"პანკისი – ხეობა, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს"

რა სასიამოვნოდ ისმის წინადადება – ,,პანკისის ხეობას თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს”, თუმცა ყველაზე საინტერესო და ტრაგიკული იწყება მაშინ, როცა ეს წინადადება მთავრდება და იწყება ახალი – დიახ, პანკისის ხეობას იცნობს მსოფლიო, მაგრამ როგორ? რა ხდება ამ პატარა და, ერთი შეხედვით, უწყინარ ხეობაში ასეთი? როგორ “გააცნო თავი“ მან მსოფლიო?

პანკისის ამბები ჯერ კიდევ 1990 წლებიდან იწყება. ვფიქრობ, სწორედ ეს პერიოდია დასაბამი იმ სტერეოტიპებისა, რასაც ახლა პანკისის შესახებ მედიით თუ პირადი საუბრებიდან ვისმენთ.

დამოუკიდებლობის პირველ წლებში, როცა ქვეყანაში არეულობამ დაისადგურა, პანკისის ხეობა ბევრი ქურდისთვის და ყაჩაღისთვის თავშესაფარად იქცა. აი ასე, გაიტაცებდნენ ადამიანს და პანკისში გადამალავდნენ, ეს კი, ხშირად ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების ხელშეწყობით ხდებოდ. ამის შესახებ ყოველთვის საუბრობდნენ ადგილობრივები, ერთხელ მაშინდელი ერთ-ერთი პანკისური დაჯგუფების წევრმა თქვა, ჩვენ დიდი არაფერი გვაქვს გასაკეთებელი, ქართველი პოლიციელები იტაცებენ ადამიანებს, მოჰყავთ პანკისამდე, აქ კი ჩვენ უბრალოდ ვინახავთ მადა ამაში საკმაოდ სოლიდურ ფულსაც ვიღებთო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რომელიმე პანკისელი მიდიოდა თბილისში ან სხვაგან სადმე, ქ იტაცებდა ადამიანს და შემდეგ ხეობაში მოყავდა, მწარედ ცდება.

1999 – 2000 წლიდან საქართველოში ჩეჩნეთიდან დევნილი მოსახლეობის შემოსვლა იწყება. უმრავლესობა სწორედ პანკისშიმიდის. ეს ლოგიკურიცაა, რადგან აქ მათივე ეროვნების ხალხი ცხოვრობს. ამ პერიოდიდან ხეობაში ვითარება სულ უფრო ნაკლებად ექვემდებარება კონტროლს და პანკისი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. ყოველდღიურად შუქდება ამბები, თუ როგორ იტაცებენ იქ ხალხს,როგორ კლავენ, როგორი ველური კანონებით ცხოვრობენ, მსოფლიო მასშტაბით გავედით უკვე, გავედით რა მხრივ? ტერორიზმი, ნარკოტიკები და ა.შ. უკეთესს ვერაფერს ინატრებ…

ნებისმიერი სტატია თუ სიუჟეტი,რომელიც ამ პერიოდშია მომზადებული, სწორედ ზემოხსენებულ კონტექსტშია გაშუქებული.არადა, რამდენი საინტერესო რამის გადაღება შეიძლებოდა მაშინ, რამდენი საინტერესო ტრადიციაა,რომელიც კარგად მახსოვს,დღეს კი დავიწყებას მიეცა.

სამწუხაროა, მაგრამ მედიამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პანკისის და პანკისელებისგან მტრის ხატის შექმნაში.ზოგჯერ ვფიქრობ, ზოგისთვის მხოლოდ ესაა ჟურნალისტიკამთავარია მძიმე, საინტერესო და რაც მთავარია, გაყიდვადი თემა წაიღო ადგილიდან. ასე ხდებოდა პანკისის შემთხვევაშიც…. მედიასაშუალებების დღის წესრიგში პანკისი ან საერთოდ ვერ ხვდებოდა, ან თუ ხვდებოდა, მხოლოდ ადამიანთა გატაცებების, ნარკოტიკების კონტექსტში…

ამ მძიმე პერიოდიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა,შეიცვალა საზოგადოება, შეიცვალნენ მთავრობები, წესრიგიც, მაგრამ ერთი რამ უცვლელი დარჩამედია და მის მიერ გაშუქებული თემები. ნებისმიერ ქალაქში რომ გავიდეთ და ჩვატაროთ ქუჩისგამოკითხვა თემაზე რა ასოციაციები გიჩნდებათ პანკისზე -როგორ ფიქრობთ, რას იტყვიან? ტერორისტები, მკვლელები ვაჰაბიტები და ა.შ.

პანკისელობის გამო, კურიოზულ სიტუაცებშიც ხშირად ჩავვარდნილვარ.ამას, რა თქმა უნდა, კონკრეტულ მომენტში სიცილით ვატარებ, მაგრამ მერე ვფიქრობ ხოლმე, რამდენად ცუდ დღეში ვართ. ერთხელ მეგობრებთან ერთად ვმგზავრობდი, ვსხედვართმიკროავტობუსში, ვხუმრობთ რაღაცებზე და უცბად დგება მომენტი,როცა დავიწყეთ ჩვენ-ჩვენი წარმომავლობის შესახებ საუბარი. დადგა ჩემი ჯერი და ვამბობ, რომ მე პანკისელი ვარ, ქისტი . უცბად მივიხიდე და რას ვხედავ – ჩემ გვერდით მჯდომი მეგობარი ლამის მინაზეა მიკრული და ცდილობს, რაც შეიძლება შორს დაიჭიროს ჩემგან თავი. თავიდან გამიკვირდა, ს ხომ ჩვეულებრივად მესაუბრებოდა, რა სჭირს, ასე უცბად რამ შეცვალამეთქი. გაირკვა,რომ ჩემი შეეშინდა. შეეშინდა, რომ რამე არ დამეშავებინა მისთვის, არადა რამდენიმე წუთის წინ ჩვენ შორის არ იყო არანაირი გაუცხოება, უბრალოდ ახალგაზრდები ერთად მივდიოდი და ყველანი კარგ ხასიათზე ვიყავით. მაშინ გავაცნობიერე, თუ რა ძალა აქვს მყარად ფესვგადგმულ ნეგატიურ სტერეოტიპებსა და სტიგმას.

ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, ასე იქნება მანამ, სანამ არ დასრულდება პანკისის ხეობის დემონიზაცია, ეს კი საკუთარ თავზე სწორედ მედიამ უნდა აიღოს.

სირიაში ერთ-ერთი ავიაიერიშის დროს დაიღუპა საქართველოს ორი მოქალაქე, ერთი პანკისელი ქისტი და მეორე აჭარელი.რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის ყველა საინფორმაციოს მთავარი თემა ასეთი იყო: ,,სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა” .  მოქალაქე აჭარიდან არავის გახსენებია. როცა ასეთ ფაქტებს უყურებ, გიჩნდება კითხვა, გამიზნულად ხომ არ ხდებაეს ყველაფერი? რაშია საქმე, რატომ მხოლოდ პანკისი და რატომ მხოლოდ ცუდ კონტექსტში?! ეს საკითხი ძალიან აწუხებთ პანკისში, თუმცა მათი ამ და სხვა წუხილების შესახებ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა არაფერი იცის, არ იცის პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს თემა მედიას არ აინტერესებს.

ხშირად მიფიქრია, ხომ შეიძლება საინტერესო თემები გაშუქდეს პანკისზე, თქვას ვინმემ, რამდენად ლამაზი და საინტერესოა პანკისის ხეობა ან იმაზე გაკეთდეს სიუჟეტი, რა სოციალური პრობლემები აქვს მოსახლეობას, რას ფიქრობენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე… გზები, კომუნიკაციები, წყალი წესრიგშია? თუმცა არა, ეს თითქმის არავის აინტერესებს, აქედან მხოლოდ ტერორიზმი მიაქვთ, სხვა დანარჩენი თითქოს არც არსებობს.

ერთხელ მაინც რომ დაინტერესებულიყო რომელიმე მედიასაშუალება,თუ რატომ არის ხეობაში ნარკომანია, ქურდობა,მკვლელობა თითქმის ნულზე დასული, რამ შეცვალა ეს ხეობა ასე მალე, რა მოხდებოდა? არ არის ეს საინტერესო?! მერწმუნეთ,მთავრობების ცვლილებები და ადგილზე არსებული პოლიცია ამაში არ თამაშობს დიდ როლს, საინტერესოა, რამ მოახდინა ასეთი ტრანსფორმაცია,იმედი მაქვს ვინმე დაინტერესდება ამ თემით.

ამ თემით მედია არ ინტერესდება ხოლმე, თუ არ ჩავთვლით კახეთის საინფორმაციო ცენტრს,რომელიც აქტიურად მუშაობს ხეობაში და ხშირად აშუქებს სხვა თემებსაც, როგორიცაა კულტურა, ტრადიცია….თუმცა ეს არაა საკმარისი, როცა ცენტრალური ტელევიზიების სიუჟეტების 90% უარყოფით კონტექსტში აშუქებს პანკისს.

ყველაზე მტკივნეული ადგილობრივებისთვის ის მომენტია, როცა ისეთ ,,სკანდალურ” მასალას ,,გაიტანენ” ხოლმე გარეთ, რაცსაერთოდ არც არსებობს და მედიის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენს. მსგავსი ფაქტების გამო დღეს ხეობაში ჟურნალისტებსაღარ ენდობიან.

ყველაზე საინტერესო იყო ერთ-ერთ სააგენტოში გამოქვეყნებული მასალა ,,შაიდი ქალი პანკისიდან” . მასალას უამრავი ნახვა ჰქონდა, კომენტარების ველში იწერებოდა სალანძღავი სიტყვები ქისტების მისამართით და ეს მხოლოდ იმიტომ, რომჟურნალისტმა შეთხზა ამბავი, დასვა ვიღაც ხუმარა, ვისი მონაყოლიც პირდაპირ, მთელი სიმძაფრით გაიტანა ხალხში. ამ ყველაფრით, პირველ რიგში, პანკისელები ზარალდებიან. ასეთი ქმედებები მათ გაუცხოებას იწვევს. უფრო და უფრო მწვავდება პანკისელებისა და ჟურნალისტების ურთიერთობა,უკვე ვეღარ არჩევენ, ვინ წერს სწორს და ვინ არა, ამაში ვერც გაამტყუნებ.

ხეობაში ცენტრალური ტელევიზიიდან თუ ვინმე გამოჩნდა, უკვე ყველამ იცის საღამოს რა თემაზე იქნება სიუჟეტი, ეს სირიააან ვრცელდება ხმა,რომ სირიაში ვინმე დაიღუპა,ან ახალი წავიდა, ან კიდევ მათთან კავშირის ბრალდებით ვინმე დააკავეს, სულ ეს არის ის რაც ბევრი რედაქტორის აზრით მაყურებელს აინტერესებს.

რაღაც პერიოდის მერე ისევ დაიწყებენ შეხვედრებს,იქნება ბევრი საუბარი თუ როგორ გადაწყვიტონ გაუცხოების და სრულფასოვანი ინტეგრაციის პრობლემა ხეობაში, როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა პრობლემის მოგვარება, ამაში მედიაც იქნება ჩართული, თუმცა დარწმუნებული ვარ, იმაზე არავინ იფიქრებს, ერთ დროს მედიას რომ ადეკვატურად გაეშუქებინა რეალობა, საქმე აქამდე არ მივიდოდა, ეს არ მოხდებოდა!

MEDIACHECKER

 

 

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog, პანკისის ხეობა.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси

Comments

  1. რეალობა says:

    მედიაში, რომ ბევრი რამ უარყოფითი კუთხით ვრცელდება
    არახალია..მეტი სიმძაფრე, მეტი ფულია..

  2. რეალობა says:

    მედიაში, რომ ბევრი რამ უარყოფითი კუთხით ვრცელდება
    არახალია..მეტი სიმძაფრე, მეტი ფულია..

  3. ნამდვილად ასეა…

  4. ნამდვილად ასეა…