ხვთისო მამისიმედიშვილი -საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი დაიბრუნოს თავისი ისტორიული მისია კავკასიაში

,,რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთში მოგზაურობამ სულ სხვა თვალით დამანახვა ქართულ-ჩრდილო კავკასიური ურთიერთობები, კერძოდ, დამარწმუნა იმაში, რომ თურმე ჯერ კიდევ არ არის დაკარგული საბოლოო იმედი: საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი დაიბრუნოს თავისი ისტორიული მისია ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების წინაშე, მას ჯერ კიდევ შესწევს ძალა აღიდგინოს შელახული იმიჯი და დაიბრუნოს ძველი ავტორიტეტი. ამის გარეშე, ვფიქრობ, წარმოუდგენელი იქნება აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში თუნდაც უმნიშვნელო, მცირეოდენი პროგრესის მიღწევა. გროზნოში, საერთაშორისო კონფერენციაზე, ის მეცნიერები, რომლებსაც განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდათ მიღებული, განადიდებდნენ და აიდიალებდნენ ჩვენს ქვეყანას, მათ გამოსვლებში გაისმოდა საქართველოსა და ქართველი ხალხის ქება, სიყვარული და პატივისცემა, ზოგჯერ დაუმსახურებელიც. სამწუხაროდ, არნოლდ ჩიქობავასა და სხვა ქართველ მეცნიერთა მიერ აღზრდილი სწავლული ბევრი აღარ დარჩა ჩრდილოეთ კავკასიაში. თუმცა ჩრდილოეთ კავკასიელებს ამჟამად ისევ აქვთ სურვილი, რომ მათმა შვილებმა განათლება მიიღონ საქართველოში. ჩვენმა ქვეყანამ ვფიქრობ, სრულად უნდა დააფინანსოს მათი სწავლება ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში, რადგან ისინი მომავალში იქნებიან საქართველოს მშვიდობისა და კეთილი ნების ელჩები ჩრდილოეთ კავკასიაში. მიმაჩნია, რომ დაკარგული პოზიციების აღსადგენად ამ გარემოებას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა.”  აცხადებს ფოლკლორისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი ხვთისო მამისიმედიშვილი 

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in განცხადება, იჩქერია, კავკასია, საქართველო.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси