ელიზბარ მაყაშვილი: პანკისს

მიყვარდა კოხტა პანკისი
ლამაზ ბუნებით შემკული,
მიყვარდა მათი მცხოვრებნი:
ქისტი,ფშაველი გინდ თუში.
ქისტების ლაღი ცხოვრება
და პურმარილი განთქმული.
მათ ვაჟკაცობა,მხნეობა,
პირში თქმა,ძმურად ერთგულნი.
უშიშარ იყვნენ და ბევრმა
სამშობლოს თავი შესწირა.
თვალწინ მიდგანან ეხლაც კი
იდა,მიხაკო,ბათირა.
ჯოყოლოს ჭალის შიშანი,
ალაზნის ტკბილი დენანი,
ომალოს ვაჟი გმირები:
ქოსა, ღანიში, ლევანი,
მიტო ზაქრო და დათიკო
და ბევრნი სხვანი და სხვანი.

 

ელიზბარ მაყაშვილი – ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in პანკისის ხეობა, პოეზია.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси