ჩეჩნური ფოლკლორი: ოქროს ფული

ცხოვრობდა ქვეყანაზე ერთი კაცი.  სამი ვაჟი ჰყავდა. როცა სიბერემოუახლოვდა, თავისი ქონება შვილებს გაუნაწილა. მამას უფროსი და შუა-თანა ვაჟები მეტად უყვარდა და ამიტომ ქონების დიდი ნაწილი მათ შეახ-ვედრა. ნაბოლარა შვილს კი თითქმის არაფერი არგუნა. ეს იმით გაამართ-ლა, უფროს შვილებთან ვაპირებ ცხოვრებასო.უმცროს შვილს ასეთმა უსამართლობამ გული ატკინა, მაგრამ მამასარაფერი უთხრა.

ძმებმა თავ-თავიანთი წილი მიიღეს და გაიყარნენ. მამა უფროსშვილთან დასახლდა. მაგრამ უფროსი შვილი, გაყრამდე კეთილი და მოსი-ყვარულე რომ იყო, ძალიან უხეშად ექცეოდა მამას, ლუკმას აყვედრიდადა ებუზღუნებოდა: `ქონება სწორად არ გაყავი, მე ცოტა მარგუნეო~.განსაკუთრებით გაუმწარდა მოხუცს სიცოცხლე მას შემდეგ, რაცშვილმა ცოლი მოიყვანა. ცოლი და ქმარი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინუფრო ატკენდა მოხუცს გულს.

ვეღარ მოითმინა მოხუცმა და სთხოვა, შუათანა შვილთან წამიყვანეო.მაგრამ არც იქ იყო უკეთეს დღეში. როცა შუათანა ძმამ ცოლი მოიყვანა, დაავლო მამას ხელი და უფროს ძმას დაუბრუნა.

ამის შემდეგ წესად დაიდეს _ დაჰყავდათ მამა აქეთ-იქით და თანიმას ცდილობდნენ, რაც შეიძლება, მალე მოეშორებინათ თავიდან. მოხუცის ცხოვრება დღითი დღე აუტანელი ხდებოდა.ერთხელაც, ერთ ძმას მიეყვანა მამა მეორესთან. მას კი მიღება არ უნ-დოდა და ჩხუბობდნენ. ამ დროს მოვიდა უმცროსი ძმა._ რას სჩადით? არა გრცხვენიათ? მამის თანდასწრებით ასე ჩხუბიშეიძლება? დაგავიწყდათ რომ თქვენი მამაა და სიცოცხლითა ხართ მისგანდავალებული?_ წადი, შე მათხოვარო! გირჩევნია, უკანალი დაიფარო. იქნებ შენწაიყვანო და რწყილებით გამოკვებო?!_ რატომაც არ წავიყვან. მუშაობაში სულიც რომ გამძვრეს, მამასმაინც არ მოვაშიებ, _ უპასუხა უმცროსმა ძმამ.

საყვარელი შვილებისაგან გაგდებული ბერიკაცი იძულებული გახდა,უმცროს შვილს წაჰყოლოდა. როცა მივიდნენ უმცროსი ვაჟის ღარიბულ ქოხში, ვაჟმა ცეცხლი დაანთო, წყალი გააცხელა, მამა აბანავა, წვერიგაპარსა, ახლად გარეცხილი ტანსაცმელი ჩააცვა.

დაიწყეს ცხოვრება. შვილი ყოველ დილით სამუშაოდ მიდიოდა დაგვიან ბრუნდებოდა. წასვლის წინ, აჭმევდა, ასმევდა მამას, საღამოს, სამუშაოდან დაბრუნებული, კიდევ დააპურებდა და მერე მოხუცს რომ თავიმარტოდ არ ეგრძნო, დიდხანს ემუსაიფებოდა. მაგრამ არასოდეს კრინტიცარ დაუძრავს უფროს ძმებსა და ქონების გაყოფაზე.

მამა ძალიან ნანობდა, შვილი რომ დაჩაგრა და შვილსაც ეუბნებოდა ამას, მაგრამ შვილი თავს არიდებდა ლაპარაკს და არწმუნებდა, სულაცარა ვარ დაჩაგრულიო.

_ არ იქნება, რომ ალაჰმა შენი სიკეთისათვის არ დაგაჯილდოვოს.მჯერა, ერთხელაც იქნება, ბედნიერი ცხოვრება დაგიდგება. სულ ამასვეხვეწები ღმერთსო,  ეუბნებოდა მამა.

მალე მამა ავად გახდა და მოკვდა. შვილს რაც ებადა მამის ქელეხს მოანდომა. ორმოცი დღის განმავლობაში სულ მის საფლავზე იყო. მხოლოდ ორმოცი დღის შემდეგ დაუბრუნდა სამუშაოს. უფროსი შვილები კიერთხელაც არ გასულან მამის საფლავზე.გავიდა კარგა ხანი.

უმცროსი ძმა ისევ ღარიბულად ცხოვრობდა, მაგრამ ეს არ აწუხებდა. ერთი იყო  სიღარიბის გამო ცოლის შერთვა ვერ მოეხერხებინა.

ერთხელაც დაესიზმრა მამა.

_ როგორ ცხოვრობო? _ ჰკითხა მამამ. თან მადლობა უთხრა მისთ-ვის გაწეული სიკეთისათვის და დაამატა:

_ ამა და ამ ადგილას ოქროს ფული დევს, წადი და აიღეო.

_ ნაარმი ხომ არ არის, მამა, ის ფული?

_ ჰკითხა შვილმა.

_ ვერ გეტყვი, რომ ნაარმი არ არის,

_ უპასუხა მამამ.

_ მაშინ არ ავიღებ,

_ თქვა შვილმა.

რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დაესიზმრა მამა.

_ ამა და ამ ადგილას მანეთი დევს და აიღეო,

_ უთხრა მამამ, მაგრამშვილმა უარი თქვა, როცა გაიგო, რომ ის მანეთიც ნაარმი იყო.

მესამედ ისევ ესიზმრა მამა:

_ ამა და ამა ადგილას ერთი ოქროს ფული დევს. ფული დალოცვილი და ძალიან ბარაქიანიაო. დილას მივიდა შვილი, მამამ რომ მიასწავლა იმ ადგილზე და მართლაც, იპოვა ერთი ოქრო. მოიტანა შინ, მაგრამ არ იცოდა, რაში დაეხარჯა.ერთხელაც გაიგო, რომ მათი ქალაქელი ვაჭარი შორეულ ქვეყნებში მიდიოდა.

ამ ვაჭარს ერთი კარგი წესი ჰქონდა: თავისი ქალაქელებისაგან უცხოურ საქონელზე დაკვეთას იღებდა. ამიტომ გამგზავრების წინ მისსახლში მთელი ქალაქი იყრიდა თავს. ზოგი რას აბარებდა, ზოგი რას. აიღო უმცროსმა ძმამ თავისი ერთი ოქრო და მივიდა ვაჭართან.

ვაჭართან დიდი ფულით მოსულმა მდიდრებმა მასხარად აიგდეს:

_ ერთი ამას დამიხედეთ, ამასაც რომ მოუნდომებია უცხოური საქონელი. იქნებ გგონია, რწყილებში გაგიცვალონ?სხვებს მისი ძმებიც არ ჩამორჩნენ. მაგრამ ვაჭარმა დაფარა თავისი გაკვირვება და ჰკითხა:

_ ამ ფულით რა ჩამოგიტანოო?

_ შენ არჩევანს ვენდობიო,

_ უთხრა უმცროსმა ძმამ და წავიდა.წ ავიდა ვაჭარი, მოიარა ქვეყნები. იყიდა, რაც უნდოდა, მაგრამ უმ-ცროსი ძმისათვის გამოსადეგი ვერაფერი ნახა. უკან დაბრუნებას რომ აპირებდა, ბაზარში დაინახა, უზარმაზარ თევზს ჰყიდნენ.

_ რა ღირსო? _ იკითხა.

_ ორი ოქრო, _ უპასუხა გამყიდველმა.

_ ღარიბი კაცის ერთი ოქრო მაქვს, მეორეს ჩემი ჯიბიდან დავუმატებ,საწყალს მთელი ზამთრის სარჩოს გავუჩენ, _ თქვა ვაჭარმა. მართლაც დაუმატა ერთი ოქრო, უყიდა თევზი. როცა ვაჭარი ქალაქში დაბრუნდა, მის სახლში თავი მოიყარა ყველამ,ვისაც კი რამე დაებარებინა.

მხოლოდ უმცროსი ძმა არ მისულა. საწყალს გამოჩენა რცხვენოდა. ვაჭარმა კაცი გაუგზავნა და დაიბარა. ისიც მივიდა. მისცა ვაჭარმა მისთვის ნაყიდი დიდი თევზი. მანაც აიკიდადა წაიღო, მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა სახლს, მით უფრო მძიმდე-ბოდა თევზი.

ქანცგამოლეულმა ძლივს მიიტანა შინამდე. დააგდო და გაკ-ვირვებულმა თვალიერება დაუწყო. `ნეტავ რატომ არის ასეთი მძიმეო~.მერე მოიტანა დანა და თევზი გაფატრა. მაშინვე სახლს სინათლე მოეფინადა თევზის მუცლიდან წკრიალ-წკრიალით წამოვიდა ოქრო და თვალ-მარგალიტი.

მთელი ქოხი გაივსო. გამდიდრდა უმცროსი ძმა, მაგრამ სიმდიდრემ ავ ძაღლად როდი აქცია.დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდა. კარგი ცოლი და შვილები ჰყავდადა ქალაქში ყველა პატივს სცემდა.

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in კულტურა, პროზა, ფოლკლორი.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси