პანკისელი ევა გუმაშვილი შსს-ს კონკურსში საუკეთესო ნახატის ავტორად დასახელდა

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სოციალური კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში გამოცხადებულ ესეებისა და ნახატების კონკურსში პანკისელმა მონაწილემ, ევა გუმაშვილმა გაიმარჯვა.

ევა

მადლობის სიგელი

 

კონკურსი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა სკოლაში ჩატარდა, თემაზე – „ერთად დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, ერთმანეთის გულისთვის“.

კონკურსისთვის სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრებმა მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი, ფინალურ ეტაპზე გასული 500-მდე ესედან და ნახატიდან 9 გამარჯვებული და 21 საუკეთესო ნამუშევრის ავტორები გამოავლინეს და დააჯილდოვეს. ასევე, დაჯილდოვდა კონკურსში მონაწილე მაკეტის ავტორიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ გრძელვადიანი, ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ევა2

საკონკურსო ნახატი

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in News - Kerlanaş, დუისი, პანკისის ხეობა.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси