შეიხ მანსური

XVII ს. 80-იან წლებიდან აქტიურდება რუსეთის ცარიზმის მოქმედება ჩრდილო კავკასიაში, კერძოდ, ჯერ კიდევ 1778 წლისათვის მიიღეს გადაწყვეტილება,რომ თერგის სამხრეთით,მდ. სუნჟის ნაპირებზე შეექმნათ სამხედრო სიმაგრეემი, რათა გაეწმინდათ ეს რეგიონი ჩეჩნებისგან კოლონიზაციის გზით. 1783 წლისათვის აშენდა შემდეგი სიმაგრეები: პოტიომკინსკოე, გრიგორი პოლსკოე, ელიზავეტინსკოე, სამბილევსკოე და სხვ. ინგუშების აულ ზაურში 1784 წელს საფუძველი ჩაეყარა ვლადიკავკაზის სიმაგრეს, რომელიც საქართველოსკენ მიმავალ გზას აკონტოლებს.

ცარიზმის წინსვლამ სამხრეთისკენ, სამხედრო სიმაგრეების მშენებლობამ და კაზაკების ჩასახლებამ მათ მიწაზე გამოიწვია ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის მძაფრი პროტესტი. განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლები გაიმართა ჩეჩნებსა და რუს სამხედროებს შორის,რომლებიც ექსპედიციებს აწყობდნენ ქვეყნის სიღრმეში.ამ ანტიკოლონიურ წინააღმდეგობაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა აული ალდი,მშობლიური სოფელი უშურმასი,რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა შეიხ მანსურის სახელით,რომელმაც შეძლო გაეერთიანებინა ვაინახთა და კავკასიელთა სხვა ტომები რუსეთან წინამღდეგ საბრძოლველად, გახდა პირველი იმამი და საფუძველი ჩაუყარა ორგანიზებულ მოძრაობას დამოუკიდებლობისათვის ჩრდილო კავკასიაში.

 

ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, მწყემსმა მიწათმოქმედმა, რომელსაც არავითარი განათლება არ გააჩნდა,1883წელს დაიწყო მოსახლეობაში ქადაგება,რომელიც ეფუძნებოდა ისლამის დემოკრატიულ პრინციპებს. სულ მოკლე ხანში უშურმამ არნახულ წარმატებას მიაღწია არა მარტო ჩეჩნეთში, არამედ თანამოაზრეები გაიჩინა დაღესტანში,ჩრდილოეთ აზერბაიჯანში,ინგუშებში, ყაბარდოელებში,ოსებში (თაგაურები),ნოღაელებში და ყუბანს გაღმა ჩერქეზებში.რამ განაპიპობა ასეთი წარმატება?
უპირველეს ყოვლისა, თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის იდეებმა,რომლებითაც გაჟღენთილი იყო უშურმას ქადაგებანი. „უშურმა მოუწოდებს ყოველგვარი ფენური დაყოფის მოსპობას კავკასიის მთიელებს შორის და მათი უკანონოდგამოცზადებას.ის გამოდის ქურდობის,სისხლის აღების, ლოთობისა და მოწევის წინაამღდეგ, ხოლო აულებში მისი მოადგილეები კრეფენ მოწყალებას ღარიბი ხალხის, ქვრივებისა და ობლების შესანახად. თავისი ქადაგებებით უშურმა ხალხის ფართო ფენების ნდობას იმსახურებს და გავლენიანი მოლებისა და ჩეჩნეთის ღვთისმსახურების მხარდაჭერას, მრომლებიც მას შეიხად აცხადებენ, უწოდეს რა სახელი მანსური (არაბულლად „გამარჯვებული“)“.-წერს დალხან ხოჟაევი.

 

შეიხ მანსურის წარმატება განაპირობა,აგრეთვე, თავად მისი პიროვნების ფენომენობამაც.იგი დაჯილდოვებული იყო ხალხზე ზემოქმედების უნარით, არაჩვევლებრივი მჭერმეტყველებით.უჩვეულო გარეგნობით. იგი იყო მაღალი,ჰქონდა ვაჟკაცური, მიმზიდველი, შთამბეჭდავი გარეგნობა და, რაც მთავარია,მისი სიტყვა და საქმე ყოველთვის ემთხეოდა. ჯერ კიდევ სიჭაბუკეშივე თანამემამულეებში მოიხვეჭა დიდი ავტორიტეტი მაღალი მზნეობრივი ცხოვრების წესით, მოქნილი და გამჭრიახი ჭკუით,მტკიცე ნებისყოფითა და ხასიათით. იყო ღარიბი ომის წინ, დარჩა ღარიბად ომიანობისა და აღმავლობის პერიოდშიც: ჰყავდა ორი ცხენი,ორი ხარი და ჯორი.

 
შეიხ მანსური მოღვაწეობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა რუსებისათვის. ისინი პირველ ხანებში თვალყურს ადევნებდნენ „ცრუმოციქულის“ მოღვაწეობას, მიუჩინეს მეთვალყურეები,თან აულებში პროკლამაციებიც გაავრცელეს, სადაც მოსახლეობას ურჩევდნენ,არ აჰყოლოდნენ „ცრუ მოციქულის“ „მავნე“ იდეებს. შეიხ მანსური პირველ ხანებში მხოლოდმ ისლამის მოძღვრების ქადაგებით შემოიფარგელებოდა,ჯერ მშობლიურ სოფელში დაამკვიდრა შარიათის კანონები და შემდეგ მშობლიურ ქვეყნის სახვა რეგიონებში გადაინაცვლა სოფ. ალდში მან ნათესავები აიძულა, ხელი აეღო შურიძიებაზე და შეარიგა მოსისხლეებთან.ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსახლეობაზე, რომლებიც, მართალია,გარეგნულად მუსულმანები იყვნენ,მაგრამ თავიანთ მამაპაპურ ადათ-წესებს მტკიცედ მისდევდნენ და შარიათს მაინცდამაინც არ წყალობდნენ.ერთ სიტყვით,როგორც მაშინდელი წყაროები გვაცნობენ,“ცუდი მუსულმანები“ იყვნენ.განსაკუთრებით მთის მოსახლეობა.

 

მაგ. XVII ს. დასასრულს (1799),ერთ-ერთგან გვაუწყებს,რომ ,,…დვალები,ქისტები და ძურძუკები, …თავისუფალი და არვის ქვეშევრდომობაში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი, მიმდევარი თათარ მაჰმადიანური კანონისა“.
XIX ს.დასაწყისში ს. ბრონევსკი წერდა: ,,… და ბოლოს ინგუშებმა მიიღეს მაჰმადიანური კანონი,მაგრამ აგრეთვე ერთდროულად იცავენ წარმართულ და ქრისტიანულ წესებს; ჭამენ ღორის ხორც, იცავენ მარხვას, დღესასწავლობენ აღდგომას და პატივს სცემენ დაცარიელებულ ეკლესიებს“.
ცხადია, შეიხ მანსური, რომელმაც მიზნად დაისახა არა მარტო ვაინახების,არამედ მთელი ჩრდილო კავკასიელი მთიელების ერთ მუსულმანურ სახელმწიფოდ გაერთიანება, პირველ რიგში ისლამის განმტკიცება შეეცდებოდა და მან პირველი ლაშქრობა სწორედ აღმოსავლეთ და დასავლეთ ჩეჩნეთის მთიელთა თემების წინაამღდეგ მოაწყო.ხალხური გადმოცემებით, მან მთიელებს (ჩეჩნებს, ქისტებს,ინგუშებს) ასეთი ულტიმატუმი წაუყენა:,,ან თქვენ აირჩევთ ისლამს, ან თქვენ აირჩევთ სხვა ენას ჩეჩნურის გარდა!“ სავარაუდოა,რომ იმ პერიოდში მთიელების ნაწილმა, მათ შორის ქისტებმა და ინგუშებმაც მიიღეს მუსულმანობა, ნაწილი კი ერთგული დარჩა მამაპაპის ადათ-წესებისა და უფრო ღრმად შევიდა მიუვალ მთებში და ზოგიერთნი გადავიდნენ კიდეც ქედის სამხრეთით.

 
1785 წლიდან შეიხ მანსურის მოღვაწეობაში გაიჟღერა პოლიტიკურმა პრინციპებმა, წინა პლანზე წაიწია რუსების, არა მუსულმანების წინამღდეგ ბრძოლის იდეამ,რამაც უფრო შეაკავშირა ვეინახურრი ტომები დაიწყეს თავმოყრა აულ ალდში.მანსური იმამად გამოაცხადეს,საპატიო ყარაული გამოუყვეს დამ მის ბრაძანებებს უყოყმანოდ ასრულებდნენ.

 
რუსებმაც თავი მოუყარეს ჩეჩნეთის საზღვრების გასწრივ ჯარს და გადაწყვიტეს, დაერტყათ ალდისათვის და საბაოლოოდ გაენადგურებინათ ალდელი ბელადი. გენერალ პოტიომკინის ბრაძანებით ალდის წინაამღდიგ გაიგზავნა პოლკოვნიკი და პიერის ხელმძღვანელობით ძლიერი რაზმი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა ორი ფეხოსანთა პოლკი, ყაბარდოს ეგერთა პოლკის ბატალიონი, ორი გრენადეთა როტა და თერგის კაზაკთა ასეული. პოლკოვნიკი დე პირე უცბად უნდა შეჭრილ იყო ალდში, დაეკავებინა მანსურის სახლი და მასთან ერთად უნდა დაეტყვევებინა მისი ყველა მახლობელი და გადაეწვა სოფელი. ამ სადამსჯელი ოპერაციის განხორციელება აგებული იყო მოულოდნელობის პრინციპზე.

 

მდ. სუნჟასთან რუსები აღმოაჩინეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და გაიმართა ორმხრივი სროლა. ალდის მცხოვრებლებმა მოასწრეს აულდის დატოვება და ტყეს შეხიზვნა, სანამ დე პიერი გადალახავდა სუნჟას. პოლკოვნიკმა ფონთან დატოვა სამეურნეო ნაწილი და რაზმი უკან დახევის შემთხვევაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და 2000 ჯარისკაცით შევიდა დაცარიელებულ აულში. პოლკოვნკი დე პიერი რუსი სამხედროებისათვის დამახასიათებელი სისასტიკით შეუდგა აულის დარბევას, ძარცვა და დაუცვლელი მოხუცი და ბიჯიც მოჰკლეს, პოლკოვნიკი დე პიერი შეყოვნდა სოფელში, სანამ 4000 სახლიანი დასახლება მთლიანად არ იქნა გადამწვარი და უპატრონოდ დატოვებული საქონელი არ გამორეკეს.

 

სანამ რუსები ვანდალიზმით იყვნენ დაკავებულნი, ახლომახლი სოფლებიდან წამოსული მეომართა რაზმები შეუეროდნენ ტყეში ჩასაფრებულ მანსურს და უკან მობრუნებულ რუსებს ბრძოლა გაუმართეს. ალყაში მოქცეული დე პიერი ეცადა გაეკაფა გზა ფონისკენ, საქონელი და ნადავლი დაყარეს, მაგრამ იმდენი დაჭრილები ჰყავდათ რომ ნელა მოძრაობდნე.მოკლეს დე პიერი. ჯარი პანიკამ მოიცვა, ჩეჩნები ხელჩართულ ბრძოლაში გადაეშვნენ და გაჩაღდა სისხლიანი ტრაგედია. მაიორ კომარსკის სიკვდილის შემდეგ რუსები პანიკურად მოედნენ ტყეს,მხოლოდ მცირე რაზმმა შეზლო ფინამდე მიღწევა, მაგრამ იქ დატოვებული ნაწილიც ალყაში იყო და მდინარი გადაცურვა მოწინაამღდეგის ცეცხლის ქვეშ მოუხვდათ. თურმე ჩეჩენთა გადმოცემით, მთელი მდინარე დაფარული იყო დამხრჩვალი ჯარისკაცების ქუდებით.

 
ოფიციალური წყაროების თანახმად, ჩეჩნებმა ამ ბრძოლაში დაკარგეს 300 მეომარი, ხოლო რუსებმა 1506 ჯარისკაცი, 162 ტყვედ ჩავარდა და 2 ზარბაზანიც დაკარგეს.
სხვათაშორის, ამ ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა მოლკოვნიკ დე პიერის დაჭრილი ადიუტანტი, 20 წლის ქართველი თავადი პ. ბაგრატიონი, რომელმაც თავისი მამაცობით აღფრთოვანებაში მოიყვანა ჩეჩნები. გადმოცემის თანახმად, რამდენიმე ადგილას დაჭრილი ბაგრატიონი ხმლით იგერიებდა ჩეჩნებს, სანამ გონება არ დაკარგა. ამ სურათს თავად მანსური უყურებდა და მისი მამაცობით აღფრთოვანებულმა ბრძანა, პატივით მოპყრომოდნენ. ხოლო როდესაც უთხრეს, ქართველი თავადია, ყიზლარის კომენდატის შვილიო, ბრძანა მისი სუნჟაზე გადაყვანა და რუსებისათვის გადაცემა.

 
“…ბინდბულში მთიელების ჩარაღდიანი პროცესია გავიდა ფონთან.თეთრი ალმით წინ მიმავალმა ჭაღარა წვრიანმა მოხუცმა და მისმა ამხანაგმა გადაიყვანეს ნაბადში გახვეული დაჭრილი და დააწვინეს რუსი ოფიცრების ფეხებთან. დაჭრილი მაშინვე იცნეს. ოფიცრებს უნდოდათა ალდელების დასაჩუქრება, მაგრამ ჩეჩნებმა უთხრეს:’’ჩვენ მამაცებს არც ვყიდით და არც ვყიდულობთ“, – წერს დალხან ხოჟაევი.

 
ამ გამარჯვებამ დიდი პოპულარობა მოუტანა მანსურს. მალე გაიმართა დიდი ყრილობა, სადაც ესწრებოდნენ ჩრდილო კავკასიის სხვადაცხვა რეგიონებიდან წარმოგზავნილები, რომლებმაც შეიხ მანსური აირჩიეს კავკასიის იმამად. ეს დიდი წარმატება იყო, ამას ისიც დაემატა, ალდის ბრძოლის შემდეგ მანსურის დროშის ქვეშ იდგა 10 000 ჩეჩენი,ყუმუხი და დაღესტნელი მებრძოლი. ამ გამარჯვების თვალსაჩინო შედეგი ისიც იყო, რომ რუსებმა სასწრაფოდ დაცალეს პატარა სიმაგრეები და გაერთიანდნენ ძირითადად ყიზლარის, მოზდოკისა და ეკატერინოგრადის გარნიზონებში.

 
იმამ მანსურმა მიზნად დაისახა ყიზლარის სიმაგრის აღება და მთელი ძალისხმევა ამ მიმართულებით მიმართა. ჯერ ერთი, ყიზილარი იყო რუსეთის ძლიერების ცენტრი და რუსული ხელისუფლება აქ იყო თავმოყრილი. მეორეც,ყიზილარი წარმოადგენდა ეკონომიკის ცენტრსაც რუსებსა და მთიელებს შორის და, რაც მთავარია, ყიზილარის აღებით მანსური ასტრახანს მოწყვეტდა ჩრდილო კავკასიას და მასთან ერთად, რა თქმა უნდა, რუსეთიც დაკარგავდა თავის ძალაუფლებას კავკასიაზე.

 
1785 წ. ივლისში იმამ მანსური 5000-იანი თავს დაესხა ყიზილარს,მაგრამ ამ გამაგრებული სამაგრის აღება ვერ შეძლო, სამაგიეროდ აიღეს კარგინის რედუტი, რომელიც 5 კმ-ის დაშორებით იყო ყიზლარიდან. ამ რედუტის აღებას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ იქ აფეთქდა თოფის წამლის საწყობი და რედუტი მთლიანად განადგურდა. ამ ოპერაციაში, წარუმატებლად დასრულდა, მონაწილეობდნენ დაღესტნის ხანები, რაც მანსურის მაღალ ავტორიტეტზე მეტყველებდა.

 
ორიოდე კვირის შემდეგ მანსური თავს დაესხა გრიგოლიპოლისს, ორი დღე-ღამის განმავლობაში ალყაში ჰქონდა მოქცეული და შემდეგ იძულებული გახდა, გაცლოდა, მაგრამ ამოპერაციას მაინც დიდი მნიშვნელიმა ჰქონდა, რადგან მასში მონაწილოება მიიღო ყაბარდოელებმა, ე.ი. რუსეთის წინაამღდეგ საბრძოლველად აღდგა ჩრდილო კავკასიის მოსახლეობის ფართო მასები..

 
აგვისტოში მანსურის ლაშქარი სიმაგრე ყიზლარს, მაგრამ ამჯერადაც წარუმატებლად. ციხის გარნიზონი უიმედო მდგომარეობაში იყო, მაგრამ დამხმარე ძალის გამოჩენამ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. მანსურის მეომრები, რომლებმაც ტომსკის ფეხოსანთა პოლკს ქალაქის გარეუბნებში დაახევინა, დამხმარე ძალის გამოჩენის შემდეგ ყიზილარს გაეცალნენ და ჩეჩნეთში დაბრუნდნენ.

 
ყიზლარზე მეორე წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ მანსურის ავტორიტეტი შეირყა და რომ გამოესწორებინა მდგომარეობა, აღმა აუყვა თერგს, რათა შეერთებოდა აჯანყებულებს მცირე ყაბარდოში, რადგან ყაბარდოელებში და ჩერქეზებში მისი ავტორიტეტი საკმაოდ მაღალი იყო. მდ. მალკთან, მცირე ყაბარდოში ორგანიზებულ, უკეთ შეიარეღებულ და სამხედრო ხელოვნებას დაუფლებულ რუსეთის ჯართან სასტიკ ბრძოლაში დამარცხდნენ და იმამ მანსურიც იძულებული გახდა დაბრუნებულ იყო მშობლიურ აულში.

 
რუსეთმა აამოქმედეს კნუტისა და პრიანიკის მეთოდი, შეძლეს განხეთქილების ჩამოგდება მოლაშქრეებს შორის და ენთუზიაზმით აღარ ხვდებიან მანსურს, რომელიც ცდილობს ჩეჩნეთში ახალი ლაშქრის შეკრებას. მალე მას საკუთარი თავის დაცვა უხდება რუსების აგენტებისგან, რომლებიც მზად არიან, 2000 მანეთის სანაცვლოდ მანსური გადასცნენ მტერს, მაგრამ ერთგული მეომრები ფხიზლად იცავენ თავიანთ ბელადს.

 
მთელი 1786 წლის განმავლობაში რუსეთს არმიის პროპოგანდა მიმართულია იქითკენ, რომ განხეთქილება ჩამოაგდონ ჩრდილო კავკასიის სახლებს შორის, ავრცელებენ ყალბ წერილებს, რათა შელახონ მანსურის ავტორიტეტი.იმავდროულად რუსი სამხედროები აწყობენ სადამსჯელო ექსპედიციებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინაამღდეგ,ცეცხლითა და მახვილით სპობენ აულებს,ანადგურებენ მოსავალს, რაც ნეგატიურად მოქმედებს ჩეჩნების საპრძოლო განწყობილებაზე.ყაბარდოელი და დაღესტნელი თავადები და ხანები ჩამოშორდნენ იმამ მანსურს.ამავე დროს უპირისპირდება მაღალი მთის მოსახლეობა, ქისტები და ინგუშები უბრუნდებიან მამაპაპურ ადათ-წესებს.კარაბულაკელ ჩეჩნებთან მანსურს შეიარაღებული დაპირისპირება მოუხდა და რომ მორიდებოდა ძმათამკვლელ ბრძოლას უბრძოლველად გაეცალა მათ, რამაც მთიელების თვალში საკმაოდ შელახა მისი ავტორიტეტი.

 
შეიხ-მანსურმა დაატყო, რომ სამოქალაქო ომში ითრევდნენ,რუსებმა შეძლეს ვეინახებში განხეთქილების ჩამოგდება.
1787 წ. მანსური გადადის ყუბანს გაღმა ჩერქეზებში,სადაც მას დიდი ხანია იწვევდნენ და ელოდებოდნენ. მისი გამოჩენისათვის ყუბანში ჩერქეზებისა და ადიღელების შეიარაღებული გამოსვლები დაიწყო. რომელსაც ახალი ენთუზიაზმით სათავეში ჩაუდგა იმამ მანსური, რომელიც იმედოვნებდა, რომ შეძლებდა კალავ აეჯანყებინა ჩრდილო -კავკასიის მთიელები,დასავლეთის ხალხთან გააეთიანებდა და შექმნიდა მთელ ჩრდ. კავკასიის ფრონტს რუსი დამპყრობლების წინაამღდეგ.

 
1787 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი, რამაც განაპირობა კავკასიის ჩრდილო-დასვლეთში ანტირუსული მოძრაობის აღმავლობა, შეიხ მანსურის თავისკენ გადაბირებას ცდილობდა ანაპის ფაშა, თურქეთის სულთანი თავის ემისრებს უგზავნიდა,მაგრამ მან დამოუკიდებლად მოქმედება აირჩია და დიდ წარმატებასაც მიაღწია. ჩერქეზების ლაშქრით იგი შეიჭრა სტავროპოლის გუბერნიაში, ქალაქ ალექსანდრიამდე მივიდა და მართლაც, არნახულ წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რომ მცირე ლაშქრით, ასეთ ვრცელ ტერიტორიაზე მანსურმა აიღო დასახლება ნოვოსელიცი, დონის სიმაგრე, პოსტ ბეზოპასნი და ბოლდირევის რედუტი. ბოლდირევის რედუტთან შეტაკებაში მანსურმა თითქმის მთლიანად მოსპო დონის კაზაკთა სამი პოლკი და დიდძალი ტყვეებიც ჩაიგდო ხელში.

 
წარუმატებლად დასრულდა გენერალ პორუჩიკ პოტიომკინის ექსპედიცია მანსურის საბოლოოდ გასანადგურებლად. მდ. ურუპისა და ლაბას შორის წარმოებულ ბრძოლებში მან დიდი დანაკარგი განიცადა და ყუბანს იქით გადავიდა. იმამ მანსური მას კვალდაკვალ მისდევდა და თავს ესხმოდა.
1787 წ. ახლად დანისნული მთავარ სარდალი ტეკელი ამარცხებს მანსურს, რომელიც იძულებული გახდა თავი შეეფარებინა თურქულ სიმაგრე სუჯუყ-ყალეში (ნოვოროსიისკი), აქედან მანსური ჩეჩნეთში გზავნის მაცნეს წერილებით, სადაც პირდება, რომ მალე დიდი ლაშქრით გამოცხადდება.

 
1788-1791 წლწბში მანსური თურქეთის ციხე სიბაგრეებში იმყოფება და რუსების წინაამღდეგ რეიდებით კმაყოფილდება, მთელი მისი ძალისხმევა მიმართულია ჩრდ. კავკასიის ხალხის გაერთიანებაზე, მაგრამ დრო ამჯერად მის სასარგებლოდ არ მუშაობდა.

 
1791 წ. მანსური ანაპის ციხეში იმყოფებოდა, როდესაც გენერალ გულოვიჩმა იერიში დაიწყო. ამ ბრძოლაში მანსური ხელმძღვანელობდა ჩერქეზებსა და ნოღაელებს. 22 ივნისს რუსებმა ანაპა აიღეს, რომლის თავდაცვაში მთავარი როლი მანსურმა შეასრულა. უკანასკნელი ციდატელი, რომელიც ჯერ კიდევ უწევდა წინააღმდეგობას, იყო დენთის საწყობი, რომელსაც იცავდა თავად მანსური.

 
მანსური მას შემდეგ ჩაბარდა ტყვედ, როცა გუდოვიჩმა საწყობის აფეთქება გადაწყვიტა. იმამ მანსური უყო 30 წლისა, როდესაც ტყვედ ჩაიგდეს რუსებმა და გადაიყვანეს სანკტპეტრბურგში და მოათავსეს შლისელბერგის სიმაგრეში. მის დაკითხვას საიდუმლო ექსპედიცია აწარმოებდა.

 
თავისუფლებისმოყვარე, ამაყი ბუნების მანსური ვერ ურიგდებოდა საპყრობელის რეჟიმს და ზედამხედველის უხეშობით განრისხებულმა დანით მოკლა იგი.ამის შემდეგ მისი ბედი გადაწყვეტილი იყო: ეკატერინე II საიდუმლო ბრაძანებით, ხალხის ამბოხებისათვის მუდმივი პატიმრობა მიუსაჯეს.
1794 წ. 13 აპრილს ფილტვებით დაავადებული იმამ მანსური გარდაიცვალა. სხვა ვერსიით, რუსეთის იმპერატორმა ამბოხისთვის ჩამოხრჩობა მიუსაჯა, რაც სისრულეში მოიყვანეს. შეიხ მანსური იყო პირველი იმამი ჩრდილოეთ კავკასიაში და ასევე პირველი სახალხო ბელადი, რომელიც ცივ რუსეთში დაიღუპა და რომლის საფლავიც უცნობია.

 
მიუხედავად იმისა, რომ მანსურის ხუთწლიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის მარცხით დამთავრდა, მას უშედეგოდ მაინც არ ჩაუვლია და დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ბრძოლამ ცარიზმის შორს მიმავალი გეგმები, კოლონიზაციის თვალსაზრისთ, ათეული წლებით უკან გადასწია, 1783-1784 აშენებული სიმაგრეები (ვლადიკავკაზი, პოტიომკინსკოე, გრიგორიპოლისკოე, ელიზავეტინსკოე, კამბილეევსკოე, კონსტანტინოვსკოე) მოშალეს და გადაწვეს.მთიელებმა დაიცვეს თავიანთი დამოუკიდებლობა და დაანახეს რუსეთის ცარიზმს, რომ მათთვის უცხო ადათ-წესებისა და საზოგადოებრივი წყობის დამკვიდრებას არ დაუშვებდნენ.

 
მიუხედავად იმისა რომ მანსურის სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწეობა ხანმოკლე იყო, მან გაერთიანა ჩრდილოეთ კავკასიაში სხვადასხვა ეროვნებისა და განვითარების სხვადასვა დონეზე მდგომი ხალხები.ის იყო პირველი პოლიტიკოსი კავკასიაში, რომელმაც შეძლო თითქმის მთელი ჩრდილო კავკასიის გაერთიანება. მან პირველმა სცადა ახალი ტიპის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება, პრინციპები, რომლებიც ჩამოაყალიბა მანსურმა მუსულმანური სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად, გამოიყენა და განავითარა იმამ შამილმა ნახევარი საუკუნის შემდეგ თავის იმამატში.

 

ნონა ხანგოშვილი

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in History, იჩქერია, კავკასია, პანკისის ხეობა, წიგნი / ნაშრომი.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси