პანკისის ხეობაში პროექტი საფეხბურთო თერაპია დაიწყო

შიდა ქართლის შემდეგ, აღნიშნული რეგიონი მეორეა, სადაც ჩვენმა ფონდმა ბავშვთა საფეხბურთო სკოლები დააფუძნა.
პანკისის ხეობის სოფელ ომალოში საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა დუისის, ბირკიანის, ომალოსა და ჯოყოლოს გუნდებმა მიიღეს.

საფეხბურთო თერაპიის ფარგლებში, სწორედ პანკისის ხეობის ამ ოთხ სოფელში დაფუძნდა საფეხბურთო სკოლები. შიდა ქართლის სოფლების მსგავსად, პანკისის ხეობის სოფლის გუნდებსაც ინდივიდუალური მთავარი მწვრთნელები ეყოლებათ. ფესტივალის დაწყებამდე ჩვენი ფონდის დამფუძნებლებმა ბავშვებს ფორმები, ბურთები და სპორტული ინვენტარი გადასცეს.


ფესტივალის გამარჯვებული ომალოს საფეხბურთო გუნდი გახდა. მათ ფინალში ჯოყოლო 2:0 დაამარცხეს. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა ჩვენი ფონდის დამფუძნებლებმა, რეზი და აჩი არველაძეებმა, აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი ბოკერიამ, ტექნიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეიძემ და საფეხბურთო თერაპიის ინსტრუქტორმა, გოჩა ტყებუჩავამ მიიღეს.


საფეხბურთო თერაპია პანკისის ხეობაში საქართველოს სამარიტელთა კავშირის, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის, ავსტრიის სამარიტელთა კავშირისა და ავსტრიის სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალის გახსნას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, თამაზ ქავთარაშვილი დაესწრო.


საფეხბურთო თერაპიის ფარგლებში, მიმდინარე წელს ჩვენმა ფონდმა უკვე 20 საფეხბურთო სკოლა დააფუძნა. მთელი წლის მანძილზე, შიდა ქართლისა და პანკისის ხეობის სოფლებში მაცხოვრებელი 400-მდე ბავშვი, კვირაში სამი დღე, სპეციალური პროგრამით ივარჯიშებს.
ოფიციალური პირებისა და მოწვეული სტუმრების გარდა, ფესტივალს ადგილობრივი მაცხოვრებლებიც დაესწრნენ, რომლებიც საკუთარი სოფლის გუნდებს გულშემატკივრობდნენ.

 

Photo: ფონდი არველაძე

 

 

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in News - Kerlanaş, Photo - Sürt, პანკისის ხეობა, სპორტი.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси