მათე ალბუთაშვილი

სხვა სახელი: ქისტი ჩობანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი: იანვარი, 1863
გარდაცვ. თარიღი: 1953  (89 წლის ასაკში)
კატეგორია: მწერალი, პედაგოგი

 

დაბადების ადგილი:  სოფელი ჯოყოლო.

მწერალი, ფოლკლორისტი, პედაგოგი, ქართული პრესის ერთ–ერთი პირველი ქისტი თანამშრომელი.

წერდა “ქისტი ჩობანის” ფსევდონიმით.

“ივერიასა” და “მოგზაურში” გამოაქვეყნა ფოლკლორულ–ეთნოგრაფიული მასალები, წერილები, ისტორიულ–ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული ნარკვევი, რომელშიც აღწერილია პანკისის ხეობა, მისი საზღვრები, ფლორა, ფაუნა, ქართული და ქისტური ლეგენდები, თქმულებები, ჩაცმულობა, არქიტექტურა, ქორწილი, შეეხო შვილების აღზრდის თემას, სისხლის საზღაურს და სხვა.

ავტორია მოთხრობების: “მაგდანი”, “გემბიშ ჰაჯი”, “მცირეწლოვანი მესისხლე”, “ყინტერ დეეხინი”, “ნათაგური” და სხვა. ბავშვებისთვის წერდა შარადებს და გამოცანებს.

 

2010 წლის 30 ივნისს სოფელ ჯოყოლოში მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 157-ე წლის იუბილე, მისი წიგნის ,,პანკისი” პრეზენტაცია და სახალხო ზეიმი გაიმართა.

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in ადამიანები, პანკისის ხეობა, ჯოყოლო.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси