9 ივლისს პანკისში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

9 ივლისს, 12:00 საათზე პანკისის ხეობაში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება: ხეობაში არსებილი პროფესიული კურსების მოსწავლეების მიერ დამზადებული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა (სადურგლო, საზეინკლო, კულინარია, თექა, ჭრა-კერვა).

გაიმართება სპორტული ღონისძიებები შემდეგ სახეობებში: ჭიდაობა (ქართული), მკლავჭიდი, სირბილი, შაში (გოგონათა შორის), დოღი.

ამ დღეს დაჯილდოვდებიან ამ და წინსაწარ ჩატარებულ სპორტულ სახეობებში გამარჯვებული გუნდები (ფეხბურთი, ფრენბურთი, ტენისი).

ასევე გაიმართება კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სიმღერის და ცეკვის ადგილობრივი ფოლკლორული გუნდები.

მოეწყობა ატრაქციონები და სახეზე ხატვა, მოწვეული იქნებიან ზღაპრის გმირები.

ტურნირებში გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართება 14:30 საათზე.

ჩეჩნეთიდან დევნილები პანკისში პირველად 1999 წელს ჩამოვიდნენ,ალტოლვილთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პანკისში ყოველწლიურად იმართება, რის გამოც ეს დღე ხეობაში უკვე ტრადიციად იქცა.

ღონისძიების ორგანიზატორია კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი.

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in News - Kerlanaş, განცხადება.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси