ფესვები, გაწიროს იგი გადაშენებისთვის ან სწრაფი ასიმილაციისთვის.

სწორედ, ასე აღვიქვამთ ჩვენ ვაინახების დეპორტაციას, რომელიც განხორციელდა სტალინის ჯალათების მიერ 1944 წლის 23 თებერვალს, ისეთი სისასტიკით, რაც არ ენახა სისხლიან ბოლშევიკურ რეჟიმსაც კი.

საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: შეძლო თუ არა კომუნისტურმა რეჟიმმა ამ აქციით ვაინახების სულით გატეხვა? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ ვპოულობთ ალექსანდრ სოლჟენიცინთან, მის დოკუმენტურ ფილმში “არქიპელაგი გულაგი” (Архипелаг ГУЛАГ).

 

აზიაში დეპორტირებული ხალხების ჩამოთვლის, და თითოეული მათგანის მოკლე დახასიათების შემდეგ, ა. სოლჟენიცინი აღნიშნავს: “მაგრამ, იყო ერთი ერი, რომელიც ფსიქოლოგიურ მორჩილებას არ გამოხატავდა – არა ერთეულები, ან მეამბოხეები, არამედ მთელი ერი. ეს არიან – ვაინახები”.
ა. სოლჟენიცინი მოწმობს, რომ ვაინახებს ჯიუტად არ სურდათ ბედის შეგუება, მის გარდაუვალობად მიღება. ის წერდა:

“მე ვიტყოდი, რომ ყველა ემიგრანტიდან, ერთადერთმა ვაინახებმა გამოიჩინეს თავი, როგორც მსჯავრდებულებმა. მას შემდეგ, რაც  ვერაგულად მოსწყვიტეს სამშობლოს, მათ უკვე აღარაფრის არ სჯეროდათ. მათ აიშენეს ქოხები – დაბალი, ბნელი, საცოდავი, ისეთი, რომ, თითქოს, ფეხის ერთი მირტყმა და ჩამოიშლებოდა.

და ასეთი იყო მათი ყოფა დევნილობაში – ამ ერთ დღეს, თვეს, წელს, რაიმე მარაგის ან შორეული განზრახვის გარეშე. ისინი ჭამდნენ, სვამდნენ, ახალგაზრდები კიდევ ტანსაცმლით იმოსებოდნენ. გადიოდა წლები და ისევ ასე, მათ არაფერი ჰქონდათ, როგორც დასაწყისში. არცერთი ჩეჩენი არ ცდილობდა სადმე ფეხის მოკიდებას ან მმართველობისთვის თავის მოწონებას- მაგრამ, ყოველთვის ამაყად ეჭირათ თავი მათ წინაშე და ხშირად ღიად გამოხატავდნენ თავიანთ მტრულ განწყობილებას”.

უნდა აღინიშნოს, რომ 1949 წელს – დეპორტაციიდან ხუთი წლის შემდეგ – ვაინახებს, სხვა კავკასიელ “სპეცემიგრანტებთან” ერთად, ეკრძალებოდათ დაეტოვებინათ რაიონის საკომენდანტო ტერიტორიები, სადაც დარეგისტრირებული იყვნენ. აკრძალვა ეხებოდა ყველა 16 წელს მიღწეულ პირს, ხოლო მისი დარღვევა 25 წლის ვადით პატიმრობას ითვალისწინებდა.

სხვაგვარად, რომ ვთქვათ, კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ დეპორტირებული კავკასიელი ხალხებისთვის მოიგონა, რაღაც ჰიბრიდი სარეზერვო და შრომითი ბანაკებისა, რომლის ფარგლებს გარეთ გასვლა ისჯებოდა 25 წლიანი პატიმრობით.

სხვათა შორის, როდესაც ითხოვენ განსაზღვრო განსხვავება გერმანულ ნაციზმსა და რუსულ კომუნიზმს შორის, ჩვეულებრი პასუხობენ, რომ ნაცისტები ხოცავდნენ ადამიანებს ეროვნული ნიშნით, ხოლო კომუნისტები – სოციალური.

მაგრამ, ეს უკიდურესად მცდარი შეხედულებაა, რადგან კომუნისტები ხალხს ამყოფებდნენ მასობრივი რეპრესიების ქვეშ და ანადგურებდნენ არა მარტო სოციალური, არამედ ეთნიკური ნიშნითაც.

ასე, რომ კომუნისტური მოსკოვის სინდისზე, ნაწილობრივ განადგურებული და ნაწილობრივ  მუშათა საკონცენტრაციო ბანაკებში გამოკეტილი, საბჭოთა იმპერიაში შემავალი ათობით ეთნოსია.  ამიტომ, კომუნიზმის სახით ჩვენ საქმე გვაქვს “ორმაგ ნაციზმთან”, ასე ვთქვათ “ნაციზმთან კვადრატში”.

ეხლა ერთი-ორი სიტყვა ციფრებზე. ეს ციფრები ჩვენს მიერ აღებულია ნ. ბუგაისა და გონოვის დოკუმენტური წიგნიდან “კავკასია: ერები ეშელონებში” (20-60- წლები), (“Кавказ – Народы в эшелонах”, Изд-во “Инсан”, 1998 г.). ავტორები აღნიშნავენ, რომ მოსამზადებელი ღონისძიება ვაინახების გასახლებისთვის დაიწყო 1943 წლის იანვარ-თებერვალში – კავკასიის გერმანელი სამხედროებისგან გათავისუფლებისთანავე.

ამ ღონისძიებათა უმთავრეს ნაწილს წარმოადგენდა დაწვრილებითი სტატისტიკური ანგარიში ჩეჩნებისა და ინგუშების რაოდენობისა. ვაინახების რაოდენობიდან გამომდინარე, 1944 წლის იანვრის ბოლოს 14 200 ვაგონსა და 1000 პლატფორმაზე იქნა განაცხადი შეტანილი, რაც აუცილებელი იყო შუა აზიაში ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციისათვის. ამ რაოდენობის ვაგონები და პლატფორმები უნდა დაენაწილებინათ 159 ეშელონად.

ადვილად გამოსათვლელია, რომ ყოველ ჯგუფზე მოდიოდა 89 ვაგონი და 6 პლატფორმა. ყოველ ეშელონს თან ახლდა 35 ზედამხედველი, რომლებსაც ერთი ვაგონი ეკავათ.

შეგახსენებთ, რომ ჩამოთვლილი 159 ეშელონიდან, ბოლოს ცენტრალურ აზიაში გაემართა ერთი ჯგუფი ყოველგვარი დაცვის გარეშე, რომლითაც შედარებით კომფორტულ პირობებში მიჰყავდათ რესპუბლიკური და სამეურნეო მაღალჩინოსნები, ჩეკისტები, საბჭოთა რეჟიმისადმი ლოიალურად განწყოფილი სასულიერო პირები და მათი ოჯახის წევრები.

n40_32-0-jpg-480x0_q90

ვაგონების საერთო რაოდენობიდან ზედამხედველობისა და ამ უკანასკნელი “ნომენკლატურისთვის” განკუთვნილი 158 ვაგონის გამოკლებით, ჩვენ გვრჩება 14041 ვაგონი, რომლებშიც ოფიციალური მონაცემებით, ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან ცენტრალურ აზიაში გადაყვანილი იქნა 478 479 ვაინახი (387 229 ჩეჩენი და 91 250 ინგუში). გამოდის რომ თითოეული ვაგონით 34 ადამიანი გადაჰყავდათ.

თუმცა, ასეთი რაოდენობის გადასახლებულთა ყოფნა ერთ ვაგონში სავსებით არ ემთხვევა სსრკ-ში სარკინიგზო მაგისტრალებზე ადამიანთა გადაყვანის იმ დროის ნორმებს. ამ ნორმატივებზე ჩვენ ვიგებთ ალექსანდრე სოლჟენიცინის ცნობილი ნაშრომიდან “არქიპელაგი გულაგი” (“Архипелаг ГУЛАГ”).  ავტორი აღნიშნავს:

“იმ პატარა მსხვილფეხა საქონლისთვის განკუთვნილ ვაგონებში, რომლითაც მიღებულია რვა ცხენის, ან ოცდათორმეტი ჯარისკაცის, ან 40 პატიმრის გადაყვანა, დეპორტირებულნი მიჰყავდათ ორმოცდაათი და მეტი”
( «Архипелаг ГУЛАГ», журн. «Новый мир», №11, стр. 168).

გასაგებია, რომ ომის პირობებში, როდესაც სსსრკ-ს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დეფიციტს განიცდიდა ვაგონებისა და ლოკომიტივების მხრივ, ასევე სარკინიგზო მეურნეობაში, ორმაგი დატვირთვით მუშაობის პირობებში, НКВД-ს ნამდვილად არ შეეძლო ქვეყნის ხელმძღვანელობისგან დამატებითი ვაგონები გამოეთხოვა, რომ “ფაშისტებთან კავშირში” ბრალდებული “სპეცემიგრანტებისთვის”, რომლებიც ინსტრუქციის დარღვევით იყვნენ განთავსებულნი, 34-34 ადამიანი ვაგონში, ასე თუ ისე კომფორტული პირობები მოეწყოთ.

ცხადია, ეჭვს ვერავინ მიიტანდა სტალინის სადამსჯელო ორგანოებზე, რომლებიც დეპორტაციის პერიოდში ხვრეტდნენ და აფეთქებდნენ ათასობით, ყრიდნენ ტბებში და ცოცხლად წვავდნენ ვაინახებს, რომ შეექმნათ საგზაო კომფორტი “სამშობლოს მტრებისთვის”.

გარდა ამისა, არსებობენ ყოველივე ამის მომსწრე ვაინახები. მაგალითისთვის ავიღოთ ერთი პიროვნების ნაამბობი:

“უკიდურესად გადატენილ სატვირთო ვაგონებში, შუქისა და წყლის გარეშე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში მივდიოდით ჩვენთვის უცნობი დანიშნულების ადგილისკენ. მოსახლეობაში ინფექციური დაავადებები გავრცელდა. არანაირი მკურნალობა, ომი მიდიოდა…ხანმოკლე გაჩერებების დროს, მატარებლის მიმდებარე მიყრუებულ, უკაცრიელ ადგილებში, ლოკომოტივის კვამლისგან გაჭვარტლულ თოვლში ასაფლავებდნენ დაღუპულებს” ( ხ. არაპიევის მოგონებიდან).

%d0%bc%d0%b0%d0%b4%d0%b8%d0%bd%d0%b0_view

აქედან და სხვა, დეპორტაციის ათასი მსხვერპლის, მოგონებიდან ჩვენ შეგვიძლია დავსაკვნათ, რომ ისინი უკიდურესად გადატენილი ვაგონებით გადაჰყავდათ. ამიტომ, თითოეულ ამ ვაგონში ვერანაირად ვერ იქნებოდა ინსტრუქციის შესაბამისად-50 ადამიანი. სინამდვილეში, მრავალი ვაინახის დადასტურებით, რომლებმაც გადაიტანეს დეპორტაცია, ერთ ვაგონში 80 და უფრო მეტ ადამიანს უწევდათ ყოფნა.

ძალოვანი სტრუქტურების მიერ გამოთხოვილი ვაგონების რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენს შეგვიძლია ვიმსჯელოთ, სინამდვილეში თუ რამდენი იყვნენ ჩეჩნები და ინგუშები დეპორტაციის მომენტში. გაზვიადება, რომ არ მოხდეს ვიმსჯელებთ გამომდინარე ნორმატიული მინიმუმიდან – 50 ადამიანი ერთ ვაგონზე. ვამრავლებთ 14041 ვაგონს 50-ზე და მივიღებთ 702 ათას დეპორტირებულ ვაინახს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის მინიმალური რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან გადაგზავნეს შუა აზიაში.

ახლა, გავიხსენოთ იმ ვაინახებსი რაოდენობა, რომლებმაც, ოფიციალური მონაცემებით, დანიშნულების ადგილას ჩააღწიეს. ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან ცენტრალურ აზიაში 478 479 (387 229 ჩეჩენი და 91 250 ინგუში). ვაკლებთ ამ რაოდენობას 702 ათასს და ვიღებთ 223 500 გზაში “დაკარგულ” ვაინახს. სწორედ ასეთია – მინიმალური შეფასებით – გადაყვანის დროს დაღუპული ვაინახების რაოდენობა. ამ მასიური სიკვდილის მიზეზი გახდა გაუსაძლისი ყინვა, შიმშილი, ეპიდემია ტიფა, სამედიცინო დახმარების არარსებობა.

351244_original
1944 წლის მარტში, დანიშნულების ადგილას ჩასული (ოფიციალური მონაცემებით), 478 479 ვაინახიდან, 12 წლის შემდეგ, 1956 წელს ცოცხალი დარჩა 395 ათასი. გამოდის, რომ დაიღუპა 83 ათას 479 ადამიანი. თუმცა, თუ ყურადღებას გავამახვილებთ დეპორტაციაში დაბადებული ბავშვების რაოდენობაზე, ეს დანაკარგი გაცილებით უფრო დიდია. ცნობილია, რომ 1945-დან 1950 წლამდე პერიოდში, ვაინახურ ოჯახებში 40 ათასამდე ბავშვი დაიბადა. ასევე, შობადობის დინამიკა ვაინახებში წლიდან წლამდე იზრდებოდა:

— 1945 წ. ვაინახებს შეეძინათ 1800 ბავშვი;
— 1946 წ. – დაახლ. 4000;
— 1947 წ. – დაახლ. 5800;
— 1948 წ. – დაახლ. 8300;
— 1949 წ. – დაახლ. 9100;
— 1950 წ. – დაახლ. 12 000;

მთლიანობაში, დეპორტაციაში გატარებულ პირველ 6 წელიწადში, 1945 – 1950 წწ. ვაინახურ ოჯახებში 41 ათასი ბავშვი დაიბადა. ცნობები  1950-1956 წლების პერიოდის შობადობაზე არ მოიძებნა.

 

თუმცა, სტაბილურად მზარდი შობადობის დინამიკის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეპორტაციის წლებში დაიბადა არანაკლებ 150 000 ვაინახი ბავშვისა.

გზაში დაღუპული ვაინახების რიცხვს ნაწილობრის ამ 150 ათასი ბავშვით თუ შევავსებთ, სახლში დაბრუნების მომენტთან შედარებით, ჩეჩნენისა და ინგუშებია რაოდენობა იყო 83 ათას 479 ადამიანით ნაკლები, ვიდრე ცენტრალურ აზიაში, 1944 წლის მარტში ჩასვლისას.

დეპორტაციაში დაბადებული ბავშვების ჩათვლით, ცენტრალურ აზიაში 1944-1956 წლებში, ანუ 12 წელიწადში, სხვადახვა მიზეზების გამო დაიღუპა 230 ათასი ვაინახი. ერთადერთი ახსნა ამ საშინელი სიკვდილიანობისა, ჩვენ ვიპოვეთ ჩეჩენი ისტორიკოსის ლემა უსმანოვას წიგნში “დაუმორჩილებელი ჩეჩნეთი” ( “Непокоренная Чечня” М. 1997 г. , стр. 84-85):

“მას შემდეგ, რაც ჩეჩნების გაძევების ძირითადი ეტაპი დასრულებული იყო, დაიწყო ნადირობა მათზე, ვისაც გაუმართლა და აირიდა ეს საშინელი ხვედრი. განსაკუთრებული გავრცელება ჰპოვა მთებში “შემთხევით დავიწყებული” კვების პროდუქტების მიმოფანტვის მეთოდმა. მოწამლული საკვები პროდუქტების პრაქტიკა ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა ვაინახების დეპორტაციის ადგილებშიც.

რუსულ დანაშაულებათა ეს ასპექტი ფართო განხილვის საგნად იქცა კონფერენციაზე “საერთაშორისო უფლება და ჩეჩნეთის ტესპუბლიკა” (“Международное право и Чеченская республика” Польша, Краков, 8-11 декабря 1995 г.).

 

ერთ-ერთი მისი მონაწილემ, ივან ბილასმა, პროფესორი, უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, მოიყვანა ცნობა რუსული არქივიდან (фонд 9478, дело #1375, 1949 год), რაც აჩვენებს, რომ ჩეჩნებს დეპორტაციის წლებში “კვებავდნენ” მოწამლული პროდუქტებით. დოკუმენტებში ისინი ნახსენებია როგორც “საკვები სიურპრიზები” (пищевые сюрпризы).

 

მაგალითად, 1 კგ ფქვილის მოსაწამლად რეკომენდირებული იყო დაემატებინათ 1 გრ დარიშხანის, ხოლო 1 კგ მარილზე – 10 გრ. სხვა საწამლავი – დარიშხან-ნატრიუმის მარილი – განკუთვნილი იყო შაქრისთვის ( 1 კგ – 10 გრ), და წყლისთვის ( 1ლ – 1 გრ). ეს სიურპრიზი რეკომენდირებული იყო გამოიყენებინათ  ვაინახებისთვის საყვარელი გალუშკების მოხარშვისას.

 

აღმოჩნდა, რომ ზეთებისთვის, საკმაოდ “კარგი” იყო გექსოგენი. იმავე კრაკოვის კონფერენციაზე, მისმა მეორე მონაწილემ რიშარდ ბოჩანმა, ქ. კრაკოვის საბჭოს დეპუტატი, წარმოადგინა დეპორტირებულ – თვითმხილველი პოლონელების ცნობები  “შესახედად ჯანმრთელი და ძლიერი ჩეჩნების”  იდუმალ, მასიურ სიკვდილიანობაზე (ათასობით).

ჩვენს მიერ გამოვლენილი ფაქტებისა და ციფრების შეჯამების შემდგომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცენტრალურ აზიაში გადაყვანის პროცესში და გადასახლებაში გატარებული 12 წლის განმავლობაში, ვაინახებმა დაკარგეს – ყველაზე მინიმალური შეფასებით – 450 000 ადამიანი.
ვიმეორებ: ეს რეალურზე დაბალი მონაცემებია. ეჭვს არ ბადებს ის, რომ დაღუპული ვაინახების რაოდენობა მოცემულ ციფრებს ბევრად აღემატება. აქ არ იგულისხმება იმ ვაინახების რაოდენობა, რომლებიც სასტიკად ამოწყვიტეს საბჭოთა ჯალათებმა გადასახლების პერიოდში უშუალოდ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე.

ჩეჩენის ისტორიკოსის, ჰასან ბაკაევის სტატია.

ნათარგმნია რამზან გორგიშვილის მიერ.

თბილისში ვაინახთა გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

23 თებერვალს, 13:00 სთ-ზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოში ვაინახი თემის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის 73 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებას დაესწრებიან ინგუშეთიდან, ჩეჩნეთიდან და პანკისიდან ჩამოსული სტუმრები, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
73 წლის წინ, 1944 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით, 400 ათასამდე ჩეჩენი და ინგუში, გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით, საკუთარი მიწა-წყლიდან ერთ დღე-ღამეში აყარეს, წინასწარ გამზადებულ სარკინიგზო ეშელონებში მოათავსეს და ყაზახეთისა და ყირგიზეთის უკაცრიელი სტეპების გზას გაუყენეს.

გადასახლებულთა 40 პროცენტმა შუა აზიამდე ვერ ჩააღწია, ისინი გზაშივე დაიხოცნენ. 2004 წელს ევროპის პარლამენტმა ამ ფაქტს გენოციდის შეფასება მისცა. ჩეჩენთა და ინგუშთა დეპორტაციის 66-ე წლისთავი 23 თებერვალს საქართველოში კავკასიის ფონდის ორგანიზებით აღინიშნა და ამ ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით ”კავკასიის ხალხთა მასობრივი გასახლებები XIX-XX საუკუნეებში”.

სრულიად საიდუმლო

ამხანაგ სტალინს

დ ე პ ე შ ა

23 თებერვალს, გამთენიისას, ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლების ოპერაცია დაიწყო. პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. საყურადღებო ინციდენტები არ დაფიქსირებულა. ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის 6 შემთხვევას, რომელიც დაპატიმრებითა და იარაღის გამოუყენებლად აღმოიფხვრა. ამ ეტაპზე დაპატიმრებულია 842 ადამიანი.

ბერია

რეპრესიების შედეგად, რომელსაც 2004 წელს ევროპის პარლამენტმა გენოციდის შეფასება მისცა, გაუქმდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ხოლო მის ნაცვლად შეიქმნა გროზნოს ოლქი, ახალი საზღვრებით, დარჩენილი ტერიტორიების ნაწილი კი სტავროპოლის მხარეს, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდა.

კიდევ ერთი ტერიტორია კი, ასასა და თარგიმის ქვაბული, საქართველოს შეუერთდა და მას ახალხევის რაიონი ეწოდა.

როდესაც 1957 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა – საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ლიდერმა – ჩეჩნებსა და ინგუშებს სამშობლოს მოღალატეების იარლიყი ჩამოაშორა, აღდგა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი და დეპორტირებულ მოსახლეობას სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცა, ქართველმა მთიელებმა მოვლილი კარ-მიდამო დაახვედრეს გადასახლებულებს.

გამოვიდა ხასო ხანგოშვილის ახალი წიგნი

გამოვიდა პანკისელი მწერლის, ხასო ხანგოშვილის ახალი წიგნი ,,მონადირის მოგონებები”

წიგნის პრეზენტაცია 26 თებერვალს, 15:00 საათზე ხელოვნების სასახლეში( კარგარეთელის ქ. 6, [აღმაშენებელის გამზირის კვეთა] )  გაიმართება.

გამოვიდა მამას ხასო ხანგოშვილის ახალი წიგნი “მონადირის მოგონებები”, დოკუმენტური მოთხრობები, სადაც იგი წერს თავის მოგზაურობებზე მთებში, ნადირობაზე, თევზაობაზე, საკუთარ განცდებზე, თავის ცხოვრების მეგობრებზე, ვისთან ერთადაც უხდებოდა მოგზაურობა.
წიგნი, რომელსაც სულმოუთქმელად გადაიკითხავთ, მოსწყდებით ყოველდღიურ საზრუნავს და პრობლემებს, აღმოჩნდებით მთების საოცარ სამყაროში, ბუნების ულამაზეს წიაღში, თითქოს და მართლაც ღმერთთან ახლოს…
იგრძნობთ მდუმარე ღამეს მთების მიღმა როგორ ამოდის ბადრი მთვარე და როგორ იპყრობს ის თითქოს მთელ სამყაროს თავის კაცობრიობისთვის უჩინარი, იდუმალი სილამაზით… დიდი სიურპრიზი ელით მათ ვისაც უყვართ ნადირობა და თევზაობა…
სიმართლე გითხრათ, ეს მამას მეხუთე წიგნია, მაგრამ ეს წიგნი ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია.
როცა ის ხელში მიკავია და ვკითხულობ, თითქოს მამაჩემის სულიერ სამყაროსთან საოცარ სიახლოვეს ვგრძნობ და სულის სიღრმემდე განვიცდი მის თითოეულ სტრიქონს, ეს ერთადერთი წიგნია, სადაც ის საკუთარ თავზე წერს.

წიგნის “მონადირის მოგონებები “-ს და ასევე ჩემი წიგნი-ალბომის “ვაინახების ხელოვნება” -ს ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართება ხელოვნების სასახლეში (საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში) 26 თებერვალს 15 : 00 სთ-ზე. ( კარგარეთელის ქ. 6, (აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე)).

პრეზენტაციას ორგანიზებას უწევს თავად ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას კიდევ ერთხელ ასეთი წვლილის შეტანისათვის ქართულ-ვაინახურ ურთიერთობებში.

დასწრება არის თავისუფალი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაესწროს პრეზენტაციას.
ასევე დამსწრეებს ვეცდებით შეძლებისდაგვარად შევახვედროთ წიგნები, რადგან წიგნები არა არის გაყიდვაში. ტრადიციისამებრ ახლაც წიგნის ავტორმა უარაი განაცხადა საკუთარი წიგნების გაყიდვაზე.

პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან ქართველი და ქისტი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, პოეტები და ა. შ. პანკისიდან სპეციალურად ჩამოვლენ სტუმრები.
სტუმრად გვეყოლება ასევე პატარა შემომქმედები პანკისიდან, რომელიც შეგვისრულებენ მუსიკალურ და მხატვრული კითხვის რამდენიმე ნომერს.

მადლობას ვუხდით წიგნის რედაქტორებს ტარიელ ხალხელაურს და მის არაჩვეულებრივ მეუღლეს მარინა ხალხელაურს, დიზაინერებს ილნარი გორელიშვილს და ნათელა ტალახაეს, რომელთაც დიდი შრომა ჩადეს ამ წიგნში და ასევე გამომცემლობა “მერიდიანის’, ასეთი კარგი და ხარისხიანი გამოცემისათვის.

ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, გელოდებისთ 26 თებერვალს პრეზენტაციაზე.

 

იმამ-შამილი: ლიდერი,დიპლომატი

შამილი თავისი დროის ერთ-ერთი ღრმად განსწავლული ადამიანი იყო, რომელმაც განთლება ადგილობრივი მუსლიმი სასულიერო პირებისაგან მიიღო.

მისი პირველი მასწავლებელი და უხლოესი მეგობარი პირველი იმამი ღაზი-მუჰამედი იყო. შამილი მასთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში დაიარებოდა დაღესტნის აულებში, როგორც ყაზი მუჰამედის ერთგული მოწაფე(მუთალიმი).

შამილის ცხოვრებაში ასევე დიდი როლი ითამაშა მისი კიდევ ერთი მასწავლებელის საიდ არკანელის პიროვნებამ. როდესაც კავკასიის ომი დაიწყო, საიდ არკანელი შამილის წინააღმდეგ გამოვიდა და მთლიანად უარყო მიურიდიზმის იდეები.

საიდ არკანელი შამილს რუსეთის იმპერიასთან ბრძოლას უიმედო წამოწყებად უთვლიდა. მას მიაჩნდა, რომ ორი პატარა სუბიექტის ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ თავიდანვე იყო განწირული.

თუმცა როგორც ვიცით შამილს მისი რჩევები არ გაუთვალისწინებია. შამილმა თავისი ორგანიზატორული ნიჭით მალევე შეძლო მთიელთა მოძრაობის გაერთიანება ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის დროშით.

შამილი მიჰყვებოდა ღაზი-მუჰამედის მოძღვრებას. ის თავისი იდეოლოგიის ცენტრში აყენებდა ღაზავათს და მას შარიათის სხვა პირობების დაცვაზე გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა.
ნიკო ხუციშვილის თანახმად: დაღესტნის არც ერთ იმამზე, არც ყაზი მოლასა და არც ჰამზათ ბეგზე, არ არსებობს იმდენი სხვადასხვა საწინააღმდეგო აზრი, მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რამდენიც არსებობს შამილზე.

სხვადასხვა აზრისანი არიან მკვლევარები შამლის პიროვნების შესახებ. მისი სახელი კავკასიის საზღვრებს გასცდა და არაერთი მკვლევარის ყურადღების ცენტრში მოექცა. მასზე გვიყვებიან, როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროები. მის შესახებ წერდნენ ასევე ევროპული გაზეთები. მისმა ბრძოლამ დამოუკიდებლობისათვის საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია.[15;85,86] შამილი ძალზე ნიჭიერი დიპლომატი იყო. ის კარგად ხვდებოდა, რომ მხოლოდ დაღესტნელებითა და ჩეჩნებით ვერ შეებრძოლებოდა რუსეთს და ამიტომ ყველანაირად ცდილობდა სხვა ხალხის მიმხრობასაც.

შამილსს ქართველებთანაც სურდა პოლიტიკური ურთიერთობა მაგრამ ქართველები რუსეთთან კავშირში იყვნენ. შამილი კარგად ხვდებოდა ქართვლი თავადაზნაურობა, რომ რუსეთის ინტერესების სადარაჯოზე იდგა.
ამასთან დაკავშირებით ჯ. კვიციანი წერს: „ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე ომებმა და ადგილობრივი ხალხების თავგამწირვამ მნიშვნელოვანი გამოძახილი ჰპოვა მოწინავე ქართულ საზოგადოებაში

“ სწორედ იმ დროს, 1860 წელს, ილია ჭავჭავაძემ ცნობილი ლექსი ,,ქართლის დედა“ დაწერა, რომელშიც ასეთი სტრიქონებია:
„ჩემი მამული, საქართველო დღეს მიცოცხლდება!
ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედებს,
კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა
ერთ ფიქრსა ჰფიქრობს,
-და ეგ ფიქრია მთელ კავკასიის თავისუფლება“.
ამ ლექსში ჩანს, რომ ილია ჭავჭავაძე დადებითად მიიჩნევს შამილის ბრძოლას და ერთიანი კავკასიის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ შამილი კახეთში შემოიჭრა და ისიც, რომ გრიგოლ ორბელიანი ჩრდილო-კავკასიელების წინააღმდეგ იბრძოდა. [7;45’46].
აღსანიშნავია, რომ გენიალური ქართველი მწერალი ა. ყაზბეგი შამილის ბრძოლას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც მკვლევარი კენკებაშვილი აღნიშნავს: „მწერალი შამილში ხედავდა ლიდერს და კავკასიელ ხალხებს ერთად უნდა ებრძოლათ საერთო მჩაგვრელი ძალის-რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ„ [თ.კენკებაშვილი 1992] როგორც ვხედავთ, ალექსანდრე ყაზბეგიც გამსჭვალულია კავკასიის ერთიანობის იდეით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, შამილი ხელმძღვანელობდა შარიათით, მაგრამ, სადაც საჭირო იყო შამილი სცვლიდა შარიათის დადგენილებებს.

შამილს დათმობებზე წასვლაც შეეძლო და უკიდურესი ზომების მიღებაც ურჩების წინააღმდეგ. მომხრეებს და ერთგულ ხალხს მეტად სამართლიანად ექცეოდა, მუდმივად ასაჩუქრებდა, აძლევდა სხვადასხვა პრივილეგიებს.

ვფიქრობ, ეს იყო წინასწარ განზრახული ნაბიჯები, რათა ხალხში მისი ავტორიტეტი მეტად ამაღლებულიყო. შამილი სასტიკად ექცეოდა მოწინააღმდგეებს, უმეტესად სიკვდილით სჯიდა.
შამილის საგარეო ურთიერთობებში განსაკუთრებული როლი ჰქონდა თურქეთს. თურქეთის სულთანი ბაიაზეთი შამილს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დახმარებას ჰპირდებოდა, თუმცა შამილს თურქეთიდან არავითარი დახმარება არ მიუღია.
შამილის რეფორმები და მისი ბრძოლა ადიღეელების დიდ ყურადღებას იპყრობდა.შამილმა მათი თხოვნით იქ ნაიბები გაგზავნა.ერთ-ერთი მათგანი მუჰამედ ამინი აბაძეხების ნაიბი გახდა.

მუჰამედ ამინმა შეძლო შამილის დავალებების შესრულება-მიურიდიზმის გავრცელება და ადიღეს მოსახლეობის ნაწილში შარიათის დამყარება,მაგრამ ნაიბის მცდელობა,დასავლეთ ჩერქეზეთში ჩამოეყალიბებინა შამილის იმამატის მსგავსი სახელმწიფოებრივი გაერთიანება, უშედეგოდ დასრულდა.[8; 39] შამილის პიროვნების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ანა დრანსე. მის თანახმად, შამილი მეტად ჭკვიანია, არის არა მხოლოს დიდი მხედარმთავარი, არამედ დიდი კანონმდებელიც.

გამოირჩევა საოცარი მოკრძალებითაც. ავტორი ამბობს, რომ შამილი ყველანაირად ერიდებოდა ტყვე ქალებთან პირისპირ შეყრას, მათ მიმართ საოცარ თავაზიანობას იჩენდა. ანა დრანსე ასევე ამბობს, რომ შამილი ტყვე ქალებს ევროპული ეტიკეტით უმასპინძლდებოდა, რაც მის ღრმა განათლებაზე მეტყველებს.
გარდა ამისა, დრანსე წერს: “შამილს თავისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ სურს, რომ მამაკაცი სამეურნეო სამუშაოებში ჩაერთოს და შინაურულ მყუდრო ცხოვრებას მიეჩვიოს; მძიმე სამუშაოთა შესრულების შემდეგ, მას ღრმად დაეძინება და არ გამოცხადდება იმამის დაძახილზე საშიშროების დროს, ამიტომაც ლეკი მიჩვეულია იზრუნოს მხოლოდ ცხენსა და იარაღზე. ყველანაირი მძიმე სამუშაო ქალებს აწევთ კისერზე“.
XIX საუკუნის ორმოციანი წლები შამილის ბრწყინვალე ეპოქის სახელწოდებით არის ცნობილი. ამ პერიოდში შამილის საიმამოს ტერიტორია თითქმის სამჯერ გაფართოვდა. მან რამდენჯერმე დაამარცხა რუსეთის ჯარი და ჩაშალა მათი გეგმები. შამილმა ამავე პერიოდში თაბასარანის მიმხრობაც მოახერხა.
შამილის ბრძოლის ტაქტიკას მაღალი შეფასება აქვს ისტორიოგრაფიაში:
როგორც ხ. ხანგოშვილი წერს: „შამილის ბრძოლის ტაქტიკა იყო კლასიკური პარტიზანული. მან შექმნა მოძრავი რაზმები, ერიდებოდა გენერალურ, ბრძოლებს და მის დევნაში რუსეთის ჯარის კოლონებს ქანცი უწყდებოდათ.“
1846 წლიდან შამილის წარუმატებლობის ხანა დაიწყო, რადგან რუსებმა ჩეჩნეთის დიდი ნაწილის დაპყრობა მოახერხეს.

ჩეჩნეთის დაკარგვა შამილისათვის ნიშნავდა დიდი ძალისა და სასურსათო ბაზის დაკარგვას. ამ პერიოდიდან შამილი ცდილობდა კავშირის დამყარებას ოსმალეთთან და ინგლისთან, თუმცა, მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ბარიატინსკი ყველანაირაად ცდილობდა შამილის ნაიბებისა და სხვა მაღალი მოხელეების მოსყიდვას და ხშირ შემთხვევაში, ამას ახერხებდა კიდეც საკმაოდ წარმატებულად.
ყირიმის ომის დასრულების შემდგომ, რუსეთის ჯარმა ბარიატინსკის მეთაურობით შამილის სამყოფელს, ღუნიბს ალყა შემოარტყა და ორ კვირიანი ბრძოლის შემდეგ შამილის დამარცხება და მისი დატყვევება მოახერხა. შამილი გაგზავნილი იქნა პეტერბურგში.
მწერალი ე. უბილავა მის რომანში „შამილი“, მოგვითხრობს შამილის დატყვებისა და პეტერბურგში გამგზავრების ამბავს. როდესაც შამილი მიემგზავრებოდა, უკანასკნელად მოუხედავს თავისი მიწა-წყლისკენ და მისი სიტყვები ყოფილა “მშვიდობით მთებო კავკასიისა“.
შამილის დატყვევების შემდეგ იმამატმაც არსებობა შეწყვიტა.
მისი დამარცხების შემდგომ ჩეჩნეთი და დაღესტანი რუსეთის შემადგენელი ნაწილი გახდა. შამილის 25 წლიანი ბრძოლა საბოლოოდ მარცხით დასრულდა.
შამილის შეუპოვარმა ბრძოლამ რუსული კოლონიალიზმის წინააღმდეგ, მის მიერ ერთიანი-თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნამ,მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა, რომლებიც იყო საერო პროგრესული განვითარების მაგალითი, დიდი კვალი დატოვა კავკასიელ ხალხებში.

შამილის სახელი კავკასიის საზღვრებს გასცდა. და გახდა სიმბოლო შეუპოვარი ბრძოლისა, რომლის პიროვნებაც დღეს მეტად აქტუალური და მისაბაძია.
ქ. კალუგაში გადასახლების შემდეგ, შამილის მეთვალყურე კალუგის გუბერნიის სამხედრო მმართველი მიხეილ ჩიჩაგოვა გახდა. მის მეუღლეს შამილი თავისი ცხოვრების შესახებ უამბობდა. ეს ნაამბობი მან წიგნად გამოიცა (Шамил на Кавказе и в Росии, биографический очерк, составил М. Н. Чичагова С – Петербург,1889 г.).
აღნიშნულ წიგნში, სამწუხაროდ არ არის ყველა მონაცემი ფიქსირებული, თუმცა ერთ საინტერესო ინფორმაციას ვკითხულობთ; დატყვევებულ შამილს ვერ წარმოედგინა, რომ იმპერატორის კარზე მკაცრად არ დასჯიდნენ ან უკიდურეს შემთხვევაში რუსეთის რომელიმე შორეულ მხარეში არ გადაასახლებდნენ. იმპერატორის კარზე თბილად მიღების შემდგომ კი შამილი ეთბაშად იქცა გულთბილ პიროვნებად, ისეთად როგორიც ის იყო ბუნებით და ცხოვრების წესით.
შამილი მისაბაძი პიროვნება იყო, არის და იქნება, რადგან ის არის სიმბოლო თავისუფლებისათვის ბრძოლისა. ჩრდილო კავკასიელებისათვის, და არა მხოლოდ მათთვის, შამილი არის გმირი, რომელმაც ორი პატარა სუბიექტი დაუპირისპირა რუსეთის იმპერიას. მისი მიზანი იყო მხოლოდ ერთი, ის იცავდა თავის ტერიტორიას კოლონიზატორებისაგან. შამილი რუსებს სრულიად არ ენდობოდა, გაუტანლებსა და უპირობოებს ეძახდა და სამართლიანად მიიჩნევდა მათ წინააღმდეგ დაწყებულ ჰაზავათს.

დასკვნა

ჩრდილო-აღმოსავლეთ-კავკასიაში კერძოდ დაღესტანსა და ჩეჩნეთში. ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება გამოიწვია რუსეთის-ექსპანსიურმა პოლიტიკამ. საშინაო და საგარეო ფაქტორებმა.

ეკონომიკურად ჩამორჩენილმა არერთსულოვანმა საზოგადოებამ და ფეოდალების ბატონობამ. რუსეთის იმპერიას თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე თავისი გეგმების განხორციელება გაუადვილა.

დაღესტნელ და ჩეჩენ ხალხს შამილის სახით მოევლინა ლიდერი რომელმაც ისინი გაერთიანა ერთიან-ცენტრალიზებულ თეოკრატიულ სახელმწიფოში.

ამ გზით რეალური გახდა ცარიზმის წინააღმდეგ ანტიკოლონიალური ბრძოლა.
ღაზი-მოლას მიერ დაწყებული და შამილის მიერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული ერთიანი ძლიერი სახელმწიფო იყო უდიდესი მიღწევა, უდიდესი პროგრესი.
იმამათი იყო ზღუდე, რომელიც 25 წლის განმავლობაში ეფექტურად იცავდა თავს რუსეთის კოლონიური პოლიტიკისგან.
შამილის მიერ გატარებული რეფორმები იყო პროგრესული განვითარების მაგალითი. მის მიერ შექმნილმა სახელმწიფომ შეძლო საზოგადოების გაერთიანება და ანტიფეოდალური ბრძოლა.
ამ შეპოვარი ბრძოლის გარდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორებიც, რომ ამ ომმა უდიდესი ზარალი მოუტანა იმამატს ყველანაირი თვალსაზრისით: მოსახლეობა დაიღალა გაუთავებელი ბრძოლებით, შიშით, გარდა შიდა ფაქტორებისა.

რუსეთის არმიის რიცხობრივმა უპირატესობამ, მის მიერ განხორციელებული გენოციდის პოლიტიკამ თავისი შედეგი გამოიღო და შამილის დამარცხება გამოიწვია.
შამილი თავისი დროის უდიდესი რელიგიური და საერო მოღვაწე იყო. მამაცი, სამაგალითო მებრძოლი.

მან წარუშლელი კვალი დატოვა. ის არის სიმბოლო პატრიოტიზმის. შამილი არის პიროვნება, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძალა ერთობაშია და რომ საკუთარი მიზნებისათვის ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი, ადამიანმა უნდა იბრძოლოს თავისუფლებისათვის და თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, უკეთესი მომავლისათვის.

 

ნინო ლომიძე

შამილის მიერ გატარებული რეფორმები

შამილის მიერ გატარებული რეფორმები გატარებული რეფორმები, როგორც საზოგადოების საერო პროგრესული განვითარების მაგალითი.

 

შამილის მიერ ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას თან ახლდა ძირეული რეფორმები: პირველ რიგში, აღსანიშნავია ჩეჩნეთისა და დაღესტნის გაერთიანება.

მან დაღესტნისა და ჩეჩნეთის ტერიტორია დაყო   სანაიბოებად, რომელსაც მართავდნენ ნდობით აღჭურვილი  და გამოცდილი „ნაიბები.

ა. ფრონელის თანახმად ნაიბები თექვსმეტი წლიდან სამოც წლამდე უნდა ყოფილიყვნენ თითეულ ნაიბს ჯარში უნდა ემსახურა. თოფი და ხმალი ყველა მეომარს საკუთარი უნდა ჰქონოდა.

შეძლებული მეომარი ცხენით გადიოდა ჯარში  და თუ თავად ვერ წავიდოდა სალაშქროდ ავადმყოფობისა ან ჭრილობის გამო ცხენი სხვისთვის უნდა ეთხოვებინა.

მეომარს საგზალი შინიდან მიჰქონდა, ხოლო თუ დიდხანს დარჩებოდა ლაშქარში მაშინ იოლად მიდიოდა რეკვიზიციით, ე.ი საგზალს გზადაგზა სოფლებში ართმევდა ხალხს.“ სანაიბოები იყოფოდა უბნებად, რომლებსაც მაზუნები მართავდნენ. ისინი დაკავებულნი იყვნენ სამხედრო მოსაკრებლების აკრეფვით და სურსათის მომარაგებით.

შამილის მმართველობის დროს დაღესტნისა და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე  სამი ოლქი არსებობდა:  ჩეჩნეთის, ავარიისა და ანდალალის.

ჩეჩნეთის ოლქის   მმართველი იყო შამილის ერთ-ერთი სიმამრი – ყაზიყუმუხელი აბდულა წახურელი;

ავარიის ოლქს მართავდა ჰაჯი-მურატი;

ანდალიის  ოლქის მმართველი იყო ყიბიტ-მაჰმადი, შამილის ერთგული მეგობარი.[10;82]

სასამართლო და ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებდნენ ყადიები, ალიმები.

1841 წლიდან ყოველდღიურად პარასკევის გარდა, იმამთან ერთად იკრიბებოდა და სხდომას მართავდა დივან-ხანე (უმაღლესი საბჭო). ის განიხილავდა ადმინისტრაციულ, სამხედრო,  სამეურნეო, სასამართლო საქმეებს. ისმენდა ნაიბების მოხსენებებს.

მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად იწვევდნენ ყრილობებს, ნაიბების, ალიმების და  სხვა პირების შემადგენლობით. ასეთი ყრილობები წინა იმამების დროსაც იმართებოდა, მაგრამ მათ დიდი მნიშვნელობა მხოლოდ შამილის დროს მოიპოვეს. შამილს თვდაპირველად ძალიან გაუჭირდა შარიათის დამკვიდრება, რადგან მისი კანონები მთიელების ადათ წესებთან შეუსაბამობაში იყო, ამიტომ ჩეჩნეთში გადაწყვიტა გამოეცა ახალი კანონები (ნიზამები),  რომლებიც მეტ-ნაკლებად შესაბამისობაში იქნებოდა ვაინახურ ადათებთან [17;214]

ნიზამები  აწესრიგებდა მიწასთან დაკავშირებულ საკითხებს, ზღუდავდა სისხლის აღებას, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ადგენდა სასჯელის ფორმებს და სხვ.

შამილის მმართველობის პერიოდში შარიათი  მტკიცედ დამკვიდრდა მთიელებში და შამილის ხელისუფლების წარმატებას მკვეთრად შეუწყო ხელი. მთიელებში დანაშაულის ჩადენა გახდა იშვიათი და თუ ვინმე მაინც გაბედავდა ჩხუბს მკვლელობას, ან სხვა სახის დანაშაულს, მკაცრად ისჯებოდა, რომ ის მაგალითი ყოფილიყო  სხვებისათვის.

ნიზამების ავტორი თავად შამილი იყო. ნიზამს უნდა შეეცვალა დაუწერელი „ადათი ‘ და სწორედ ამაში იყო მისი დადებითი მნიშვნელობა.    შამილმა ბევრი იმუშავა  არმიის მოწესრიგების მიზნით.  ის დიდ ყურადღებას უთმობდა ცხენოსან ჯარს. მის საუკეთესო ნაწილს ეწოდებოდა“მურთაზკები“

ა. ფრონელის თანახმად ძირითად სამხედრო ერთეულს საიმამოში შეადგენდა ათასეული, რომელიც თავის მხრივ იყოფოდა  ხუთასეულად. ასეულებად  და ათეულებად.ათასეულის სათავეში იდგ ა ნაიბი. გარდა ამისა, შამილს რუსი და პოლონელი დეზერტირებისაგან შემდგარი სპეციალური ბატალიონი ჰყავდა. [11;11,12]

ილია ორბელიანი სხვაგვარად აღწერს შამილის ჯარს. მის თანახმად,  შამილის დაღესტნური ჯარი ჯგროდ და ხროვად მოქმედებს. არ არის დანაწილებული  ათეულებად და ასეულებად. ხოლო ჩეჩნები დაყოფილნი არიან ასეულებად და ხუთასეულებად .[10’87]

შამილი მეომრებს ომში გამოჩენილი მამაცობისთვის ორდენებით აჯილდოებდა.

შამილი ნიჭიერი მხედარმთავარი იყო და მთაში მოხერხებულად იყენებდა პარტიზანული ომის ტაქტიკას. ამ ტაქტიკის არსი შემდგომში მდგომარეობდა: შამილი ახორციელებდა მოულოდნელ თავდასხმებსა და აიძულებდა რუსებს უკან დახევას.

შამილმა დიდი ყურადღება მიაქცია ფულადი სისტემის შექმნას. ძირითად გადასახადს წარმოადგენდა „ზაკიათი“, რომელიც სახელმწიფო ხაზინაში შედიოდა.

შამილმა სოფლებში დაარსა სკოლები რომლებშიც უამრავი მოსწავლე იყო. ისინი სწავლობდნენ მათემატიკას, ყურანს, არაბულსა და სხვ. მათი მასწავლებლები იყვნენ სასულიერო პირები.

შამილმა მოახერხა დაღესტნისა და ჩეჩნეთის დიდი ნაწილის გაერთიანება. ის დადიოდა ჩეჩნეთის აულებში და ძალიან მალე მოახერხა მათი მიმხრობა. შამილი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჩეჩნეთის შემოერთებას. ჩეჩნეთში უმძიმესი ვითარება იყო შექმნილი კოლონიზატორების მხრიდან.

ამგვარმა ვითარებამ  მას საფუძველი შეუქმნა ჩეჩნების შეიარაღებისა და ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ ომში ჩაბმის. გარდა ამისა, ჩეჩნეთთან კავშირს შამილი იმიტომ მიიჩნევდა ხელსაყრელად, რომ ჩეჩნეთი მოსავლიანი და საქონლით მდიდარი იყო,რაც ეკონომიკურად უზრუნველყოფდა მთიელ მეომრებსაც და მათ ოჯახებსაც.

შამილი დიდად უწყობდა ხელს შერეულ ქორწინებებს, ამიტომ მისი მმართველობის პერიოდში ხშირი იყო შორეულ აულებში ოჯახის შექმნა.

ვახტანგ ითონიშვილის თანახნად: შამილმა შეძლო შეექმნა ძლიერი  სახელმწიფო, რომლის სიძლიერეც ეფუძვნებოდა იმამატის მცხოვრებთა იურიდიული თანასწორუფლებიანობის და სრული დამოუკიდებლობისათვის წარმოებულიწმინდა ომის-ჰაზავათის იდეურ დედაბოძს.[5 ;20]

შამილი, ისევე, როგორც მისი წინამორბედი იმამები, ებრძოდნენ  შამხლებს, ბეგებსა,და ხანებს.  ეს  ბრძოლა მიმართული იყო სრული ძალაუფლებისა   და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მოშორებისკენ.  ალბათ, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ეს გაბატონებული კლასი ცარიზმის მომხრე იყო.

მის მიერ შექმნილი სახელმწიფო ატარებდა დემოკრატიულ ხასიათს, რადგან იგი მთიელებმა ნებაყოფლობით აღიარეს.

ილია ორბელიანის მონათხრობის თანახმად: ხალხში შამილის ავტორიტეტი რომ ამაღლებულიყო  და დახმარება მიეღო მეზობელი ხალხებისგან, ამისათვის ის იყენებდა სხვადასხვა ხერხებს: შამილი ცდილობდა დაერწმუნებინა თანამემამულენი, თითქოს მას თურქეთის სულთანი და ეგვიპტის ფაშა დიდ დახმარებას უწევდნენ მის საქმიანობაში.

შამილი ყაბარდოელებს სთხოვდა მიეშველებინათ მისთვის ჯარი და ფულადი სახსრებით დახმარებოდნენ, რათა რუსები დაემარცხებინათ.  შამილი ხშირად უჩვენებდა თავის მიურიდებს ბეჭედდასმულ წერილებს, რომლებიც თითქოს თურქეთისა და ეგვიპტის ხელისუფალთაგან ჰქონდა მიღებული . ავტორის თქმით, ეს წერილები ადგილზე იყო დაწერილი, ხოლო ბეჭედიც  აქვე ქონდა დასმული.[10;88’89]

შამილის გატარებულმა რეფორმებმა, მის მიერ ერთიანი, ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებამ, ჩეჩენი და დაღესტნელი ხალხების კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ისეთ ძლიერ იმპერიასთან ბრძოლა, როგორიც რუსეთი იყო იმ პერიოდში.

შამილმა თავისი გატარებული რეფორმებით შეძლო ტრადიციული კულტურიდან თანამედროვე კულტურაში ტრანსფორმაცია. მან დიდი როლი შეასრულა მთიელების გაერთიანებისა და შეკავშირების საქმეში. მთიელები შამილში ხედავდნენ ხსნას ფეოდალური ძალადობისგან.

 

ნინო ლომიძე

დაღესტნისა და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოქმნა

XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ წარმატებებს მიაღწია. გაიმარჯვა თურქეთთან და ირანთან წარმოებულ ომებში და შემდგომ მთელი თავისი რესურსი ჩრდილო კავკასიის კოლონიალიზმისაკენ მიმართა.

თუ მანამდე XVI-XVIII საუკუნეებში რუსეთის პოლიტიკა იყო სამხედრო-სამოკავშირეო, XIX საუკუნიდან რუსეთის იმპერია იწყებს ბრძოლას კავკასიისათვის კერძოდ, ჩეჩნეთისა და მთიანი დაღესტნის საბოლოოდ დასამორჩილებლად. რუსეთის ხელისუფლებას სურვილი იყო სამხრეთით იმპერიის საზღვრების გაფართოება, აზიასთან დამაკავშირებელი გზების ხელში აღება და ამიერკავკასიაში პოზიციების განმტკიცება.
დაღესტნისა და ჩეჩნეთის შემოერთების გარეშე ამ მიზნების განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი, ამიტომ რუსეთის ხელისუფლებამ მთიან დაღესტანში სამხედრო-სტრატეგიული პუნქტების დაკავება დაიწყო, რასაც მთიელთა მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა და 1785-91 წლებში შეიხ-მანსურის სახალხო მოძრაობასთან ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ შეიხ-მანსურის სახალხო მოძრაობიდან უნდა დაიწყოს რუსეთ-კავკასიის ომის ათვლა.

 

მანსურს მხარი დაუჭირეს დაღესტნისა და ყაბარდოს მცირე ნაწილმა, ხოლო ფეოდალები ცარიზმის პოლიტიკას ემხრობოდნენ, რამაც გააადვილა შეიხ მანსურის დამარცხება ჩეჩნეთსა და ყაბარდოში. შემდგომ მანსურმა ჩრდილო კავკასიის დასავლეთ ნაწილში-ჩერქეზეთში გადაინაცვლა და იქ განაგრძო ბრძოლა.  1791 წელს მანსური ანაპის ციხე სიმაგრეში რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.
XIX საუკუნის პირველ ნახევარში კავკასიაში დამყარდა რუსეთის უმაღლესი სამხედრო-ადმინისტრაციული მმართველობა, რომლის სათავეში მთავარმართებელი იდგა. ის ამავე დროს იყო რუსეთის ჯარების მთავარსარდალიც. ამ დროიდან რუსეთის იმპერიამ მთელი ძალიათ შეუტია ჩრდილო კავკასიას.

 

დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებისა და მთიელთა თავდასხმების მოგერიების მიზნით, რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო სამხედრო ხაზების მშენებლობა, რაც ხორციელდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის ხარჯზე.
1817-1826 წლებში ყუბანში, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ყაბარდოში სისტემატიურად ხორციელდებოდა სამხედრო-სადამსჯელო ოპერაციები. გენერალ ერმოლოვის თაოსნობით. გენერალი ერმოლოვი კავკასიელების მიმართ დაუნდობლობითა და დიდი სიძულვილით გამოირჩეოდა.
ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს რუსი გენერლები ექსპედიციებს უწოდებდნენ. ამ „ექსპედიციებით“ ისინი ანადგურებდნენ მთიელთა აულებს, უსპობდენენ მათ ყველანაირ არსებობის საშუალებასა და საკუთარ მიწაზე მკაცრი სამხედრო-პოლიციური მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფებდნენ.
ყოველივე ამ მიზეზებმა გამოიწვია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და იმამატის შექმნა ჩრდილო- აღმოსავლეთ კავკასიაში. იმამატის ჩამოყალიბება იყო პასუხი ცარიზმის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ.
დაღესტანსა და ჩეჩნეთში ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე მეტად რთული საშინაო და საგარეო პრობლემები არსებობდა. გაბატონებული იყო ფეოდალური კლასი, რომელსაც მხარს უჭერდა რუსეთის ხელისუფლება ანიჭებდა მათ უამრავ პრივილეგიას და მათი სახით რუსეთის იმპერიას ძლიერი დასაყრდენი ყავდა. ქვეყანა იყო ეკონომიკურად ჩამორჩენილი,საზოგადოება დაქსაქსული, მცხოვრები ძველი დრომოჭმული ადათებით.

 

ყოველივე ამ პირობებში რუსეთის იმპერიას ადვილად შეეძლო აქ თავისი მიზნების განხორციელება.
საგარეო მიზეზები იყო ზემოთ უკვე ნახსენები ექსპანსიური პოლიტიკა და რუსეთის ადმინისტრაციული მმართველობის დამყარება.

იმის გამო, რომ ამ პერიოდშიჩეჩნეთ-დაღესტანი დროის გამოწვევებს ვერ პასუხობდა დღის წესრიგში დადგა სახელმწიფოს ჩამოყალიბება და გაერთიანება ერთი იდეოლოგიის ქვეშ. საჭირო გახდა ისეთი სახელმწიფოს ფორმირება, რომელიც იქნებოდა ზღუდე, სიმაგრე მთიელებისათვის, რომელიც იქნებოდა პოლიტიკურად ,ეკონომიკურად, კულტურულად დაწინაურებული.

ასეთ სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხს შეეძლო ეფექტური ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა იქნებოდა მიმართული ანტიკოლონიალიზმისაკენ და ანტიფეოდალური სახელმწიფოს მოდერნიზაციისაკენ. ჩრდილო კავკასიელი ხალხების ბრძოლას რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგნენ რელიგიური ლიდერები, რომელთა ხელში იყო საერო და სამხედრო ხელისუფლება.
ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა ისლამის დროშით გაიშალა. XIX საუკუნის 20 -იანი წლებისათვის განსაკუთრებით გაძლიერდა რელიგიური მიმდინარეობა-მიურიდიზმი, რომლის მქადაგებელი დაღესტანში იყო მოლა მუჰამედ იარაგელი. მან თავისი იდეოლოგია გააჟღერა მიურიდებში. ამის შემდგომ მიურიდები დადიან ხალხში, აულებში და მათ მოუწოდებენ ჰაზავათისაკენ (საღვთო ომი).

ამ იდეოლოგიის პირველი „კანონია“ – ყველანაირი თავისუფლება: არც ერთი-მუსლიმი არ უნდა იყოს ქვეშევრდომი ან მონა მეორესი და დამონებული სხვა ხალხების მიერ; “მეორე კანონი“ – „ბრძოლა ურწმუნოების წინააღმდეგ და შარიათის შესრულება. “სხვა შემთხვევაში ხსნა არასდროს არ იქნება“
პირველი იმამი ღაზი-მოლა იყო, რომელმაც სცადა კავკასიაში ყველა ფეოდალური სამფლობელოს გაერთიანება, მაგრამ ავარიის ხანი და ტარკის შამხალი არ დაემორჩილნენ.

1830 წელა ღაზი მოლა ხუნძახში შეიჭრა,მაგრამ დამარცხდა. ერთი წლის შემდგომ ის თავს დაესხა ტარკს და გაიმარჯვა. მის წინააღმდეგ კავკასიის ჯარების სარდლობამ დამსჯელი ჯარი გამოყო. ყაზი-მოლამ მშობლიურ აულს-გიმრს შეაფარა თავი, 1832 წ. ოქტომბერში რუსეთის ჯარის მიერ გიმრის იერიშით აღების დროს ღაზი-მოლა დაიღუპა.
მეორე იმამი გახდა გამზათ-ბეგი. 1834 წლისათვის მან მოახერხა თითქმის მთელი ხუნძეთის მოსახლეობის მიმხრობა გარდა მცირე ნაწილისა რომელიც ხანის ერთგული დარჩა. მან ხანის ოჯახი ამოწყვიტა. იმავე წლის სექტემბერში ხანის მომხრეებმა მასზე შური იძიეს და გამზათ-ბეგი ხუნძახის მეჩეთში მოკლეს.
მესამე იმამე ხუნძი, გიმრელი შამილი იყო, რომელმაც შეძლო შეექმნა გაერთიანებული მთიელთა სახელმწიფო ჩეჩნეთისა და დაღესტნის ტერიტორიაზე, რომელმაც 1834 წლიდან 1859 წლამდე იარსება.
იმამატის მთავარი ფუნქციები იყო: თავისი ტერიტორიის დაცვა, მართლწესრიგის უზრუნველყოფა, ეკონომიკის განვითარება ,ანტიფეოდალური და ანტიკოლონიალური“ ბრძოლა.
პირველი იმამის ყაზი-მოლას მცდელობა იყო მოეხდინა ჩეჩენი და დაღესტნელი ხალხების კონსოლიდაცია და აქტიურად იბრძოდა ამ მიზნით. მისი დაწყებული საქმე გააგრძელა წარმატებით შამილმა. მან შექმნა ერთიანი ძლიერი-თეოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იყო აგებული შარიათის კანონებზე.

 

მის მიერ შექმნილმა სახელმწიფომ უპასუხა დროის მოდერნიზაციულ მოთხოვნებს, იმამატის ჩამოყალიბების შემდგომ სრულიად შეიცვალა ჩეჩენი და დაღესტნელი ხალხების ყოფა. სრულიად განადგურდა ძველი არისტოკრატია. საიმამოს პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების შემდგომ მთიელები ძლიერ სახელმწიფოში გაერთიანდნენ.

რუსულ და საბჭოთა სამეცნიერო ლიტერატურაში იმამატი ნაგულისხმებია ჩრდილო კავკასიელი ხალხების რეგრესად, რომელიც ისლამის დროშის ქვეშ ხორციელდებოდა და ისლამის ტრადიციებზე აგებულ სახელმწიფოს არამხოლოდ რუსული, არამედ ევროპული საზოგადოებაც ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ შამილის მიერ შექმნილი იმამატი იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან მან გააუქმნა ძველი, დრომოჭმული რელიგიური ჩვეულებები და განახორციელა მრავალი რეფორმა.

 

ნინო ლომიძე

რუსეთის კავკასიაში გამოჩენა და კავკასიის დაპყრობა

შესავალი

 

კავკასია რუსული პოლიტიკური სამყაროს ინტერესების სფეროში მოხვდა ჯერ კიდევ კიევის რუსეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე (IXს. II ნახევრიდან), როდესაც ცალკეული რუსული (რუს-ნორმან-ვარიაგთა) რაზმები ლაშქრობდნენ კასპიისპირეთში.მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ლაშქრობები, ერთი შეხედვით, ნადავლის მოსაპოვებლად გამიზნული იყო, მეცნიერები თვლიან, რომ IX-XI ს. I მესამედში კასპიისპირეთში განხორციელებულ სამხედრო აქციებს გარკვეული პოლიტიკური მოტივაციაც გააჩნდა.

ძველი რუსული მატიანეები გვაწვდიან ცნობებს ცალკეულ რუს მთავრებსა და ჩრდილოეთ კავკასიელ ტომთა შორის დაპირისპირების შესახებაც. კერძოდ, მათში მოთხრობილია კიევის დიდი მთავრის სვიატოსლავის მიერ “კოსოგებსა” (ადიღები) და “იასებზე” (ოსები) მოპოვებულ (965წ.) გამარჯვებაზე; ტმუტარაკანის მთავარ მსტისლავ ვლადიმირის ძის გალაშქრებაზე (XIს. 20-იან წლებში) “კოსოგების” (ადიღების) წინააღმდეგ და ადიღთა ბელად რედედისთან მის ორთაბრძოლაზე იმავე რუსული მატიანის ცნობით, ალანია-ოვსეთის საზღვრამდე მისდია ყივჩაყებს 1116 წელს იაროპოლკ ვლადიმირ მონომახის ძემ, სადაც დაქორწინდა კიდეც ოსთა მთავრის ასულზე.

XVIს. შუა ხანებიდან, მას მერე რაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიანი რუსული სახელმწიფო და მისი ხელმწიფე – მოსკოვის დიდი მთავარი – ივანე IV 1547 წელს საზეიმოდ ეკურთხა მეფედ და ყაზანისა და ასტრახანის სახანოების შემოერთების (1552-1556) შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო უშუალოდ კავკასიას დაუმეზობლდა  რუსეთი,რეალურად კავკასიაში ჩნდება  როგორც აქტიური პოლიტიკური მოთამაშე.1557 წელს  პირველი სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულება დაიდო მოსკოვსა და ყაბარდოს მთავარ თემურყვას (თემრიუკ იდაროვს) შორის, რომელიც დინასტიური ქორწინებით განმტკიცდა.

ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი პოზიციები რუსეთმა სუნჯასა და თერგის შესართავთან (1567წ.) და თერგის დელტაში (1588წ.) ციხე-სიმაგრეების აგებით გაამყარა. სწორედ ამ პერიოდში (1564-1571წწ.) ლევან კახთა მეფის ინიციატივით რუსულმა სამხედრო ნაწილებმა კავკასიონი გადმოლახეს და კახეთში ჩადგნენ. მოსკოვმა XVIს. 80-იან წლებში უკვე იურიდიულად გააფორმა თავისი პროტექტორატი კახეთის სამეფოზე,ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთი მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებდა ცალკეული თემებისა და დაღესტნის ზოგიერთი სახანოს თავის მფარველობაში აყვანას, თუმცა რუსეთს ამ პერიოდში, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით,როგორც ჩანს, რაიმე სერიოზული ნაბიჯი კავკასიის მიმართულებით არ გადაუდგამს.

XVII საუკუნეში რუსეთთან კავშირი დადეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებმა. მაგრამ რუსეთის ინტერესები იმჯერადაც არ ითვალისწინებდა კავკასიაში აქტიური პოლიტიკის გატარებას. რადგან რუსეთი რუსეთ-თურქეთის 1677-1681 წლების ომში იყო ჩართული და არ ეცალა კავკასიისათვის.

თურქეთმა XVII საუკუნის მეორე ნახევარში ჟეჩ პოსპოლიტას წაართვა პოდოლიე და ცდილობდა ხელთ ეგდო მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის უკრაინა.მარჯვენა ნაპირის უკრაინაში თურქეთის დამკვიდრება არ დაუშვა რუსეთმა. 1677 და 1681 წლებში კაზაკებისა და რუსეთის ჯარებმა ორჯერ სერიოზული დარტყმა მიაყენეს თურქეთისა და ყირიმის სახანოს ჯარებს. 1681 წელს რუსეთს თურქეთსა და ყირიმის სახანოს შორის დაიდო ზავი,ზავის პირობა თურქეთსა და ყირიმის სახანოს ავალდდებულებდა, რომ 20 წლის განმავლობაში რუსეთის მტრებისათვის დახმარება არ აღმოეჩინათ.

1682 წელს მეფე თევდორე მე-3 გარდაიცვალა და რუსეთი შინაპოლიტიკური კრიზისი დაიწყო. XVII საუკუნი 90-იანი წლების დამდეგიდან პეტრე I დიდი (1682-1725)  აქტიურ სახემწიფოებრივ მოღვაწეობას შეუდგა დაბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვების შემდეგ გადაწყვიტა კასპიისპირეთშიც მოეპოვებინა პოზიციები და ხელში ჩაეგდო აქ გამავალი სავაჭრო გზები. ზღვაზე გასასვლელის მოპოვების აუცილებლობაზე პეტრემდე რუსეთის სხვა მეფეებიც ფიქრობდნენ. პეტრე I- მა ეს საკითხი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად აქცია.

1722-1723 წლებში კასპიისპირეთში რუსთა ჯარების ლაშქრობის დროს პეტრე I-მა სამხედრო პოლიტიკური კავშირი შეკრა ქართლის მეფე ვახტანგ VI-თან. რუსეთის მოკაცშირედ ვახტანგ VI-ის ხელმძღვანელობით სომეხთა ლაშქარიც გამოვიდა,მაგრამ რუსეთი კავკასიაში ფეხის მოსაკიდებლად კვლავ მოუმზადებელი აღმოჩნდა.

მხოლოდ XVIIIს. 20-იან წლების დამდეგს პეტრე I-მა მოინდომა ქართლის მეფე ვახტანგ VI-სთან კავშირში გადამწყვეტი დარტყმის მიყენება სპარსეთისთვის, მაგრამ ე.წ. “ლაშქრობა სპარსეთში”, რომლის მთავარი მიზანი იყო დასავლეთ კასპიისპირეთის რუსეთის სახელმწიფოს კონტროლქვეშ მოქცევა და სრული გავლენის დამყარება მთელ კავკასიაზე, წარუმატებელი აღმოჩნდა და კავკასიაში სტატუს-ქვო შენარჩუნდა.

რუსეთის ხელისუფლება გადამწყვეტ შეტევაზე კავკასიის მიმართულებით გადავიდა 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს, როდესაც მან გაგზავნა სამხედრო კონტინგენტი საქართველოში და ქართველ პოლიტიკურ ლიდერებთან – ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-სა და იმერეთის მეფე სოლომონ I-თან ერთად პირველად განახორციელა სამხედრო მოქმედებები სამხრეთ კავკასიაში ოსმალეთის წინააღმდეგ. 1774 წელს დადებული ქუჩუკ-კაინარჯის ზავით რუსეთმა პირველად შეიტანა მცირე კორექტივი ოსმალეთის პოლიტიკაში იმერეთის სამეფოს მიმართ.

XVIII  საუკუნის მეორე მეოთხედში,რუსეთის საგარეო პოლიტიკა აღარ იყო ისეთი აქტიური, როგორც XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში. ქვეყანა ისვენებდა ხანგრძლივი და მძიმე ომებისგან.

რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა

 

იმ პერიოდში,როდესაც ბრძოლა მიდიოდა კავკასიის დაუფლებისთვის ირანსა და თურქეთს შორის,კავკასიის ქრისტიანი ერები, ქართველები და სომხები პრორუსულ ორიენტაციაზე იყვნენ, ხოლო მუსლიმი ერები კი, ნაწილი პროთურქული, ნაწილი პროირანული.

იმ პერიოდში რუსეთს უნდა აღმოსავლეთში პოზიციების გამყარება და ამისთვის მას აუცილებლად სჭირდება კავკასიის დაპყრობა, ამაში კი მას საქმეს უადვილებენ ქართველი მეფე-მთავრების პრორუსული ორიენტაცია.

რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა განხორციელდა სამ ეტაპად:

  1. 1801 – 1813 წ.წ, ამ პერიოდში რუსეთი იპყრობს საქართველოს, აზერბაიჯანს და შავი ზღვის სანაპიროს ზოგიერთ ტერიტორიას.
  2. 1813 – 1829 წ.წ განხორციელდა, დაიპყრო სამხრეთ საქართველო,აღმოსავლეთ სომხეთი და შავი ზღვის სანაპიროს უდიდესი ნაწილი.
  3. 1830-1864 წ.წ – მესამე ეტაპზე დასრულდა მთლიანად კავკასიის დაპყრობა.

XVIII – საუკუნის 80 – იანი წლების დასაწყისისთვის რუსეთმა გადაწყვიტა ყირიმის სახანოს დაპყრობა და მთელი ძალები მობილიზებული იქნა შავი ზღვის აუზზე ბატონობისთვის,აშკარა იყო რუსეთის ინტერესები კავკასიაში და სამხრეთ კავკასიისთვის მებრძოლ ირანსა და თურქეთს ახლა უკვე რუსეთი დაემატა. ამ პერიოდში ამ სამ სახელმწიფოში რუსეთი აშკარად უფრო ძლიერი იყო და ამას ერეკლე II – ე ხვდებოდა, ის ცდილობდა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა რუსეთის სწრაფვა სამხრეთ-კავკასიისკენ, მაგრამ მოცემულ მომენტში აშკარა რუსული პოლიტიკის გატარება საშიში იყო, რადგან მართალია ირანი და თურქეთი ამ პერიოდში დასუსტებული იყო, თუმცა არა იმდენად, რომ საქართველოსთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინათ.

ამ პერიოდში საქართელოც მძიმე სიტუაციაში არის და ფაქტიურად ერი გადაშენების პირას დგას, მოსახლეობა მხოლოდ 700-800 ათას ადამიანს ითვლის და ლოგიკურია ამ პერიოდში როცა ირანისა და თურქეთის მხრიდან მოდის აგრესია, საქართველო ცდილობს მფარველის მოძებნას, რუსეთსაც უნდა კავკასიასი უბრძოლველად შევიდეს, გადალახოს ქედი და ამ შემთხვევაში ორივეს ინტერესი იკვეთება, თუმცა რუსეთს უნდა რომ საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს საქართველო სთხოვს რუსეთს მფარველობას.

ამიტომ 1782 წელს ერეკლე II -მ მიმართა ეკატერინე II – ეს, ქართლ-კახეთის სამეფო მფარველობაში მიეღო.

1783 წელს ხელი მოეწერა ტრაქტატს, რომელიც ციხე-სიმაგრე გეორგიევსკში გაიმართა.

1784 წელს კი სარატიფიკაციო სიგელს ხელი მოაწერა ერეკლე II – მ და იგივე აქტი მოახდინა ეკატერინე II – მაც.

ერეკლე II – იმედოვნებდა, რომ ამ ტრაქტატის შედეგად, საქართველო მოახერხებდა ლეკთა თარეშის აღკვეთას და მოახერხებდა ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერებასა და საქართველოს გაერთიანებას, თუმცა რა თქმა უნდა რუსეთს ძლიერი და ერთიანი საქართველო არ სჭირდებოდა. მას სჭირდებოდა სუსტი ქვეყანა, რომელსაც მის იქით გზა არ ექნებოდა.

ტრაქტატის დადება რაც რუსეთის კავკასიაში გამოჩენას ნიშნავდა, როგორც კავკასიის სახანოებისთვის, ასევე თურქეთის ირანისა და ევროპული სახელმწიფოებისთვის (საფრანგეთი და ინგლისი) მიუღებელი იყო.

გეორგიევსკის ტრაქტატის დადება იყო ქართლ-კახეთის სამეფოსთვის და ზოგადად მთლიანად საქართველოსთვის უდიდესი დიპლომატიური მარცხი, რადგან ამან გამოიწვია სხვადასხვა სახანოების ლაშქრობები საქართველოში, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და ა.შ

ქართლ-კახეთის დაპყრობით დაიწყო კავკასიაში რუსეთის ვრცელი იმპერიული გეგმები.

1826-28 წლებში რუსეთ – ირანისა და 1828-29 წლების რუსეთ-თურქეთის ომებში გამარჯვებით, თურქმენჩაისა და ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებების ძალით, რუსეთმა ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც დააკანონა თავისი ბატონობა ამიერკავკასიაში, ჩრდილო-დასავლეთკავკასიასა და შავი ზღვის სანაპიროზე დაპყრობილ ამიერკავკასიაში რუსეთმა რამდენჯერმე შეცვალა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა.

1846-49 წლებში მთელი ამიერკავკასია, ცენტრალური რუსეთის მსგავსად, გუბერნიებად დაიყო. 1864 წელს კავკასია სამეფისნაცვლოს სტატუსი მიიღო.

რუსეთმა ამიერკავკასია ისე დაიპყრო,რომ ჩრდილო-კავკასია მის მფლობელობაში არ გადასულა. სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის მდგომარეობა ჩრდილო-კავკასიაში მძიმე იყო. ყაბარდო აშკარად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, დაღესტნის თავისუფალი თემების დიდი ნაწილი საერთოდ არ ცნობდა რუსეთის უზენაესობას, ავარის სახანოს კი გაუკვეველი პოზიცია ეკავა, ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან და ჩერქეზეთიდან რუსეთის ტერიტორიას მუდმივად ესხოდნენ თავს,კარგად ორგანიზებული რაზმები.

თავდასხმების მიზანი იყო ჩრდილო-კავკასიის ბარში რუსეთის მიერ მიტაცებული ნაყოფიერი მიწების უკან დაბრუნება.ამ ტერიტორიის გარეშე კავკასიის მთის მოსახლეობას არსებობა ძალიან უჭირდა. მოსახლეობა სიღატაკისა და შიმშილისათვის იყო განწირული. რუსეთი ჩრდილო კავკასიის მთის მოსახლეობისათვის წართმეული ტერიტორია, სპეციალური გამაგრებით,ე.წ კავკასიის ხაზით იცავდა.

1812 წლის სამამულო ომში გამარჯვების შემდეგ, რუსეთის პოლიტიკა ჩრდ. კავკასიაში გააქტიურდა. XIX საუკუნის ოციან წლებში რუსებმა რამდენიმე სამხედრო ექსპედიცია მოაწყვეს, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ყაბარდოსა და ყუბანისპირეთში, დამსჯელ ექსპედიციებს სასურველი შედეგი არ მოჰქონდა.  კავკასიელები ვერ ურიგდებოდნენ რუსების ბატონობას. ჩრდ. კავკასიაში ძლიერი ანტირუსული მოძრაობა იწყებოდა, ამ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავ გამოვლინებას წარმოადგენდა 1825 წელს მიმდინარე აჯანყება, ბეიბულათ თაიმაზოვის წინამძღოლობით.

რუსეთის სასტიკი მოპყრობით გატანჯულმა მოსახლეობამ ისლამის იდეებით დაიწყო გაერთიანება,საბფუველი ეყრებოდა მიურიდიზმს. მიურიდიზმის ფუძემდებლები იყვნენ მუჰამედი და ყაზი მოლა, ყაზი მოლას გარდა ჯემალ – ედინის მიმდევარი იყო შამილი, მან გააფართოვა მიურიდიზმი და რელიგიურ – დოგმატური სფეროდან,სამართლებრივ – პოლიტიკურ სფეროში გადაიტანა და ომის პირობას შეუსაბამა.

1830 წლიდან იმამმა ყაზი მოლამ რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადი ( საღვთო ომი ) გამოაცხადა. ომის პერიოდში კავკასიაში განლაგებული რუსეთის ჯარის რაოდენობა 60 000 კაციდან 100 000 კაცამდე მერყეობდა, არტილერიის რაოდენობა 120 ქვემეხიდან 1000 ქვემეხამდე გაიზარდა.

ომის დაწყებისთანავე ივანე პასკევიჩმა ალყა შემოარტყა გიმრს,ყაზი მოლას მთავარ საყრდენ პუნქტს, მაგრამ დაღესანში,ჩეჩნეთში,ჭარ-ბელაქანში რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულმა აჯანყებებმა დამპყრობლებს ყაზი მოლას წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

1832 წელს, კავკასიის ახალმა მთავარმართებელიმა, გენერალმა გ. როზენმა ოქტომბერში გიმრი აიღო, იმამი ყაზი მოლა ბრძოლაში დაიღუპა, მძიმედ დაიჭრა მისი უახლოესი თანამებრძოლი, შამილი.

ყაზი მოლას სიკვდილმა ჯიჰადი ( საღვთო ომი ) ვერ შეაჩერა, მიურიდების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.

ყაზი მოლას სიკვდილის შემდეგ, იმამად არჩეულ იქნა ჰამზათ ბეგი ( 1832 – 1834 ), ყაზი მოლამ და ჰამზათ ბეგმა ჯიჰადის დაწყებასა და მიურიდიზმის იდეების დანერგვასთან ერთად დაიწყეს ჩეჩნეთსა და დაღესტანში ოდითგანვე არსებული ადათების ნაცვლად შარიათის კანონების დამკვიდრება, შარიათის კანონების დამკვიდრებამ ხელი შეუწყო იმამატის განმტკიცებას.

1834 წელს დაღესტნის იმამი გახდა შამილი( 1834 – 1859 ).

1834 წლიდან კავკასიის ომი ახალ ფაზაში შევიდა,ჯიჰადს უკვე წინამძღოლის ნიჭით უხვად დაჯილდოებული დიდი პატრიოტი და უმამაცეს ადამიანი შამილი ედგა სათავეში, შამილმა შეძლო ძლიერი თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნა. იმამატის ტერიტორია მოიცავდა ჩეჩნეთის სამხრეთსა და დაღესტნის ჩრდილო ნაწილს.

იმამატი დაყოფილი იყო ოლქებად, რომელთა სათავეშიც ნაიბები იდგნენ, იმამატის ცენტრალური სამხედრო – ადმინისტრაციული აპარატი დაახლოებით 400 მიურიდისგან შედგებოდა, ესენი იყვნენ შამილის უერთგულესი და ამავე დროს უმამაცესი ადამიანები.

შამილის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალა 10 000 დან 20 000 მდე კაცს ითვლიდა, შამილის რეზიდენცია აულ ახულგოში იყო, 1834 წელს შამილის პირველი შეტაკება მოხდა რუსეთთან.

1834-37 წლებში დიდი მასთაბის ბრძოლები არ მომხდარა, ამან კი შამილს საშუალება მისცა თავი მოეყარა სერიოზული სამხედრო ძალისათვის,შამილი ხედავდა, რომ მხოლოდ იმამატის ძალებით რუსეთს ვერ გაუმკლავდებოდა, საჭირო იყო მოკავშირეების შეძენა, იგი თურქეთის სულთნის ერთგულების დეკლარირებასაც ახდენდა,იმავდროულად დახმარებას ინგლისის მთავრობას სთხოვდა, რეალური დახმარება ვერც თურქეთისგან და ვერც ინგლისისგან ვერ მიიღო.

1839 წელს დიდი მსხვერპლის ფასად რუსეთის ჯარმა ახულგო აიღო,დაჭრილი შამილი მიურიდების რაზმთან ერთად ჩეჩნეთში გადავიდა.

XIX საუკუნის 40 – იან წლებში შამილმა რუსეთის ჯარები რამდენჯერმე სასტიკად დაამარცხა.

ხელში ჩაიგდო შავი ზღვის სანაპიროს გამაგრებული ხაზის ერთი მონაკვეთი, დაიკავა ავარია და კვლავ აღადგინა თავისი ხელისუფლება დაღესტანში.

1842 წელს იჩქერიის ტყეში,შამილმა გაანადგურა რუსთა დიდი რაზმი.

1845 წელს კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი აულ დარგოს რაიონში პირადად ხელმძღვანელობდა დამსჯელ ექსპედიციას, რუსებმა დიდი ზარალი ნახეს და უკან დაიხიეს. ამ წარმატების შემდეგ, 1846 წელს შამილი ოსეთსა და ყაბარდოში შეიჭრა, აპირებდა ჩერქეზეთზეც გაევრცელებინა თავისი ძალაუფლება, გარკვეული წარმატებების მიუხედავად იმამატის საზღვრებში ოსეთის ყაბარდოსა და ჩერქეზეთის მოქცევა, შამილმა ვეღარ შეძლო.

1853 წლისათვის რუსეთმა შამილის რაზმებს მთიანი დაღესტნის ტერიტორია დაატოვებინეს.

ყირიმის ომის დროს შამილის ძალები იმდენად დასუსტებული იყო, რომ 1854 წელს, მან მხოლოდ კახეთის რამდენიმე რაიონის დარბევა შეძლო.

ყირიმის ომის შემდეგ შამილის მდგომარეობა უიმედო გახდა, 1859 წლის აგვისტოში სასტიკი ბრძოლების შემდეგ, რუსეთის ჯარმა ღუნიბი აიღო, შამილი ტყვედ აიყვანეს, ხოლო იმამატმა არსებობა შეწყვიტა.

შამილის დამრაცხებამ ძირფესვიანად შეცვალა ვითარება ჩრდილო – დასავლეთ კავკასიაშიც, მუჰამედ ემინმა, რომელიც 1848 წლიდან შამილის დავალებით სათავეში ედგა, ჩერქეზების ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, 1859 წლის ნოემბერში, თავი დამარცხებულად ცნო და რუსეთის ერთგულება დაიფიცა.

1863-64 წლებში რუსეთის ჯარმა მთელი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ტერიტორია დაიკავა, 1864 წლის მაისში რუსებმა ბრძოლით დაიკავეს ჩერქეზთა ერთ-ერთი ტომის, უბიხების სიმაგრე კბადუ,კავკასიის დაპრყრობისათვის წარმოებული ომი დამთავრდა.

ამრიგად 1801 წლიდან 1864 წლამდე რუსეთის იმპერიამ მთელი კავკასია დაიპყრო.

 

სულხან ბორძიკაშვილი

პირისა და ჩვენებითი ნაცვალსახელები ქართულსა და ჩეჩნურ ენებში

პირისა და ჩვენებითი ნაცვალსახელები ქართულსა და ჩეჩნურ ენებში

ნაშრომი შესრულებულია ფილოლოგიის მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად

 

Continue reading

პანკისის იმამი: ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებთ მსგავს რადიკალურ ქმედებებს

პანკისის ხეობის იმამმა დუისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

მინდა გამოვეხმაურო გუშინ სოფ. დუისში მომხდარ ფაქტს, რომელმაც მხოლოდ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდს კი არა, საერთოდ პანკისის ხეობის მცხოვრებლებს,მათ სახელს მიაყენა ზიანი.

ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით იმისთვის, რომ პანკისის ხეობაში დანაშაული და კრიმინალი აღკვეთილიყო, ამ მიმართულებით თვალსაჩინო შედეგსაც მივაღწიეთ. მაგრამ გუშინ განვითარებული მოვლენის შემდეგ,ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე , პანკისელი მუსლიმების ეჭვმიტანილებად და სავარაუდო დამნაშავეებად გამოცხადება გვიჩენს კითხვებს და გვიტოვებს შთაბეჭდილებას , რომ ეს სწორედ ისლამის და მუსლიმი ხალხის დისკრედიტაციის სურვილით ჩადენილი ქმედებაა.

Continue reading

შსს – მ პანკისის ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფლების – ომალოსა და ჯოყოლოს საჯარო ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.

Continue reading

იჩქერიის დროშა

ჩრდილოეთ კავკასიის კოლონიზაცია: ჩეჩნეთის ბედი

19­ – ე საუკუნეში რუსეთი იწყებს აგრესიული ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარებას ჩრდილოეთ კავკასიაში, რის გამოც იძაბება ურთიერთობა რუსებსა და ჩეჩნებს შორის. რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეჩქარებინა ჩრდილოეთ კავკასიის კოლონიზაცია, რომ უფრო მჭიდრო კავშირები დაემყარებინა საქართველოსთან და ტრანსკავკასიის სხვა ქვეყნებთან. ოსმალეთის იმპერიისა და ირანის დამარცხების შემდეგ, რუსეთს შესაძლებლობა მიეცა მთელი თავისი სამხედრო პოტენციალი და რესურსები კავკასიელ მთიელთა დასამორჩილებლად გამოეყენებინა.Continue reading