21 მაისს პანკისობა გაიმართება

21 მაისს დუისში პანკისობა გაიმართება, დღესასწაულზე გამოფენილი იქნება როგორც ადგილობრივი ასევე მოწვეული ხელოვანების ნამუშევრები.

ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება, ღონისძიებაზე როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის, ასევე სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან.

გაიმართება დოღი, მკლავჭიდი, მარათონი, ჭიადაობა, გამარჯვებულებს კი სხვადასხვა ფულადი ჯილდო და სიგელები გადაეცემათ.

ღონისძიებაზე დასახელდება გამორჩეული პანკისელი უხუცესი, რომელსაც გადაეცემა სიგელი.

ღონისძიებაზე ასევე გაიმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი, კონცერტის ბოლოს კი გაიმართება თავისუფალი ცეკვა, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები და სტუმრები შეძლებენ თავისუფალი ლეზგინკის ცეკვას.

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in News - Kerlanaş, კულტურა, პანკისის ხეობა.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси