სიყვარული სიკვდილამდე

ისე გაფრინდა დრო-ჟამი, თითქოს
მგონია, განვლო მყის საუკუნემ,
ავმა ფიქრებმა ძლიერ დამტანჯეს,
ყრმობის სიმღერა აღარ გუგუნებს.

გამოვეთხოვე თითქოს სიყვარულს,
უიმედობამ ჩემში იმარჯვა
და ჩემს ჭაღარას როს გადავხედე,
ვთქვი: „სიყრმის წლები სად დაიხარჯა?“

მაქვს გასავლელი ღრმა სიბერემდე
კიდევ რამხელა გზა და მანძილი,
ახალ სიყვარულს რომ არ ვეწიო,
ალბათ, დამძრახავს ქალის სიცილი.

ჯერ ვფიქრობ და მწამს, ნაადრევია,
უსიყვარულოდ ქვეყნად ვიარო,
რამდენი ქალი და რა ლამაზი
დადის, მსურს, ტრფობა გავიზიარო.

მე შემიძლია ქალს რომ ვაჩუქო
ჯერ არნახული მძლე სიყვარული,
მხურვალე, როგორც ზაფხულის მზე, და
გული ხელახლა გრძნობააღძრული.

ვიცი, მე შევძლებ შეუძლებელს და
ჩემით რომ იყოს ის კმაყოფილი,
კაცი ვარ, კაცად უნდა გამიცნოს,
მეტრფე ლექსებით გულგაპობილი.

ისეთი ქალი უნდა მიყვარდეს,
ლამაზი იყოს, ვუყვარდე მაგრად.
და ჩვენს სიყვარულს ფრთა შეესხმება,
თუ კი ღმერთმა ჩვენ გზა გაგვიმართლა.

უსიყვარულოდ არყოფნა მინდა
და სიყვარულის გაზიარება,
კაცი ის არის, ვინც სიკვდილამდე
მძლე სიყვარულით დაიარება.

 

სულეიმან გუმაშვილი

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in პანკისის ხეობა, პოეზია, ჯოყოლო.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси