ისტორიულ ძმებს ვაინახებს

დღესაც მოესმით ხეობებს,
ექოდ ნადენი ძახილი.
ბეჭის კლდის ქიმზე მიბჯენა,
ბრძოლა თუ იყო გახდილი.

დებით არ უჟანგებიათ,
თოფი, ფარი და მახვილი.
ზედ აღბეჭვდია ფრიალოს,
ვაინახების აჩრდილი.

მტრის ბოღმად მოუნელები,
ბევრისთვის ყელში გაჩრილი.
როცა ცა იქუფრებოდა,
სამტრო თუ იყო გზავნილი,
ერთ ხელის წვდომაზე იყო,
ქავი და ციხე- შატილი.

ავ კარგიანად დახვედრით,
ერთურთი ბევრჯერ დაცდილი.
მაგრამ ღალატი არცროდის,
მტრობაც, ძმობაც და სადილიც.

ცნობის, ძმობის და ნდობისთვის,
გზა მუდამ იყო გახსნილი.
საერთო ცისთავის და კლდისთვის,
წყლისთვის, მიწისთვის აღზრდილნი.

სამშობლოს გადასარჩენად,
გადაძახ -გადმოძახილი.
ორივეთ მხრიდან პირადის,
მსხვერპლად მიტანის წადილი.

სიკვდილ სიცოცხლის წუთებში,
ძმობის ჩვენება ნამდვილი.
და თუ საჭირო ხდებოდა,
თუ აღარ სჭრიდა მანდილი,

ან ყოფნა არყოფნის ზღვარზე,
სასწორი მტრისკე დახრილი
და ბედის უკუღმართობით,
უბსკრულის პირი გაჭრილი.

გზის გახსნა სტუმრად მიღება,
ყოველთვის იყო ადვილი.
დრო იყო ხუნძის წინძღოლით,
ბევრ მტერს უმოკლეს მანძილი.

დრო იყო ვაჟკაც ბენოელს
გვერდს უმშვენებდა შამილი.
მაგრამ დრო ულმობელია,
წინასწარ არვის აფრთხილებს,

ვინ იფიქრებდა ხუნძი თუ
ბრძოლას აღარც კი აპირებს.
ცალხელ, ცალფეხა, ცალთვალა,
ჯერ ბევრ მტრის დედას ატირებს.

ცალგული ბაისუნგური,
ცეცხლშენთებული საკირე.
სულ ლეგენდებში იცოცხლებს,
ერთხელ თუ გაინაპირეს.

ეგ გული არის რომ ბორგავს,
სამშობლოს მტერბეს რომ აშინებს.
თავის თავს, ხსოვნას, ძეგლს უდგამს,
თავის სხეულს თუ აცივებს.

თავის მოდგმას რომ არ არცხვენს,
მტერს რომ არცროდის აცინებს.
დღეს ზრდიან ვაინახები,
სოლდამურატის არწივებს.

ეგ ის მზერაა რომელიც,
ცეცხლის წვიმას რომ აწვიმებს.
ჰაჯიმურატის ან სხვათა,
ვინც სახელზე სცვლის ნადიმებს.

და თუნდაც დიდ ხუნძს ზურგიდან,
ტყვიისთვის რომ ვერ იმეტებს.
სხვის მაგალთის მიმცემი,
ძახილზე რომ ვერ იხედებს.

ბევრი გმირობის ჩამდენი,
როგორ დასასრულს იბედებს?
ეგ ვაჯკაცური სულია
ჭრილობის სისხლს რომ იდედებს.
მტერს რიცხოვნება კი არა,
აეგ უცრუებს იმედებს.

ადამ ბექაური

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in პოეზია.

Pankisi.Ge – All About Pankisi

Pankisi.Ge – ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge – Всё Про Панкиси