მოსუსტებული ადათ-წესები

მეცხოვრება და ვცხოვრობ პანკისში,
სადაც ვიზარდე ქისტურ წესებით,
იმდენმა ხანმა განვლო უჩუმრად,
ჩამომათოვა წლები-ლექსები.

ფეხზე ადგომა ჯერ კიდევ ძალმიძს
და უფროსების პატივისცემაც,
კაცის კულტი ხომ ჩვენში კულტობდა,
აწ მისი ცნება ძალზე ეცემა.
რამეთუ თუ კბილით უჭირავს ადათს
თითქმის ყოველი ქისტის ოჯახი,
ძველად ნაქები ქალის მანდილი
იყო სიწმინდე ყველა ქოხმახის.
ყოფილი ძუდა – ქალღმერთი ახლა
ჯაბნის კაცს მადლით ახალ პროგრესის,
მაგრამ კაცები თავს იმართლებენ
და არ იტეხენ იხტიბარს წესის.
…მოისუსტებენ ჩვეულებანი
ოდით მოსული და რაც შემოგვრჩა-
კერპთა: ,,ნაანის“ და ,,გუდეასი“-
დედის და მამის დადგმული ხონჩა.
დრო მიიჩქარის, ადათ-წესს სანსლავს,
მშვიდობისათვის პანკისი იბრძვის
და მდედრი ჯაბნის მამრს აწ დრო და დრო,
ეს პროგრესია? -ალაჰმა იცის.
დიახ, მას მიაქვს ადათ-წესები,
კარი ეხსნება გზას, უზნეობას
და ვინც დავრჩებით, ვნახავთ ,,პროგრესი“
ყოფას უტირებს ხალხის მეობას.

სულეიმან გუმაშვილი

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in პანკისის ხეობა, პოეზია, ქისტების ადათ-წესები.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси