ქერიმ მაჩალიკაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

19 – 24 ივლისს შვედეთში,ქალაქ სტოკჰოლმში გამართულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე, პანკისელმა სპორტსმენმა ქერიმ მაჩალიკაშვილმა ბერძნულ-რომაული სტილით 63 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მაჩალიკაშვილმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში რუს სერგეი სტეპანოვთან წაგებით (1:5) დაასრულა, იქამდე კი სომეხ ჰრაჩა პოღოსიანს (8:4), შვედ რასმუს ლილემან აასტროემსა (4:0) და აზერბაიჯანელ ელნურ ასადოვს (3:1) აჯობა. ბრინჯაოს გზაზე კი უნგრელ ჟოლტ პუტნოკისა (4:1) და ლიტვის ნაკრების წევრ დიმიტრი პარეჭელაშვილს (2:1) მოუგო.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე:

42 კგ – გიორგი ჩხიკვაძე
46 კგ – დავით ფუტკარაძე, აკაკი ოსიაშვილი
50 კგ – გიორგი შოთაძე, გიორგი მეფიშვილი
54 კგ – ოთარ აბულაძე, ირაკლი ძიმისტარაშვილი
58 კგ – ლერი აბულაძე, ბექა ბეშიძე
63 კგ – ქერიმ მაჩალიკაშვილი, ნიკა ყორშია
69 კგ – ლევან გოგუა, გიორგი ნოზაძე
76 კგ – ლუკა ხუციშვილი, გიორგი ცოფურაშვილი
85 კგ – გიორგი ქაცანაშვილი, რობიზონ ესაძე
100 კგ – საბა ცეცლაძე, ზაზა სილაგაძე

მთავარი მწვრთნელი: დავით ბედინაძე
მწვრთნელები: გურამ ცალუღელაშვილი, ვაჟა კრავეიშვილი, მამუკა სულთანიშვილი

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in News - Kerlanaş, Photo - Sürt.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси