13 სექტემბერს ქერიმ მაჩალიკაშვილი მსოფლიო პირველობაზე იჭიდავებს

პანკისელი სპორტსმენი ქერიმ მაჩალიკაშვილი, 13 – 18 სექტემბერს თბილისში გასამართ ჭაბუკთა მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში  იჭიდავებს, ამის შესახებ ინფორმაციას ,,საქართველოს ოლიმპიური მზადების ცენტრი” ავრცელებს.

ქერიმ მაჩალიკაშვილი ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში 63 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს,მას 18 თასი და 21 მედალი აქვს მოპოვებული, აქედან 12 პირველი ადგილისთვის.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა:
42 კგ – გიორგი ჩხიკვაძე
46 კგ – დავით ფუტკარაძე
50 კგ – გიორგი შოთაძე
54 კგ – ლერი აბულაძე
58 კგ – ირაკლი ძიმისტარაშვილი
63 კგ – ქერიმ მაჩალიკაშვილი
69 კგ – ლევან გოგუა
76 კგ – ლუკა ხუციშვილი
85 კგ – გიორგი ქაცანაშვილი
100 კგ – საბა ცეცხლაძე

 

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in News - Kerlanaş, პანკისის ხეობა, სპორტი.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси