17 წლის გოგონას წერილი “რატომ ვატარებ ჰიჯაბს?”

„… ცოტა ხნის წინ მონრეალის ერთ-ერთი სკოლიდან ორი გოგონა მხოლოდ იმიტომ იქნა გარიცხული, რომ ისინი ჩემსავით იცვამდნენ. საოცარია, ქსოვილის ნაჭერი, რომელიც ჩვენი მუსლიმი ქალების ტანსაცმელს განასხვავებს გარშემომყოფთა ტანსაცმლისაგან, ხდება დაბრკოლება ჩვენს ურთიერთობაში. ან იქნებ მათ იმის ეშინიათ, რომ ჩვენი სამოსის ქვეშ ავტომატებს ვმალავთ? მაგრამ რა თქმა უნდა, მოცემული პრობლემის ფესვები გაცილებით ღრმაა, ვიდრე უბრალო ნაჭერი. ისლამის აღმსარებელი მილიონობით ქალის მსგავსად მეც მაცვია ჰიჯაბი – ქალის მუსლიმური ტანსაცმელი.
ჰიჯაბის კონცეფცია, ეწინააღმდეგება გავრცელებულ შეხედულებას და არსებითად ერთ-ერთ ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს, რომელიც ქალებს თავიანთ შესაძლებლობების გაფართოვების გარანტიას აძლევს.
როდესაც ვიცვამ სამოსს, რომელიც მთელს ჩემს სხეულს ფარავს, გარშემო მყოფებს ჩემი გარეგნობის მიხედვით განსკის შესაძლებლობას ავტომატურად ვართმევ… რა თქმა უნდა მაქვს სხეული, ჩემი ფიზიკური ფორმა. მაგრამ ეს მხოლოდ ჭურვია, რომლის შიგნითაც თავისუფალი აზროვნება და ძლიერი ნება იმალება. ჩემი სხეული ჩემთვის მეტისმეტად ძვირფასია, იმისთვის რომ იგი სხვადასხვა საქონლის რეკლამირებისთვის გამოვიყენო, იაფფასიანი ლუდის ბოთლით დაწყებული ძვირადღირებული ავტომობილების ჩათვლით.

თანამედროვე სამყაროს ღირებულებები იმდენად დაკნინებულია, რომ მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ადამიანის გარეგნობა და მისი სხეულის ფორმები გახდა, ხოლო მისი სულიერება მეორე პლანზე გადადის ან სრულად იგნორირებულია. არ დაიჯეროთ, მათი, ვინც ამტკიცებს, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ქალებმა სრული თავისუფლება მიიღეს. რომელ თავისუფლებაზე შეიძლება საუბარი, როცა თანამედროვე გოგონამ სახლიდან გასვლისას იცის, რომ მისი „თავისუფალი“ სხეულის ყველა ნაწილი საგულდაგულად იქნება შესწავლილი ყველას მიერ, ვისაც კი თვალები აქვს!
ჰიჯაბში თავს ყოველივე ამისგან დაცულად ვგრძნობ.
დარწმუნებული ვარ, რომ არავინ შემომხედავს შემფასებლური, ავხორცული მზერით და კაბის სიგრძის მიხედვითჩემი არ შეეცდება ხასიათის გამოცნობას. ჰიჯაბი – ეს არის ბარიერი ჩემსა და ჩემს გარშემო მყოფ მონადირეებს შორის. მე ვარ ადამიანი და ჩემი სქესობრივი იდენტობა არ უნდა გახდეს ჩემი დამცირების მიზეზი…

გინდ დაიჯერეთ გინდ – არა, მაგრამ 90-იან წლებში ქალი სხვადასხვა შაბლონების მონა გახდა. მას საკუთარი თავით ვაჭრობას და საეჭვო იდეალებისკენ სიარულს აიძულებენ. ჩვენ ამას მივეჩვიეთ და ამიტომ აღელვების გარეშე ვაკვირდებით ცამეტი წლის მოზარდებს, რომლებიც დაუფიქრებლად იწვევენ ღებინებას, იმის გაგებისას, რომ რამდენიმე გრამით მეტი შეჭამეს, ვიდრე ეს იდეალური წონის შესანარჩუნებლად არის მიზანშეწონილი. აღარც ახალგაზრდა გოგონებში გახშირებული თვითმკვლელობები გვაშფოთებს, რომლებიც იმ რამდენიმე კილოგრამის დაკლების სურვილით სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, რომლებიც მათ „ეტალონისგან“ აშორებთ.
როდესაც მეკითხებიან, ვგრძნობ თუ არა თავს უფლებებ შეზღუდულად, გულახდილად ვპასუხობ, არას. ეს ჩემი არჩევანია!
მომწონს იმის გაცნობიერება, რომ მე თავად ვმართავ იმას, თუ როგორ მიმიღებენ სხვები. ვამაყობ, რომ სხვებს ჩემი სხეულის გამოყენების უფლებას არ ვაძლევ. მე გავთავისუფლდი მოდისა და იმ ყველაფრის მონობისგან, რომელიც ქალს ექსპლუატირებას უწევს.

ჩემი სხეული – ჩემი საქმეა!
ჩემთვის ცრუ იდეალების დაწესების ან ჩემი სილამაზის შეფასების უფლებას არავის მივცემ. მე ვპასუხობ „არას“ მათ, ვინც ამბობს, რომ ისლამი ჩემს სექსუალურ უფლებებს არღვევს. პირიქით ჩემი რელიგია მე მათ გარანტიას მაძლევს. შემოქმედის მადლობელი ვარ, იმისთვის რომ მან დამიფარა იმათ რიგებში ყოფნისგან, რომელთა ცხოვრების აზრი არის – წონის „ეტალონისკენ“ სწრაფვა, ან მისი კანისთვის იდეალურად შესაფერისი პომადის ფერის ძებნა. ისლამმა მე სხვა პრიორიტეტები დამიწესა…

და თუ ქუჩაში მე ან ჩემს მეგობრებს შეგვხვდებით, ნუ შემოგვხედავთ თანაგრძნობით. ჩვენ არც ჰიჯაბის პატიმრები ვართ და არც მონები. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ!“

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси