პანკისობა 2016: ღინისძიების განრიგი

21 მაისს, სოფელ დუისში, დაბალ-გორაზე კულტურის სამინისტროს ეგიდით და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით ჩატარდება დიდი სახალხო დღესასწაული. პავილიონებში გამოიფინება თემატური თვალსაჩინოებები და ლიტერატურული გამოცემები.
მოეწყობა მუზეუმის კუთხე,სადაც ხეობის მოსახლეობისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრების ამსახველი ძველი ნივთები და სამოსი გამოიფინება, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული ვაინახური (ქისტური) კერძების მომზადება-დეგუსტაციის პროცესში.
დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები ( ქართული ჭიდაობა, მშვილდოსნობა, მარათონი, მკლავჭიდი, დოღი ) დასაჩუქრდებიან მედლებით, თასებით და პრიზებით.
კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული მომღერლები, მსახიობები, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები: სულთან ბორჩაშვილი, გორის მომღერალ ვაჟთა გუნდი, თეატრალური კვარტეტი, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,როკვა” , ,,შავფაროსნები”, ასევე ადგილობრივი შემსრულებლები და ანსამბლები, ,,პანკისი” , ,,კესელო” , ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი ,,ბახტრიონი” , ნატო მუთოშვილი,  ხეობის მოსახლეობისთვის გამართავენ კონცერტს.
საღამო დასრულდება ფრანების გაშვებით.
განრიგი
  1. 9:00 – 11:00 – მოსამზადებელი სამუშაოები.
  2. 11:00 – ქართული ჭიდაობა 7 წონითი კატეგორია, აწონვები  10:00 საათზე იქნება )
  3. 12:00 – დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეების თეატრალიზებული წარმოდგენა.
  4. 12:30 – მკლავჭიდი. ( 6 წონითი კატეგორია )
  5. 13:00 – დოღი.
  6. 13:00 – ღონისძიების ოფიციალური გახსნა.
  7. 13:30 – მშვილდოსნობა.
  8. 14:00 – საზეიმო კონცერტი.
  9. 15:00 – მარათონი.
  10. 20:00 – ფრანების გაშვება.
Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in News - Kerlanaş, განცხადება.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси