რადიო WAY – პირველი რადიო პანკისში

microphone-19139-1920x1200პანკისის ხეობაში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი იქმნება. რადიო,რომელსაც აფუძნებს ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრი” , აუცილებლად გახდება ყველა პანკისელის პირადი მედიასაშუალება.

თავდაპირველად,როცა რადიოს დაფუძნების იდეა გაჩნდა,მთელი ჩემი ძალისხმევა იყო მიმართული იმისკენ,რომ მომხდარიყო ამ იდეის განხორციელება. ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა უკვე,ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა და მიტრიალებს ახლაც,ეს არის რადიო WAY რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ლოგიკური და ძალიან მაგარი განვითარება. ერთია,როცა აფუძნებ,აფორმებ იურიდიულად,თუმცა ვფიქრობ ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამუშავება,ფუნქციონირება.

რადიო, რომელსაც ვაფუძნებთ,კონცეფციის მიხედვით არის ორენოვანი,ჩეჩნური და ქართული. ზოგადად სათემო რადიოებში არის პრინციპი,მშობლიური და რუსული,პრინციპს ვერ დავარქმევთ,უფრო საჭიროებაა ეს,რადგან მსმენელი,რომელზეც არის გათვლილი ეს რადიო,ვერ იგებს სახელმწიფო ენას და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩემი აზრითთ.

რამდენიმე წელია ოცნებად მაქვს ქცეული,იყოს პანკისის ხეობაში რადიო,რომელიც მოემსახურება უშუალოდ პანკისელებს და არამარტო.

თავდაპირველად აქტიურად დავიწყე ინფორმაციის მოძიება ყველა შესაძლო ვარიანტიდან,როგორ კეთდება რადიო,როგორ მივაწოდო ხმა მოსახლეობას,საიდან ვიშოვო გადამცემი და ა.შ მაგრამ ერთ დღესაც მითხრეს,რომ პანკისში რადიომაუყებლობისთვის სიხშირეს არავინ არ მომცემდა,რადგან საზღვრისპირა ადგილებზე ეს არაა დაშვებული,ამის მერე მე რადიოზე აქტიური ფიქრი აღარ გავაგრძელე,ვიფიქრე რიმ ეს უბრალოდ ოცნებად უნდა დარჩენილიყო,რადგან ხეობაშ ამას ასრულება არ ეწერა,თუმცა ამას ნამდვილად არ შეუშლია ხელი ჩემთვის,რომ მეცადა ეს,თუნდაც ინტერნეტის მეშვეობით.

USTREAM – ი იყო ჩემთვის პირველი საშუალება,რითაც მოვახერხე რადიოს გაშვება,თუმცა რა თქმა უნდა ეს იყო სამოყვარულო და პრიმიტიული რადიო,მე რაღაც სხვა მინდოდა და სხვაზე ვფიქრობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.

ერთადერთი,რაც არ შეიცვალა არის ustream – ი,ის დღესაც ისევე საჭიროა,როგორც იყო მაშინ,ინტერნეტ-მომხმარებლისთვის ჩვენი რადიოს მიმწოდებელი ისევ ეს საიტია,თუმცა სხვა დანარჩენი კანონმდებლობიდან დაწყებული ინტერნეტის სიჩქარით დამთავრებული,ყველაფერი უფრო უკეთესი და კომფორტულია,ეს ყველაფერი ერთად აღებული კი ხდის რადიოს დაფუძნებას შესაძლებელს.

ლიცენზიის მოპოვებასთან ერთად,რადიო WAY იქნება 101.1 სიხშირეზე და დაფარავს პანკისის ხეობას სრულად,იქამდე კი ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელია მოგვისმინოთ ჩვენს Ustream-ის ოფიციალურ გვერდზე.

უბრალოდ ზოგჯერ უნდა იმოქმედო,ზოგჯერ კი დაელოდო მომენტს,როცა საჭიროა მოქმედება. შეუძლებელი არაფერია მეთქი რომ ვთქვა,არასწორი იქნება,მაგრამ შესაძლებელიც ძალიან ბევრია და რაც დღეს შეიძლება შეუძლებელია,ხვალ ან ზეგ აუცილებლად იქნება შესაძლებელი.

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog, News - Kerlanaş, პანკისის ხეობა.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси