ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი – 2016

მწერალთა დამოუკიდებელი გაერთიანება კავშირი – პოეტური ორდენი “მარადახალი ქნარი” და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა გთავაზობთ ყოველწლიურ რეგიონალურ პროექტს – „ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი“.

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ლექსობა-კაფიაობის ნიჭით დაჯილდოებულ ყველა მსურველს!

ფესტივალის მონაწილეები წაიკითხავენ თავიანთ კაფიებს, ურთიერთმილექსებებს, გამართავენ ექსპრომტულ პოეტურ შერკინებებს ცოცხალ გარემოში.

ფესტივალის ყველა მონაწილე ყველა ავტორს გადაეცემა სამახსოვრო სიგელი.

ფესტივალზე მოწვეული იქნებიან აგრეთვე ქართული ხალხური ესტრადის ცნობილი შემსრუბლები, პოეტები, მწერლები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები.

ფესტივალის ვიზუალური მხარე და სასცენო გარემო გაფორმებული იქნება მთისთვის დამახასიათებელი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული აქსესუარებითა და ელემენტებით, გამოიფინება ახმეტის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ისტორიულ-კულტურული ექსპონატები და ცალკეულ მხატვართა ნამუშევრები.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოინახულონ შუასაკუნეების ციხე-ქალაქი კვეტერა, კოპალის სალოცავის ნიში, ილტოს კავკასიონის ეგზოტიკურ ხედები და დატკბნენ მათი განუმეორებელი სილამაზით.

ფესტივალის მონაწილეთა და ოფიციალურად მოწვეულ სტუმართა ტრანსპორტირება მოხდება უფასოდ, ხოლო ღონისძიებაზე დასწრებისა და ციხე-ქალაქ კვეტერის ნახვის მსურველთათვის იქნება ფასიანი ტრანსპორტი (მგზავრობის ღირებულება – 15 ლარი).

თბილისიდან გასვლა: დილის 8.00 სთ-ზე, უკან მობრუნება – 19.00 სთ-ზე.

შეკრების ადგილი: ვარდების მოედანი, სასტუმრო „რედისონის“ (ყოფილი „ივერიის“) შენობის წინ.

ფესტივალში მონაწილეობის მსუფრველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ორგანიზატორს, მიხეილ ღანიშაშვილს Facebook გვერდზე ან ნომერზე: 599 56 17 90


იდეის ავტორი და ორგანიზატორი: მიხეილ ღანიშაშვილი

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in News - Kerlanaş, განცხადება, კულტურა, პანკისის ხეობა.

Pankisi.Ge – All About Pankisi

Pankisi.Ge – ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge – Всё Про Панкиси