მინისტრები და რეიდები პანკისში

დღეს დილიდან პანკისის ხეობაში დაიწყო რეიდები,მთელი დღე მანქანებს აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ,ნუ სასწაული ხდებოდა აქ…

ბევრს აინტერესებდა თუ რა იყო ამის მიზეზი,პირადი მესიჯებით თუ ღია კომენტარებით გამოხატეს პროტესტი და მიზეზის გაგება უნდათ,ხო და ჩემო მეგობრებო,გეტყვით რაშია საქმე… 🙂

ხვალ პანკისში ჩამოდის საქართველოს თავდაცვის მინისტრი,ქალბატონი თინა ხიდაშელი…

როგორც ამბობენ,ასევე ელოდებიან განათლების მინისტრს…

არ ვიცი,როდის უნდა მორჩეს ჩვენთან მინისტრების,პრეზიდენტების თუ პრემიერების ჩამოსვლა ჩუმად,მხოლოდ ერთ აუდიტორიასთამ შესახვედრად… ძალიან ცუდი ამბავია ის,რომ არ იცის პანკისის აბსოლუტურმა უმრავლესობამ,რომ დღეს ამ ვიზიტის გამო იყო ,,ამბები” ხეობაში,უსაფრთხოების ამბავში მესმის,ეს საჭიროა ალბათ,მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს ჩემი აზრით,რატომ ხდება,მითუმეტეს უნდა იცოდნენ რომელი მაღალჩინოსანი ჩამოდის,იქნებ აქვთ რამე სათქმელი…

ამ ყველაფრის კარგი მხარე კი არის ის,რომ იჩენენ ინტერესს,ჩამოვიდნენ,შეხვდნენ ხალხს,გაიგონ რა ხდება ადგილზე და ა.შ

თუმცა,ვიმეორებ მეგობრებო,უთხარით ხალხს,რომ მოდიხართ…

სამწუხაროდ მე ვერ შევძლებ დასწრებას,თუმცა იმედი მაქვს,როგორც ხდება ხოლმე,არ ეტყვიან განათლების მინისტრს,რომ არ გვინდა მშობლიური ენა,წინასწარ იცოდეთ,რომ ეს უნდა უმრავლესობას,სხვადასხვა ადგილზე კი არა,სკოლაში,ამაზე ჩვენ ევროკავშირისგან რეკომენდაციაც გვაქვს მიღებული…

უბრალოდ ცუდია,როცა ერთი ,,სასტავი” არის ხოლმე ასეთ შეხვედრებზე,ვფიქრობ უფრო ბევრს რომ გაეგო ამის შესახებ,იქნებოდა დაინტერესება და მოვიდოდნე ,,სხვებიც”…

ყველა ამ სამინისტროს პრესსამსახური რას აკეთებს არ ვიცი,გაავრცელეთ,რომ მოდიან პანკისში,დამიჯერეთ ეს არ შექმნის საფრთხეს,მხოლოდ პოზიტიური მხარე ექნება ამას…

P.S იმედი მაქვს შემდეგში გაითვალისწინებენ ცოტას მაინც… ჩვენ გვიხარია ყურადღება,ხალხს აქვს სათქმელი… 🙂

ხო კიდე,ჩვენ ისევ ვუჭერთ მხარს ზაზას… 🙂

‪#‎NBAVote‬ Zaza Pachulia

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog, პანკისის ხეობა.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси

Comments

  1. Karim says:

    #NBAVOTE zaza pachulia