ჩეჩნეთში პოლიციელებზე თავდამსხმელების სახლები გადაწვეს

152974_src9 მაისს გროზნოში განხორციელებული თავდასხმის მონაწილეების სახლები გადამწვარია, ამის შესახებ ინფორმაციას დაღესტნური საინფორმაციო სააგენტო Dagestanpost – ი ავრცელებს.

9 მაისს,გროზნოში შამილ ჯანარალიევი და ახმად ინალოვი პოლიციელებს თავს დაესხა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა ორივე თავდამსხმელი, ხოლო 6 პოლიციელი დაიჭრა, 4 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

რამზან კადიროვის განცხადებით, შამილ ჯანარალიევმა ადრე სცადა გაწევრიანებულიყო სირიაში მებრძოლი ბოევიკების რიგებში. მისივე განცხადებით ჩეჩნეთში ამჯამად არცერთი დაჯგუფება არ მოქმედებს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

2014 წლის დეკემბერში გროზნოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მსგავსი სახის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელების ოჯახებს გადაწვავს.

ამ განცხადების შემდეგ, ჩეჩნეთში თავდამსხმელი პირების 6 სახლი ,,დაიწვა” , საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაცია Amnesty International – მა კი რუსეთის ფედერაციას მიმართა, რომ სახლების დაწვის ფაქტი ობიექტურად ყოფილიყო გამოძიებული.

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in News - Kerlanaş, World - Düne.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси